TITUS
Qaramaniani
Part No. 47
Previous part

Chapter: (47) 
Page of ed.: 290 
Line of ed.: 27  აქა ხოსროვშირისა და გულჩინის ერთად შეყრა


Line of ed.: 28       რა ხოსროვშირ თავისსა კარავში მივიდა, ცოტას ხნის შემდეგ კა\ცი
Line of ed.: 29    
გაგზავნა და ასიმ აიარი მოიხმო. ხოსროვშირმა უთხრა ასიმს
Line of ed.: 30    
აიარო, ღმერთი მოიგონე და ჩემი სავედრებელი აღასრულე; წადი
Line of ed.: 31    
იმ ფალავნისას და ბინა მაცოდინე. მაშინვე ასიმმა თავი დაუკრა და
Line of ed.: 32    
მსწრაფლ წასასვლელად დაემზადა. ნახა, რომ შირფანა და თეიარ
Line of ed.: 33    
დაშტი შემოვიდნენ, რომელნიც ხელმწიფეს ხოსროვშირის მოსაკი\თხავად
Line of ed.: 34    
გამოეგზავნა, მათ მოიკითხეს და კარგად ყოფნის ამბავი მიუ\ტანეს
Page of ed.: 291  Line of ed.: 1    
ხელმწიფეს. ესენი რომ წავიდნენ, ხოსროვშირ მსწრაფლ გა\მოვიდა
Line of ed.: 2    
და ასიმის კვალს გამოუდგა. რა ასიმ აიარი მივიდა გულჩინის
Line of ed.: 3    
კარავთან, მაშინვე აცნობა თვისი იქ მისვლა. გულჩინმა მსწრაფლ
Line of ed.: 4    
ბრძანა ასიმის თვისს მეჯლიშში შეყვანა. მსახურებმა შეიყვანეს და
Line of ed.: 5    
ასიმ ტახტის წინ დასვეს და თვისი საკრავი მომართა. რა ასიმმა საკ\რავი
Line of ed.: 6    
მომართა, ისეთის ტკბილის ხმით დაუკრა, რომ კაცს გონებას
Line of ed.: 7    
მოსტაცებდა. ხოსროვშირ ასიმს უკან დასდევნებოდა და ესეც იქ
Line of ed.: 8    
მივიდა, შევიდა და ფარულად დადგა. იმჟამად გულჩინთან მჯდომა\რემ
Line of ed.: 9    
სურხავმა ხოსროვშირს თვალი შეასწრო და დაინახა, გულჩინს
Line of ed.: 10    
ჩუმად მოახსენა, რომ ხოსროვშირ აქ არისო და იყურებაო. გულჩინ
Line of ed.: 11    
სიხარულით აყვავდა, სურხავს უთხრა: ასიმ ხოსროვშირზედ ალაპა\რაკეო,
Line of ed.: 12    
იმისთვის რომ ხოსროვშირმა თვისის ყურით გაიგოს, რომ ეგ
Line of ed.: 13    
წყეული სულ აძაგებს და მაგისთანა კარგი ერთგული მსახური რომ
Line of ed.: 14    
ჰყოლიაო, შეიტყოს ვითარი მტერიაო მისი.

Line of ed.: 15       
იმჟამად უშანგ ხელმწიფეს შირფანჯა აიარი და თეიარ დაშტი
Line of ed.: 16    
რომ გამოეგზავნა ხოსროვშირის მოსაკითხავად, იმჟამად ესენი მი\ვიდნენ,
Line of ed.: 17    
ხოსროვშირის კარგად ყოფნის ამბავი მოახსენეს და ხელ\მწიფე
Line of ed.: 18    
დიდად გამხიარულდა. იმჟამად უშანგ-შაჰას მეჯლიშიც მოი\შალა
Line of ed.: 19    
და ყოველნი მოსვენებას მიეცნენ. შირფანჯა და თეიარ დაშტი
Line of ed.: 20    
ერთმანერთს ეუბნებოდნენ: ხოსროვშირს რომ საღამური ტანისამო\სი
Line of ed.: 21    
ჩაეცვა, არამც თუ სინდეთის ლაშქარში წავიდესო? მივიდნენ,
Line of ed.: 22    
ნახეს, რომ ხოსროვშირი თავის კარავში აღარ იყო, იმათაც საღამუ\რი
Line of ed.: 23    
ტანისამოსი ჩაიცვეს და გამოუდგნენ, მაგრამ სხვა და სხვა მხარეს
Line of ed.: 24    
წავიდნენ. რა სინდეთის ურდოს მიატანეს, თეთრ დაშტიმ ერთის
Line of ed.: 25    
კარვიდამ ლხინისა და შექცევის ხმა შეიტყო, მივიდა და კარავში შე\ვიდა,
Line of ed.: 26    
საცა ხოსროვშირ იდგა, იქ დადგა. რა რომ ხოსროვშირმა იგი
Line of ed.: 27    
ნახა, დიდად იამა. შირფანჯა აიარმაც იმ ურდოს კარვები ყოველი
Line of ed.: 28    
დაიარა, ბოლოს ისიც იქ მივიდა და ხოსროვშირთან დადგა ისიც ესე,
Line of ed.: 29    
სამნი ერთად შეიყარნენ. მაშინ სურხავმა იფიქრა და თქვა თავის
Line of ed.: 30    
გულში: დიდად სამხიარულო და საკვირველი საქმე იქნება, თუ რომ
Line of ed.: 31    
ხოსროვშირ გაუარშიყდებოდეს გულჩინსაო. გახედა, ნახა, რომ ერ\თი
Line of ed.: 32    
შავით მოსილი კაცი მოვიდა და დადგა ხოსროვშირის უკან და
Line of ed.: 33    
მეჯლიშს ყურება დაუწყო. იმის უკან ერთი შავით მოსილი კაცი კი\დევ
Line of ed.: 34    
მოვიდა და ისიც ხოსროვშირის უკან დადგა და იმანაც იმ მეჯ\ლიშში
Line of ed.: 35    
ყურება დაიწყო. სურხავმა რა შირფანჯა დაინახა, დიდად
Line of ed.: 36    
მოეწონა, მაგრამ ვერ იცნო, თუ ვინ იყო. ხოსროვშირმა ასიმ დაინა\ხა
Page of ed.: 292  Line of ed.: 1    
და იცნა, რომ იმ ტახტსა წინ დაეჩოქა და საკრავს უკრავდა, მაგ\რამ
Line of ed.: 2    
თვალი იმ ქალზედ ეჭირა და ცნობა მიეფანტა იმ ქალის სიყვა\რულისაგან.
Line of ed.: 3    
შირფანჯამ შეხედა, ნახა, რომ იმ ტახტზედ ერთი ქალი
Line of ed.: 4    
ზის, რომ მის შუქსა ის მეჯლისი გაენათებინა, მისი ეშხის ისარი
Line of ed.: 5    
შირფანჯას გულსა გაეწონა ისე, რომ იმ ქალის ქება ენით არ ითქ\მოდა.
Line of ed.: 6    
გულჩინის გარდა უკეთესი არა იყო რა. შირფანჯამ ხოს\როვშირს
Line of ed.: 7    
შეხედა, ნახა, რომ ხან გაწითლდება, ხან გაყვითლდება.
Line of ed.: 8    
მერმე თეიარ დაშტიმ შეხედა, რომ გულჩინს ხმალზედ ხელი ედვა,
Line of ed.: 9    
თვალი ხოსროვშირზედ ეჭირა, აიხედა გულჩინმა და ასიმს უთხრა:
Line of ed.: 10    
ნახე, იმ შავმა ცხენზედ მჯდომმა უშანგის ყულიმ ყაზამფარმა რამ\დენი
Line of ed.: 11    
ვაჟკაცობა ჰქმნა! თუ დღეს ის არ მოსულიყო, ის მხეცი მამა\ჩემსა
Line of ed.: 12    
და ქეთან-შაჰას ორსავე დახოცდაო. ბარაქალა მის დედასა,
Line of ed.: 13    
რომ იმისთანა შვილი უშობიაო და საქებელია მისი მამა, რომ იმის\თანა
Line of ed.: 14    
შვილი შეუქმნიაო. და ქვეყანაზედ საქებია, ვინც იმისთანა მა\მაცი
Line of ed.: 15    
და ძალოვანი გამოვაო, მაგრამ ესაა საკვირველი, ასიმ, რომ შენ
Line of ed.: 16    
იმას ყულს ეძახიო, მე ვნახე, რომ უშანგ-შაჰს იმაზედ უსაყვარლესი
Line of ed.: 17    
არავინ ჰყავსო.

