TITUS
Qaramaniani
Part No. 45
Previous part

Chapter: (45) 
Page of ed.: 275 
Line of ed.: 10  აქა სინდელთა და ერანელთა ომი


Line of ed.: 11       რა დილა გათენდა, მეომარნი მოედანსა გამოვიდნენ. იმ ჟამად
Line of ed.: 12    
ინდოეთის მხრიდამ საომარსა ნაღარასა ჰკრეს. უშანგმა რომ გაიგო\ნა,
Line of ed.: 13    
ამანაც ბრძანა: საომარ ნაღარასა ჰკარითო! ესე ორნი ზღვის ოდე\ნი
Line of ed.: 14    
ლაშქარი ამხედრდა და დასტები დააწყეს, მემარჯვენე და მემარ\ცხენე
Line of ed.: 15    
განაწესეს, დროშები აღმართეს და უშანგის ტახტი სპილოზედ
Line of ed.: 16    
დადგეს. ხელმწიფენი, სულთანნი ყოველნი თავ-თავის ალაგს დად\გნენ.
Line of ed.: 17    
რომელნიც უმეტესნი ფალავანნი იყვნენ, ხოსროვშირთან შეი\ყარნენ.
Line of ed.: 18    
ხოსროვშირ გაუძღვა და ჯარს წინ დაუდგა. მაშინვე სარჯა\ნი-ჰინდი
Line of ed.: 19    
შავ მთასავით მოედანზედ გამოვიდა და უშანგის მხრიდამ
Line of ed.: 20    
ფალავანი გამოითხოვა და ვინც სარჯანს შეხედეს, დიდად მოიწო\ნეს.
Line of ed.: 21    
მაშინ საჰმარანდ ფალავანი ოცდაცხრა მწყრთის მქონებელი გა\ვიდა
Line of ed.: 22    
მძიმის იარაღითა შეჭურვილი, სარჯანს დაუსისწორდა, შუბით
Line of ed.: 23    
შეუტივა. სარჯანმა აიცდინა, ხელთა მძიმე ლახტი აიღო და მოუქნი\ვა.
Line of ed.: 24    
საჰმარანდმა ფარი იფარა. ლახტი ისეთი დაჰკრა, რომ ფარი გა\ხეთქა,
Line of ed.: 25    
მხარს მოხვდა, ცხვირ-პირიდამ სისხლი წასქდა, გულშემოყ\რილი
Line of ed.: 26    
მიწას დაეცა. მაშინვე მოსცვივდნენ, მაგრა შეკრეს და წაიყვა\ნეს,
Line of ed.: 27    
მერმე თეღარ ქიმშირელი გამოვიდა. სარჯანმა ისიც ერთის და\კვრით
Line of ed.: 28    
ჩამოაგდო.

Line of ed.: 29       
უშანგ დიდად გაჯავრდა, ზე ადგა, უნდოდა, რომ თვითონ გასუ\ლიყო,
Line of ed.: 30    
ნახეს, რომ ხოსროვშირის დასტიდამ ერთი თეთრ-წვერა ფა\ლავანი
Line of ed.: 31    
გამოვიდა. თავით ფეხამდინ რკინით შეჭურვილი იყო. ეს ფა\ლავანი
Line of ed.: 32    
ხოსროვშირის ლალა თეიარ დაშტი იყო. შუბი სარჯანს მი\უტანა,
Line of ed.: 33    
სარჯანმა ფარი იფარა და ათასითა ცდითა აიცდინა. მერმე
Page of ed.: 276  Line of ed.: 1    
ისარი შეტყორცნა და ისიც აიცდინა. ამან იმას, იმან ამას, ერთმა\ნერთზედ
Line of ed.: 2    
დიდი ხანი იომეს და ორმოცი იარაღი იხმარეს, ვერც ვერა
Line of ed.: 3    
ავნეს რა. სარჯან განრისხდა და მძიმე ლახტი მოუქნივა, თეიარ დაშ\ტიმ
Line of ed.: 4    
შვიდკეცი ფოლადის ფარი იფარა. ლახტი ესრეთ ძლიერად მო\ხვდა,
Line of ed.: 5    
რომ ფარი გახეთქა. თეიარ დაშტიმ თავი მოარიდა, ლახტი
Line of ed.: 6    
მხარს მოხვდა და უცნობო შეიქმნა, საჯდომიდამ თავდაღმა ჩამო\ვარდა.
Line of ed.: 7    
რა ესე დაინახეს, სინდელთა კიჟინა და ნაღარის ცემა
Line of ed.: 8    
გაამ/რავლეს.

