TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 86
Previous part

Chapter: 36 
Verse: 1  Link to exakLink to sept   და იქმოდეს ბესელიელ და ელიაბ და ყოველი ბრძენი გონებითა, რომელთა მისცა უფალმან სიბრძნე და მეცნიერება მათ შორის გულისხმის-ყოფად საქმედ ყოველსავე მას საქმესა მის სიწმიდისა ჯეროვანად ყოვლისა მისთჳს საქმისა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან.

Verse: 2  Link to exakLink to sept   
მოუწოდა ბესელიეს და ელიაბს მოსე და ყოველსა, რომელსა აქუნდა გულისხმის-ყოფაჲ, რომელსა მოსცა ღმერთმან მეცნიერებაჲ გულსა მისსა და ყოველთავე მათ ნებსით მომავალთა, რომელთა უნდა მოსლვად საქმისა აღსრულებად მისსა.

Verse: 3  Link to exakLink to sept   
და მიიღეს მოსესგან ყოველივე შეწირული, რომელი მოიღეს ძეთა ისრაჱლისათა ყოვლისა მისთჳს საქმისა სიწმიდისა საქმედ მისა და ესენიცა მოიღებდეს განთიად, რომელი მოაქუნდა მერმე შემწირველთა მათ.

Verse: 4  Link to exakLink to sept   
და მოვიდეს ყოველი იგი ბრძენნი, რომელნი იქმოდეს საქმესა მას წიდისასა, რომელსა იქმოდენ იგინი კაცად-კაცადი საქმისაებრ თჳსისა.

Verse: 5  Link to exakLink to sept   
ჰრქუეს მოსეს, ვითარმედ: ფრიად მააქუს ერსა ამას უმეტეს საქმარისა მის. რომელი ბრძანა უფალმან საქმედ.

Verse: 6  Link to exakLink to sept   
უბრძანა მოსე და ქადაგებდეს ბანაკსა მას შინა და იტყოდეს: მამაკაცი და დედაკაცი ნურღარა მოგაქუს ჴსნილად საჴმრად ნივთი იგი კაცისა მის სიწმიდისა, ამიერითგან კმა-ყვედ.

Verse: 7  Link to exakLink to sept   
და დააცადა ერმან მან არღარა მოღებად, რამეთუ კმა-ეყო მზა იგი ნივთი, კარვისა მის საქმე წარემართებოდა და ნივთი იგი გარდაერეოდა.

Verse: 8  Link to exakLink to sept   
და ქმნეს ყოველთა ბრძენთა გონებითა მოქმედთა მათ საქმისათა კარავი იგი ათ ეზოედად იაკინთისაგან სთულისა მეწამულისა, და პორფირისა, და ძოწეულისა ძახილისა ქერობინებრ ქმნილად.

Verse: 9  Link to exakLink to sept   
სიგრძე ეზოჲსა ერთისა ფელიკისა მის ოცდარვა წყრთა მისი, და სივრცე ოთხით წყრთით ერთისა მის ფელიკისა. და ყოველთავე ფელიკთა ზომა ეგრეთვე იყო.

Verse: 10  Link to exakLink to sept   
შეაბრძვილო ხუთნი იგი ფელიკნი სხვათა მათ ხუთთა ფელიკთა ზედა, და ხუთნიცა სხუანი იგი ფელიკნი - ხუთთა მათ სხვათავე ზედა.

Verse: 11  Link to exakLink to sept   
და ჰქმნა წალაები ვიაკინთისაგან გარეგან ერთისა მის ფელიკისა.

Verse: 12  Link to exakLink to sept   
კიდით კიდე შეაბრძვილო გარემოჲს, ეგრეთვე ყო გარეგნითცა ფელიკნი მეორენი შებრძვილებულად.

Verse: 13  Link to exakLink to sept   
წალაები ერგასნი უქმნა ერთსა ფელიკსა და წალაები ერგასნი უქმნა გვერდით მეორისა ფელიკისა მეორისაებრ შებრძჳლებულსა, რათა შეებრძვილოს ურთიერთას წალაებთა ურთიერთს თანა. და უქმნა კარშიკები ოქროჲსა ერგასი შესაკინძველად ფელიკთა ურთიერთს თანა კარშიკებითა მით, რათა იქმნას შებრძჳლებულად ერთად.

Verse: 14  Link to exakLink to sept   
უქმნა ფელიკნი ბალანთაგან საბურველად კარვისა მის, ათერთმეტნი ფელიკნი უქმნა მას.

Verse: 15  Link to exakLink to sept   
სიგრძე ერთისა მის ფელიკისა - ერგასი წყრთა და სივრცე ერთისა ფელიკისა - ოთხი წყრთა, ზომით ეგრეთვე იყოს ათერთმეტთა მათ ფელიკთანი.

