Strophe: 268 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 268. ქალმა მას ქალსა შესთვალა | სიტყვა სიმჭევრით ნასია: |
Line of ed.: 2 Verse: b | "შენ ამისთვისა ნუ სჭმუნავ, | ნურცა გაცვია ფლასია, |
Line of ed.: 3 Verse: c | სხვა ძე არა ჰყავს მეფესა | საჴელმწიფოდა ხასია, |
Line of ed.: 4 Verse: d და | ჟამად ჩემიცა ჴელთ ჰქონდა, | შავს სოფელს სისხლით თასია." |
Strophe: 269 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 269. "ცუდად ნუ სჭმუნავ, ხათუნო, | ესე რა მოსანდომია, |
Line of ed.: 6 Verse: b | უთიოდ შენის თავისა | ცუდი გარჯანი გნდომია, |
Line of ed.: 7 Verse: c | ამის იმედი იწყვიტე, | ცუდია მოსანდომია, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ვინცაღა გიქებს ამასა, | შენი სიკვდილი სნდომია". |
Strophe: 270 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 270. "აწ, დაო, ამას დაეშვი, | გითვლი მართალსა პირასა, |
Line of ed.: 10 Verse: b | ცუდად ნუ სჭმუნავ ამისთვინ, | ნურცა ვარდები ჭირასა, |
Line of ed.: 11 Verse: c | სევდის ჴელითა ნუ აჭკნობ, | ვარდო, ვარდულსა პირასა, |
Line of ed.: 12 Verse: d და | ესეც არ იყოს, შეირთავ | შენსა საფერსა მირასა". |
Strophe: 271 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 271. დაწერა წიგნი და მისცა | იქით მოსულსა მონასა, |
Line of ed.: 14 Verse: b | უბრძანა: "წადი, მიართვი | უშლელსა ვარდის კონასა, |
Line of ed.: 15 Verse: c | მართ გარდაწყვეტით იცოდეს, | ნუ ელის ამის შონასა". |
Line of ed.: 16 Verse: d და | მუნით წასულმა მიმართა | თავის პატრონის ხონასა. |
Strophe: 272 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 272. მისვლითა ჰკადრა ამბავი, | დია, რომ საწყინარია. |
Line of ed.: 18 Verse: b | რა ცნა, თუ ვერ უშოვნია, | გაჴდა ვითამცა მკვდარია, |
Line of ed.: 19 Verse: c | გაშმაგდა იგი უებრო, | ცნობა შაექნა ჩქარია, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ყველაი მოაღებინა, | რაც ჰქონდა სადებარია. |
Strophe: 273 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 273. ბრძანა: "ან თავსა მოვიკლავ, | ანუ შევირთავ იმასა, |
Line of ed.: 22 Verse: b | უმისოდ რომ ცოცხალვიყო, | რას ვაქნევ ჩემსა რჩომასა? |
Line of ed.: 23 Verse: c | ასრე გამჴადა სურვილმა, | იქიდამ მაჩნევს წყრომასა, |
Line of ed.: 24 Verse: d და | გული, გონება წამართვა, | აღარც სულს ვატყობ დგომასა". |
Strophe: 274 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 274. მოსთქვამს მწარესა გულითა, | იძახდის დია მჭახესა: |
Line of ed.: 26 Verse: b | -- "შავ ბედო, შენ უნახველად, | რამან გაგაბა მახესა? |
Line of ed.: 27 Verse: c | დაიტყევ, მისთა მქებელთა | ის არვის დაასახესა, |
Line of ed.: 28 Verse: d და | ვინ დგების ჩემსა ცოდვაში, | არ მაძლევს ალვისა ხესა?" |