Line of ed.: 9       
რა ესე უშანგმა იხილა, ისრე განრისხდა, რომ სიცოცხლე აღარ
Line of ed.: 10    
შერჩა. ამჟამად ერთი საშინელი ხმა მოვიდა, რომე მრავალი კაცი
Line of ed.: 11    
გონებიდამ შეიშალა. ხოსროვშირმა რა თავისი ლალა ესრეთ იხი\ლა,
Line of ed.: 12    
მაშინვე ერთი ნარა გასწია, გაჯავრებულმა თვისის რაშით შე\მოუტივა
Line of ed.: 13    
და შემოსძახა: შენ მეიდანი ცარილი დაგრჩომიაო, მო\მიცადე
Line of ed.: 14    
და მნახე როგორი ძალი მაქვს, ჩემს ფალავნობას გიჩვენებო!
Line of ed.: 15    
რა ქეთან-შაჰმა ხოსროვშირ დაინახა, ერთი დიდი ამოიოხრა და
Line of ed.: 16    
თქვა: თუ ეს ფალავანი არ იყოს, აქამდისინ უშანგს ათასჯერ დავა\მარცხებდითო.
Line of ed.: 17    
ორთავ ლაშქართა ხოსროვშირს ყურება დაუწყეს,
Line of ed.: 18    
ვნახოთ ეს ორნი ვეშაპნი ერთმანერთს რას უზამენო. რა სარჯანმა
Line of ed.: 19    
ხოსროვშირ დაინახა, მაშინვე ლახტი მოუქნივა. ხოსროვშირმა ფარს
Line of ed.: 20    
აატანინა. სარჯანმა ერთმანერთზედ სამი ლახტი სცა, მაგრამ ხოს\როვშირს
Line of ed.: 21    
ვერა ავნო რა. მაგრამ დიდი ძალა დაადგა. აიარებმა თეიარ
Line of ed.: 22    
დაშტი მეიდნიდან წაიყვანეს.

Line of ed.: 23       
ახლა რიგი ხოსროვშირს ერგო, თავისი მძიმე ლახტი მოუქნივა,
Line of ed.: 24    
სარჯანმა თვისი ლახტი იფარა, ლახტი ლახტსა მოხვდა და ამ ორსა\ვე
Line of ed.: 25    
ლახტიდამ ცეცხლი გამოხდა. სარჯანს ისეთი ძალა დაადგა, რომ
Line of ed.: 26    
ესრეთ ეგონა, ძარღვები დამწყვიტესო, თავით ფერხამდისინ ოფლში
Line of ed.: 27    
გაცურდა. ესრეთი ძალა არავისაგან ენახა და ძლივს გარდურჩა. რა
Line of ed.: 28    
ხოსროვშირმა ნახა, რომ სარჯან არ ჩამოვარდა, ერთი ისეთი შემო\უძახა,
Line of ed.: 29    
რომ ცამ და ქვეყანამ კანკალი დაიწყეს და მეორედ ლახტი
Line of ed.: 30    
მოუქნივა. იმან ფარი იფარა. ვიდრემდის სარჯანი ხმალს ამოიღებ\და,
Line of ed.: 31    
ლახტი თავსა მოხვდა, თავი ოთხის თითის სივრცედ გაუხეთქა,
Line of ed.: 32    
პირზედ სისხლი ჩამოედინა, ცნობა დაეფანტა, ძირს გადმოვარდა და
Line of ed.: 33    
შავის მთასავით ძირს დაეცა. აიარებმა მოინდომეს, რომე იმისთვინ
Line of ed.: 34    
მკლავები შეეკრათ და წაეყვანათ.

Line of ed.: 35       
იმჟამად გულჩინმა ხოსროვშირს შემოუტივა, სარჯანიც გონებას
Line of ed.: 36    
მოვიდა, ხმალსა ხელი მოივლო და აიარებს შეუტივა. აიარები გა\იქცნენ.
Page of ed.: 277  Line of ed.: 1    
რა ხოსროვშირმა ესე იხილა, ცხენს დეზი ჰკრა და სარჯანს
Line of ed.: 2    
მიუხლტა. ხოსროვშირ შეშინდა, ცხენს ხმალი არა სცესო, მაშინვე
Line of ed.: 3    
ცხენიდამ გარდმოხტა და მთვრალს სპილოსავით სარჯანს შეუტივა.
Line of ed.: 4    
სარჯანმა რა ხოსროვშირ ქვეითად იხილა, დიდად იამა და კასკასით
Line of ed.: 5    
გაიცინა, რომ ორთავე ლაშქართა ამ სიცილის ხმა გაიგონეს, ხოს\როვშირ
Line of ed.: 6    
თვალში ეფუქსავატა და უთხრა: შენ ახლა ჩემის ხელიდამ
Line of ed.: 7    
ცოცხალი სად წამიხვალო? და ხმალი მოუქნია. ხოსროვშირმა ფარი
Line of ed.: 8    
იფარა, მაშინვე მივარდა და სარჯანს მკერდსა ისეთი მუშტი დაჰკრა,
Line of ed.: 9    
რომ სარჯანისთანა ფალავანი გულაღმა დასცა. უნდოდა რომე სარ\ჯან
Line of ed.: 10    
შეეკრა. იმ ჟამად ზურგში ერთი მძიმე ლახტი მოხვდა, ესრეთ,
Line of ed.: 11    
რომე ხოსროვშირისთანა ფალავანი ცალს მუხლზედ დააჩოქა. ლახ\ტის
Line of ed.: 12    
დამკვრელი გულჩინ იყო. მამა რომ ამ ყოფაში ნახა, მოეხმარა.
Line of ed.: 13    
ხოსროვშირმა უკუიხედა, ნახა, რომ ერთი ყვითელი მარტორქიანი
Line of ed.: 14    
ფალავანი დგას და პირს საბურველი აფარია და ხელთა ესრთი მძიმე
Line of ed.: 15    
ლახტი უჭირავს. რა უწინ გასცილდა, ხოსროვშირმა ხელი მიჰყო და
Line of ed.: 16    
გამალებული მარტორქა დააყენა. გულჩინმა უკუ მიიხედა, ნახა, რომ
Line of ed.: 17    
ფალავანს ხელი უტაცნია, მარტორქის ფეხი უჭირავს, ცალის ხელით
Line of ed.: 18    
მოზიდა ჩამოსაგდებად. გულჩინ მსწრაფლად ჩამოხდა, ხოსროვშირს
Line of ed.: 19    
შემოეძგერა და სარჯან გონებასა მოვიდა. ნახა, რომ თვისი ქალი
Line of ed.: 20    
გულჩინ იმ ფალავანს ეჭიდება. სარჯან ზე აღსდგადა ჩინრის ოდენი
Line of ed.: 21    
მკლავები ხოსროვშირს შემოხვია.

