TITUS
Kartuli Samartlis Dzeglebi III
Part No. 43
Previous part

Text: 43.  
Line of ed.: 7  43. [წიგნი ანტიოქიის პატრიარქის დოროთეოსისა
Line of ed.: 8 
მაწყუერელისათვის ეპისკოპოსის კურთხევის
Line of ed.: 9 
უფლების მინიჭების შესახებ]

Line of ed.: 10 
[XVI . დასაწყ.]


Line of ed.: 11       . დიდებაჲ ღმერთსა, მარადის ყოვლისა შემძლებელსა და დი\დებულსა,
Line of ed.: 12    
ამინ.

Line of ed.: 13       
მლოცველი, მოყვარე სულთა თქუენთა წყალობითა ღმრთისა\თა,
Line of ed.: 14    
დოროთეოს პატრიარქი დიდისა ღმრთის ქალაქისა
Line of ed.: 15    
ანტიოქიისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა, მოგიმცნობ.

Line of ed.: 16       
წყალობაჲ და მშვიდობაჲ და შეწევნაჲ უფლისაჲ ჩუენისა იე\სუსის
Line of ed.: 17    
ქრისტეს მიერ თქუენ ზედა და ყოველსა საბრძანებელსა
Line of ed.: 18    
თქუენსა, რომელმან განამტკიცნა წმიდანი მოციქულნი სიონს ქორ\სა
Line of ed.: 19    
მას ზედა განყოფითა ცეცხლისა ენათათა.

Line of ed.: 20       
და მისცა ცნობაჲ ყოველთა ენათა და მათ მიერ მოინადირნა
Line of ed.: 21    
ყოველნი ნათესავნი. ლოცვაჲ და კურთხევაჲ გარდამოვედინ სულ\თა
Line of ed.: 22    
და ჴორცთა თქუენთა ზედა და ყოველსა საბრძანებელსა
Line of ed.: 23    
თქუ/ენსა.

Line of ed.: 24       
რომლისა ბრძანებითა ვიიძულენით თქუმად ამას დიდ\სა
Line of ed.: 25    
პატრონისა მზეჭაბუკის მიერ, რამეთუ მაგან ოდენ
Line of ed.: 26    
მხოლომან იყურჭუმა ჭეშმარიტად ემბაზსა შინა ნათლისღებისასა.

Line of ed.: 27       
რამეთუ სადაცა მიიწიოს ღონე მაგისი იდა დათრგუნოს ქუეყა\ნაჲ
Line of ed.: 28    
მტერთა თჳნიერ შრომისა მოსცეს ღმერთმან ადგილი იგი, ანუ
Line of ed.: 29    
რომელთა იხილონ წუერი ჰოროლისა მისისა, თჳნიერ კუეთების[ა]
Line of ed.: 30    
ლტოლვილ ქმენინ ყოველნი წინააღმდგომნი მისნი, პატიოსნისა და
Line of ed.: 31    
ღმრთისა მიერ განმტკიცებულისა და განძლიერებულისა დიდისა
Line of ed.: 32    
მეფისა ჩუენისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა ჴელმწიფისა პატრო\ნისა
Line of ed.: 33    
მზეჭაბუკისაგან. სამარადისოდ ყოს ღმერთმან პატივი და დი\დებაჲ,
Line of ed.: 34    
ძალი და სიმტკიცე მათი უკუნისამდე; და აღამაღლოს პატი\ვი
Line of ed.: 35    
მისი და ბედნ[იერ] ყოს.

Page of ed.: 241  
Line of ed.: 1       
და დაანთქნეს მტერნი მისნი და მოსცეს ძლევა მათ ზედა მას
Line of ed.: 2    
და ყოველსა მჴედრობასა და ერსა მისსა.

