TITUS
Qaramaniani
Part No. 7
Previous part

Chapter: (7) 
Page of ed.: 43 
Line of ed.: 18  აქა ბარდანქეშანისაგან აზრაღ მეთილისმის
Line of ed.: 19 
ამბის მბობა


Line of ed.: 20       დაიწყო გარდანქეშანმან ამბისა მბობა: დღესა ერთსა ხელმწიფე\მან
Line of ed.: 21    
ჩვენმან უშანგ ბრძანება გასცა, ლაშქარნი მრავალნი მოვიდნენ
Line of ed.: 22    
და ჩინეთისა დასაპყრობლად გაემგზავრა. მას ალაგსა მივიწივენით,
Line of ed.: 23    
სადაცა ორნი იგი გაქვავებულ იყვნენ და ეყარნენ. ზეგარდმოსა
Line of ed.: 24    
განგებითა მათ ქვაქმნილთა ესრეთი წყალობა მოვლენოდა, რაც
Line of ed.: 25    
პირუტყვი ავად გახდებოდა, იმას შეახვეწებდნენ და მაშინვე მორ\ჩებოდა.
Line of ed.: 26    
დღესა ერთსა ამა ქვაქმნილთა ამბავი ხელმწიფესა უშანგს
Line of ed.: 27    
მოხსენდა და მათად სანახავად წაბრძანდა. რა ნახა ორნი ქვანი ერთ\მანეთის
Line of ed.: 28    
პირისპირ ეყარნენ, ხელმწიფემან მათი ამბავი იკითხა და
Line of ed.: 29    
ყოველივე მოხსენდა, რაგვარადაც ყოფილიყო. ხელმწიფე დიდად
Line of ed.: 30    
შეწუხდა და ეგრე უბრძანა დიდებულთა: აწ ამათ სული ედგმისთ
Line of ed.: 31    
თუ არაო? გაგზავნეს და მის ქვეყანისა კაცნი მოასხნეს და მათი
Line of ed.: 32    
ამბავი ჰკითხეს. მათ მოახსენეს: დიდებულო ხელმწიფეო, მაგათ
Line of ed.: 33    
სული ისევ უდგასთო. მე ვკითხე: რა ხანია, რომე ესენი ესრეთ არი\ან,
Page of ed.: 44  Line of ed.: 1    
ან რაგვარ შეიტყობა ამათი სიცოცხლე-მეთქი? მათ კაცთა
Line of ed.: 2    
თქვეს: ოცდაოთხი წელიწადია, რომ ამა შეჭირვებაში არიან და
Line of ed.: 3    
ამათი სულისდგმა ამით ვიცით: რა დილა ინათლებს და მზისა სხივი
Line of ed.: 4    
ქვეყნად განეფინება, ამა ორის ქვიდამ მწუხარებასავით ხმა რამე
Line of ed.: 5    
გამოვა და რა მზე დავალს, ესეთი საგლოველი ხმა გამოვა, რომელ
Line of ed.: 6    
მსმენელთა გული დიდად შეწუხდება. და ვინცა მათსა ეგრეთსა
Line of ed.: 7    
მწუხარებისა ხმასა გაიგონებს, კაცი თუ პირუტყვი, თვალთაგან
Line of ed.: 8    
ცრემლსა იდენენო.

Line of ed.: 9       
რა ხელმწიფესა ესე მოხსენდა, მას ღამესა მასვე ალაგსა დაი\ყოვნა.
Line of ed.: 10    
რა დილა გათენდა და მზემან აღმოსავალით ოქროსა ბურჯი
Line of ed.: 11    
ამართა და თვისითა ბრწყინვალებითა ქვეყანა დააშვენა, მათ ქვათა\გან
Line of ed.: 12    
ესრეთი მწუხარებისა ხმა გამოხდა, რომე მათისა სიბრალულითა
Line of ed.: 13    
მუნ მყოფთა დიდთა და მცირეთა თვალთაგან წყაროსაებრ ცრემლი
Line of ed.: 14    
გარდმოედინათ. რა ხელმწიფემან ესე შესაბრალებელი საქმე იხილა,
Line of ed.: 15    
თვისთა დიდებულთა და სარდალთა უბრძანა: ნეტარ თუ ამათ ერთი
Line of ed.: 16    
ღონე ექნებათ რამე და ანუ ეშველებათო? დიდებულთა მოახსენეს:
Line of ed.: 17    
ჰე, შარიელო, ამა საქმისა წამალი ამის მეტი არა არის რა, თუმცა
Line of ed.: 18    
მას მეთილისმესა შეებას ვინმე და სძლიოს, ეგების მით ეშველოს.
Line of ed.: 19    
მაგრამ არ შეიტყობა, ესენი ცოცხალნი არიან თუ არა. თუმცა ხელმ\წიფობასა
Line of ed.: 20    
თქვენსა არ მოხსენებია, მაგრამ მრავალი უშველებელი
Line of ed.: 21    
საქმეებია ქვეყანასა ამას შინა და ესეცა ერთი იმათგანი არის. ხელ\მწიფემან
Line of ed.: 22    
უშანგ ბრძანა: თუმცა ამათ ეშველების რამე, მე თავსა
Line of ed.: 23    
ჩემსა და ხაზინას არ დავზოგავ და ვეცდები, რომ ამათ ვარგო რამეო.

