TITUS
Qaramaniani
Part No. 46
Previous part

Chapter: (46) 
Page of ed.: 284 
Line of ed.: 1  აქა ხოსროვშირისაგან ასიმის გაგზავნა სინდთა
Line of ed.: 2 
ლაშქარში გულჩინის საცნობელად


Line of ed.: 3       რა ხოსროვშირმა ასიმ გასაგზავნად მოამზადა, ასიმმა წელთა ქა\მარი
Line of ed.: 4    
შეიხსნა, ნახა რომ ორი ხანჯალი აღარა ჰქონდა. დიდად ამოი\ოხრა
Line of ed.: 5    
და თქვა: ის ხანჯლები გარდანქეშანმა მომცა. შეიტყო, რომ
Line of ed.: 6    
უშანგის მეჯლიშში აიარი ყოფილაო, დიდად შეწუხდა და თქვა:
Line of ed.: 7    
ხვალ და ზეგ გარდანქეშანი რომ მოვიდეს, მკითხოს, ჩემი მოცემუ\ლი
Line of ed.: 8    
ხანჯლები რა გიქნიაო? თუ ვიტყვი, ხელმწიფის მეჯლიშში მომ\პარეს,
Line of ed.: 9    
რას მეტყვის, შენ როგორი აიარი ხარო, რომ ვერ შეიტყევო?
Line of ed.: 10    
ეს სიტყვა რომ მითხრას, სიკვდილი მირჩევნიაო. ესე თქვა და კარში
Line of ed.: 11    
გავიდა, ნახა, რომ ხოსროვშირი იმისკენ მოვიდოდა. მოეგება, თაყვა\ნი
Line of ed.: 12    
სცა, შემოვიდნენ, მივიდა და ასიმის ტახტსა დაჯდა, წელიდამ
Line of ed.: 13    
ერთი ხანჯალი ამოიღო, მისცა, რომ ერთის ქვეყნის ხარაჯად ღირ\და,
Line of ed.: 14    
და უბრძანა: დღეს რომ ფალავანი შემება, ის ვინ არის და ვისი
Line of ed.: 15    
შვილი არისო? დიდად შეეხვეწა და უთხრა ასე, რომ თვალებიდამ
Line of ed.: 16    
ცრემლი გარდმოყარა, თუ შემიტყობ, ამდენს საქონელს გიბოძებ,
Line of ed.: 17    
რომ თვალით არავის ენახოსო. ეს უბრძანა და დიდად ამოიოხრა.

Line of ed.: 18       
ასიმმა ხოსროვშირის წინ მიწასა აკოცა და მოახსენა: ხელმწიფის
Line of ed.: 19    
შვილო! გათენება მოახლოვებულა, მაგრამ თქვენის გულისთვის წა\ვალო.
Line of ed.: 20    
იმ ჟამად ასიმ სინდის ჯარში მივიდა, ნახა, რომ გულჩინის
Line of ed.: 21    
კარავში, საზანდრების ხმას ქვეყანა მოეცვა. ასიმმა თვისი მოსვლა
Line of ed.: 22    
შეატყობინა. გულჩინს იმისი მოსვლა დიდად იამა. შეიყვანეს ასიმ,
Line of ed.: 23    
გულჩინს თავი დაუკრა, ნახა, რომ გულჩინს პირს საბურველი აღარ
Line of ed.: 24    
ეფარა, დიდად მხიარული ზის. ასიმს საზანდრებთან ალაგი უჩინეს
Line of ed.: 25    
და დასვეს. თვისი საკრავი რუბაბი ამოიღო, გამართა, მცირეს ხანსა
Line of ed.: 26    
დაუკრა, მერმე გაუშვა საკრავი. შეხედა, რომ თვისი ხანჯლები გულ\ჩინს
Line of ed.: 27    
წელთა ერჭო. დიდად შეწუხდა და თავი დაჰკიდა და დაფიქრდა.
Line of ed.: 28    
გულჩინმა შეატყო, რომ ხანჯლები იცნაო და მკვდარს დაემგზავსა.
Line of ed.: 29    
მერმე მოახსენა ასიმმა გულჩინსა: ნუ გეწყინება და ეგ ხანჯლები
Line of ed.: 30    
ვისი გაკეთებული არისო? გულჩინმა გაიცინა და უთხრა: გურგან
Line of ed.: 31    
რომ მამიჩემისთვის მოვიდა, ერთი აიარი მყავს, იქ ერთს კაცსა მიე\ცა
Line of ed.: 32    
და იმან მომიტანაო.