Line of ed.: 18       
ასიმმა მოახსენა: მართალია პატივსა სცემსო, მაგრამ ხელმწიფეს
Line of ed.: 19    
ბევრჯერ უნდოდა მისი სიკვდილიო და ხელმწიფის ძმისწულმა იპა\ტიაო.
Line of ed.: 20    
უშანგმა რომ იმისთანა პატივი მისცა, ამ მიზეზისათვის პატივი
Line of ed.: 21    
დასდვაო, რომ იმისთანა საშინელი მხეცი მოკლაო. ეს რომ მოისმინა
Line of ed.: 22    
გულჩინმა, სურხავს თვალით ანიშნა, რომ ასიმ ალაპარაკეო. სურხავ\მა
Line of ed.: 23    
უთხრა: ასიმ, შენ რომ ამბობ, მხეცის მკვლელი უშანგის ყულიაო,
Line of ed.: 24    
მე ვნახე რომ უშანგ-შაჰის მეჯლიშში იმაზე უკეთესი არავინ იყო,
Line of ed.: 25    
როდესაც ელაპარაკებოდა ხოლმე, თვალის სინათლეს ეძახდა, ჩემო
Line of ed.: 26    
სიცოცხლეო! ასიმმა უთხრა: ის რომ გინახავს, უშანგის ძმისწულია,
Line of ed.: 27    
შარიბ-შაჰას შვილიო, იმას ხოსროვშირ ჰქვიანო, თავის დღეში ცხენს
Line of ed.: 28    
არ შემჯდარა და არც ფალავანიაო, არც თავის დღეში ხმალი მოუქ\ნევიაო.
Line of ed.: 29    
როდესაც ომი შეიქმნება, იმას რამდენსამე ფალავანს მოუ\ყენებსო,
Line of ed.: 30    
რომ ომი არ ნახოს, მეტად მხდალი და ქალაჩუნა არისო,
Line of ed.: 31    
დედის მუცლით ისე მხდალი არის დაბადებული. უშანგ-შაჰა ამის წა\მოყვანას
Line of ed.: 32    
დიდად სწუხდა. მერმე სურხავმა უთხრა: მაშ იმ ყაზამფარს
Line of ed.: 33    
პირს საბურველი რად ჩამოუფარავსო? ასიმმა უთხრა: მეტად ავთვა\ლადი
Line of ed.: 34    
არის და საზარელი სახისაო. ამის მიზეზით უშანგ-შაჰმა უთხ\რა,
Line of ed.: 35    
რომ პირს ნუღარ დამანახვებო.