Line of ed.: 3       
და ადიდოს სახელი მისი მზისა და მთოვრისაებრ და სრულყოს
Line of ed.: 4    
ყოველი ნებაჲ და წადილი მისი უფალმან და ღმერთმან ჩუენმან
Line of ed.: 5    
იესუ ქრისტემან. და გარდამოავლინოს მას ზედა მადლი და კურ\თხევაჲ
Line of ed.: 6    
მისი, რომელსა უპყრიეს სჯული და მცნებაჲ ღმრთისა და
Line of ed.: 7    
სიმართლით ჰმსახურებს ეკლესიასა და სჯულსა
Line of ed.: 8    
მართლმადიდე/ბელთასა.

Line of ed.: 9       
მერმე, ებრძანა აწყურისა ღმრთისმშობლისა საქმენი პირველ\ნიცა
Line of ed.: 10    
და უკანის რაჲ გარდაჰჴდა და თუ შ̃ე სასწაულნი აღას\რულნა.
Line of ed.: 11    
და ვეტყი ნება-სურვილითა და სიყუარულითა მისითა და
Line of ed.: 12    
ვევედრები, რათა მეცა ღირს მყოს ხილვად და თაყუანისცემად
Line of ed.: 13    
მის[ს]ა.

Line of ed.: 14       
და ესეცა, ვითარმედ აწცა წარუვლენიან კაცნი სოფ[ელ]ს გუერ\დის
Line of ed.: 15    
(sic) და ჩუენიცა ებისკოპოზი ყოფილიყო მათ წინაშე, სახე\ლით
Line of ed.: 16    
გრიგოლ ებისკოპოზი ბოლოზნის ა; და მას
Line of ed.: 17    
თჳთ განეცადა ყოველი საქმე და თუალთა ეხილა და, გულის-ჴმა
Line of ed.: 18    
ეყო უსჯულოებაჲ მეფეთა და ერისა მათისა.

Line of ed.: 19       
და პატრონისა მზეჯაბუკის ღმრთის-მოშიშებაჲ და მართლმა\დიდებლობაჲ
Line of ed.: 20    
და ღმრთის-მოყვარებაჲ, ყოველივე განგუაცადა და
Line of ed.: 21    
ეულის-ჴმა გვიყო და ეგრეთვე მაწყუერლისა სიკეთე და ღმრთის\მოშიშებაჲ
Line of ed.: 22    
და მართლმადიდებლობაჲ და მეცნიერებაჲ და სჯულთა
Line of ed.: 23    
ღმრთისათა კეთილად პყრობაჲ და დაცვა მცნებათა ღმრთისათა.

Line of ed.: 24       
ამისთჳს ვითარცა ჯერ-იყო და სამართალ, მადლითა ღმრთისა\თა
Line of ed.: 25    
და შეწევნითა დიდისა მოციქულთა თავისა პეტრესითა, ვინებეთ
Line of ed.: 26    
და მას მივათუალეთ ყოველი საბრძანებელი პატრონისა მზეჭაბუ\კისი,
Line of ed.: 27    
რათა ებისკოპოზნი მისგან ეკურთხეოდენ ყოველნივე და მის\სა
Line of ed.: 28    
წესსა და ბრძანებასა ჰმორჩილობდენ და სჯულთა მისთა ერჩდენ
Line of ed.: 29    
და მისგან იმწყსებოდენ.

Line of ed.: 30       
და მაკურთხეველნი მისნი კურთხეულ იყვნენ და მწყევარნი
Line of ed.: 31    
მისნი წყეულ.

Line of ed.: 32       
და მისდა მიგვიცემიეს, მადლითა ღმრთისათა ჴელმწიფებაჲ
Line of ed.: 33    
შეკრვისა და განჴსნისა. და რომელნი აკურთხნეს, კურთხეულ იყუ\ნენ;
Line of ed.: 34    
და რომელნი შეკრნეს, შეკრულ იყუნენ, ამინ.
Manuscript page:  



Page of ed.: 242  
Next part



This text is part of the TITUS edition of Kartuli Samartlis Dzeglebi III.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.