Line of ed.: 24       
რა ხელმწიფემან ესრეთ მონდომებით ამათი დახსნა ბრძანა, იმა
Line of ed.: 25    
ქვეყნისა კაცთა მოახსენეს: ჰე, შვიდთა იყლიმთა მპყრობელო, თეთ\რის
Line of ed.: 26    
ზღვის იქით ერთი ცეცხლის მთა არის და მას ალაგს ერთი
Line of ed.: 27    
საკვირველი მეთილისმე არის, სახელად აზრაღ ქვიან, წყეულსა მას
Line of ed.: 28    
გაექვავებინა. რაგვარადაც ზემოთ ჩემგან მოგხსენდათ, აგრეთვე მათ
Line of ed.: 29    
კაცთა ხელმწიფეს მოახსენეს. რა უშანგ-შამ მათი საქმე შეიტყო,
Line of ed.: 30    
უმეტესად შეეწყალა, ბრძანა: იქნება ვინმე, რომელ იმა მეთილისმი\სა
Line of ed.: 31    
ალაგი იცოდეს? მათ მოახსენეს: მას ზედან ჟამი არავის დაუცია,
Line of ed.: 32    
რომელ მისი სამყოფი ენახა ვისმეო, ამისთვის, რომე ზღვას იქით
Line of ed.: 33    
შვიდი მთა არის ცეცხლისა. მას გრძნეულებითა არა ევნების რა და
Line of ed.: 34    
სხვას მისვლა ვის ძალუცს და თვისნი უმცროსნი მეთილისმენი
Line of ed.: 35    
ახლავან. მრავალი კაცთა ტომი გაუქვავებია და რამდენი მხეცად
Line of ed.: 36    
გარდაუქცევია და ზოგნი მფრინველად გარდაუქმნია. მრავალნი
Page of ed.: 45  Line of ed.: 1    
მისგან ამა შეჭირვებაში არიანო. რა ხელმწიფემან ესე მოისმინა,
Line of ed.: 2    
სარდალთა უბრძანა: ესე მეთილისმე ჩვენთვის გამოცხადებული შეი\ქნა.
Line of ed.: 3    
დაემზადენით, რომე იმაზე წავიდეთო.

Line of ed.: 4       
არჩიბადა ვეზირი მას ჟამად ვეზირთა უპირველესი იყო, წინ
Line of ed.: 5    
წადგა, ხელმწიფე დალოცა და ეგრე მოახსენა: ჰე, შვიდთა იყლიმთა
Line of ed.: 6    
მპყრობელო, ამა საქმესა არა ეშველება რა, ამისთვის, რომე იმა
Line of ed.: 7    
მეთილისმისა ალაგი შვიდს ზღვას იქით არის და თვითონ ცეცხლის
Line of ed.: 8    
მთაში იმყოფების. ზღვის განვლა ხაზინათა დახარჯვითა, ხომალდითა
Line of ed.: 9    
შეიძლება, ცეცხლის მთაში შესვლა კაცთაგან შეუძლებელია! ხელმ\წიფეო,
Line of ed.: 10    
ზეგარდამოსა განგების მეტს, ამათი შველა არ შეუძლიაო.
Line of ed.: 11    
ხელმწიფემ უბრძანა: ვაზირო, ერთსა მეთილისმესა ქვეყანა ესე
Line of ed.: 12    
მოუოხრებია და მე სრულიად ქვეყნისა მპყრობელი ვარ, თუ მისსა
Line of ed.: 13    
საქმესა ერთი გზა არა მიეცა, ჩემისა გულისაგან ამის შეწუხება არო\დეს
Line of ed.: 14    
დაილევა და მისი სევდა სიკვდილად მიმწურავსო. რა ხელმწი\ფემან
Line of ed.: 15    
ესე სიტყვა ბრძანა, მათისა სიბრალულითა თვალთაგან ცრემ\ლი
Line of ed.: 16    
გარდმოედინა.