Line of ed.: 36       
სურხავმა ჰკითხა იმ ყაზამფარს ცოლი ჰყავს თუ არაო? ეს სურ\ხავი
Page of ed.: 293  Line of ed.: 1    
ასიმს სცდიდა და ალაპარაკებდა იმ ხოსროვშირის გასაგონებ\ლად.
Line of ed.: 2    
ასიმმა უთხრა: ის მცვედანია, უშანგმა ორი-სამი ხელმწიფის
Line of ed.: 3    
ქალი უთხოვა ცოლად, მაგრამ მაშინვე დახოცაო. ხოსროვშირს ესე\თი
Line of ed.: 4    
ლაპარაკი ყველა ესმოდა, მაგრამ იმდენი უმგზავსოდ ილაპარაკა
Line of ed.: 5    
ხოსროვშირზედ, რომ ყურით არ გაიგონებოდა. ხოსროვშირი დიდად
Line of ed.: 6    
განრისხდა, უნდოდა რომ გამოჩენილიყო და ასიმ აიარი მოეკლა, მაგ\რამ
Line of ed.: 7    
კიდევ მოითმინა ამ მიზეზითა, რომ გულჩინს ეწყინებაო და მეჯ\ლიში
Line of ed.: 8    
წაუხდებაო. სურხავმა ინდოურად უთხრა და ანიშნა გულჩინს
Line of ed.: 9    
ხოსროვშირის დანახვა. გულჩინმა რომ დაინახა, სამნი შავით მოსილ\ნი
Line of ed.: 10    
ერთს ალაგს იდგნენ აიარულად მორთულნი, მარჯვნივ და მარცხ\ნივ
Line of ed.: 11    
ხანჯლები ერჭოთ, დიდის მრისხანის თვალით უყურებდნენ, ინ\დოურად
Line of ed.: 12    
ჰკითხა: ისინი ვინ არიანო? სურხავმა უთხრა: წინ რომ
Line of ed.: 13    
დგას, ის ხოსროვშირ არისო. იმას უკან რომ დგას, თეიარ დაშტი არი\სო,
Line of ed.: 14    
ხოსროვშირის ლალა არისო, მესამე კი არ ვიციო. გულჩინმა
Line of ed.: 15    
უთხრა: რა იქნება, რომ ტახტზედ მოვიწვიოთო. სურხავმა უთხრა:
Line of ed.: 16    
ჯერ დრო არ არისო. ეს აიარი კიდევ ვალაპარაკოთ, რომ იმათაც
Line of ed.: 17    
თავიანთ ყურით გაიგონონ ხოსროვშირის ძაგებაო, კაცნი იცნანო,
Line of ed.: 18    
რომ ეს იმათი ხმა არისო და იმათი გაზრდილიო, რომ ამდენს ავს
Line of ed.: 19    
ლა/პარაკობსო.

Line of ed.: 20       
მერმე მობრუნდა, ასიმს ჰკითხა: კიდევ რა სჭირს იმ კაცსა ური\გო?
Line of ed.: 21    
ასიმმა უთხრა: იმის ურიგობას ვინ მოსთვლისო, ხელი დაშავე\ბული
Line of ed.: 22    
აქვსო და თვითონაც ფუშიანიაო და ქაჩალიო. მერმე იმ ქა\ლებმა
Line of ed.: 23    
უთხრეს: ბევრს ნუღარ უძრახავ, სირცხვილი არისო ამდენის
Line of ed.: 24    
თქმა. სურხავმა თქვა: მე რამლის ყრა კარგად ვიციო, რამლს ვყრი,
Line of ed.: 25    
ვნახოთ, ესენი იმ ყაზამფარს ჰსჭირსო თუ არაო. აიღო რამლი და
Line of ed.: 26    
შეჰყარა. მერმე გულჩინს შეხედა და მოახსენა: ბრწყინვალეო, ჩემს
Line of ed.: 27    
რამლში ასე დავინახე, აქ ერთი ხელმწიფის ფალავანი ყაზამფარ არი\სო.
Line of ed.: 28    
მობრუნდა, ასიმს ჰკითხა: ახლა ერანის და თურანის ჯარში ფა\ლავანი
Line of ed.: 29    
ვინ არის? ასიმმა უთხრა: ყაზამფარ არისო. მაგრამ მე რომ
Line of ed.: 30    
წამოველ, ის ავადმყოფი გაუშვი, ჩემს მოსვლამდინ თუ არ მოკვდა,
Line of ed.: 31    
კარგი იქნებაო. გულჩინმა რომ ეს გაიგონა, მოიწყინა. სურხავმა
Line of ed.: 32    
უთხრა: აბა ერთი რამლსა ვკითხოთო, ცოცხალია თუ არაო? მნათო\ბო,
Line of ed.: 33    
ის ყაზამფარ ცოცხალიაო, მაგრამ ერთი რამლსა ვკითხო, გუშინ
Line of ed.: 34    
რომ მხეცი მოჰკლა, ის მართლა ყაზამფარი არის თუ არაო? შეჰყარა
Line of ed.: 35    
რამლი და მოახსენა: ის მხეცის მკვლელი არავისი ყული არ არისო.
Line of ed.: 36    
ისიც ერთი სულთანი არისო, უშანგის ლაშქარში იმაზე უფროსი
Page of ed.: 294  Line of ed.: 1    
არავინ არისო, თვითონაც ხელმწიფის შვილი არისო. ერთი ვინმე
Line of ed.: 2    
გაარშიყებია და ვეჭობ, ისიც არშიყი იყოსო და იმის მეჯლისში არი\სო.
Line of ed.: 3    
იმას ორი ფალავანი სხვა ახლავსო.

Line of ed.: 4       
ეს რომ თქვა, ასიმ აიარი ეჭვში ჩავარდა და თქვა თავის გულში:
Line of ed.: 5    
ის უმგზავსო აქ არ იყოსო. ოთხსავე მხარეს თვალი მოავლო და თქვა
Line of ed.: 6    
თავის გუნებაში, თუ რომ მე მომატყუა, ავადმყოფობა მოიგონაო, ის
Line of ed.: 7    
არ ვიცი, თუ არა და, ეს რას ამბობსო, არამც აქ იყოსო? მერმე გულ\ჩინმა
Line of ed.: 8    
ბრძანა: სურხავ, მაგას რომ ამბობ, ვისიც არშიყია, იმის მეჯ\ლისში
Line of ed.: 9    
არისო, მაგ შენის სიტყვის სიმართლე რით უნდა გამოაჩინო?
Line of ed.: 10    
და ან იმისი საყვარელი ვინ არისო? ეს უნდა შევიტყოო. სურხავმა
Line of ed.: 11    
უთხრა: ჩემი რამლით თუნდა შვიდ ზღვის ქვეშ რომ იყოს, მაინც შე\ვიტყობო,
Line of ed.: 12    
აბა ერთსაც ვყრი და ვნახო, ეხლა რას იტყვის? მერმე კი\დევ
Line of ed.: 13    
შეჰყარა. რა ხოსროვშირმა დაინახა რამლის ყრა, თავის ლალას
Line of ed.: 14    
და შირფანჯას უთხრა: ახლა ამ მერამლემ ჩვენ რომ შეგვარცხვინო\სო,
Line of ed.: 15    
მოდი, გავბრუნდეთო, თორემ ვაი თუ შეგვიტყოსო!

