TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 29
Previous part

Chapter: 29 

Section: (a) 
Verse: 1   Link to oskijerLink to sept   და წარემართა იაკობ და წარვიდა ქუეყანად მზისა აღმოსავალად ლაბანის, ასურისა, ძისა ბათოელ ასულისა, ხოლო ძმისა რებეკასა, დედისა იაკობისა და ესავისა.

Verse: 2   Link to oskijerLink to sept   
და მიჰხედა, და იხილა ჯურღმული ველსა ზედა. და იყვნეს მუნ სამნი მწყემსნი ცხოვართანი და განისუენებდეს მუნ, რამეთუ მის ჯურღმულისაგან ასჳან წყალი სამწყსოსა მათსა. და ქვაჲ დაედვა პირსა ზედა ჯურღმულისასა.

Verse: 3   Link to oskijerLink to sept   
და შეკრბის მუნ ყოველი სამწყსოჲ და მწყემსები და გარდააგორიან ლოდი იგი პირისა მისგან ჯურღმულისა და ასჳან ცხოვარსა და კუალად დასდვიან ლოდი იგი პირსა_ვე მის ჯურღმულისსა ადგილსა თჳსსა.

Verse: 4   Link to oskijerLink to sept   
და ვითარ იხილნა იგინი იაკობ, ჰრქუა მათ: ძმანო, ვინანი ხართ? ხოლო მათ ჰრქუეს: ქარანით ვართ ჩუენ.

Verse: 5   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა მათ: იცით_ა ლაბან, ძე ნაქორისა? და მათ ჰრქუეს: ვიცით.

Verse: 6   Link to oskijerLink to sept   
ხოლო მან ჰრქუა: ცოცხლებით არს_ა? და მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს. და ვიდრე იგინი ამას იტყოდეს, აჰა, რაქელ მოვიდოდა ცხოვართა თანა მამისა თჳსისათა.

Verse: 7   Link to oskijerLink to sept   
და თქუა იაკობ: დღე დგას_ღა ფრიად და არ_ღა არს შეკრებაჲ სამწყსოთაჲ; ასუთ ცხოვართა, წარვედით და აძოებდით.


Section: (b) 
Verse: 8   Link to oskijerLink to sept   
ხოლო მათ ჰრქუეს: ვერ შემძლებელ ვართ, ვიდრე შეკრებადმდე ყოველთა მწყემსთა, და გარდააგორვონ ლოდი ესე პირისაგან ჯურღმულისა ამის და მაშინ_ღა ვასუათ საცხოვარსა ჩუენსა.

Verse: 9   Link to oskijerLink to sept   
ჯერეთ ზრახვიდა იგი მათ, და რაქელ მოვიდოდა ცხოვართა თანა მამისა მისისათა, რამეთუ აძოებდა ცხოვართა მამისა მისისათა.

Verse: 10   Link to oskijerLink to sept   
და ვითარცა იხილა იაკობ რაქელ, ასული ლაბანისი. დედისძმისა თჳსისა, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი პირისაგან მის ჯურღმულისა და სუა ცხოვართა მათ ლაბანისთა, დედისძმისა თჳსისათა.

Verse: 11   Link to oskijerLink to sept   
და ამბორს_უყო რაქელს და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და ტიროდა.

Verse: 12   Link to oskijerLink to sept   
და უთხრა რაქელს, ვითარმედ ძმაჲ არს მამისა მისისა და ვითარმედ ძე არს რებეკასი. და წარვიდა რაქელ და უთხრა მამასა თჳსსა სიტყჳსა მისებრ იაკობისა

Verse: 13   Link to oskijerLink to sept   
და ვითარცა ესმა ლაბანს სახელი იაკობისი, დისწულისა თჳსისა, სრბით გამოვიდა შემთხუევად მისა და ვითარცა იხილა იგი, მოეხჳა მას და ამბორს-უყო. და შეიყვანა სახიდ თჳსა და უთხრა ლაბან ყოველთა სიტყუანი ესე.

Verse: 14   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა მას ლაბან: ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცთა ჩემთაგანი ხარ შენ. და იყო მის თანა თთვეთა და დღეთა მრავალთა.

Verse: 15   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა ლაბან იაკობს: რამეთუ ძმაჲ ჩემი ხარი შენ. აჰა მმონო მე მედად. მითხარ მე, რაჲ არს სასყიდელი შენი?

