TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 87
Previous part

Chapter: 37 
Verse: 1  Link to exakLink to sept   და ქმნა ბესელიელ კიდობანი იგი სჯულისაჲ ძელთაგან ულპოლველთა, ორ წყრთა, და კერძო - სიგრძე მისი, და წყრთა და კერძო - სივრცე მისი, და წყრთა და კერძო - სიმაღლე მისი. და შემოსა იგი ოქროჲთა წმიდითა შინათ და გარეთ.

Verse: 2  Link to exakLink to sept   
და აქმნა მას კიდენი ოქროჲსანი გარემოჲს.

Verse: 3  Link to exakLink to sept   
და უქმნა მას დასხმითნი ოთხნი გრკალნი ოქროჲსანი ოთხთავე კიდეთა მისთა: ორი - ერთ კერძო და ორი - ერთ კერძო სივრცისაებრ მათ განსაცმელთასა, რათა აღიღოდიან იგი მით.

Verse: 4  Link to exakLink to sept   
და ქმნა სალხინებელი იგი ძელთაგან ულპოლველთა და შემოსა იგი ოქროჲთა.

Verse: 5  Link to exakLink to sept   
და შეაკრნეს სალხინებელსა გრკალნი იგი კიდით კიდობნისა მის, რათა აღიღოდიან.

Verse: 6  Link to exakLink to sept   
და ჰქმნე სალხინებელი ზედა კიდობანსა მის ოქროჲსგან წმიდისა, ორი წყრთა და ნახევარი - სიგრძე მისი, წყრთა და ნახევარი - სივრცე მისი.

Verse: 7  Link to exakLink to sept   
და ქმნნა ორნი იგი ქერაბინნი პატიოსანი ორთავე კიდეთა სალხინებელისასა,

Verse: 8  Link to exakLink to sept   
ქერობინი ერთი კიდესა მას სალხინებელისასა და ქერობინი მეორე მეორისა კიდესა სალხინებელისასა, ჰქმნე ორნივე ქერობინად ორთავე კიდეთა მისთა.

Verse: 9  Link to exakLink to sept   
და იყვნეს ფრთენი ქერობინთა მათ განმარტებით ზედა კვრძო სალხინებელსა მას, რათა აგრილობდეს ფრთითა მით. პირნი ქერობინთანი აქუნდენ პირისპირ.

Verse: 10  Link to exakLink to sept   
და ჰქმნა ლანკანი წინაშე ოქროჲსაგან წმიდისა და უქმნა მას კარშიკნი ოქროჲსანი ოთხნი, კარშიკნი ორნი - ერთ კერძოსა კიდესა და კარშიკნი ორნი - კარშიკსა მას მეორესა სივრცით, რათა აღიღოდიან იგი უღლითა მით, და უღელნი იგი კიდობნისანი და ტაბლისანი ქმნნა ძელთაგან ულპოლველთა და შემოსნა იგინი ოქროჲთა, ორი წყრთა - სიგრძე მისი და ორი წყრთა და ნახევარი - სიმაღლე მისი.

Verse: 11  Link to exakLink to sept   
და შემოსნა იგინი ოქროჲთა წმიდითა და გარემოს მისა.

Verse: 12  Link to exakLink to sept   
და უქმნა მას გვირგვინი მტკაველადი გარემოს და ქმნა რქანი ოქროჲსა გვირგვინისანი გარემოს.

Verse: 13  Link to exakLink to sept   
და ქმნა ოთხნი გრკალნი ოქროჲსაგან და დადვა სალტითა მით ოთხთავე კერძოთა, რომელი იყუნეს ოთხთა ფერჴთა მისთა.

Verse: 14  Link to exakLink to sept   
შინაგან გვირგვინისა ქმნა გრკალნი და შეაცვა უღელთა, რათა აღიღებოდიან ტაბლაჲ.

Verse: 15  Link to exakLink to sept   
და ქმნა ორნი უღელნი ძელთაგან ულპოლველთა და შემოსნა იგინი ოქროჲთა აღსაღებელად ტაბლასა.

Verse: 16  Link to exakLink to sept   
(38,12) და ქმნა სასანოვაგე იგი ჭურჭელი ტაბლისაჲ მის, პინაკები იგი, და ფიალები და ფეშხუნები, და გოვზაკები, რომლითა შეწირეს მით ყოველი, ოქროჲთა წმიდითა.

Verse: 17  Link to exakLink to sept   
(38,13) და ქმნა სასანთლე იგი, რომელი ენთებოდის (მყარი ოქროჲსა (38,14), ჴერი იგი და რტონი ორკერძოვე გვერდით მისით (38,15) მისგანვე რტოთა მისთა გამომცენარედ გამომატებულ, სამნი ამიერ და სამნი იმიერ განსწორებულ ურთიერთას. (38,16) და სასანთლენი მათნი, რომელნი დგენ მწუერვალთა მათთანი გველისსახედ მათგანვე და დასადგმელნი მათგანვე, რათა იყუნენ სანთელნი იგი მათ ზედა და დასადგმელი მეშჳდე ზედა წუერსა სანთლისასა თხემსა ზედა კერძო მყარი ყოვლად ოქროჲსაჲ (38,17) და შჳდნი სანთელნი მისნი მას ზედა - ოქროჲსანი და მარწუხნი მისნი - ოქროჲსანი), ოქროჲ წმიდაჲ ოფაზი ქმნა სასანთლე, ბუნი და ჴერი მისი ყვავილედად აღმოკვეთილად, და ბირთვი და შროშანნი მისნი გამოზიდვით მისგანვე.

Verse: 18  Link to exakLink to sept   
ექვსკეცად განუმზადა საბურველად გვერდით მისა სამნი ნიგოსაკები - ერთ კერძო სასანთლისა მის და სამნი ნიგოზაკები - მეორედ კერძო სასანთლისა მის.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.