Line of ed.: 33       
მერმე უთხრა: ასიმ, დღეს ომში სად იყავიო? ასიმმა მოახსენა:
Line of ed.: 34    
ხელმწიფის შვილო! მე ვინ და ომი ვინაო? როდესაც საომარს ნაღა\რას
Line of ed.: 35    
გავიგონებ, მე შიშით გულს შემომეყრება და უჭკუო შევიქნე\ბიო,
Page of ed.: 285  Line of ed.: 1    
თავს წავიხურამ და ძილს მივეცემიო. ან არა, ომის დღეს გავალ
Line of ed.: 2    
და შორიდამ უყურებო, ვიდრემდის ომი გარდასწყდება და მაშინ მო\ვალო.
Line of ed.: 3    
აქეთ-იქით ქალებმა სიცილი დაიწყეს და უთხრეს: ცოდვა არ
Line of ed.: 4    
არის, რომ კაცი ხარ და ჩვენ ქალებიო. ჩვენ ყოველს დღეს ფა\ლავნებს
Line of ed.: 5    
ვებრძვით და შენ არა გრცხვენიან, რომ აგრე გეშინიანო?!
Line of ed.: 6    
ასიმმა უთხრა: მე რომ მცირეს ხანს თქვენთან ვიყო, გულს გამიხეთ\ქავთო.
Line of ed.: 7    
მაგრამ გულჩინს მრავალჯერ ენახა ომში, რომ ასიმს ნაჯახით
Line of ed.: 8    
ბევრი ფალავანი მოეკლა. გულჩინის ლალა გულნაზი გულჩინის წინ
Line of ed.: 9    
მძიმედ დაეჭრა და იმ მეჯლისში იწვა. გულჩინმა აღარ შეამჩნივა და
Line of ed.: 10    
ასიმმაც იცნა, რომ დღეს მე მკლავში რომ დავჭერ, ის ფალავანიაო
Line of ed.: 11    
და თავის გულში სთქვა, ნუთუ დამინახა და მიცნაო, ასი ათასი სი\ცოცხლე
Line of ed.: 12    
რომ მქონდეს, ერთს ვეღარ მოვარჩენო. პირი მოარიდა და
Line of ed.: 13    
ზურგი შეაქცია, ისრე დაჯდა.

Line of ed.: 14       
გულჩინმა შეამჩნია, რომ ასიმ გულნაზისაგან შეშინდა, უბრძა\ნა:
Line of ed.: 15    
ასიმ, დღეს ერთი ფალავანი იყო, ჩემი ლალა რომ დასჭრა, ის შე\ნა
Line of ed.: 16    
გგავსო, მაგრამ ის შენზედ უფრო მაღალი არისო. ესე უთხრა და
Line of ed.: 17    
სიცილი დაიწყო. გულნაზმა გულჩინს შეხედა და მოახსენა: მართალს
Line of ed.: 18    
ბრძანებ, მაგას ჰგვანდაო, ეგ თუ არისო. გულჩინმა უთხრა: ეს არ
Line of ed.: 19    
არისო, და სიცილი დაიწყო, მე იმ ომში ვნახე, იმას შიქარგირ ჰქვია\ნო,
Line of ed.: 20    
გურგანი რომ იქ წავიდა, იმისთვის ორი ხანჯალი მოეპარაო.
Line of ed.: 21    
ასიმმა შეხედა გულჩინს და მოახსენა: სწორედ ბრძანებ, იმას შიქარ\გირ
Line of ed.: 22    
ჰქვიან, ქეივან-შაჰას აიარი არისო. იმისთანას ის ხმარობსო, ომ\ში
Line of ed.: 23    
მრავალი ფალავანი მოუკლავსო. გულჩინმა გაიცინა და უთხრა:
Line of ed.: 24    
ასიმ, შენ სწორედ ამბობო, მე ის უშანგის მეჯლისში ვნახე, ერთს
Line of ed.: 25    
ვერცხლის სკამზედ იჯდა და რუბაბს უკრავდაო. ასიმ გაოცდა, ამას
Line of ed.: 26    
უშანგის მეჯლისი სად უნახავსო. მე შიქარგირ ვგონივარ, თორემ
Line of ed.: 27    
თუ მიცნა, ვეღარ მოურჩებიო. გულჩინმა უთხრა: მართალი სთქვიო,
Line of ed.: 28    
დღეს რომ მამაჩემს ეომებოდა ის ვინ იყო და ან რა ჰქვიანო? მე
Line of ed.: 29    
იმისთანა მოხდენილი ფალავანი არ მინახავსო. ესე თქვა და ერთი
Line of ed.: 30    
დიდი ამოიოხრა. ასიმმა მოახსენა: იმას ყაზამფარ ჰქვიანო, ხელმწი\ფის
Line of ed.: 31    
ყული არისო, მაგრამ დიახ ძალიან ფალავანია, ბევრი ავიცა
Line of ed.: 32    
სჭირსო. გულჩინმა უბრძანა, მიამბეო.

