TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 85
Previous part

Chapter: 35 
Verse: 1  Link to exakLink to sept   და შეკრიბა მოსე ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: ესე სიტყუანი არიან, რომელნი თქუა უფალმან ყოფად მათდა.

Verse: 2  Link to exakLink to sept   
ექუს დღე იქმოდეთ საქმესა, ხოლო დღესა მის მეშჳდესა განისუენო, წმიდა არს ესე შაბათი ესე განსუენებაჲ უფლისაჲ. ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას შინა, სიკუდილითა მოკუედინ.

Verse: 3  Link to exakLink to sept   
არა აღაგზნეთ ცეცხლი ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა დღესა შაბათსა, რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 4  Link to exakLink to sept   
ეტყოდა მოსე ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და თქუა: ესე სიტყუა არს, რომელი გიბრძანა უფალმან და თქუა:

Verse: 5  Link to exakLink to sept   
მოიღეთ თქუენ თავისა თქუენისა შესაწირავად უფლისა. ყოველმან, რომელმან დაიჯეროს გულითა, მოიღოს ნაყოფად პირველად უფლისა ოქროჲ, ვეცხლი და რვალი.

Verse: 6  Link to exakLink to sept   
ვიაკინთი, და ძოწეული და მეწამული რჩეული, და ზეზი შესთული და თმა თხათა.

Verse: 7  Link to exakLink to sept   
და ტყავი ვერძთა ტარსიკონი, და ტყავი ცისხეული, და ძელი ულპოლველი.

Verse: 8  Link to exakLink to sept   
და ზეთი სანთებელი, და საკუმეველები იგი ზავებული, და ნელსაცხებელი რჩეული.

Verse: 9  Link to exakLink to sept   
და ქვაჲ სარდიონი, და ანთრაკი გამოქანდაკებულად საჴმართა მათ დასაწველთა.

Verse: 10  Link to exakLink to sept   
და ყოველივე ბრძენი გონებით თქუენ შორის მოვედინ და იქმოდენ ყოველსავე მას რომელი ბრძანა უფალმან,

Verse: 11  Link to exakLink to sept   
საქმედ კარავსა მას, და სტოაებსა, და სახურველებსა, და სამაგდარებსა, და მოქლონებსა, და სუეტებსა, და ხარისხთა.

Verse: 12  Link to exakLink to sept   
და კიდობანსა მას საწამებელისასა და აღსაღებელთა მას მისთა. და სალხინებელსა, და კრეტსაბმელსა და განსაბმელსა მას ეზოსასა, და სუეტთა მათ მისთა, და ქვათა მათ ზმარაგდოთა საკმეველთა, და ზეთთა მათ ცხებისათა,

Verse: 13  Link to exakLink to sept   
და ტაბლასა მას, და ყოველსავე ჭურჭელსა მისსა, და საგრილებელთა ტაბლისათა, და საკუმეველსა მას შეზავებულსა, და აღსაღებელსა მას, და ყოველსა ჭურჭელსა მისსა, და პურსა პირისა.

Verse: 14  Link to exakLink to sept   
სასანთლესა სანთლისასა ყოველთა ჭურჭელთა მისთა, და სასანთლესა, და ზეთსა ნათლისასა.

Verse: 15  Link to exakLink to sept   
და ტაბლასა საკუმეველისა, და საგრილებთა მისთა, და ზეთსა საცხებელისა, და საკუმეველსა შეზავებულსა და კრეტსაბმელთა ბჭისა კარვისათა,

Verse: 16  Link to exakLink to sept   
და ტაბლასა საკუერთხთასა, და ლანძვსა რვალისასა და საგრილობელსა მისსა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა, და საბანებელთა, და ხარისხთა მისთა,

Verse: 17  Link to exakLink to sept   
და სტოვაებსა, და კრეტსაბმელთა, და სვეტთა მისთა და ხარისხთა მისთა,

Verse: 18  Link to exakLink to sept   
და კრეტსაბმელსა კარისა მის ეზოჲსასა, და მანაებსა მას ეზოჲსასა,

Verse: 19  Link to exakLink to sept   
სამოსელსა მას წმიდასა აჰრონ მღდლისასა, და სამოსელსა მას, რომელი მსახურებენ სიწმიდესა მას შინა, და სამოსელსა მას ძეთა აჰრონისთასა სამღდელოსა.