Line of ed.: 16       
იმჟამად ასიმ ზე აღზდგა, ხელმწიფის ასული დალოცა და გამო\ეთხოვა,
Line of ed.: 17    
დავითვერ, გთხოვთ, ახლა დასტური მიბოძოთ, რომ წავი\დეო.
Line of ed.: 18    
გულჩინმა შეატყო, რომ ასიმი გაპარვას აპირებსო. გულჩინმა
Line of ed.: 19    
უთხრა: ასიმ, ჯერ მოიცადეო, სურხავის სიმართლე და სიმტყუნე გა\მოვაჩინოთო
Line of ed.: 20    
და მერმე წადიო. ასიმი დაღონებული დაჯდა. სურხავ\მა
Line of ed.: 21    
რამლი კიდევ შეყარა და მოახსენა: ის ხელმწიფის შვილი სარან\დიბის
Line of ed.: 22    
მთის ძირზედ ერთი ხელმწიფის შვილის მეჯლისის თამაშას
Line of ed.: 23    
უყურებსო. ხოსროვშირმა, თეიარ დაშტიმ და შირფანჯამ ძლიერ
Line of ed.: 24    
მოიწონეს სურხავის მერამლობა. გულჩინმა უთხრა: სურხავ, დათ\ვერ,
Line of ed.: 25    
თუ რას ამბობო? არ ვიცი, სარანდიბის მთის კალთაში ჩვენს
Line of ed.: 26    
მეტი ვინ არისო? ამის მეტი მეჯლიში არსად არისო და ამ მეჯლიშ\ში,
Line of ed.: 27    
ვგონებ, უცხო კაცი არავინ არისო. ის სამნი კაცნი სადღა არიანო,
Line of ed.: 28    
უნდა აღზდგე და იპოვნო. სურხავმა მოახსენა: ხელმწიფის ასულო,
Line of ed.: 29    
სწორედ აქ არისო, ნება თქვენი ასრულდესო, რაც გნებავდეთ, ისე
Line of ed.: 30    
ჰქმენითო. გულჩინმა უთხრა სურხავს, ახლა ისინი როგორ უნდა მო\ვიპატიჟოთო?
Line of ed.: 31    
სურხავმა მოახსენა: ზე აღზდეგ, რამდენიმე ქალთ
Line of ed.: 32    
ხელთა ტაბაკები მიეც ჯავაჰირით სავსე და მიდი, თავს გადააყარე,
Line of ed.: 33    
დაუჩოქე, შეეხვეწე და მოიყვანე და ტახტზედ დასვიო.

Line of ed.: 34       
გულჩინმა მსწრაფლ უბრძანა თავის მხევალთა და ყველამ თვითო
Line of ed.: 35    
ტაბაკი ჯავაჰირი ხელთა დაიჭირეს. გულჩინ წინ წაუძღვა დიდის
Page of ed.: 295  Line of ed.: 1    
რხევითა და სინაზითა, სადაც რომ ხოსროვშირ იდგა, მას მხარეს წა\ვიდნენ.
Line of ed.: 2    
ეს ქალები თავისკენ მიმავალი რომ დაინახა ხოსროვშირმა,
Line of ed.: 3    
დიდად იამა. რა გულჩინიც ხოსროვშირის სიახლოვეს მივიდა, იმ ტა\ბაკებით
Line of ed.: 4    
თვალ-მარგალიტნი თავს გარდააყარეს და გულჩინი, დილა\ფრუზ
Line of ed.: 5    
და სურხავ წინ მიეგებნენ, პირ-მიწა-გაერთებით ქება შეასხეს.
Line of ed.: 6    
მერმე გულჩინმა მოახსენა: მშვიდობა თქვენი მოსვლაო, ბედნირიმც
Line of ed.: 7    
იყოს თქვენი აქ მობრძანებაო, გთხოვთ, რომ მობრძანდეთ თქვენი
Line of ed.: 8    
ბრწყინვალება და ჩვენი მეჯლიში განანათლოთ! რა ხოსროვშირმა
Line of ed.: 9    
ამათგან ესე სიტყვა გაიგონა, გულჩინს მოახსენა: ბრწყინვალე და
Line of ed.: 10    
მშვენებით შემკულო, მიმამგზავსეთ ვისმეს? გულჩინმა მოახსენა: ჰეი,
Line of ed.: 11    
შენ ხელმწიფის შვილო! მე ზეცაში გეძებდი და შენ ქვეყანაზედ
Line of ed.: 12    
ხელში ჩაგიგდეო, ხელმწიფის შვილო, განა ვერ გიცნობთ, რომ თქვენ
Line of ed.: 13    
ხოსროვშირ ბრძანდებით, თქვენსა თავსა ჩემთან რადა ჰფარავთო,
Line of ed.: 14    
მზისა სხივისაგან უფრო გაბრწყინვებული ხარო.