Line of ed.: 33       
ასიმმა უთხრა: ერთი ესაა, რომ დედაკაცი არ უყვარსო, როდე\საც
Line of ed.: 34    
დაითვრება და შინ მივა, ვისაც დედაკაცს დაახელებს, მაშინვე
Line of ed.: 35    
მოჰკლავსო. უშანგმა ორი ხელმწიფის ქალები მისცა, ორსავეს
Line of ed.: 36    
ცხვარსავით ყელები გამოსჭრა. იმ საქმეზე ის ორი ხელმწიფენი გა\დაიმტერა.
Page of ed.: 286  Line of ed.: 1    
ბევრი ომები გარდაიხადეს და ბოლოს ორნივე ყაზამ\ფარმა
Line of ed.: 2    
დახოცაო. რამდენჯერ ხელმწიფემ მისი სიკვდილი დააპირა,
Line of ed.: 3    
მაგრამ რადგან ძლიერი ფალავანი არის, ყარამანმა არ მოაკვლევინა.
Line of ed.: 4    
ახლა უშანგის ჯარში ყარამანის მეტი იმაზედ ძალიანი და გულოვა\ნი
Line of ed.: 5    
არავინ არისო. რამდენჯერმე ყარამანმა დაიჭირა და ჯინჯილით
Line of ed.: 6    
დააბა, მერმე კიდევ თვითონვე შეეხვეწა ხელმწიფეს და ააშვებინა,
Line of ed.: 7    
მაგრამ მაინც კიდევ არ მოიშალაო. ამას გარდა მრავალი ავი ზნე და
Line of ed.: 8    
ხასიათი სხვა ჰსჭირსო. მაგრამ დიახ კარგი ვაჟკაცი არისო. იმის ქე\ბას
Line of ed.: 9    
ჩემს პირს ვერ ვათქმევინებო.

Line of ed.: 10       
რა გულჩინმა ასიმისაგან ისეთი საუბარი მოისმინა, შეატყო, რომ
Line of ed.: 11    
ეს იმისი ყარაზი მტერი იყო და რასაც ამბობს, სულ ტყუილი არის.
Line of ed.: 12    
მერმე ჰკითხა: იმ ფალავნობის შესაფერი სახე როგორი აქვსო?
Line of ed.: 13    
ასეთი სახე აქვს, რომ ვინცა ვინ ნახოს, ზიზღით გული აერევაო, ში\შით
Line of ed.: 14    
ნაღველა გაუსქდებაო. თვალნი მრუდე აქვს, წარბნი არ ასხია,
Line of ed.: 15    
პირი ყვავილისაგან დაგლეჯილი აქვსო. მეტად ავთვალადი და საზიზ\ღარიაო,
Line of ed.: 16    
რომ უშანგის ჯარში იმაზე უფრო ავთვალადი კაცი არ
Line of ed.: 17    
არისო. ამ მიზეზითა პირსა საბურველს იფარებსო. გულჩინს დიდად
Line of ed.: 18    
გაუკვირდა და თავის გულში იფიქრა, ნეტავი ეს აიარი რას ემართ\ლებაო
Line of ed.: 19    
ხოსროვშირსაო, რომ ამდენს ტყუილს უგონებსო. დიდად
Line of ed.: 20    
ეწყინა გულჩინსა და მერმე უთხრა ასიმსა: კარგია, გაუშვი მაგდენი
Line of ed.: 21    
ლაპარაკიო, ახლა დაუკარო. ასიმმა მიჰყო ხელი საკრავს და ასეთი
Line of ed.: 22    
ხმით დაუკრა, რომ მისის ხმითა ყოველნი გაჰკვირდნენ. რა რომ გა\თენებამ
Line of ed.: 23    
მოატანა, გულჩინმა ასი ოქრო და ერთი ხალათი და ერთიც
Line of ed.: 24    
ხანჯალი უბოძა და ასიმი შინისაკენ გამოემგზავრა მწუხარებით.

