TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 50
Previous part

Chapter: 50 

Section: (a) 
Verse: 1   Link to oskijerLink to sept   და დავარდა იოსებ პირსა ზედა მამისა თჳსისასა და ტიროდა და ამბორს-უყო მას.


Verse: 2   Link to oskijerLink to sept   
და უბრძანა იოსებ მონათა თჳსთა მკუდრის მმოსელთა შემოსად მამაჲ თჳსი.

Verse: 3   Link to oskijerLink to sept   
და შემოსეს მკუდრის მმოსელთა მათ ისრაჱლ და აღასრულეს მისი ორმეოცი დღე, რამეთუ ესრეთ აღირაცხიან დღენი დაფლვისანი. და ეგლოვდა მას ეგჳპტე სამეოცდაათ დღე.

Verse: 4   Link to oskijerLink to sept   
და ვითარცა წარჰჴდეს დღენი იგი გლოვისანი, ეტყოდა იოსებ მთავართა ფარაოსთა და ჰრქუა მათ: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თქუენსა, ეტყოდეთ ყურთა ფარაოსთა და არქუთ:

Verse: 5   Link to oskijerLink to sept   
მამამან ჩემმან მაფუცა მე და მრქუა: "საფლავსა მას, ** რომელ-იგი ვიქმენ თავისა ჩემისა ქუეყანასა ქანანისასა, მუნ დამფალ მე", აწ უკუე აღვიდე და დავფლა მამაჲ ჩემი და კუალად მოვიდე.

Verse: 6   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა ფარაო იოსებს: აღვედ და დაფალ იგი ვითარცა გაფუცა შენ.


Section: (b) 
Verse: 7   Link to oskijerLink to sept   
და აღვიდა იოსებ დაფლვად მამისა თჳსისა. და მის თანა აღვიდეს ყოველნი მონანი ფარაოჲსნი და მოხუცებულნი სახლისა მისისანი და ყოველნი მოხუცეგულნი ქუეყანისა ეგჳპტისანი,

Verse: 8   Link to oskijerLink to sept   
და ყოველივე სახლი იოსებისი და ყოველნივე ძმანი მისნი და ყოველნივე სახლი მამულისა მისისანი და ნათესავი. და ცხოვარი და ზროხა დაუტევეს ქუეყანასა გესემისასა.

Verse: 9   Link to oskijerLink to sept   
და მის თანა აღვიდა ეტლები და მჴედრები და იყო ბანაკი იგი დიდ ფრიად.

Verse: 10   Link to oskijerLink to sept   
და მოვიდეს იგინი კალოებსა მას ზედა ადატისასა, რომელ არს წიაღ იორდანესა, და ეტყებდეს მას ტყებითა დიდითა და ძლიერით ფრიად. და იოსებ გლოვაჲ მამისა თჳსისა შჳდ დღე.

Verse: 11   Link to oskijerLink to sept   
და იხილეს მკჳდრთა ქუეყანისა მის ქანანისათა გლოვაჲ კალოთა მათ ადატისათა, თქუეს: გლოვაჲ დიდ არს ვსე ეგჳპტელთა. ამისთჳს უწოდა ადგილსა მას სახელი გლოვაჲ ეგჳპტისაჲ, რომელ არს იორდანესა თანა.

Verse: 12   Link to oskijerLink to sept   
და უყვეს მათ ძეთა ისრაჱლისათა ესრეთ, ვითარცა-იგი ამცნო მათ.

Verse: 13   Link to oskijerLink to sept   
და აღმოიღეს იგი ძეთა მისთა ქუეყანად ქანანისა, * და დაფლეს იგი ქუაბსა მას მრჩობლსა, ** რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ მოგებად საფლავად ძეთაგან ეფრონის ქეტელისათა წინაშე მამბრესა.


Section: (g) 
Verse: 14   Link to oskijerLink to sept   
და მიიქცა იოსებ ეგჳპტედ, იგი და ძმანი მისნი ღა რომელნი მის თანა აღმოსრულ იყვნეს დაფლვად მამისა მისისა.

Verse: 15   Link to oskijerLink to sept   
ვითარცა იხილეს ძმათა იოსებისთა, რამეთუ აღესრულა მამაჲ მათი, თქუეს: ნუუკუე ძჳრი იჴსენოს ჩუენთჳს იოსებ და მოგუაგოს მოსაგებელი ჩუენი ყოვლისა მისთჳს ბოროტისა, რომელი შევაჩუენეთ მას.

Verse: 16   Link to oskijerLink to sept   
და მოვიდეს იოსებისა და ჰრქუეს მას: მამამან შენმან გაფუცა შენ ვიდრე აღსრულებადმდე მისა და გრქუა შენ.

Verse: 17   Link to oskijerLink to sept   
ესრეთ არქუთ იოსებს მიუტევენ სიცრუენი და ცოდვანი მათნი, რამეთუ ბოროტი შეგაჩუენეს შენ და აწ თავს-იდევ შეცოდებაჲ მსახურთა ღმრთისა მამისა შენისათა. და ტიროდა იოსებ სიტყუასა მას ზედა მათსა მის მიმართ.

Verse: 18   Link to oskijerLink to sept   
და მოუჴდეს მას და ჰრქუეს: ჩუენ შენი მონანი ვართ.

Verse: 19   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა მათ იოსებ: ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისა ვარი მე.

Verse: 20   Link to oskijerLink to sept   
*** თქუენ ზრახეთ ჩემთჳს ბოროტი, ხოლო ღმერთმან ზრახა ჩემთჳს კეთილი, რათა იყოს ვითარცა დღეს, რათა გამოიზარდოს ერი მრავალი და ჰრქუა მათ იოსებ:

Verse: 21   Link to oskijerLink to sept   
ნუ გეშინინ, **** მე გამოგზარდნე თქუენ და სახლი თქუენი. და ნუგეშინის-სცა მათ და ეტყოდა ნებისაებრ მათისა.

Verse: 22   Link to oskijerLink to sept   
და დაემკჳდრა იოსებ ეგჳპტეს, იგი და ძმანი მისნი და ყოველი სახლი მამისა მისისა და ცხოვნდა იოსებ ასდაათ წელ.

Verse: 23_(22)   Link to oskijerLink to sept   
და იხილნა იოსებ ყრმა ეფრემისნი მესამედ ნათესავადმდე: ***** და ძენი მაქირისნი, ძისა მანასესი იშვნეს წიაღთა იოსებისთა.

Verse: 24_(23)   Link to oskijerLink to sept   
ეტყოდა იოსებ ****** ძმათა თჳსთა და ჰრქუა: მე მოვკუდები და მოხედვით მოხედვა-ყოს ღმერთმან თქუენ ზედა, განგიყუანნეს თქუენ ამიერ ქუეყანით მას ქუეყანასა, რომლისათჳს ეფუცა მამათა ჩუენთა აბრაჰამს, ისაკს იაკობს.

Verse: 25_(24)   Link to oskijerLink to sept   
და აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: მოხედვასა მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, * თანა-აღიხუენით თქუენ ძუალნი ჩემნი თქუენ თანა.

Verse: 26_(25)   Link to oskijerLink to sept   
და აღესრულა იოსებ ასდაათისა წლისაჲ, და დაჰფლეს იგი და დადვეს საფლავსა მას ეგჳპტეს შინა. და შემურეს იგი ნელსაცხებლითა და დაფლეს იგი ცხედრითა ეგჳპტეს შინა.

Section:  




Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.