Line of ed.: 22       
ხოსროვშირმა ნახა, რომ ეს ორნი ფალავანნი ებრძოდნენ და ორ\სავ
Line of ed.: 23    
მხრის ჯარი ამათ თამაშს უყურებდნენ, რომ ორი ვეშაპი ერთს
Line of ed.: 24    
ვეშაპს ეჭიდება. უშანგ-შაჰამ და შარიბ-შაჰამ რომ ნახეს, დიდად შე\წუხდნენ,
Line of ed.: 25    
ერანელთა და თურანელთა დიდად მწუხარება შეექმნათ.
Line of ed.: 26    
ხოსროვშირმა ნახა, რომ აღარა გაეწყობოდა რა. მარჯვენა ხელი
Line of ed.: 27    
გულჩინს შემოხვია და მარცხენა სარჯანსა. აქედამ გულჩინმა და იქი\დამ
Line of ed.: 28    
სარჯანმა ორთავ რაც ძალი ჰქონდათ, ხოსროვშირ აზიდეს, მაგ\რამ
Line of ed.: 29    
ვერ დასძრეს. ხოსროვშირმა ფეხები გაიმაგრა, რამდენსაც ეცა\დნენ,
Line of ed.: 30    
ხოსროვშირ ვერ დასძრეს ალაგიდამ. დიდხანს ეცადნენ, ხან
Line of ed.: 31    
დაიჩოქეს, ხან ადგნენ, ჯაჭვი და ჯავშანნი ერთმანერთს შეაფხრი\წეს,
Line of ed.: 32    
ამ სამმა ფალავანმა ასეთი ომი გარდიხადეს, რომ არას დროს
Line of ed.: 33    
არ ენახათ იმისთანა ომი. დილიდამ მოკიდებული საღამომდინ ირკი\ნეს
Line of ed.: 34    
ხოსროვშირმა შეატყო, რომ დიახ დაიღალნენ. ცალის ხელით
Line of ed.: 35    
გულჩინ და მეორეს ხელით სარჯინ აიყვანა, თავსა შემოივლო და
Line of ed.: 36    
დასცა. აიარები მოვიდნენ, გულჩინ აისევ წამოდგა, ის თვისნი შვიდ\ასნი
Page of ed.: 278  Line of ed.: 1    
ქალნი ფალავანები მოვიდნენ, გულჩინ ცხენს შესვეს და წაიყვა\ნეს.
Line of ed.: 2    
აიარებმა სარჯან შეკრეს და წაიყვანეს, უშანგის დროშასთან
Line of ed.: 3    
მიიყვანეს.

Line of ed.: 4       
რა ქეთან-შაჰამ ესე იხილა, ბრძანა და თვისი ლაშქარი ერთად
Line of ed.: 5    
შეატევებინა. იქით მხრიდამ ერანელნი და თურანელნი მიიტევნენ.
Line of ed.: 6    
ესოდენი ლაშქარი ერთმანერთში დაერივნენ, იქით-აქეთ სისხლის
Line of ed.: 7    
ღვრები ასდგა, მოლაშქრის თავები და ცხენები მოჰქონდა. თეთრი
Line of ed.: 8    
ცხენი და შავი ცხენი აღარ გაირჩეოდა, მარტორქები და სპილოები
Line of ed.: 9    
ერთმანერთსა ეძგერნენ, ასე რომე თავ-თავისას ვეღარავინ სცნობ\და.
Line of ed.: 10    
იმ დღეს ასეთი ომი შეიქმნა, რომ დასაბამიდამ იმ დღემდინ
Line of ed.: 11    
იმისთანა ომი არ მომხდარიყო: ხან ესენი გააბრუნებდხენ და ხან ისი\ნი
Line of ed.: 12    
გამოაბრუნებდნენ. იმ დღეს ხოსროვშირმა ასეთი ომი გარდაიხა\და,
Line of ed.: 13    
რომ თვითონ ყარამანისაგანაც სანატრო იყო. რამდენი დასტები
Line of ed.: 14    
დაშალა, რამდენი ფალავანი დახოცა, რამდენი ალმები ერთმანერ\თსა
Line of ed.: 15    
ჰკრა, ოცდაათჯერ ასი ათასი კაცი ხოსროვშირისაგან იყო, ვიდ\რე
Line of ed.: 16    
დაღამება შეიქმნებოდა, სულ ხლმის ცემაში იყვნენ. რა დაღამდა,
Line of ed.: 17    
ორსავ მხარეს გასაყარ ნაღარასა ჰკრეს. უშანგ მოვიდა, მეიდნის
Line of ed.: 18    
თავს დადგა, სარდლებს და ფალავნებს თვალი გარდაავლო. ყოველ\ნი
Line of ed.: 19    
მოვიდნენ, ხელმწიფეს თავი დაუკრეს, მცირეს ხანს უკან ხოსროვ\შირი
Line of ed.: 20    
მოვიდა, სისხლით გასვრილი იყო, ასე რომ ზღვიდამ გამოსულს
Line of ed.: 21    
ნადირსა გვანდა. მოვიდა, ხელმწიფეს თავი დაუკრა და მოახსენა:
Line of ed.: 22    
თქვენის დოვლათით დღეს კარგი გამარჯვება მოგვიხდაო. უშანგ და
Line of ed.: 23    
ვინც იქ ხელმწიფენი იყვნენ, სულ წამოვიდნენ, უშანგ-შაჰას კარავში
Line of ed.: 24    
მოვიდნენ. უშანგ ჩამოხტა, თავისსა ტახტსა დაბძანდა, დიდებულნი
Line of ed.: 25    
და მცირენი ყოველნი თავ-თავის ალაგს დასხდნენ. რა ხოსროვშირ
Line of ed.: 26    
შემოვიდა, უშანგმა თავი დაუკრა და ფეხზედ წამოდგა. ხოსროვშირმა
Line of ed.: 27    
მდაბლად თავი დაუკრა და თვისსა ალაგსა დაჯდა, მერმე ხელმწიფემ
Line of ed.: 28    
ბრძანა სუფრის მოღება და მეჯლიშის გამართვა.