Line of ed.: 25       
რა ასიმი მოვიდა, ნახა, რომ ხოსროვშირი ისევ თავის კარავში
Line of ed.: 26    
იჯდა, ამბვის მომლოდინე იყო. ასიმი წინ წადგა და თაყვანი ჰსცა.
Line of ed.: 27    
ხოსროვშირმა შეხედა, ნახა, რომ ასიმს ერთი ხელი ხალათი ტანზედ
Line of ed.: 28    
ეცვა და უბეში ერთი ქისა ფლური ედვა, წელში ერთი მურასა ხან\ჯალი
Line of ed.: 29    
ერჭო და თვითონაც მთვრალია. ხოსროვშირმა ჰკითხა: ჩემო
Line of ed.: 30    
ნუგეშის მომცემო ასიმ, რა ამბავს მეტყვი? ასიმმა მოახსენა: ხელმწი\ფის
Line of ed.: 31    
შვილო, რა აქედამ წაველ, არსად არ დამდგარვარ, სინდისტნის
Line of ed.: 32    
ჯარში რაც კი კარვები იყო, სულ თვითო-თვითო დავიარე და ვერა
Line of ed.: 33    
გავიგე რა. ხოსროვშირმა შეატყო, რომ ასიმის სიტყვა ყოველი სულ
Line of ed.: 34    
ტყუილი იყო, თვის გუნებაში თქვა, რომ ამაში ერთი ეშმაკობა არი\სო.
Line of ed.: 35    
ეს უნდა შევიტყო. მერმე უთხრა: ეგ ხალათი, ეგ ოქროები და
Line of ed.: 36    
ეგ ხანჯალი ვინ მოგცაო? ასიმმა მოახსენა: ხელმწიფის შვილო, ჯარ\ში
Page of ed.: 287  Line of ed.: 1    
ერთს კარავში მიველ და იქიდამ მოვიპარეო. ხოსროვშირმა უთხ\რა:
Line of ed.: 2    
აბა, მოიტანე ეგ ხანჯალი, მიჩვენეო? ასიმმა ფიცხლავ ამოიღო
Line of ed.: 3    
და ხოსროვშირს მისცა. ხოსროვშირმა დიდად მოიწონა, დახედა, რომ
Line of ed.: 4    
ტარზედ ეწერა, სარჯანის ასული გულჩინისა ვარო. ეს რომ წაი\კითხა,
Line of ed.: 5    
ეშხის ცეცხლი მოედვა, ერთი დიდად ამოიოხრა და ყარამანის
Line of ed.: 6    
მსგავსი თვალები ცრემლით აივსო, იმ ხანჯლიდამ საყვარლის სული
Line of ed.: 7    
მოედინა და ის ხანჯალი გულზედ მიიკრა, ასიმს დიდად გაუკვირდა
Line of ed.: 8    
და ის ხანჯალი ხოსროვშირს მიართვა. ხოსროვშირს ასეთნაირად გაე\ხარდა,
Line of ed.: 9    
რომ ასე ეგონა, გულჩინთან ვზივარო და მას ვემუსაიფებიო.
Line of ed.: 10    
დიდად გამხიარულებული ადგა და შინ წავიდა. რა დილა გათენდა,
Line of ed.: 11    
ორსავე მხარეს საომრად დაემზადნენ და დასტები დააწყეს.

