TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 66
Previous part

Chapter: 16 
Verse: 1  Link to exakLink to sept   ხოლო იტრნეს ელიმით. და მოვიდეს ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაჱლისათა უდაბნოდ სინდ, რომელ არს შუა ელიმსა და შუა სინასა. ხოლო მეათხუთმეტესა დღესა მეორესა თთუესა გამოსლვისა მათისასა ქუეყანით ეგჳპტით

Verse: 2  Link to exakLink to sept   
დრტჳნვიდა ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოსესთჳს და აჰრონისთჳს,

Verse: 3  Link to exakLink to sept   
და იტყოდეს მათდა მიმართ ძენი ისრაჱლისანი: ჰე, თუმცა მომკუდარ ვიყუენით მოწყლულნი უფლისა მიერ ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა, რაჟამს ვსხედით სიავთა ზედა ჴორცისათა და ვჭამდით პურსა მაძღრივ. რამეთუ გამომიყუანენით ჩუენ უდაბნოსა ამას მოსიკუდიდ სიყმილითა, ყოველი ესე შესაკრებელი.

Verse: 4  Link to exakLink to sept   
ხოლო უფალმან ჰრქუა მოსეს: აჰა, მე გიწჳმებ თქუენ პურსა ზეცით, და განვიდეს ერი და შეკრიბონ დღისაჲ დღესა შინა, რათა გამოვცადნე იგინი, უკუეთუ ვლენან შჯულსა ჩემსა, ანუ არა.

Verse: 5  Link to exakLink to sept   
და იყოს, დღესა მეექუსესა განჰმზადონ, რომელსაცა დღესა შინა შეჰკრებდენ. და იყოს ორ წილ მისსა, რომელსა შეჰკრებენ დღითი-დღედისა დღისათჳს.

Verse: 6  Link to exakLink to sept   
ხოლო თქუეს მოსე და აჰრონ ყოვლისა შესაკრებელისა მიმართ ძეთა ისრაჱლისათასა: მიმწუხრი სცნათ, ვითარმედ გამოგიყუანნა თქუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით,

Verse: 7  Link to exakLink to sept   
და განთიად იხილოთ დიდებაჲ უფლისა სმენითა დრტჳნვისა თქუენისათა ღმრთისა მიერ. ხოლო ჩუენ რანი ვართ, რამეთუ სდრტჳნავთ ჩუენდა მომართ?

Verse: 8  Link to exakLink to sept   
და თქუა მოსე: მოგცეს თქუენ უფალმან მწუხრი ჴორცი ჭამად და პური განთიად მაძღრივ, რამეთუ ისმინა დრტჳნვაჲ თქუენი უფალმან, რომელი იდრტჳნეთ ჩუენდა მომართ. ხოლო ჩუენ ვინ ვართ? რამეთუ არა ჩუენდა მომართ არს დრტჳნვა თქუენი, არამედ ღმრთისა მიმართ.

Verse: 9  Link to exakLink to sept   
და თქუა მოსე აჰრონის მიმართ: არქუ ყოველსა შესაკრებელსა ძეთა ისრაჱლისათასა: შემოკერბით წინაშე ღმრთისა, რამეთუ შეისმინა დრტჳნვაჲ თქუენი.

Verse: 10  Link to exakLink to sept   
ხოლო რაჟამს ეტყოდა აჰრონ ყოველსა შესაკრებელსა ძეთა ისრაჱლისათასა, და მიიქცეს უდაბნოდ, და დიდებაჲ უფლისა გამოჩნდა ღრუბელსა შინა.

Verse: 11  Link to exakLink to sept   
და იტყოდა უფალი, მოსეს მიმართ მეტყუელი:

Verse: 12  Link to exakLink to sept   
მესმა დრტჳნვაჲ ძეთა ისრაჱლისათა, თქუ მათდა მიმართ მეტყუელმან: მიმწუხრი შჭამოთ ჴორცი და განთიად განსძღეთ პურითა; და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი!

Verse: 13  Link to exakLink to sept   
და იქმნა მწუხრი და აღმოვიდა მწყერმარჴილი და დაფარა ბანაკი.

Verse: 14  Link to exakLink to sept   
ხოლო განთიად იქმნა დაცხრომაჲ ცუარისაჲ გარემოჲს ბანაკისა, და აჰა, პირსა ზედა უდაბნოსასა მწულილი, ვითარცა ქინძის მარცუალი სპეტაკი, ვითარცა მყინვარი ქუეყანასა ზედა.

Verse: 15  Link to exakLink to sept   
ხოლო იხილეს რაჲ ძეთა ისრაჱლისათა, ჰრქუა მოყუასმან მოყუასსა: რაჲ არს ესე? რამეთუ არა უწყოდეს, რაჲ იყო; ხოლო მოსე თქუა მათდა მიმართ: ესე პური, რომელი მოგცა თქუენ უფალმან ჭამად.

