TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 153
Previous part

Chapter: 36 
Verse: 1  Link to gelatat Link to sept   და მოვიდეს მთავარნი ტომთა ნათესავსა ძეთა გალადისთანი ძისა მაქირისნი, ძისა მანასესნი, ნათესავისაგან ძეთა იოსებისთანი, და იტყოდეს წინაშე მოსესა და წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე მთავართასა სახლებისა ტომთა ძეთა ისრაჱლისათასა

Verse: 2  Link to gelatat Link to sept   
და თქუეს: უფალსა ჩუენსა ამცნო უფალმან მოცემად ქუეყანისა მის სამკჳდრებელისა წილით ძეთა ისრაჱლისათა და უფალსა ჩუენსა უბრძანა უფალმან მიცემად სამკჳდრებელი სალპადისი, ძმისა ჩუენისაჲ, ასულთა მისთა.

Verse: 3  Link to gelatat Link to sept   
და ცოლ-ეყუნენ იგინი ერთსა ნათესავსა ძეთა ისრაჱლისათასა და აღიღოს ნაწილი იგი მათი სამკჳდრებელისაგან მამათა ჩუენთა და შეეძინოს სამკჳდრებელსა მას ნათესავისასა, რომელსაცა ეცოლნენ და ნაწილისაგან სამკჳდრებელისა ჩუენისაჲსა განეყენნენ.

Verse: 4  Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ მიტევებაჲ იყოს ძეთა ისრაჱლისათაჲ და შეეძინოს სამკჳდრებელი იგი მათი, სამკჳდრებელისაგან ნათესავისა ტომისა ჩუენისაჲსა მიიღონ სამკჳდრებელი იგი მათა.

Verse: 5  Link to gelatat Link to sept   
და ამცნო მოსე ძეთა ისრაჱლისათა ბრძანებითა უფლისათა და ჰრქუა: ესრე იტყჳან ნათესავნი ძეთა იოსებისთანი.

Verse: 6  Link to gelatat Link to sept   
ესე სიტყუაჲ, რომელი უბრძანა უფალმან სულთა სალპადისთა და ჰრქუა: სთნავს თუ წინაშე მათსა, ცოლ-ეყვნედ იგინი ტომსა მამისა მათისსა ეცოლნენ იგინი.

Verse: 7  Link to gelatat Link to sept   
და არა გარდაიქცეს სამკჳდრებელი ძეთა ისრაჱლისათაჲ ნათესავითი ნათესავად, არამედ კაცად-კაცადი სამკჳდრებელსა ნათვსავისა მამულისა თჳსისასა შეეკრძალნენ ძენი ისრაჱლისანი.

Verse: 8  Link to gelatat Link to sept   
და ყოველი ასული, რომელი ეძიებდეს სამკჳდრებელსა ნათესავისაგან ძეთა ისრაჱლისათა ერთტომსა მამისა თჳსისასა ცოლ-ეყოს, რათა მოიძიონ ძეთა ისრაჱლისათა კაცად-კაცადმან სამკჳდრებელი მამული თჳსი.

Verse: 9  Link to gelatat Link to sept   
და არა გარდაიცვალოს ნაწილი ნათესავითი ნათესავად სხუად, არამედ თჳთოეულად სამკჳდრებელსა თჳსსა შეუდგენ ძენი ისრაჱლისანი.

Verse: 10  Link to gelatat Link to sept   
ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრე ყვეს ასულთა სალპადისთა.

Verse: 11  Link to gelatat Link to sept   
და ცოლ-ეყვნენ თერსა და ეგლა, მელქა, და ნოა და მალა ასულნი სალპადისნი მამისძმისწულთა მათთა,

Verse: 12  Link to gelatat Link to sept   
ტომისაგან მანასესთა ძეთა იოსებისთა ცოლ-ეყვნეს იგინი და იყო სამკჳდრებელი მათი ნათესავსა თანა ტომისა მამისა მათისასა.

Verse: 13  Link to gelatat Link to sept   
ესე არიან მცნებანი და სამართალნი და განკითხვანი, რომელ ამცნო უფალმან ჴელითა მოსესითა დასავალით მოაბსა, იორდანესა ზედა, იერიქოჲთ კერძო.




Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.