Line of ed.: 12       
ქეთან-შაჰამ ბრძანება გასცა, რომ დღეს სპილოებით უნდა ვიო\მოთო.
Line of ed.: 13    
ასორმოცი ათასი სპილო ერთის მხრიდამ გაუშვეს ასე, რომ
Line of ed.: 14    
ამათმა ყვირილმა ქვეყანა მოიცვა. სპილოების უკან ასი ათასი სინ\დისტნის
Line of ed.: 15    
ჯარი მოჰყვა ხმალ ხელ-მოკრული. ნარა გასწივეს და უშან\გის
Line of ed.: 16    
ჯარს შეუტივეს. უშანგმა ნახა, რომ სპილოები საომრად მოურ\თავთ,
Line of ed.: 17    
ზურგზედ ხმლები დაუკრავთ და ციხეები გაუკეთებიათ, შიგ
Line of ed.: 18    
თვითო ფალავანი ჩაუსვიათ, ზოგს ზამბურაკი და ზოგს იარაღები
Line of ed.: 19    
ეჭირათ. სხვა და სხვა სპილოები სულ ერთმანერთზედა გადაებათ, მე\მარჯვენე
Line of ed.: 20    
და მემარცხენე სარდლები მოასხა და თავის ალაგას გაის\ტუმრა.
Line of ed.: 21    
ხოსროვშირმა ასი ათასი კაცი მარჯვენის მხარისაკენ გაის\ტუმრა,
Line of ed.: 22    
ორი ათასი კაცით შარიბ-შაჰ ბაირაღებთან დააყენა, სხვანი
Line of ed.: 23    
თვისთან შეყარა. სინდებს ოთხმოცი ათასი სპილო წინ მიაგება უშან\გმა.
Line of ed.: 24    
ამათაც ღმერთი ახსენეს, თავი კალთაში გამოიხვიეს. და იქით
Line of ed.: 25    
მხარეს -- ორი ათასი სპილო, და აქეთ -- ოთხმოცი ათასი სპილო, ეს
Line of ed.: 26    
სპილოები ერთმანერთში დაერივნენ. ასეთი ომი შეიქმნა, რომ ყო\ველი
Line of ed.: 27    
კაცი გაოცებულიყო. ამ სპილოებზედ ამდენი ფალავნები სულ
Line of ed.: 28    
დაიხოცნენ, ასე რომ ერთი ცოცხალი აღარ დარჩა. ერანელთა, სინ\დელთა
Line of ed.: 29    
და ჰინდელთა ასეთი ომი შეექმნათ, ორსავე მხარეს ასე გა\ჭირდა,
Line of ed.: 30    
რომ ღვთის მეტი ამათი გამშველებელი არავინ იყო. სპილო\ების
Line of ed.: 31    
ხმითა ქვეყანა იძროდა.

Line of ed.: 32       
იმ დღეს იმ ომის შიშითა ზღვაში ნიანგნი და მთაში ნადირნი სულ
Line of ed.: 33    
დაფრთხნენ. ორივე ლაშქარნი იმ სპილოებისაგან ბეზარი შეიქმნენ,
Line of ed.: 34    
მრავალი სახელოვანი ფალავანი ამოწყდა სპილოების ფეხქვეშ. ორ\ნივე
Line of ed.: 35    
ხელმწიფენი დიდად შეწუხდნენ ამ სპილოების შებმაზედ. ამ
Line of ed.: 36    
სპილოების ხმითა ცხენნი და მარტორქანი სულ დაფრთხნენ და გარ\დიხვეწნენ,
Page of ed.: 288  Line of ed.: 1    
მრავალი ეცადნენ, რომ გაეშორებინათ, მაგრამ ვერ მოა\შორეს.
Line of ed.: 2    
რომელნიც ფალავანნი მივიდოდნენ, დახოცდხენ. შიშით ვეღა\რავინ
Line of ed.: 3    
მიუდგა. შორს დასტები დადგნენ და ყურება დაუწყეს სარან\დიბის
Line of ed.: 4    
მთის კალთაში. მაგრამ ხოსროვშირი თორმეტი ათასის ხელ\მწიფის
Line of ed.: 5    
შვილით დავიდოდა და ასწავლიდა, ხან ამ დასტას შეუტევდა,
Line of ed.: 6    
ხან იმ დასტას შეუტევდა და დაჰფანტავდა. ხოსროვშირმა ნახა, რომ
Line of ed.: 7    
ოცდაათი ათასი კაცი დგას, მათში შვიდასი პირსაბურველიანი ფა\ლავანია.
Line of ed.: 8    
ზოგნი მარტორქაზედ ისხდნენ და ზოგნი რაშზედ ისხდნენ,
Line of ed.: 9    
ამათში ერთი ქალი ერივა, მურასად მორთული პირ-საბურველიანი,
Line of ed.: 10    
ერთს უცხოს მარტორქაზედ ზის და ამ სპილოების ომის თამაშს
Line of ed.: 11    
უყურებს. ხოსროვშირმა მაშინვე შეატყო, რომ ეს გულჩინ არისო.
Line of ed.: 12    
ომისაგან ხელი აიღო და გამობრუნდა. ეს სპილოები ამ საშინელს
Line of ed.: 13    
ბრძოლაში იყვნენ.