Line of ed.: 29       
აქა ესენი ამ ლხინში დაუტეოთ და მცირე
Line of ed.: 30    
რამ ქეთან-შაჰის ამბავი მოვიხსენიოთ: ქეთან-შაჰ
Line of ed.: 31    
დიდად დაღონებული გაბრუნდა, თვის კარავში მივიდა. სინდის ფა\ლავნები
Line of ed.: 32    
შეიყარნენ, თვის ალაგს დასხდნენ. მცირე ხანს უკან გულჩი\ნიც
Line of ed.: 33    
მოვიდა, თვისსა ალაგას დაჯდა. თვისსი მამა რომ ვერ დაინახა იმ
Line of ed.: 34    
მეჯლიშში, ცნობა დაეკარგა და ტირილი დაიწყო, მოახსენა: ხელმწი\ფეო!
Line of ed.: 35    
მამა ჩემი ერანელთ დაჭერილი ჰყავსთო, იმათი ხუთი სარდალი
Line of ed.: 36    
ჩვენა გვყავსო. თუ თქვენი ნება იქნება, უშანგს ელჩი გაუგზავ\ნოთ,
Page of ed.: 279  Line of ed.: 1    
მამა ჩემი მოგვცენ და ჩვენ იმათი ფალავნები მივცეთ. ეს რჩევა
Line of ed.: 2    
სინდელთ ყველამ მოიწონეს, ქეთან-შაჰმა ბძანა, მაშინვე ერთი წიგნი
Line of ed.: 3    
დაწერეს. მერმე ბრძანა: უშანგთან ვინ წავიდესო? გურგან შვილდო\სანმა
Line of ed.: 4    
მოახსენა, მე წავალო. ზეზე წამოდგა, თავი დაუკრა. ქეთან-შაჰ\მა
Line of ed.: 5    
ორმოცი ფალავანი გაატანა. გურგან შვილდოსანი შეიკაზმა იარა\ღითა.
Line of ed.: 6    
გულჩინ მცირე ხანს იჯდა, მერმე წამოდგა, თავი დაუკრა და
Line of ed.: 7    
თვის კარავში წავიდა.

Line of ed.: 8       
გულჩინმა უბძანა თავის შვიდას ქალებსა, საღამური ტანისამოსი
Line of ed.: 9    
ჩაიცვითო. თვითონაც ჩაიცვა, გურგანს გაჰყვა. გურგან თვის ყარაუ\ლებს
Line of ed.: 10    
გასცილდა და უშანგის ყარაულებთან მივიდა. იმათაც კაცი გა\ატანეს
Line of ed.: 11    
ხელმწიფესთან. ხელმწიფეს ისევ მეჯლიში ჰქონდა, როდესაც
Line of ed.: 12    
ესენი მოვიდნენ. ორმოცდარვა სვეტიანი ოქროს წითლის ატლასით
Line of ed.: 13    
კარავი იდგა, კარავის წინა ათას შვიდასი მაშხალა ენთო. ამ ლაშქარს
Line of ed.: 14    
დღესავით უნათებდა. ჩაუშებმა უშანგ-შაჰას მოახსენეს, ქეთან-შაჰის
Line of ed.: 15    
ელჩნი გახლავანო. ხელმწიფემ შემოყვანა ბრძანა. ჩაუშები წინ მიე\გებნენ
Line of ed.: 16    
და ისე შემოიყვანეს. გულჩინიც ამ ყარაულებში აერივა და
Line of ed.: 17    
შინ შემოვიდა. გულჩინის ნატვრა ხოსროვშირის ნახვა იყო.