Verse: 20  Link to exakLink to sept   
და გამოვიდა ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა მოსესგან.

Verse: 21  Link to exakLink to sept   
და მოიღებდეს კაცად-კაცადი, რომელი უნდა გულსა მათსა, და რომელი ჯერ-უჩნდა სულსა მათსა, მოიღებდენ შესაწირავად უფლისა ყოველსავე საქმესა კარვისა მის საწამებელისასა, ყოველსავე მას საქმარსა მისსა და ყოველსავე

Verse: 22  Link to exakLink to sept   
სამოსელსა წმიდასა.

Verse: 23  Link to exakLink to sept   
მოიღეს ქმართა ცოლთაგან მათთა ყოველივე, რომელსა ჯერ-უჩნდეს გონებასა თჳსსა, მოაქუნდა ბეჭედი, და საყურები, და გრკალები, და საცხინველები, და სალტეები და ყოველივე ჭურჭელი ოქროჲსა და ყოველსა მოაქუნდა ოქროჲ შესაწირავად უფლისა.

Verse: 24  Link to exakLink to sept   
და ყოველსა, რომელსა თანა იპოვა მეწამული და ვაკინთი და ზეზი ვანად თჳსად, მოაქუნდა ბალანი თხათა, და ტყავები მეწამული და ტყავები ცისხეული ტარსიკონი.

Verse: 25  Link to exakLink to sept   
და მოიღეს ყოველი, რომელი შესწირვიდა შესაწირავსა ოქროჲსა და ვეცხლისა, და ყოველი მოაქუნდათ შესაწირავად უფლისა, და რომელთა თანა იპოვა მათ შორის ძელი ულპოლველი, მოაქუნდა ყოვლისა მისთჳს საქმისა მომზადებად.

Verse: 26  Link to exakLink to sept   
და ყოველი დედაკაცი ბრძენი გონებითა ჴელითა სთვიდა და მოაქუნდა სთული მყიე, და ძოწეული და მეწამული, და ზეზი და ყოველსა დედაკაცსა, რომელსა ჯერ-უჩნდა გონებათა მათთა, სიბრძნით სთჳდეს თმასა თხისასა.

Verse: 27  Link to exakLink to sept   
და მთავარნი იგი მამანი მოიღებდეს თვალთა პატიოსანთა: ანთრაკსა, ზამარაგდესა და ბივრილსა, და იაკინთსა ნივთად ვაკასისა მის.

Verse: 28  Link to exakLink to sept   
და საკითხავისა შემზადებად და ზეთსა მას ცხებისასა და შემზადებასა მას საკუმეველთასა.

Verse: 29  Link to exakLink to sept   
და ყოველი მამაკაცი და დედაკაცი, რომელთა მოუვიდოდა გონებითა მათითა, შევიდოდეს საქმედ ყოველსავე მას საქმესა, რომელი ბრძანა უფალმან საქმედ მოსეს მიერ. მოიღეს ძეთა ისრაჱლისათა შესაწირავი უფლისა.

Verse: 30  Link to exakLink to sept   
და ჰრქუა მოსე ძეთა ისრაჱლისათა: აჰა ესერა, უწოდა ღმერთმან სახელით ბესელიელს ურისსა, ძისწულსა ურისსა, ტომისაგან იუდასსა.

Verse: 31  Link to exakLink to sept   
და აღავსო იგი სულითა საღმრთოჲთა სიბრძნითა და გულისხმისყოფითა და მეცნიერებითა ყოვლითა.

Verse: 32  Link to exakLink to sept   
ყოველსავე ზედა ხუროთმოძღურებად საქმედ ოქროჲსა და ვეცხლისა, და რვალსა და ანთრაკსა მას.

Verse: 33  Link to exakLink to sept   
ხუროვნებად საქმედ ძელსა მას და ყოვვლსა საქმესა სიბრძნისასა და წინაწარ განზრახვად მოსცა მას.

Verse: 34  Link to exakLink to sept   
და ელიაბს, ძესა მას აქის მაქისისასა, ტომისაგან დაანისსა.

Verse: 35  Link to exakLink to sept   
და აღავსნა იგინი სიბრძნისა და განზრახვისა და გულისხმის-ყოფად და საქმედ ქსოვასა, და ჭრელსა ქსოვად მეწამულსა მას და ზეზსა ხუროთმოძღურებისა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.