Verse: 16  Link to exakLink to sept   
და შეაბრძვილნა ხუთნი ფელიკნი ერთად და ექუსნი იგი ფელიკნი ერთად

Verse: 17  Link to exakLink to sept   
და ქმნა ერგასნი წალაები გარემოჲს ფელიკთა მათ შორის შესაბრძჳლველად. და ქმნა ერგასნიცა სხვანი წალაები გარემოჲს ფელიკთა მათ მეორისა შებრძვილებულისა თანა.

Verse: 18  Link to exakLink to sept   
და შექმნა კარშიკები რვალთაგან ერგასნი და შესაკინძველად კარვისა, რათა იქმნას ერთ.

Verse: 19  Link to exakLink to sept   
და ქმნა სუეტის თავთა ზედა კარვისათა ტყავთაგან ვერძისათა ტარსიკონი მეწამული დასაბურველად ცისსხეული ზედა კერძო.

Verse: 20  Link to exakLink to sept   
და ქმნა ორნი სუეტნი კარვისა მის ძელთაგან ულპოლველთა და აღმართებული.

Verse: 21  Link to exakLink to sept   
ათ წყრთა სიგრძე ერთისა მის სუეტისა და წყრთისა და კერძოსი სივრცე ერთისა სვეტისა.

Verse: 22  Link to exakLink to sept   
და ორნი თჳთეულთა სუეტთა შესაბრძვილველად ურთიერთას, ეგრეთვე უქმნა ყოველთა მათ სვეტთა კარვისათა.

Verse: 23  Link to exakLink to sept   
და ქმნა სვეტნი კარვისანი ოცნი სვეტნი სამხრით კერძო და ორმეოცნი ხარისხნი ვეცხლისანი სვეტთა ოთხთა მათ.

Verse: 24  Link to exakLink to sept   
და ორნი ხარისხნი - ერთსა მას სვეტთა ორთავე კერძოთა და ორნი ხარისხნი - ერთისაცა მის სვეტთასა ორთავე კერძოთა.

Verse: 25  Link to exakLink to sept   
და მეორე კერძო კარვისა მის ჩრდილოჲთ კერძო ოცნი სვეტნი.

Verse: 26  Link to exakLink to sept   
და ორმეოცნი ხარისხნი - ვეცხლისანი, ორნი ხარისხნი ერთისა თანა.

Verse: 27  Link to exakLink to sept   
და ზურგით კარვისა მის ზღჳთ კერძო ქმნა ექუსნი სვეტნი.

Verse: 28  Link to exakLink to sept   
და ჰქმნა ორნი სუეტნი უკანით კერძო.

Verse: 29  Link to exakLink to sept   
და იყვნეს სწორად შინაგან და ეგრეთვე მსგავსად მისა იყვნეს სწორად თავის კერძოდ ერთად შებრძჳლებულად. და ეგრეთვე უქმნა ოთხთა მათ სუეტთა, რომელნი იყვნეს საფუძველად ძგიდეთა მათ.

Verse: 30  Link to exakLink to sept   
და იყვნენ რვანი სუეტნი და ხარისხნი მათნი ვეცხლისა ათექუსმეტნი და ორნი ხარისხნი - ერთი ერთისა სუეტისა მიმართ და ერთი ერთისა სუეტისა.

Verse: 31  Link to exakLink to sept   
და ქმნა სართული მისი ძელთაგან ულპოლველისა, ხუთნი ერთისა მის სვეტისა ერთ კერძო კარვისა მის.

Verse: 32  Link to exakLink to sept   
და ხუთნი იგი სხვანი სართულნი მეორისა კერძო კარვისა მის და ხუთნი სართულნი ზურგით ზღჳს კერძო.

Verse: 33  Link to exakLink to sept   
ყო შუა კერძო სართული სვეტთა შორის გვერდით კერძო.

Verse: 34  Link to exakLink to sept   
ორნივე სვეტნი ოქროჲთა შემოსა და ორნი იდაყუნი მისნი ოქროჲსანი, რომელი განეცმოდიან ურთიერთას. და შემოსა სართული იგი ოქროჲთა.

Verse: 35  Link to exakLink to sept   
და ჰქმნეს კრეტსაბმელი იგი იაკინთისაგან, და ძოწეულისა, და მეწამულისა, და ზეზისაგან ძახილისა და ქმნული ქსოვით ქერობინად.

Verse: 36  Link to exakLink to sept   
და დგეს იგი ოთხთა სუეტთა ძელთაგან ულპოლველთა, რომელნი შემოსილ იყუნეს ოქროჲთა და სვეტის თავნი მათნი ოქროჲსანი, და ხარისხები მათნი ოთხნი - ვეცხლისანი.

Verse: 37  Link to exakLink to sept   
და ქმნეს კრეთსაბმელი იგი კარისა მის კარვისა საწამებელისა იაკინთისაგან ძოწეულისა, და მეწამულისა სთულისა და ზეზისაგან ძახილისა ქმნული ქსოვით ქერაბინად.

Verse: 38  Link to exakLink to sept   
და სვეტნი მათნი ხუთ, და კრკლები მათი, და მარწუხები მათი შემოსილ ოქროჲთა და ხარისხები მათ, ხუთი რვალისაჲ.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.