Line of ed.: 14       
ნახეს, რომ სარანდიბის მთიდამ ერთი საშინელი ხმა მოვიდა, ასე\თი
Line of ed.: 15    
ხმა იყო, რომ ცისა ქვეყანაზედ დაცემის ხმასა გვანდა, ამ ხმაზედ
Line of ed.: 16    
სპილოები გაშველდნენ და გარეტებულივით დადგნენ. მცირეს ხანს
Line of ed.: 17    
უკან ნახეს, რომ სარანდიბის მთიდამ ერთი საშინელი მხეცი გამო\ვიდა,
Line of ed.: 18    
ასე ღრიალებდა, რომ მისი ხმითა ქვეყანა ირყეოდა. რა სპი\ლოებს
Line of ed.: 19    
მოუახლოვდა, საკვირველი ხმები აღმოუტევა, ოცდასამი რი\გი
Line of ed.: 20    
ხმები იყო. იმ მხეცსა თავი მარტორქას უგვანდა, თვალები ცეცხ\ლსა,
Line of ed.: 21    
ოთხი თვალი ედგა, შვიდი ფეხი, ბოლო ვეშაპს უგვანდა, მუცე\ლი
Line of ed.: 22    
სპილოსა და ზურგი ვეფხვსა, შვიდი სპილოს ოდენი იყო. რა
Line of ed.: 23    
რომ იმ მხეცმა სპილოს ჯარი დაინახა, შეუტივა და ურიცხვი ამო\წყვიტა,
Line of ed.: 24    
აქეთის ჯარის სპილოები აქეთ გამოიქცნენ და იქითისა იქი\თა,
Line of ed.: 25    
მაგრამ რომელსაც მოეწივა, გაუკითხავად ხოცდა. მაგრამ უშან\გის
Line of ed.: 26    
სპილოები გაუშვეს, ქეთან-შაჰის სპილოებს გამოუდგნენ.

Line of ed.: 27       
გულჩინ შეშინდა, ერთს გზაზედ ავიდა და იქიდამ ყურება დაუ\წყო.
Line of ed.: 28    
იმ მხეცმა სპილო რომ ვეღარ მოახელა, ქეთან-შაჰას ჯარს შეუ\ტივა
Line of ed.: 29    
და ქეთან-შაჰას და სარჯანს მიუახლოვდა. იმათაც შეიტყვეს,
Line of ed.: 30    
რომ მხეცსა უსიკვდილოდ ვერ გარდაურჩებოდნენ, გაექცნენ და რო\მელთამე
Line of ed.: 31    
ფალავანთა სიმხნე იხმარეს და დაუდგნენ, მაგრამ ვერა
Line of ed.: 32    
რომელი იარაღი მოეკიდა, არც ხმალი, არც შუბი, არც ისარი და
Line of ed.: 33    
არც ლახტი არ მოეკიდა. ვინც გაიქცნენ, მორჩა და რომელიც დარ\ჩნენ,
Line of ed.: 34    
ამოწყვიტა, ასე რომ სისხლის მდინარე ადინა, შუბლზედ ერთი
Line of ed.: 35    
დიდი რქა ება, ღორის ყურები ჰქონდა. იმ რქის ძალით ესრეთ მიიხოც\და,
Line of ed.: 36    
ქეთან-შაჰის ნახევარი ჯარი ამოწყვიტა. და რა ამათგან მოიცალა,
Page of ed.: 289  Line of ed.: 1    
ახლა უშანგის ჯარსა შეუტივა. რა ხოსროვშირმა იხილა, დიდსა
Line of ed.: 2    
მწუხარებასა მიეცა და თქვა: ეს მხეცი ჯარსაც გააოხრებს და ხელ\მწიფესაც
Line of ed.: 3    
მოჰკლავსო, ფოლადის ჯაჭვი მოითხოვა და შავად შეი\კაზმა
Line of ed.: 4    
და იარაღი აღარ ჰქონდა და ერთია ყარამანისეული ხმალი
Line of ed.: 5    
იქონია, რომელიც რომ რამინ-შაჰისაგან ყოფილიყო ნაანდერძევი
Line of ed.: 6    
ყარამანისათვის. ხოსროვშირმა ყარამანისეული ვეშაპის ტყავის ქა\მანდი
Line of ed.: 7    
აიღო და თქვა: ან თავსა ჩემსა მოვიკლავ დღეს და ანუ ჯარს
Line of ed.: 8    
დავიხსნიო ამ მხეცისაგან. რა მან მხეცმან ჯარს მომართა, საცა ხელ\მწიფე
Line of ed.: 9    
იდგა, იქით მხარესა შეუტივა. ხოსროვშირმა პირდაპირ მისვ\ლა
Line of ed.: 10    
ვერ გაბედა, უკანიდამ მოექცა. ქეთან-შაჰამ და მათმა ჯარმა
Line of ed.: 11    
იმათზე მისვლა რომ ნახეს იმ მხეცისა, წარმოდგნენ და თამაშა და\უწყეს
Line of ed.: 12    
და გულჩინიც უყურებდა, უშანგის და შარიბ-შაჰის ხმა ცამ\დინ
Line of ed.: 13    
აღიწივა, ყოველნი მუხლმოყრილნი ღმერთს ევედრებოდნენ.