Line of ed.: 18       
რა რომ ესენი შინ შევიდნენ, ცალს მხარეს საფი გასწივეს და და\დგნენ.
Line of ed.: 19    
გურგან წინ წადგა, მიწას აკოცა, ხელმწიფე დალოცა, მერმე
Line of ed.: 20    
ქეთან-შაჰის წიგნი ამოიღო და მიართვა. იმანაც მისცა თავის ძმას შა\რიბ-შაჰას.
Line of ed.: 21    
წაიკითხა, რაც ეწერა, ყოველივე შეიტყეს. გურგანს საჯ\დომი
Line of ed.: 22    
ალაგი უჩვენეს. გურგან დაჯდა და პასუხს ელოდა. გულჩინ
Line of ed.: 23    
ყულებში იდგა და უშანგის მეჯლიშს უყურებდა. ერთი მძიმის ფარ\ჩის
Line of ed.: 24    
ქოლგა იდგა, იმის ქვემოთ ორმოცდაოთხ კუთხიანი ტახტი იდგა
Line of ed.: 25    
მძიმედ დაფენილი, ზედ ხელმწიფე ბრძანდებოდა, მურასა თაჯი თავ\სა
Line of ed.: 26    
ეხურა შვიდი იყლიმისა, წელთა მძიმე ქეიანური ქამარი შემოერტყა
Line of ed.: 27    
და ისე ბრძანდებოდა. შარიბ-შაჰაც გვერდით უჯდა, უკან თორმეტი
Line of ed.: 28    
ათასი მურასად მორთული შინაყმანი იდგნენ. ტახტის ქვეით ოთხასი
Line of ed.: 29    
მცოდნე აქიმი ისხდნენ, მერმე სამოცდაათი დიდრონი სულთნები და
Line of ed.: 30    
სარდლები ისხდნენ ოქროს სკამებით. ამათში თვრამეტი ათასი ფა\ლავნები
Line of ed.: 31    
სხვა ნახა, ამათ გარდა სამი ათასნი ხელმწიფენი და ხელ\მწიფის
Line of ed.: 32    
შვილები ნახა. შვიდასი აიარნი ხე მწიფის წინ მდგომი ნა\ხა,
Line of ed.: 33    
მაგრამ სამნი აიარნი ვერცხლის სკამებით უსხდნენ. ამ სა\მისაგან
Line of ed.: 34    
ერთი ასიმ იყო. საითაც ასიმ იჯდა, გულჩინს დგომა იქ მო\ხდომოდა.
Line of ed.: 35    
ასიმსაც უცხო მძიმე ხანჯლები აქეთ-იქით ერჭო.

Line of ed.: 36       
ვიდრე ქეთან-შაჰის წიგნს წაიკითხავდნენ და ხალხნი იმ წიგნის
Page of ed.: 280  Line of ed.: 1    
პასუხს შეიტყობდნენ, გულჩინმა ასიმს ორი ხანჯალი წელიდამ
Line of ed.: 2    
მოჰპარა. მერმე გულჩინმა ხელმწიფის შვილებისაკენ შეიხედა, ნა\ხა,
Line of ed.: 3    
ყოვლის ზევით ერთი მურასა სკამი არის, ზედ ორმოცდაოთხი
Line of ed.: 4    
მწყრთის მქონებელი ფალავანი უცხოს ტანისამოსით მორთული
Line of ed.: 5    
ხელმწიფის სიახლოვესა ზის, ამის პირის სილამაზეს ის მეჯლისი
Line of ed.: 6    
გაენათებინა. ხელმწიფე ლაპარაკში ასე ეუბნებოდა: ჩემო გულის
Line of ed.: 7    
სიცოცხლევ და თვალის სინათლეო, ასე საყვარლად ელაპარაკებო\და.
Line of ed.: 8    
გულჩინმა თვალი დააკვირვა, იცნა, ეს ის ფალავანია, რომ პირ\საბურველით
Line of ed.: 9    
გამოვა მეიდანზედაო, სამჯერ მე რომ მომერიაო და
Line of ed.: 10    
უნახავად ამისი არშიყი შევქმნილვარო. ასე რომ ასიმ მატყუი\ლებს,
Line of ed.: 11    
ხელმწიფის ყულიაო, ახლა უშანგის ჯარში ამის მეტი უფ\როსი
Line of ed.: 12    
არავინ ყოფილაო, ვინცა ვინ აქ ისხდნენ, ყველანი თავაზით
Line of ed.: 13    
ექცეოდნენ.

Line of ed.: 14       
გულჩინმა რომ ხოსროვშირ ასე ნახა, ეშხის ცეცხლი მოედვა, დი\დად
Line of ed.: 15    
ამოიოხრა, ცნობა მიეღო, მცირე ხანი მოიცადა და თქვა: ამდე\ნი
Line of ed.: 16    
ხანია მე ფალავნობის დავასა ვწევო, ახლა მინდა, რომ ერანელ\თაგან
Line of ed.: 17    
თურანეთში გაუნამუსოვდეო. ესე თქვა და მერმე იმ თავისთან
Line of ed.: 18    
მდგომს ერანელს ჰკითხა: აიარო, ის ყველას ზევით ფალავანი რომა
Line of ed.: 19    
ზის, ის ვინ არისო? აიარმა უთხრა: ხელმწიფის შვილია, სახელად
Line of ed.: 20    
ხოსროვშირ ჰქვიანო, უშანგ-შაჰას ძმისწული შარიბ-შაჰას შვილიაო,
Line of ed.: 21    
მეტად უცხო ფალავანიაო. გულჩინმა უთხრა: პირ-საბურველს რომ
Line of ed.: 22    
ჩამოიფარებს და მეიდანზედ რომ გამოვა, ის არისო, რომელმაც სარ\ჯანი
Line of ed.: 23    
დაიჭირა? აიარმა უთხრა: ის არისო. გულჩინმა უთხრა: პირს
Line of ed.: 24    
საბურველს რად იფარებსო? აიარმა უთხრა: მეტად ლამაზი არისო
Line of ed.: 25    
და იმიტომ, რომ თვალი არ ეცესო, იმის გულისთვის იფარებსო.
Line of ed.: 26    
გულჩინმა აღარა უთხრა რა.