Verse: 16   Link to oskijerLink to sept   
ხოლო ლაბანს ესხნეს ორ ასულ. სახელი უხუცესისა ლია და სახელი უმრწემესისა მის რაქელ.

Verse: 17   Link to oskijerLink to sept   
და იყვნეს თუალნი ლიასნი უძლურ, ხოლო რაქელ იყო კეთილ ხილვითა და შუენიერ პირითა.


Section: (g) 
Verse: 18   Link to oskijerLink to sept   
და უყვარდა(?) იაკობს რაქელ და თქუა: გმონებდე შენ შჳდ წელ რაქელისთჳს, ასულისა შენისა უმრწემესისა.

Verse: 19   Link to oskijerLink to sept   
მიუგო და ჰრქუა ლაბან: უმჯობეს არს ჩუენდა მიცემად იგი შენ, ვიდრე მიცემად იგი სხუასა ქმარსა, იყოფოდე ჩემ თანა.

Verse: 20   Link to oskijerLink to sept   
და ჰმონებდა იაკობ შჳდ წელ რაქელისთჳს და იყუნეს წინაშე მისსა ვითარცა დღენი მცირენი სიყვარულისა მისისათჳს. და ვითარცა წარჰჴდეს შჳდნი წელნი,

Verse: 21   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი, რამეთუ აღესრულნეს დღენი იგი დროსანი.

Verse: 22   Link to oskijerLink to sept   
და შეკრიბნა ლაბან ყოველნი კაცნი მის ადგილისანი და ყო ქორწილი.

Verse: 23   Link to oskijerLink to sept   
და იყო მწუხრი. და მოიყვანა ლაბან ლია, ასული თჳსი, და შეიყვანა იაკობისა და შევიდა მისსა იაკობ.

Verse: 24   Link to oskijerLink to sept   
და მისცა ლაბან ლიას, ასულსა თჳსსა, ზელფა მჴევალი თჳსი, მისა მჴევლად. და ვითარცა იყო განთიადი და, აჰა ესერა, იყო იგი ლია.

Verse: 25   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა იაკობ ლაბანს: რაჲ ესე ჰყავ, ანუ აჰა რაქელისთჳს გმონებდ? რაჲსათჳს შეურაცხ-მყავ მე.

Verse: 26   Link to oskijerLink to sept   
და თქუა ლაბან: არა არს ჩუენსა ადგილსა ეგრეთ-მიცემად უმრწემესი უწინარეს უხუცესისა.

Verse: 27   Link to oskijerLink to sept   
აღასრულენ სხუანი_ღა წელნი და მიგცე იგი შენ საქმისა მისთჳს. რომელსა იქმოდი ჩემ თანა მერმეცა შჳდ წელ.

Verse: 28   Link to oskijerLink to sept   
და ყო იაკობ ეგრეთ და აღასრულნა სხუანი წელნი.

Verse: 29   Link to oskijerLink to sept   
და მისცა მას ლაბან ასული თჳსი რაქელ ცოლად მისა და რაქელს მისცა ბალა, მჴევალი თჳსი, მისა მჴევლად.

Verse: 30   Link to oskijerLink to sept   
და შევიდა იაკობ რაქელისა და შეიყუარა იგი უფროჲს ლიასსა და ჰმონებდა მას შჳდ წელ_ღა სხუა.

Verse: 31   Link to oskijerLink to sept   
და იხილა ღმერთმან, რამეთუ სძულს ლია. განაღო საშოჲ მისი. ხოლო რაქელ იყო ბერწ.

Verse: 32   Link to oskijerLink to sept   
მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძე. და უწოდა სახელი მისი რუბენ და თქუა: რამეთუ იხილა უფალმან სიმდაბლე ჩემი და მომცა მე შვილი და აწ შემიყუაროს მე ქმარმან ჩემმან.

Verse: 33   Link to oskijerLink to sept   
და მერმე მიუდგა ლია და უშვა ძე მეორე იაკობს და თქუა: რამეთუ ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა და იხილა, ვითარმედ ვსძულ მე, და მომცა მე შვილი მეორე. და უწოდა სახელი მისი სჳმეონ.

Verse: 34   Link to oskijerLink to sept   
და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: ამიერითგან ჩემდამო იყოს ქმარი ჩემი, რამეთუ უშვენ მას სამ ძე და უწოდა სახელი მისი ლევი.

Verse: 35   Link to oskijerLink to sept   
და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: აწ უკვე აღუვარო უფალსა * და. უწოდა სახელი მისი იუდა. და დადგა შობისაგან.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.