TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 84
Previous part

Chapter: 34 
Verse: 1  Link to oskijerLink to exakLink to sept   ჰრქუა უფალმან მოსეს: გამოჰქმნენ თავისა შენისა ორნი ფიცარნი, ვითარცა-იგი პირველნი და აღმოვედ ჩემდა მთასა ამას, და დავსწერნე ფიცართა სიტყუანი იგი, რომელნი წერილ იყვნეს პირველთა მათ ფიცართა, რომელნი შეჰმუსრენ.

Verse: 2  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და იყავ შენ განმზადებულად განთიადისა და აღმოხჳდე მთასა სინასა და დასდგე მუნ მწუერვალსა მთისასა.

Verse: 3  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ნუ ვინ აღმოვალნ შენ თანა და ნუ ვინ იპოვებინ ყოველსა მას მთასა და საცხოვარი და ზროხა ნუ ძოვნ მახლობელად მთასა მას.

Verse: 4  Link to exakLink to sept   
და გამოთალნა მოსე ორნი იგი ფიცარნი ქვისანი, ვითარცა-იგი პირველნი და აღიმსთო განთიად და აღვიდა მთასა მას სინასა, ვითარცა-იგი უბრძანა მას უფალმან. და მიიხუნა მოსე მის თანა ორნი იგი ფიცარნი ქვისანი.

Verse: 5  Link to exakLink to sept   
და გარდამოჴდა უფალი ღრუბლითა და დგა მოსე მუნ და ხადა სახელი უფლისაჲ.

Verse: 6  Link to exakLink to sept   
და წარმოვიდა უფალი წინაშე მისსა და უწოდა: უფალი ღმერთი, მოწყალე, შემწყნარებელ, სულგრძელ, დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ.

Verse: 7  Link to exakLink to sept   
რომელმან დამარხის სიმართლე და ყვის წყალობა ათასამდე ნათესავად. და აჰჴოცის უსჯულოებანი და სიცრუენი და ცოდვანი და თანამდებნი იგი არა განწმიდის და მოჰჴადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე.

Verse: 8  Link to exakLink to sept   
და ისწრაფა მოსე, მოდრკა და თაყუანის-სცა უფალსა ქუეყანასაზედა.

Verse: 9  Link to exakLink to sept   
და ჰრქუა: უკუეთუ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა, მოვედინ უფალი ჩუენ თანა, რამეთუ ერი ესე ქედფიცხელ არს, და გჳლხინებდე შენ ცოდვათა და უშჯულოებათა ჩუენთა შენდად.

Verse: 10  Link to exakLink to sept   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: აჰა ესერა, მე აღგითქუამ შენ აღთქუმასა წინაშე ყოვლისა ერისა შენისა და ვქმნე დიდებული, რომელი არა ყოფილ არს ყოველსა ქუეყანასა. და იხილოს ყოველმან ნათესავმან მაგან, რომელთა შორის ხარ შენ საქმედ უფლისა.

Verse: 11  Link to exakLink to sept   
რამეთუ საკჳრველ იყო, რომელ გიყო შენ, ეკრძალე ყოველსა, რომელსა გამცნებ შენ, და აჰა, მე განვასხნე პირისაგან თქუენისა ამორეველნი იგი, და ქანანელნი, და ქეტელნი, და ფერეზელნი, და ეველნი, და გერგესეველნი, და იაბოსელნი.

Verse: 12  Link to exakLink to sept   
ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე აღუთქუა აღთქუმა მკჳდრთა თანა მის ქუეყანისათა, რომელსა-იგი შეხვალ შენ, ნუუკუე გექმნეს საცთურ.

Verse: 13  Link to exakLink to sept   
ბომონნი მათი დაარღჳე და ძეგლები მათი შეჰმუსრენ, და სერტყები მათი მოჰკაფენ და გამოქანდაკებულნი იგი ღმერთთა მათთანი დაწვენ ცეცხლითა.

Verse: 14  Link to exakLink to sept   
რამეთუ არა ჴელ-გეწიფების თქუენ თაყუანის-ცემად ღმერთთა უცხოთა, რამეთუ უფალი ღმერთი მოშურნე სახელი არს, ღმერთი მოშურნე არს.

Verse: 15  Link to exakLink to sept   
ნუუკუე აღუთქუა აღთქუმაჲ მკჳდრთა მის ქუეყანისათა და ისიძჳდეთ კუალსა მას შედგომად ღმერთთა მათთასა, დაუკლვიდენ კერპთა მათთა, და გხადოდიან შენ და სჭამო შენ ნაკერპავი იგი მათი.

Verse: 16  Link to exakLink to sept   
და მოჰგვარნეთ ასულნი მათნი ძეთა თქუენთა, და ასულნი თქუენნი მისცნეთ ძეთა მათთა, და ისიძჳდენ ასულნი შენნი შემგომად კერპთა მათთა, და ძენი შენნი ისიძჳდენ შედგომად კერპთა მათთა.