Line of ed.: 27       
უშანგმა რა ქეთან-შაჰის წიგნი წაიკითხა, მაშინვე ბრძანა, სარ\ჯან
Line of ed.: 28    
ხელ-შეკრული მოიყვანეთო. სარჯანმა თავისგან ხელი აიღო,
Line of ed.: 29    
იმედი გარდიწყვიტა. უშანგ-შაჰის მეჯლისში გურგან-ბელანდ-ქამან
Line of ed.: 30    
დაინახა და ორმოცი სხვა სინდის ფალავანი. მაშინვე შეატყო, რომ
Line of ed.: 31    
ჩემთვის მოსულანო. მაშინ არა მცირე ფონება მიეცა. უშანგმა რომ
Line of ed.: 32    
დაინახა, მაშინვე ბრძანა: ხელები გაუხსენითო და გაუხსნეს. სარჯანს
Line of ed.: 33    
მძიმე ხალათი უბოძა და სულთნებთან ალაგი უჩვენეს, მივიდა და
Line of ed.: 34    
დაჯდა. რა რომ უშანგისა ამისთანა წყალობა ნახა, დიდად გაუკვირ\და
Line of ed.: 35    
და ქება შეასხა, რა გულჩინმა თვისი მამა დაინახა, დიდად გამხია\რულდა.
Line of ed.: 36    
უშანგ-შაჰასთან გურგანი და ორმოცი სხვა ფალავანი რომ
Page of ed.: 281  Line of ed.: 1    
გაუგზავნა, ისინიც ისევ გაგზავნა და შვიდი დაჭერილი ფალავანი
Line of ed.: 2    
რომ გამოეგზავნა ქეთან-შაჰას, გურგენმა შეუთვალა, გაანთავისუფ\ლეო,
Line of ed.: 3    
შენც ეგ ფალავნები გამოგზავნეო. სარდლებმა ეს ამბავი მოახ\სენეს
Line of ed.: 4    
ქეთან-შაჰს. ქეთან-შაჰმა ბრძანა, ტუსაღები მოასხეს, იმათაც
Line of ed.: 5    
ხალათები უბოძა და გამოისტუმრა. მოვიდნენ, უშანგ-შაჰას თავი
Line of ed.: 6    
დაუკრეს და ქება შეასხეს. ხელმწიფემ ესენი რომ ნახა, დიდად იამა
Line of ed.: 7    
და გამხიარულდა. ვინცა ვინ სარდლები და ფალავნები იყვნენ, ყო\ველნი
Line of ed.: 8    
ზე ადგნენ და მიესალმნენ, ხელმწიფემ იმათ ყველას ხალათე\ბი
Line of ed.: 9    
უბოძა და თავ-თავის ალაგას დასხდნენ. ყველას ინამო უბოძა.

Line of ed.: 10       
რა სინდის ფალავნებმა ესეთი სიუხვე ნახეს, დიდად გაუკვირდათ
Line of ed.: 11    
და თქვეს, ამისთანა სიუხვე რომ სჭირებია, ამიტომ დაუჭერია ამდე\ნი
Line of ed.: 12    
ქვეყნებიო. და სინდეთის ქვეყანაში მყოფს გულჩინსაც დიდად
Line of ed.: 13    
მოეწონა, რანიც ფალავნები იყვნენ. უშანგმა გურგანს თვალი და\აკვირვა,
Line of ed.: 14    
ორმოცდაერთი მწყრთა სიმაღლე ჰქონდა, სახე მამაცური,
Line of ed.: 15    
საშინელი სანახავი იყო. დიდად მოეწონა, წელთ ერთი მორთული
Line of ed.: 16    
მურასა ქარქაში ერტყა, ერთი უცხო მშვილდი ჰქონდა, რომ იმისთა\ნა
Line of ed.: 17    
მშვილდი უშანგს არ ენახა. მაშინ წესი ისე იყო, რომ ფალავნები
Line of ed.: 18    
იარაღით შეიკაზმებოდნენ და მეჯლისში ისე დასხდებოდნენ. უშანგ\მა
Line of ed.: 19    
გურგანის შვილდი ვეზირებს ანიშნა, იმათაც დიდად გაუკვირდათ.
Line of ed.: 20    
მერე შარიბ-შაჰამ ჰკითხა სარჯანს, ეს ფალავანი ვინ არისო და ან
Line of ed.: 21    
რა ჰქვიანო? სარჯანმა მოახსენა: ამას გურგან-ბელანდ-ქამან ჰქვია\ნო,
Line of ed.: 22    
დასაბამიდან ამათი გვარი ვიდრე აქამომდე სულ მშვილდის მო\წევაში
Line of ed.: 23    
არიანო, ასე, რომ ამათს მოწეულს შვილდს ვერავინ მოსწევ\სო.
Line of ed.: 24    
სარჯანმა რომ გურგანი ასე აქო, ერანელნი და თურანელნი
Line of ed.: 25    
დიდად შეწუხდნენ და მთვრალს ლომებსავით აქეთ-იქით ღრენა და\იწყეს
Line of ed.: 26    
და თქვეს: სინდებმა მშვილდის მოწევა და ისრის სროლა რა
Line of ed.: 27    
იციანო.