Verse: 16  Link to exakLink to sept   
ესე სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან: შეკრიბეთ კაცად-კაცადმან მისგან, რაოდენ ჯერ-იყოს, ღომორი თავად-თავად, რიცხჳსაებრ სულთა თქუენთასა, თჳთოეულმან კარავთა შინა თქუენთა შეიკრიბეთ.

Verse: 17  Link to exakLink to sept   
და ყვეს ესრეთ ძეთა ისრაჱლისათა და შეკრიბეს, რომელმანმე ფრიადი და რომელმანმე მცირედი.

Verse: 18  Link to exakLink to sept   
და აღწყეს ღომორი, და არა დაჰმატდა ფრიადსა, და მცირედსა არა დააკლდა, თითოეულმან მახლობელთა თჳსთათჳს ჯეროვნად შეიკრიბა.

Verse: 19  Link to exakLink to sept   
ხოლო თქუა მოსე მათდა მიმართ: ნუ ვინ დაუტეობს მისგანსა განთიადმდე!

Verse: 20  Link to exakLink to sept   
და არა ისმინეს მოსესი; არამედ დაუტევეს ვიეთმე მისგანი განთიადმდე და გარდაეცა მატლი და აღყროლდა. და განმწარდა მოსე მათთჳს.

Verse: 21  Link to exakLink to sept   
და შეკრიბეს იგი განთიად თჳთოეულმან წესად თავისა თჳსისა. ხოლო, რაჟამს დატფის მზე, დადნებოდა.

Verse: 22  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო, იქმნა რაჲ დღე მეექუსე, შეკრიბეს სათანადოჲ ორ წილად ორი ღომორი თითომან და შევიდეს ყოველნი მთავარნი შესაკრებელისანი და მიუთხრეს მოსეს.

Verse: 23  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და თქუა მოსე მათდა მიმართ: ესე არს სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან: შაბათი განსუენებისა წმიდაჲ უფლისაჲ ხვალე, რაოდენიცა შესწუათ, შეიწუას, და რაოდენიცა შეაგბოთ, შეგბეს; და ყოველი ნამეტავი დაუტევეთ იგი შთასადებელსა შინა ვიდრე განთიადმდე!

Verse: 24  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და დაუტევეს მისგან ვიდრე განთიადმდე, ვითარცა ამცნო მათ მოსე: და არა აღყროლდა, არცა მატლი შეიქმნა მას შინა.

Verse: 25  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ჰრქუა მათ მოსე: ჭამეთ დღეს, რამეთუ შაბათი არს უფლისაჲ; დღეს არა ჰპოოთ ველსა ზედა.

Verse: 26  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ექუსთა დღეთა შეჰკრიბოთ, ხოლო მეშჳდე დღე შაბათი არს, არა იყოს მას შინა.

Verse: 27  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და იყო დღესა მეშჳდეს, განვიდეს ვინმე შეკრებად და ვერ პოვეს,

Verse: 28  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო თქუა უფალმან მოსეს მიმართ: ვიდრემდის არა გნებავს სმენაჲ მცნებათა ჩემთა და შჯულისა ჩემისა?

Verse: 29  Link to oskijerLink to exakLink to sept   
იხილეთ, რამეთუ უფალმან მოგცა თქუენ დღე ესე შაბათთაჲ. ამისთჳს მან მოგცა თქუენ დღესა მეექუსესა პური ორისა დღისაჲ; დასხედით კაცად-კაცადი სახლთა შინა თქუენთა, ნუმცა ვინ თქუენი განვალს თითოეული ადგილისაგან თჳსისა დღესა მეშჳდესა!

Verse: 30  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და შაბათობდა ეღი დღესა მეშჳდესა.

Verse: 31  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და სახელ-სდვეს ძეთა ისრაჱლისათა სახელი მისი მანანა. ხოლო იყო, ვითარცა თესლი ქინძისა სპეტაკი და გემოჲ მისი - ვითარცა კიპრუჭი თაფლსა შინა.

Verse: 32  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და თქუა მოსე: ესე არს სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან: აღავსეთ ღომორი მანანაჲთა დასამარხველად ნათესავისაგან თქუენისა, რათა იხილონ პური, რომელი შჭამეთ თქუენ უდაბნოსა ზედა, ვითარცა გამოგიყვანნა თქუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით!

Verse: 33  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და თქუა მოსე აჰრონის მიმართ: მოიღე ტაკუკი ოქროჲსა ერთი და შთაასხ მას შინა ღომორი სავსე მანანათა და დასდგა იგი წინაშე უფლისა ღმრთისა დასამარხველად ნათესავთათჳს თქუენთა!

Verse: 34  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ვითარსახედ უბრძანა ღმერთან მოსეს, და დადვა აჰრონ წინაშე საწამებელისა დასამარხველად.

Verse: 35  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო ძეთა ისრაჱლისათა ჭამეს მანანაჲ ორმეოც წელ, ვიდრემდის მოვიდეს ქუეყანად მკჳდროვნად, მანანასა ჭამდეს, ვიდრემდის მოვიდეს კერძოსა ფინიკიისასა.

Verse: 36  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო ღომორი მეათედი სამთა საწყაულთაჲ.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.