Verse: 17  Link to exakLink to sept   
და ღმერთნი გამოდნობილი არა იქმნეთ.

Verse: 18  Link to exakLink to sept   
და დღესასწაული უცომოებისა თქუენისა დაიმარხეთ. შჳდ დღე სჭამო უცომოჲ, ვითარცა-იგი გამცენ ჟამსა მას ოდენ თთუესა მას ახალსა, რამეთუ თთუესა მას ახალსა გამოხვედ შენ ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 19  Link to exakLink to sept   
ყოველმან, რომელმან პირველად განაღოს საშოჲ წულან, ჩემი არს.

Verse: 20  Link to exakLink to sept   
პირმშოჲ ზროხათა და პირმშოჲ ცხოვართა და პირმშოჲ კარაულისაჲ იჴსნე ცხოვართა, უკეთუ არა იჴსნე, სასყიდელი მისცე მისი. ყოველი პირმშოჲ ძე შენი იჴსნე. არა მეჩუენო წინაშე ჩემსა ცალიერი.

Verse: 21  Link to exakLink to sept   
ექუს დღე იქმოდე და მეშჳდესა დღესა დააცადე თესლი შენი და სამკალი შენი დააცადე.

Verse: 22  Link to exakLink to sept   
დღესასწაული იგი ჩემი შჳდეულთაჲ ჰყო დასაბამსა იფქლის მკასა, დღესაწაული ნაყოფის შეკრებისაჲ, განსაზოგებელისა წელიწდისასა.

Verse: 23  Link to exakLink to sept   
სამგზის წელიწადსა ეჩუენოს ყოველი პირმშოჲ შენი წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

Verse: 24  Link to exakLink to sept   
რაჟამს განვასხნე ნათვსავნი იგი პირისაგან შენისა და განვავრცნე საზღვარნი შენნი, არავის გულმან უთქუას ქუეუანისათჳს შენისა, რაჟამს აღხჳდოდე შენ შემთხუევად წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა სამგზის წელიწადსა.

Verse: 25  Link to exakLink to sept   
არა დაჰკლა ცომსა ზედა სისხლი საკლველთა ჩემთაჲ. და არა დაადგრეს განთიადმდე საკლველი დღესასწაულისა მის ვნებათა.

Verse: 26  Link to exakLink to sept   
პირველი ნაყოფი ქუეყანისა შეიღო ტაძრად უფლისა ღმრთისა შენისა. არა შეაგბო კრავი სძითა დედისა თჳსისათა.

Verse: 27  Link to exakLink to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს: დაწერენ თავისა შენისა სიტყუანი ესე, რამეთუ ამათ სიტყვათა ზედა დაგიდებ შენ საშჯელსა ისრაჱლისასა.

Verse: 28  Link to exakLink to sept   
და იყო მუნ მოსე წინაშე უფლისა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე. პური არა ჭამა და წყალი არა სუა და აღწერნა სიტყუანი ესე სჯულისანი ფიცართა ათნი იგი სიტყუანი.

Verse: 29  Link to exakLink to sept   
და ვითარცა გარდამოვიდა მოსე მთისა მისგან სინაჲსა, და ორნი ფიცარნი იგი ჴელთა შინა მოსესთა და გარდამო-რა-ჰჴდა მიერ მთით მოსე, არა უწყოდა, რამეთუ დიდებულ იყო ფერი პირისა მოსესი სიტყჳთა მით მისითა ღმრთისა მიმართ.

Verse: 30  Link to exakLink to sept   
და იხილა აჰრონ და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა მოსე. და იყო დიდებულ წინაშე ფერი პირისა მოსესი. და შეეშინა მიახლებად მისა.

Verse: 31  Link to exakLink to sept   
და უწოდა მათ მოსე და მოიქცეს მისა აჰრონ და ყოველნი მთავარნი კრებულისანი და ეტყოდა მათ მოსე.

Verse: 32  Link to exakLink to sept   
და ამისა შემდგომად მოუჴდეს ძენი ისრაჱლისანი და ამცნო მათ ყოველი, რაოდენსა ეტყოდა უფალი მოსეს მთასა ზედა სინასა. და ვითარცა დასცხრა მოსე სიტყუად მათდა მიმართ, დაიბურა საფარველი პირსა მისსა.

Verse: 33  Link to exakLink to sept   
და ოდეს შევალნ მოსე წინაშე უფლისა სიტყუად მისა, აღიჴადის საბურველი იგი ვიდრე გამოსლვადმდე მისა და გამო-რა-ვიდის, ეტყჳნ ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა, რაოდენი უბრძანის უფალმან.

Verse: 34  Link to exakLink to sept   
და იხილეს ძეთა ისრაჱლისათა პირი მოსესი, რამეთუ დიდებულ იყო. და დაიბურის მოსე საფარველი პირსა მისსა ვიდრე შესლვადმდე მისა წინაშე უფლისა თანა ზრახვად მისსა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.