Line of ed.: 15       
მერმე სურხავ წინ წადგა, შირფანჯას უთხრა: ეს ჩვენი ხელმწი\ფის
Line of ed.: 16    
ასული გულჩინ არისო და ეგეც თქვენი ხელმწიფის შვილი ხოს\როვშირ
Line of ed.: 17    
არისო. ერთმანერთს გაარშიყებიან ამ ომში, მადლობა
Line of ed.: 18    
ღმერთსა, რომ ესენი ერთმანერთს შეეყარნენ და ნახვა მოუხდათო,
Line of ed.: 19    
ამის სამახარობლად გვმართებს, რომ წყალობა მოიღოთო და თქვენ
Line of ed.: 20    
ეგ ხელმწიფის შვილი წამოიყვანოთ ჩვენს მეჯლიშში. საწუთროსაგან
Line of ed.: 21    
ჟამი მოვიცათო და წინააღმდეგნი დავთურგნოთ და იმათ ერთმა\ნერთის
Line of ed.: 22    
ნახვით იხარონო. ესე თქვა და პირ-მიწა-გაერთებით სალამი
Line of ed.: 23    
მოახსენა. თეიარ დაშტიმ და შირფანჯამ მოახსენა: ხელმწიფის შვი\ლო,
Line of ed.: 24    
რა იქნება, დაუჯეროთ, ესეც ერთი ხელმწიფის ასულიაო, თვი\თონაც
Line of ed.: 25    
დიდი ხელმწიფე არისო, დღეს თავის მეჯლისში გვიწვევსო,
Line of ed.: 26    
და იმუსაიფოთ, თქვენი ბრწყინვალე სიტყვა გააგონოთ, ჩვენც, თქვე\ნი
Line of ed.: 27    
მონანიც, თან გიახლებით, თქვენ ერთად ყოფნის გამო ჩვენც
Line of ed.: 28    
გაგვახაროთ და გვიმსახუროთო.

Line of ed.: 29       
რა ხოსროვშირმა გულჩინისაგან ესეთი სიტყვები გაიგონა, დიდად
Line of ed.: 30    
გაუკვირდა და მოეწონა ამისი სიმდაბლე. გულჩინს ქება შეასხა და
Line of ed.: 31    
მოახსენა: ხელმწიფის ასულო, ჩვენ მაგ სიმდაბლის ღირსნი არა
Line of ed.: 32    
ვართ, მაგრამ რადგანაც თქვენ სიმდაბლით მიბრძანებთ, გიახლებით.
Line of ed.: 33    
კისერი გარდააგდო და დადგა გაოცებული. რა გულჩინმა ხოსროვში\რისაგან
Line of ed.: 34    
ესე გაიგონა, გულჩინ წინ წადგა, ხოსროვშირს ხელი დაუჭი\რა
Line of ed.: 35    
და წაიყვანა, თავის ტახტზედ აიყვანა და თვითონ თავზედ დაად\გა
Line of ed.: 36    
სამსახურად. ხოსროვშირმა რა გულჩინისაგან ესე ნახა, აღარ
Page of ed.: 296  Line of ed.: 1    
დაჯდა და გულჩინს უთხრა: ეგ რიგი არ არის, რომ მე ვიჯდე და
Line of ed.: 2    
შენ ფეხზედ იდგეო, ან თქვენ დაბრძანდით და ან თუ არა, არც მე
Line of ed.: 3    
დავჯდებიო, მეც წავალო. რა გულჩინმა ესე გაიგონა, გარდაიარა და
Line of ed.: 4    
ხოსროვშირთან დაჯდა. მერმე თეიარ დაშტის და შირფანჯას უთა\ვაზეს,
Line of ed.: 5    
ალაგი უჩვენეს და დასვეს.

Line of ed.: 6       
ეს ამბავი რომ შეიტყეს, ასიმზედ იარაღები მოიმარჯვეს, თვალი
Line of ed.: 7    
ხოსროვშირზედ ეჭირათ, რომ როდის ბძანებს ასიმის სიკვდილსა,
Line of ed.: 8    
რომ ასო-ასო დავკეპოთო. ასიმმა თქვა: ეს საქმე ხომ გამომჟღავნდა,
Line of ed.: 9    
ახლა თავს უშველიო, და ჩივილით თავსა თვისსა ეუბნებოდა: მე რა
Line of ed.: 10    
მჭირდა რომ ამტონს ცილს ვწამებდი ხოსროვშირსა და ამტონს
Line of ed.: 11    
ტყუილს უგონებდიო?! მე ერთი აიარი ვიყავ, ხოსროვშირისათვის
Line of ed.: 12    
რომ სიმართლით მემსახურნა, დიდი პატივი და წყალობა მომემატე\ბოდა
Line of ed.: 13    
და რა მსჯიდაო? უსაცილოდ რაც მიყოს, სამართალი არისო.
Line of ed.: 14    
ესე სთქვა და დიდად შეწუხებული და დაფიქრებული ერთს ალაგს
Line of ed.: 15    
დაჯდა. გულჩინმა ერთი მძიმე მურასა ხალათი, სახელმწიფო თაჯი,
Line of ed.: 16    
მურასა ქამარი ხოსროვშირს შესძღვნა. ისრეთი მძიმე და მურასად
Line of ed.: 17    
შემკობილი იყო, რომ ხოსროვშირისათვის კაცს რომ შეეხედნა, მეტის
Line of ed.: 18    
სილამაზითა და ბრწყინვალებითა კაცი თვალს ვერ გაუმართავდა,
Line of ed.: 19    
გულჩინი აღდგა, ფიალა აიღო და ხოსროვშირ დალოცა. ხოსროვში\რიც
Line of ed.: 20    
წამოდგა, იქ მსხდომნიც ყოველნი წამოდგნენ. მერმე გულჩინმა
Line of ed.: 21    
ის ფიალა ხოსროვშირის ეშხზედ დალივა, მერმე სურხავს დაალევი\ნა,
Line of ed.: 22    
სურხავმა შირფანჯას დაალევინა, და მერმე სულ ყველამ
Line of ed.: 23    
და/ლივეს.

