TITUS
Melis cigni
Part No. 14
Previous part

Chapter: 14  
Line of ed.: 1  14


Line of ed.: 2       კაცი ერთი გაგლახავდა. ერთი დღის ყანა
Line of ed.: 3    
ჰქონდა და ერთს კაცს მიჰყიდა. მსყიდველი წავიდა, იმ
Line of ed.: 4    
ყანაში სამი ქვევრი ოქრო იპოვნა და კაცი გაუგზავნა
Line of ed.: 5    
ყანის მომსყიდველს და შეუთვალა: "მოდი, შენს მოსყიდულს
Line of ed.: 6    
ყანაში სამი ქვევრი ოქრო ვიპოვნე, შენი არისო".
Line of ed.: 7    
იმან შემოუთვალა: "თუ ღმერთს ჩემთვის სდომებოდა,
Line of ed.: 8    
სამკვიდრო ჩემი მამული იყო, მუდამ ვხნევდი
Line of ed.: 9    
და ვთესდი, მე ვიპოვნიდიო, ღმერთს შენთვის მოუციაო".
Line of ed.: 10    
ამან შეუთვალა: "მე მარტო ყანის ფასი მომიციაო,
Line of ed.: 11    
ეს შენი არისო". იქაურმა მეპატრონემ შეიტყო.
Line of ed.: 12    
ის ოქროც მიატაინა, ის კაცნიც მიასხმევინა,
Line of ed.: 13    
ეპიზკოპოზნი და დიდებულნი შეჰყარა. სამართალი
Line of ed.: 14    
გაბრჭეს. ერთი ქვევრი სამეფოთ აიღეს, ერთი ქვევრი
Line of ed.: 15    
ეკლესიებს და გლახაკთ გაუყვეს და ერთი ქვევრი
Line of ed.: 16    
იმ ორს კაცს მისცეს, და ის ნაყანობიც იმ ორთავ
Line of ed.: 17    
კაცთ მისცეს. მოხნეს, პური დათესეს და თავთავის
Line of ed.: 18    
ნაცვალ მარგალიტი დაისხა. ერთი ტომარა
Line of ed.: 19    
აავსეს, მეფეს მიართვეს და სხვა თითონ აიღეს, და
Line of ed.: 20    
ორნივ ეწივნენ დიდს ღვთის წყალობასა, სულითა და
Line of ed.: 21    
ხორცით გამდიდრდნენ.


Page of ed.: 13  

Next part



This text is part of the TITUS edition of Melis cigni.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.11.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.