Line of ed.: 14       
იმჟამად ხოსროვშირი უკანიდამ ერთს ფარსანგზედ მოეწია, ახსე\ნა
Line of ed.: 15    
ღმერთი და ქამანდი შესტყორცნა, იგი ქამანდი კისერსა გარდაეც\ვა;
Line of ed.: 16    
რა ქამანდი გარდაეცვა, ხოსროვშირმა უკუ მოსწივა, მაგრამ მან
Line of ed.: 17    
წყეულმა მხეცმა ესრეთ გასწივა, რომ ხოსროვშირ საჯდომიდამ
Line of ed.: 18    
გარდმოაგდო, რამდენიმე მკლავების ძარღვები შეაწყვიტა, სისხლი
Line of ed.: 19    
მდინარესავით სდიოდა, ესე რომ ფოლადის ჯაჭვი სისხლით აევსო,
Line of ed.: 20    
ერთსა აღაჯზედ ათრივა, ასე ეგონათ, რომ ხოსროვშირ მოკვდაო,
Line of ed.: 21    
გლოვისა და ტირილისა ხმა ზეცამდისნინ აღიწივა; ეს მხეცი ჯარს
Line of ed.: 22    
მიუახლოვდა, მაშინ ხოსროვშირ გონებას მოეგო, ნახა, რომ თავის
Line of ed.: 23    
საჯდომიც უკან მოსდევდა, ახსენა ღმერთის სახელი, იხმარა სიმხნე
Line of ed.: 24    
და ვეფხვისავით წარმოხტა. რა ესე სიმხნე ხოსროვშირისა იხილეს
Line of ed.: 25    
დიდსა სიხარულსა მიეცნენ და დიდსა ქებას შეასხმიდიან. ხოსროვ\შირმა
Line of ed.: 26    
ფეხები გაიმაგრა და გამოზიდა, მხეცი იგი დააყენა, რა მხეც\მან
Line of ed.: 27    
უკუ მოიხედა, კვალად ძალიან გაზიდა, მაგრამ ვეღარ დასძრა
Line of ed.: 28    
და განრისხებულმა ხოსროვშირს შემოუტივა. ხოსროვშირმა ყარა\მანისეული
Line of ed.: 29    
რამინ-შაჰის ხმალი ამოიღო და გულუშიშრად დაუდგა.
Line of ed.: 30    
მხეცმან ხოსროვშირის საჯდომს შეუტივა, ჰკრა რქა და მოკლა, კვა\ლად
Line of ed.: 31    
გაიწია. ხოსროვშირმა ხმალი ძირს დასდვა, ფეხები გაიმაგრა
Line of ed.: 32    
და გამოზიდა.