Line of ed.: 24       
იმ ღამეს იქ მყოფ ქალებს სულ ყველას ხოსროვშირის სილამაზე\ზედ
Line of ed.: 25    
თვალი ეჭირათ, და თეიარ დაშტის მოყვანილობაზედ და შირ\ფანჯას
Line of ed.: 26    
სისწრაფეზედ გაკვირვებულნი იყვნენ. იმ ღამეს გულჩინმა
Line of ed.: 27    
ხოსროვშირის ეშხზედ ისრეთი მეჯლისი გამართა, ისრე დახვდა და
Line of ed.: 28    
იმდენი შაქარლამა მოატანინა, რომ ყოველი კაცი გაჰკვირდა, საზან\დრები
Line of ed.: 29    
ჩარიგებულნი უცხოს ხმას უკრავდნენ და ესენი შეექცეოდ\ნენ.
Line of ed.: 30    
გულჩინმა თვალი მოავლო, ნახა, რომ ასიმ აიარი იქ არ იყო,
Line of ed.: 31    
ხოსროვშირის მოწვევაში გაპარულიყო. თეიარ დაშტის შეხედა გულ\ჩინმა
Line of ed.: 32    
და შეატყო, რომ ასიმზედ ისე განრისხებულიყო, რომ ხოს\როვშირის
Line of ed.: 33    
დასტურს აღარ ელოდა, წასვლას და იმის სიკვდილს აპი\რებდა.
Line of ed.: 34    
მერმე შირფანჯას შეხედა, ნახა, რომ ხმალზედ ხელი უძევს
Line of ed.: 35    
და თეიარ დაშტის უყურებს. ხოსროვშირს აღარ შემოხედეს და თე\იარ
Line of ed.: 36    
დაშტიმ ანიშნა, ჯერ მოიცადე, დრო არ არისო.

Page of ed.: 297 
Line of ed.: 1       
გულჩინმა ესენი ყოველივე შეიტყო. ასიმ დიახ შებრალდა, რომ
Line of ed.: 2    
თვისის ენისაგან ამ ჭირში ჩავარდაო, მერმე თქვა: ჩემის მიზეზითა
Line of ed.: 3    
იმ საბრალოს არა აუტყდეს რაო. სურხავს ანიშნა, რომ რაც ქალები
Line of ed.: 4    
არიან, ყოველნი ზე აღზდგნენო. ხოსროვშირიც წამოდგა და მოახსე\ნა
Line of ed.: 5    
გულჩინსა: "ჰეი, სულთა ჩემთა უსაყვარლესო და შვენება მოუკ\ლებელო,
Line of ed.: 6    
მაგ შენის სიმდაბლით მე ზეცას ამიყვანეო. ეს ლხინი, ეს
Line of ed.: 7    
შექცევა და თქვენთან ხლება მე სიზმრად ზმანება მგონია და ჩემთვის
Line of ed.: 8    
საკვირველი სასწაულია ეს თქვენთან ხლება. ღმერთმან ჩემი სათხო\ვარი
Line of ed.: 9    
აღმისრულა და თქვენი თავი ქვეყნად მომცა. ჩემი საწადელი
Line of ed.: 10    
თქვენი შეყრა და ნახვა იყო, მიბრძანეთ თქვენი სამსახური და რო\გორც
Line of ed.: 11    
ჩემგან შეიძლება, ისრე გემსახუროთო. თუმცა ჩემი სული
Line of ed.: 12    
ითხოვო, ვგონებ, რომ თქვენდა ძღვნად არ დავზოგო! ესრეთის მშვე\ნიერი
Line of ed.: 13    
ალერსით მოექცა ხოსროვშირ გულჩინსა, რომ ეშხი ათასად
Line of ed.: 14    
მოუმატა.

Line of ed.: 15       
გულჩინი წამოდგა და ხოსროვშირს მოახსენა: ხმელეთზედ გამო\ჩენილო
Line of ed.: 16    
სულთანო, უსწორო ფალავანო და სულთა ჩემთა უსაყვარ\ლესო!
Line of ed.: 17    
ჩემი მოხსენება ეს არის, რომ თქვენს მხლებელს აპატიოთ და
Line of ed.: 18    
დასთმოთ ასიმის დანაშაული ჩვენ გვაპატიოთ. ხოსროვშირმა ასიმს
Line of ed.: 19    
თავისი დანაშაული აპატივა, და გულჩინმა დიდად მადლობა მოახსე\ნა
Line of ed.: 20    
და თავისსავე ალაგს დაჯდა, და აგრეთვე სხვანიც თავ-თავის
Line of ed.: 21    
ალაგს დასხდნენ. ხოსროვშირმა თვალი მოავლო, ნახა, რომ ასიმ იქ
Line of ed.: 22    
არ იყო, შეატყო, რომ ასიმ გაპარულიყო. შირფანჯას უბძანა: ჩემო
Line of ed.: 23    
საყვარელო ერთგულო, გარდანქეშანის მაგიერო, აქ ასიმ აღარ
Line of ed.: 24    
მოვიდა, ვიცი, რომ ჩემგან ეშინიანო, წადი, ჩემის გულისათვის ხათ\რიჯამი
Line of ed.: 25    
გახადე და აქ მოიყვანე, რომ იმით გული დაუამდესო. შირ\ფანჯა
Line of ed.: 26    
ზე აღზდგა და წავიდა. რა ასიმის კარავთან მივიდა, ასიმს
Line of ed.: 27    
შეატყობინეს, შირფანჯა მოვიდაო. რა ასიმმა ესე გაიგონა, სიცოცხ\ლე
Line of ed.: 28    
აღარ შერჩა, თვალები მთვრალს კამბეჩსავით დაუწითლდა, ცნობა
Line of ed.: 29    
დაეკარგა, არ იცოდა, რა ექმნა, შიშით თავსა თვისსა ყვედრება და\უწყო,
Line of ed.: 30    
თავი და ბედი იწყევლა და თქვა: მე ვინა და ინდოეთის ხელ\მწიფის
Line of ed.: 31    
ქალი ვინაო, რომ ამდენს ცილს უგონებდიო, ფუ, ჩემს თავ\საო,
Line of ed.: 32    
ახლა რომ შირფანჯას გარდაურჩე, აღარ მოვკვდებიო! ჩემო
Line of ed.: 33    
თავო, ეცადე, რომ ერთის მხრიდამ საითმე კარავი გაარღვიო და
Line of ed.: 34    
გა/იქცეო.