Line of ed.: 28       
სარჯანმა რომ ეს გაიგონა, გურგანს მშვილდი გამოართვა და დი\დის
Line of ed.: 29    
თავაზით შარიბ-შაჰას წინ დადვა. შარიბ-შაჰამ უშანგს მიართვა.
Line of ed.: 30    
უშანგმა მცირე ხანს გაშინჯა, მერმე თემურნარას მისცა, ის ერანში
Line of ed.: 31    
მშვილდის მოწევაში გამოჩენილი იყო. ზეზე წამოდგა, თავი დაუკრა,
Line of ed.: 32    
რაც ძალი ჰქონდა, მოსწივა, მაგრამ საბელიც ვერ დაუძრა. მეორე\დაც
Line of ed.: 33    
ეცადა, მაგრამ კიდევ ვერ დასძრა. დიდად ეწყინა და მშვილდი
Line of ed.: 34    
ხელმწიფის წინ დასდვა. მერმე მეალიაჯაზენელი წარმოსდგა, ისიც
Line of ed.: 35    
დიახ კარგი მშვილდოსანი იყო. მაგრამ ვერც იმან მოსწივა, ასეთი
Line of ed.: 36    
ძალა დაატანა, რომ ორსავე ნესტოდამ სისხლი წავარდა, მაგრამ
Page of ed.: 282  Line of ed.: 1    
ვერც იმან საბელი დაუძრა. მერმე იმან სამანდუხს მისცა, ვერც სა\მანდუხმა
Line of ed.: 2    
მოსწივა. ყველა ამისმა გამოჩენილმა ფალავნებმა მოსწი\ვეს,
Line of ed.: 3    
მაგრამ ვერა გააწყეს რა. სირცხვილით ყველამ თავი დაღმა დაჰ\კიდა.
Line of ed.: 4    
უშანგი დიდად შეწუხდა, რადა ვკითხეო მათ მაგ მშვილდის
Line of ed.: 5    
ამბავიო.

Line of ed.: 6       
ხოსროვშირმა რომ შეწუხებული ნახა, მოახსენა: შვიდის იყლი\მის
Line of ed.: 7    
მპყრობელო ხელმწიფეო! თქვენ ამაზედ ნუ შეწუხდებით. თუ
Line of ed.: 8    
მიბოძებთ, ერთს მეც ვეცდებიო. ხოსროვშირმა მშვილდი ხელთა
Line of ed.: 9    
აიღო, ერთს სინდის უთხრა: ერთი ამისთანა მშვილდი კიდევ მომი\ტანეო,
Line of ed.: 10    
და იმანაც მოუტანა. ერთმანერთზე მიაკრა და ღვთის სახელი
Line of ed.: 11    
ახსენა. ასე მოზიდა ის ორი მშვილდი, რომ ორივე ჩინჩხვარივით და\ამტვრია.
Line of ed.: 12    
რა უშანგმა ესე ნახა, დიდად იამა და უთხრა: ჩემო თვალის
Line of ed.: 13    
სინათლეო, შვილო, შენიმც პირი ნათელი იქნებაო, როგორც შენ მე
Line of ed.: 14    
გაჭირვებაში გული გამიმაგრეო. სინდელებმა ნახეს, რომ სამასმა
Line of ed.: 15    
ფალავანმა ვერ მოსწივეს და ერთმა ფალავანმა მოსწივა, რომ თვა\ლად
Line of ed.: 16    
მზესა ჰგვანდა, ტანად ალვის ხესა. ერთმანერთს ეუბნებოდნენ:
Line of ed.: 17    
ამდონმა ფალავნებმა ვერ მოსწივეს და ამ ყმაწვილმა როგორ უნდა
Line of ed.: 18    
მოსწიოსო? გულჩინმა იცოდა, რომ ხოსროვშირ ოთხი იმოდენაც
Line of ed.: 19    
რომ ყოფილიყო, მოსწევდა. ამას გარდა ბევრი ჰუნრები ჰქმნა, რომ
Line of ed.: 20    
ერანელნი დიდად გამხიარულდნენ. უშანგმა ხოსროვშირს ერთი ისე\თი
Line of ed.: 21    
ხალათი უბოძა, რომ ერთი იყლიმის ხარაჯის ფასად ღირდა. გულ\ჩინს
Line of ed.: 22    
ეშხი თუმცა ერთი ჰქონდა ათასად გაუმრავლდა.

Line of ed.: 23       
სინდის ფალავანთა ხოსროვშირისაგან იმ ორის მშვილდის მოწე\ვაზედ
Line of ed.: 24    
დიდად შერცხვათ. გურზან ფეხზედ წამოდგა, იმისთანა მშვილ\დი
Line of ed.: 25    
მოატანინა, ერთმანერთზედ გარდააბა ესრეთ ძალიან მოზიდა,
Line of ed.: 26    
რომ ერთის მთისათვის რომ მოეწივა, ძირით მოგლეჯდა, მაგრამ სა\ბელი
Line of ed.: 27    
ვერ შეუძრა. გურგანს შერცხვა, მერე უშანგს წინ დაუდვა
Line of ed.: 28    
თავ-ჩამოგდებით და ისევ თავის ალაგს დაჯდა. სინდის ფალავნები
Line of ed.: 29    
დიდად შეწუხდნენ. სარჯანმა უშანგისაკენ სირცხვილით ვერ შეხე\და.
Line of ed.: 30    
მიხედა და თქვა: ეს როგორ მოხდაო, ერთი ყმაწვილის მოწეული
Line of ed.: 31    
მშვილდი ამდენმა ფალავნებმა ვერ მოსწიესო? ესე თქვა და თავი
Line of ed.: 32    
დაჰკიდა. გულჩინ ყულუღჩებში იდგა. თვისი მამა რომ შეწუხებული
Line of ed.: 33    
იხილა და სინდის ფალავნები, მაშინვე წამოდგა, ხელმწიფეს თავი
Line of ed.: 34    
დაუკრა. ყოველმა სულმა იმას ყურება დაუწყეს, ეს ვინ არისო, თვა\ლად
Line of ed.: 35    
მთვარის მსგავსი, ტანად ალვის მსგავსი, წარბები შავს მელანს
Line of ed.: 36    
უგავსო?! ხელმწიფე დალოცა და ქება შეასხა: მე ქეთან-შაჰის მცირე
Page of ed.: 283  Line of ed.: 1    
მსახური ვარ, ნუ გეწყინებათ, მეც გავშინჯავ მაგ შვილდსაო! აიღო,
Line of ed.: 2    
ხელთა შეათამაშა და ჰუნრები ჰქმნა, მაგრამ ეს მშვილდები იმ
Line of ed.: 3    
მშვილდებზედ ნაკლები არ იყო. მოსწივა და სამჯერ წვერი წვერსა
Line of ed.: 4    
დაუდგა. ერთანელთა სარდლებს დიდად გაუკვირდათ, სინდნი დი\დად
Line of ed.: 5    
გამხიარულდნენ ამ მშვილდის მოწევაზედ.