Line of ed.: 33       
რა ქამანდმა ყელში წაუჭირა, ხრიალი დააწყებინა და უმეტესად
Line of ed.: 34    
გამწარდა, ხოსროვშირს შემოუტივა. ხოსროვშირმა ხმალი მიიცა
Line of ed.: 35    
ხელთა და რა ახლო მოვიდა, მოუქნივა იგი, მხეცი რქაზედ აგებას
Line of ed.: 36    
უპირებდა, მაგრამ ხოსროვშირმა ასეთი მედგრად შემოჰკრა ხმალი,
Page of ed.: 290  Line of ed.: 1    
რომ იგი დიდი რქა გააგდებინა. მან მხეცმა რომ თვისი თავი ესრეთ
Line of ed.: 2    
იხილა, ესრეთ გამწარდა, რომ ხოსროვშირს შემოუტივა. ხოსროვ\შირმა
Line of ed.: 3    
მეორედ კიდევ სცა ხმალი, ორი თვალი და ნახევარი თავი მო\ჰკვეთა;
Line of ed.: 4    
გამწარებული მხეცი ესრეთ აღემართა და ტოტები ესრეთ
Line of ed.: 5    
დასცა, რომ ხოსროვშირ პირქვე წაწვა, მსწრაფლ წამოხლტა ზეზედ
Line of ed.: 6    
და მესამედ ხმალი ფეხებში სცა და სამი ფეხი მოჰკვეთა, მხეცმა გამ\წარებული
Line of ed.: 7    
ასეთი თავით შემოჰკრა, რომ წვრილის რქითა გულის
Line of ed.: 8    
ფოლადი გაუხეთქა და გულდაღმა გადავარდა. იგი მხეციც იქით გარ\დავარდა.
Line of ed.: 9    
ხოსროვშირ დიდად მოუძლურდა და დაიღალა, მაგრამ კი\დევ
Line of ed.: 10    
სიმხნე იხმარა, მეოთხე ხმალი სცა, ბოლო მოაგდებინა, მხეცი
Line of ed.: 11    
კიდევ წამოხლტა, შემოუტივა. ხოსროვშირმა ხმალი მიაგება, პირსა
Line of ed.: 12    
სცა და თავი შუა გაუკვეთა, ნახევარი აქეთ დაეკიდა და ნახევარი
Line of ed.: 13    
იქითა, მხეცი კიდევ არ წაიქცა. მეხუთე ხმალი წელში სცა და წელი
Line of ed.: 14    
მოსწყვიტა და ეს საზარელი მხეცი დიდს მთასავით ძირს დაეცა.

Line of ed.: 15       
ხოსროვშირმა მაშინვე დაიჩოქა და ღმერთს მადლობა შესწირა.
Line of ed.: 16    
მიბრუნდა, ყელი გამოსჭრა და მისი სახსენებელი ქვეყნიდამ აღხო\ცა.
Line of ed.: 17    
მისთა მხილველთა უშანგ ხელმწიფემ და ყოველთა ღმერთს მად\ლობა
Line of ed.: 18    
მისცეს, მაშინვე შირფანჯა აიარი მოვიდა და საჯდომი ცხენი
Line of ed.: 19    
მოჰგვარა. ხელმწიფე უშანგ, შარიბ-შაჰა წინ მოეგებნენ, თვალი და
Line of ed.: 20    
პირი გარდაუკოცნეს და მიულოცეს. რა ჯაჭვი გახადეს, ნახეს, რომ
Line of ed.: 21    
სულ სისხლით სავსე იყო. მკლავები შეუკერეს და სამთელებელი
Line of ed.: 22    
წამლები დაადვეს. იქით მხარეს გულჩინ მხიარული გაბრუნდა, მეჯ\ლიში
Line of ed.: 23    
გამართა, აქეთ ხოსროვშირს ასეთი ტანისამოსი მოართვეს ხა\ლათად,
Line of ed.: 24    
რომ თვითო თვითო ქვეყნად ღირდა; მოვიდნენ, კარავში
Line of ed.: 25    
მეჯლიში გამართეს, ხოსროვშირ მცირეს ხანს იჯდა, მერმე დაღალუ\ლობის
Line of ed.: 26    
მიზეზით დაეთხოვა და თვისსა კარავში მივიდა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Qaramaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 13.1.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.