TITUS
Text collection: VT 
Vetus Testamentum georgice

e Biblia Mcxetica

The Old Georgian Old Testament
According to The Mcxeta Manuscript


On the basis of the edition by
Elene Dočanašvili,
Mcxeturi xelnac̣eri,
Tbilisi 1981-1986

edited by Jost Gippert
with contributions by Ana Kharanauli, Ketevan Datukishvili, Nana Loladze, Darejan Tvaltvadze, Sopiko and Zurab Sarjveladze
Frankfurt a/M, 1988-2005;
TITUS version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 18.10.1998 / 1.6.2000 / 15.12.2002 / 15.10.2005 / 15.9.2007






Book: Gen. 
Genesis

წიგნი დაბადებისა, რომელსა ეწოდების ებრაელთაგან ბერესით

Text edited by Jost Gippert
in cooperation with Ketevan Datukishvili and Nana Loladze.




Chapter: 1 

Section: (a) 
Verse: 1   Link to sept   * დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.

Verse: 2   Link to sept   
ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა. და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.

Verse: 3   Link to sept   
და თქუა ღმერთმან: ** იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი.

Verse: 4   Link to sept   
და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა.

Verse: 5   Link to sept   
და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი.

Verse: 6   Link to sept   
და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა და წყლისა. და იქმნა ეგრეთ.

Verse: 7   Link to sept   
და განყო ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქუეშე კერძო სამყაროჲსა *** და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროჲსა.

Verse: 8   Link to sept   
და უწოდა ღმერთმან სამყაროსა ცაჲ და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე.

Verse: 9   Link to sept   
და თქუა ღმერთმა (!) შეკერბინ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა, და გამოჩნდინ ჴმელი. და იქმნა ეგრეთ. და შეკრბა წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელთა მათთა. და გამოჩნდა ჴმელი.


Section: (b) 
Verse: 10   Link to sept   
და უწოდა ღმერთმან **** ჴმელსა ქუეყანაჲ და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

Verse: 11   Link to sept   
და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.

Verse: 12   Link to sept   
და გამოიღო ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, მთესველი თესლსა ნათესავობისაებრ და მსგავსებისაებრ და ხე ნაყოფიერი, მყოფი ნაყოფისაჲ, რომლისა თესლი მისი მის თანა ნათესავობისაებრ ქუეყანასა ზედა. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

Verse: 13   Link to sept   
და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მესამე.

Verse: 14   Link to sept   
***** და თქუა ღმერთმან იქმენინ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა. და იყუნედ სასწაულებად დღეებად და ჟამებად და წელიწადებად.

Verse: 15   Link to sept   
და იყუნედ განმანათლებელად სამყაროსა ცისა, რათა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.

Verse: 16   Link to sept   
და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი - მთავრობად ღამისა. და ვარსკულავნი.

Verse: 17   Link to sept   
და დასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა, რათა ჩნდენ ქუეყანასა ზედა.

Verse: 18   Link to sept   
და მთავრობდენ დღესა და ღამესა და განწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ.

Verse: 19   Link to sept   
და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე იგი მეოთხე.

Verse: 20   Link to sept   
და თქვა(?) ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალები სამშჳნველთა ცხოველთაჲ და მფრინველნი ფრინვალენი ქუეყანასა ზედა ჩემისაებრ ცისა. და იქმნა ეგრეთ.

Verse: 21   Link to sept   
და შექმნნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი და ყოველი სული ცხოველთა ქუეწარმავალთაჲ, გამოიღეს წყალთა ნათესაობისაებრ მათისა ყოველი მფრინველი მფრინვალენი ნათესაობისაებრ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

Verse: 22   Link to sept   
და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსენით წყალნი ზღჳსანი. და მფრინველნი განმრავლდედ ქუეყანასა ზედა.

Verse: 23   Link to sept   
და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეხუთე.

Verse: 24   Link to sept   
და თქვა(?) ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრე.

Verse: 25   Link to sept   
და შექმნა ღმერთმან მჴეცნი ნათესაობითნი და საცხოვარნი ნათესაობისაებრ მათისა და ყოველი ქუეწარმავალი ქუეყანისა ნათესაობისაებრ მათისა და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.

Verse: 26   Link to sept   
და თქვა(?) ღმერთმან: ვქმნეთ კაცი * ხატებისაებრ ჩვენისა (!) და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღჳსასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მჴეცთა ყოვლისა ქუეყანისა ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა.

Verse: 27   Link to sept   
** და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, *** მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი.


Section: (d) 
Verse: 28   Link to sept   
და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: **** აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას. და მთავრობდით თევზთა ზღჳსათა, და მფრინველთა ცისათა, და ყოველთა პირუტყუთა, და ყოველსა ქვეყანასა (!) და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქვეყანასა (!) ზედა.

Verse: 29   Link to sept   
და თქვა ღმერთმან: აჰა, მიგცე თქვენ(!) ყოველი თივა სათესავი მთესველი თესლისაჲ, რომელ არს ზედა ყოვლისა ქვეყანისა (!). და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თჳსსა ნაყოფი თესლისაჲ სათესავი, ***** თქუენდა იყოს საჭმელად.

Verse: 30   Link to sept   
და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა და ყოველთა მფრინველთა ცისათა. და ყოვლისა ქუეწარმავალისა, რომელი ვალს ქვეყანასა ზედა, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა (!) სული სიცოცხლისა, და ყოველი თივა მწვანვილისა საჭამადად და იქმნა ეგრეთ.

Verse: 31   Link to sept   
* და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად,და იყო მწუხრი ღა იქმნა განთიად დღე მეექუსე.

Section:  

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.9.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.