Line of ed.: 35       
შირფანჯა შევიდა. ნახა, რომ ასიმს იარაღი შემოურტყამს და
Line of ed.: 36    
გაპარვას ლამის. შირფანჯა სიცილით ასიმის ალაგს დაჯდა და უთხ\რა:
Page of ed.: 298  Line of ed.: 1    
შენ უმსგავსო, ავპირო და ავყბაო, შენი დანაშაული გაპატივა
Line of ed.: 2    
ხოსროვშირმა. ასიმი ამის სიტყვას არ ენდო, მერმე შირფანჯამ
Line of ed.: 3    
უშანგის და ხოსროვშირის მზე შეჰფიცა, რომ ხოსროვშირმა შენი
Line of ed.: 4    
დანაშაული გაპატივაო, ნუღარ იშიშვი და თქვენ დაგიბარათო, ადეგ,
Line of ed.: 5    
წავიდეთ ამაღამ იქ ქალების მეჯლიშშიო. ასიმ წამოიყვანა. რა მო\ვიდნენ,
Line of ed.: 6    
ასიმ შეიყვანეს. ასიმმა პირ-მიწა-გაერთებით სალამი მოახსე\ნა
Line of ed.: 7    
და დალოცა და ქება შეასხა. ხოსროვშირმა მადლობა მოახსენა და
Line of ed.: 8    
დანაშაული აპატივა, მერმე მეჯლისი მოშალა. ხოსროვშირმა უბრძა\ნა
Line of ed.: 9    
შირფანჯას და ასიმს და რამდენიმე მსახურიც გაატანა: წადითო,
Line of ed.: 10    
ერთს უცხოს ალაგსა კარავი დაეცით და თქვენცა ამ მეჯლისის მა\გიერი
Line of ed.: 11    
სხვა მეჯლისი გამართეთო!

Line of ed.: 12       
წავიდნენ და ერთს ხის ძირს უცხოდ მოფინეს და ორი მურასა
Line of ed.: 13    
ტახტი დადგეს, ქალებისათვის უცხო საჯდომები გააკეთეს, გულჩი\ნისათვის
Line of ed.: 14    
და სურხავისათვის და საზანდართათვის; მერმე მოიტანეს
Line of ed.: 15    
მურასა სუფრის იარაღები. რა ესენი მოამზადეს, ხოსროვშირმა თავის
Line of ed.: 16    
ლალას თეიარ დაშტის პირზედ შეხედა და ყარამანის მსგავსი თვლე\ბი
Line of ed.: 17    
ცრემლით აევსო, ნათელს პირზედ ჩამოედინა. თეიარ დაშტი მივი\და,
Line of ed.: 18    
მოეხვია და შეეხვეწა, გული დაუდვა, დამშვიდდა. მერმე თვისსა
Line of ed.: 19    
რაშებზედ შესხდნენ და წამოვიდნენ. გულჩინი ქეთან-შაჰასთან წა\ვიდა.
Line of ed.: 20    
რა სალამი მოიშალა, გულჩინმა, გულრუხმა და სურხავმა ქე\თან-შაჰას
Line of ed.: 21    
და სარჯანს თავი დაუკრეს და გულჩინის კარავში მოვიდ\ნენ,
Line of ed.: 22    
იქიდამ ცხენთა შესხდნენ. იმ ალაგს მივიდნენ, საცა ხოსროვ\შირს
Line of ed.: 23    
მეჯლისი ჰქონდა, ნახა, რომ გულჩინ თვისის შვიდასი ქალებით
Line of ed.: 24    
მოვა. ხოსროვშირ დიდის სიყვარულით წინ მიეგება და თავს მარ\გალიტი
Line of ed.: 25    
გადააყარა. რა მოეგება ხოსროვშირი, გულჩინს ხელი დაუ\ჭირა,
Line of ed.: 26    
გარდიყვანა და ტახტზედ დასვა, თვითონაც სხვა ტახტზედ
Line of ed.: 27    
დაჯდა და სხვა ქალები თავ-თავის ალაგს დასხდნენ. თეიარ დაშტი,
Line of ed.: 28    
შირფანჯა და ასიმ თვისსა ალაგას დასხდნენ მურასად მორთულნი,
Line of ed.: 29    
უცხოდ ზდილნი მერიქიფენი შემოვიდნენ, მურასა თასი მოიღეს,
Line of ed.: 30    
ხოსროვშირსა და გულჩინს მიართვეს, ეგრეთვე სხვათა მსხდომთა.

Line of ed.: 31       
მერმე ასიმმა საკრავს ხელი მიჰყო და თვისი დანაშაულის პატი\ვებაზედ
Line of ed.: 32    
რამდენიმე ლექსი წარმოთქვა, და ესეთის ხმით იმღერდა,
Line of ed.: 33    
რომ მუნ მსხდომნი ასიმის ყოფაქცევას განეკვირებინა. ხოსროვშირმა
Line of ed.: 34    
შირფანჯა აიარს თვალით ანიშნა, მანაც ეგეთის ხმით სიმღერა და\იწყო,
Line of ed.: 35    
რომ ასიმის ხმის სიამოვნებისაგან გულჩინ უცნობო შეიქმნა,
Page of ed.: 299  Line of ed.: 1    
მერმე გულჩინმა ანიშნა სურხავს, ხოსროვშირის ქება უცხოს ხმით
Line of ed.: 2    
იმღერა. ამგვარს უცხოს შექცევაში იყვნენ.