Line of ed.: 17       
რა ხელმწიფე მათსა სიბრალულსა ესრეთ შეეწუხებინა, სარდალ\ნი
Line of ed.: 18    
წინა წარმოდგნენ, ხელმწიფე დალოცეს და ეგრე მოახსენეს:
Line of ed.: 19    
ვინათგან ხელმწიფობა თქვენი მათსა საქმესა ესრეთ შეიჭირვებს და
Line of ed.: 20    
წასვლა გნებავს, ჩვენ ყოველთა თავი თქვენსა სამსახურსა ზედან
Line of ed.: 21    
საკვდავად გვინდა! ბრძანებთ და წასვლასა ნუღარ მოეშვებით,
Line of ed.: 22    
ღვთისა შემწეობითა ამათ უშველით რასმეო. რა ხელმწიფემან ესე
Line of ed.: 23    
მოისმინა, წასასვლელად ბუკთა დაყვირება ბრძანა. ვეზირი იგივე
Line of ed.: 24    
წარმოდგა და მოახსენა: ერთსა მეთილისმეზე ესოდენთა ლაშქართა
Line of ed.: 25    
წასვლა არა სამჯობინარი არისო. ესე უმჯობეა, რომე ერთი მრავ\ლისა
Line of ed.: 26    
ქვეყანისა მნახავი და გამოცდილების მქონებელი ნუთუ იგი
Line of ed.: 27    
შეეტყუოს და ფარულად ავნოს რამე, თვარა ლაშქრითა ვერას გავა\წყობთ.
Line of ed.: 28    
მრავალი ხაზინანი დაიხარჯვის და მრავალნი სარდალნი და
Line of ed.: 29    
ფალავანნი დაიხოცებიან და მას ვერას ვავნებთო.

Line of ed.: 30       
რა ხელმწიფემან ესე მოისმინა, დიდად მოეწონა და მე შემომ\ხედევდა,
Line of ed.: 31    
მიბრძანა: სარდალო აიართაო, ამა ჩვენსა რჩევასა შენ რასა
Line of ed.: 32    
იტყვი, რომელ ჩვენი პირველი ვაზირი ამას არჩევსო? რა ესე მიბრ\ძანა,
Line of ed.: 33    
მე თაყვანის ვეც და მოვახსენე: რათგან ქვეყანა ესე ერთისა
Line of ed.: 34    
თილისმისაგან ესრეთ მოოხრებულა, აწვე წავალ და თქვენისა ბრძა\ნებითა
Line of ed.: 35    
ვეცდები, რომ ერთი რამ მოუგვარო. რა ესე სიტყვა მოვახ\სენე,
Line of ed.: 36    
მიველ და ხელმწიფისა წინა მიწასა ვაკოცე და მოვახსენე:
Page of ed.: 46  Line of ed.: 1    
ჰე მაღალო შარიელო, მონა თქვენი რამდენჯერ იმა მეთი\ლისმისაგან
Line of ed.: 2    
განსაცდელს მივცემივარ! ერთხელ შემილოცა და
Line of ed.: 3    
პირუტყვად გარდამაქცია და ოთხს წელიწადსა ბიაბანსა შიგან ეგრეთ
Line of ed.: 4    
დავდიოდი და სხვამან მეთილისმემან რაჯიბმან მომარჩინა მას
Line of ed.: 5    
შეჭირვებასა.

Line of ed.: 6       
რა აზრაღ მეთილისმემან მორჩენილი მნახა, დიდად იწყინა. მე
Line of ed.: 7    
განგებ იმას სამსახური დაუწყე, მეწადა, რომ ეგების დრო დამეცა
Line of ed.: 8    
და მაგიერი მიმეგო, მაგრამ ჟამი ვერ დავეც. ერთხელ რაცაღა მიწყი\ნა,
Line of ed.: 9    
კვალად შემილოცა და ორბად გარდავიქეც. შვიდი წელიწადი
Line of ed.: 10    
ორბი ვიყავ და ჰაერთა შინა ვფრინევდი. ერთი სხვაცა მეთილისმე
Line of ed.: 11    
იყო ხოფტანგ ქალაქისა პატრონი, სახელად ათარ ეწოდა და ორბი\საგან
Line of ed.: 12    
იმან მომარჩინა და ჩემადვე სახედ ვიქმენ. რა ესე დავასრულე,
Line of ed.: 13    
მერმე მოვახსენე: დიდებულო ხელმწიფევ, თქვენისა დოვლათითა
Line of ed.: 14    
წავალ და ამა ორთა საყვარელთათვის თავსა ჩემსა დავსდებ-მეთქი.
Line of ed.: 15    
ღვთისა სახელი ვახსენე, ხელმწიფე დავლოცე და წასასვლელად
Line of ed.: 16    
გავემართე. რა ესე სიმხნე ხელმწიფემან ჩემგან იხილა, დამლოცა,
Line of ed.: 17    
ბეჭსა ხელი დამკრა და ეგრე მიბრძანა: გარდანქეშანო, წარვედ,
Line of ed.: 18    
ღვთისათვის მიმინდვიხარო. ვირემ შენსა ამბავსა არა ვსცნობ, მე
Line of ed.: 19    
აქითგან არ ავიყრები და ღვთით ბოლო კეთილიაო!



Next part



This text is part of the TITUS edition of Qaramaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 13.1.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.