Line of ed.: 6       
უშანგმა დიდად მოიწყინა და თქვა: ამდენს ფალავანში ერთი მო\სამსახურე
Line of ed.: 7    
წარმოდგეს და მშვილდი მოსწიოსო და ამდენმა კაცმა
Line of ed.: 8    
კი ვერაო? ხოსროვშირმა შეატყო, რომ ეს ის ქალიაო, რომ სამჯერ
Line of ed.: 9    
მე შემებაო. გულჩინმა შეიტყო, რომ ხოსროვშირმა არა შეიმჩნივა
Line of ed.: 10    
რა. გულჩინმა თავის გუნებაში თქვა: ბარაქალა ამ ფალავანს, რომ
Line of ed.: 11    
არც მე შემარცხვინაო, არც თავის თავიო. ხოსროვშირმა ბრძანა, თა\ვისი
Line of ed.: 12    
მშვილდი მოატანინა, ხელთა აიღო, სამოცდაათი ვარჯიში ჰქმნა
Line of ed.: 13    
ასეთები, რომ კაცისაგან არ შეიძლებოდა. სინდის ფალავნები დი\დად
Line of ed.: 14    
გაჰკვირდნენ ხოსროვშირის ვარჯიშობაზედ. დიდი ქება შეას\ხეს.
Line of ed.: 15    
მერმე ორმოცჯერ თვისი მშვილდი მოსწივა, გულჩინს მისცა.
Line of ed.: 16    
გულჩინმა ხოსროვშირს მშვილდი გამოართვა. ხელზედ ხელი მოუჭი\რა,
Line of ed.: 17    
პირი დაანახვა, მშვილდი გამოართვა და გოზაზედ აკოცა. ბევრს
Line of ed.: 18    
ეცადა, მაგრამ ვერ მოსწივა. მერმე სარჯანს მისცა, ვერც იმან მოს\წივა.
Line of ed.: 19    
ისევ ხოსროვშირს წინ დაუდვა, ქება შეასხა და ბოდიში მო\ითხოვა.
Line of ed.: 20    
მერმე უშანგმა სინდის ფალავნები დაითხოვა, დასტური
Line of ed.: 21    
უბოძა და გაისტუმრა, და იმათაც ხელმწიფე დალოცეს და წავიდ\ნენ.
Line of ed.: 22    
იმ ღამეს ქეშიკი ყაჰყაი ფილურსავარ იყო. წინ გაუძღვა და თა\ვიანთ
Line of ed.: 23    
ჯარს გააცილა და წავიდნენ. ხოსროვშირიც თავის სადგომს
Line of ed.: 24    
მივიდა. მცირესა ხანსა დადგა და თავისი მოსამსახურენი სულ ყო\ველნი
Line of ed.: 25    
დაითხოვა და წავიდნენ თავისსა ალაგსა.

Line of ed.: 26       
იმჟამად სარჯანი და გურგანი ქეთან-შაჰას კარზედ რომ მოვიდ\ნენ
Line of ed.: 27    
თვისის ფალავნებით, ქეთან-შაჰ სარჯანს წინ მოეგება და სალამი
Line of ed.: 28    
მისცა. და შემდგომ თავის ალაგს დასხდნენ. სარჯანმა უშანგისა და
Line of ed.: 29    
ხოსროვშირის ამბავი, რაც ხოსროვშირსა და გურგანს ექმნა, ყოვე\ლივე
Line of ed.: 30    
უამბო. გულჩინ კი არ გამოუცხადეს. მერმე ქეთან-შაჰას მიზე\ზით
Line of ed.: 31    
დაეთხოვა, ხელმწიფე და ყველანი თავ-თავის ალაგს წავიდნენ.
Line of ed.: 32    
გულჩინ მივიდა, ის ტანისამოსი გაიხადა და მოირთო. ხოსროვშირის
Line of ed.: 33    
ეშხზედ ლხინი გამართა, ხოსროვშირის ხელმწიფის შვილობის შე\ტყობაზედ
Line of ed.: 34    
დიდად გამხიარულდა, ამისთვის უფრო, რომ ასიმს ეთქ\ვა:
Line of ed.: 35    
ის უშანგის მსახურიაო. იმის გამტყუნებაზედ უფრო გამხიარუ\ლებული
Line of ed.: 36    
იყო.



Next part



This text is part of the TITUS edition of Qaramaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 13.1.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.