Line of ed.: 3       
რა ლხინში და შექცევაში იყვნენ, ასიმ ზე ადგა და კარში გამო\ვიდა
Line of ed.: 4    
და თვის სახლში მივიდა, თვისის სალაროდამ ორი უცხო რამ
Line of ed.: 5    
გამოიტანა და მსწრაფლ მასვე მეჯლისში მოვიდა, ხოსროვშირ და\ლოცა
Line of ed.: 6    
და ქება შეასხა, წადგა და საშუალო მეჯლისის ალაგს დააწყო.
Line of ed.: 7    
ნახეს, რომ იმ ალაგს ერთი მურასა ხე აიმართა, ძირი ვერცხლისა
Line of ed.: 8    
ჰქონდა, შტონი -- ოქროსა გაზიდულნი, მწვანის ზურმუხტისანი
Line of ed.: 9    
ხილნი ესხა სხვა და სხვა გვარისანი; მას ხის თავზედ ერთი ოქროს
Line of ed.: 10    
ფარშევანგი იჯდა, მუშკითა და ამბარით სავსე. ასიმმა ფარშევანგს
Line of ed.: 11    
შემოჰკრა, უსულო ფრინველი დატრიალდა და ასეთი სურნელება გა\მოხდა,
Line of ed.: 12    
რომ მუნ მსხდომნი ყოველნი იმ სურნელებით უცნობო შე\იქმნენ,
Line of ed.: 13    
ერთი ჯამი აიღო ღვინით სავსე, ხოსროვშირს მიართვა. მან
Line of ed.: 14    
შესვა. მერე ხოსროვშირმა გულჩინს მიართვა; იმანაც მისის ეშხით
Line of ed.: 15    
სავსე შესვა, მაგრამ რამდენსაც დაცლას ცდილობდნენ და შესვამდ\ნენ,
Line of ed.: 16    
უფრო და უფრო იმსებოდა. დიდად გაუკვირდათ ეს საქმე. სურ\ხავ
Line of ed.: 17    
წარმოდგა, სამჯერ შესვა ჯამი, ნახა, რომ კიდევ აიმსო. მუნ
Line of ed.: 18    
მსხდომნი ყველანი იმ ჯამის საქმეს ჰკვირობდნენ. ადგა ასიმი, იგი
Line of ed.: 19    
ჯამი ხოსროვშირს მიართვა და იგი მურასა ხე გულჩინს მიართვა,
Line of ed.: 20    
მდაბლად ბოდიში მოითხოვა. მასუკან ასიმს იმ ხისა და ფიალისა ამ\ბავი
Line of ed.: 21    
ჰკითხეს. ასიმმა ესრეთ მოახსენა: ეს ხე და ფიალა გარდანქეშან
Line of ed.: 22    
აიარმა მაჩუქაო, ამ ჯამისა ერთი უცხო მოთხრობა არისო, ყარამან
Line of ed.: 23    
რომ მოვა, ღვთით იმისგან ჰსცნობთო. ეს სთქვა და თავი დაუკრა და
Line of ed.: 24    
ქება შეასხა.

Line of ed.: 25       
იმ ღამეს სარანდიბის მთის კალთის ქვეშ შეექცნენ, და რა გათე\ნებამ
Line of ed.: 26    
მოაწივა, თეიარ დაშტი ზე ადგა და მოახსენა: ხელმწიფის შვი\ლო!
Line of ed.: 27    
ჟამი არის, ლაშქარში წავიდეთო, რომ ეს ჩვენი ამბავი ვერავინ
Line of ed.: 28    
ჰსცნასო. რა გულჩინმა ესე გაიგონა, ასეთი შეწუხებული სულთქმა
Line of ed.: 29    
გულითგან აღმოიხდინა და თვალთაგან ცრემლი ვარდის მსგავსის
Line of ed.: 30    
ღაწვებზედ გარდმოედინა და უცნობო შეიქმნა, ალვის მსგავსი მკლა\ვები
Line of ed.: 31    
ხოსროვშირის ბროლის მსგავს კისერზედ შემოხვია და ხოსროვ\შირ
Line of ed.: 32    
მკერდსა გარდაეხვია, ერთმანერთს ალერსი დაუწყეს. მასუკან
Line of ed.: 33    
მწუხარებით გაიყარნენ და თავ-თავის ლაშქარში წავიდნენ. ხოსროვ\შირ
Line of ed.: 34    
მივიდა, უშანგს იახლა, გარდაიარა და ხელმწიფის შვილებს ზე\ვით
Line of ed.: 35    
დაჯდა, და ყოველდღივ ხელმწიფესთან ლხინით შეექცეოდნენ.
Line of ed.: 36    
ხოსროვშირისა და გულჩინის ფარულად ლხინი უშანგ ხელმწიფეს
Page of ed.: 300  Line of ed.: 1    
მოხსენდა. რა უშანგმა ეს ამბავი შეიტყო, უზომოდ შეწუხდა და დი\დად
Line of ed.: 2    
დაფიქრდა. უშანგის შეწუხება და ფიქრი ეს იყო, რომ ხოსროვ\შირზედ
Line of ed.: 3    
ავი სიზმარი ენახა, დიდად შეწუხებული იყო, ღამე და დღე
Line of ed.: 4    
აღარ ეძინა, მაგრამ არავის განუცხადა, და როდესაც ხოსროვშირს
Line of ed.: 5    
შეხედავდა, გული ათას რიგად ეჭრებოდა; დღე და ღამე უშანგის
Line of ed.: 6    
ლოცვა და ვედრება ეს იყო: ღმერთო, ხოსროვშირ შენის მოწყალე\ბით
Line of ed.: 7    
დაიფარეო. აქეთ მხარეს სარჯანი ჰინდმაც გულჩინისა და ხოს\როვშირის
Line of ed.: 8    
ამბავი შეიტყო, აგრეთვე ისიც დიდად შეწუხდა და არ
Line of ed.: 9    
იცოდა, რა ექმნა, ხოსროვშირის სიკვდილი განიზრახა გულსა თვისსა
Line of ed.: 10    
და არავის განუცხადა, გულჩინოს ჟამის დაცემას ელოდა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Qaramaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 13.1.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.