TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 154
Previous part

Book: Deut. 
წიგნი მეორე სჯულისა, რომელსა ეწოდების ებრაელებრ ელლე ათდებამამ

Text edited by Jost Gippert
in cooperation with Sopiko Sarjveladze and Darejan Tvaltvadze, 2005.



Chapter: 1 
Verse: 1  Link to exak Link to gelatat Link to sept   ესე სიტყუანი არიან, რომელთა ეტყოდა მოსე ყოველსა ისრაჱლსა წიაღ იორდანესა უდაბნოსა დასავალით კერძო მახლობელად ევრთრასა ზღუასა, შორის ფარანს და ტოფოლს, და ლობონს, და ასეროთს და სადა-იგი ოქროჲ იყო,

Verse: 2  Link to exak Link to gelatat Link to sept   
ათერთმეტ დღის სავალით ქორებით მთად სეირდ ვიდრე კადეს ბარნედ.

Verse: 3  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და იყო მეორმეოცესა მას წელსა, ათერთმეტსა მას თჳსასა, რომელ იყო პირველი თვისა, ეტყოდა მოსე ყოველთა მათ ძეთა ისრაჱლისათა ყოველთა მათ მცნებათა, რომელ ამცნო მას უფალმან,

Verse: 4  Link to exak Link to gelatat Link to sept   
რაჟამს დასცა მან სეონ მეფჱ იგი ამორეველთა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ესებონს, და ოგ მეფჱ იგი ბასაანისაჲ, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ასტაროთს და ლედრაინს.

Verse: 5  Link to exak Link to gelatat Link to sept   
წიაღ იორდანესა ქუეყანასა მოაბისასა იწყო მოსე თხრობად შჯულისა ამის და თქუა:

Verse: 6  Link to exak Link to gelatat Link to sept   
უფალი ღმერთი ჩუენი გუეტყოდა ჩუენ ქორებს და თქუა: კმა-იყავნ თქუენდა დგომაჲ მთასა მას.

Verse: 7  Link to exak Link to gelatat Link to sept   
მიიქეცით თქუენ, აჰკიდეთ, წარიძრენით და მივედით, და შევედით მთასა მას ამორეველთასა და ყოველთა მათ გარემო მკჳდრთა არაბიელთასა, რომელნი-იგი დამკჳდრებულ არიან ველთა, და მთათა, და ღელეთა და სამხრით კერძო ზღჳსკიდესა მას ქანანელთასა და ყოველსა მას მთისპირსა ლიბანით კერძო ვიდრე მდინარედ დიდადმდე ევფრატად.

Verse: 8  Link to exak Link to gelatat Link to sept   
აჰა, ეგერა, მიმიცემიეს თქუენდა ქუეყანა იგი, შევედით და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა აბრაჰამს, ისაკს, და იაკობს და ნათესავსა მათსა შემდგომად მათსა.

Verse: 9  Link to exak Link to gelatat Link to sept   
გეტყოდე თქუენ და გარქუ მას ჟამსა შინა,

Verse: 10  Link to exak Link to gelatat Link to sept   
ვითარმედ ვერ დაგითმო თქუენ მარტომან, რამეთუ უფალმან ღმერთმან თქუენმან განგამრავლნა თქუენ და აწ, ეგერა, ხართ თქუენ, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა.

Verse: 11  Link to exak Link to gelatat Link to sept   
უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან შეგძინენ თქუენ, ვითარცა-ეგე ხართ ათასწილ და გაკურთხენინ თქუენ, ვითარცა-იგი გეტყოდა თქუენ.

Verse: 12  Link to exak Link to gelatat Link to sept   
აწმე ვითარ შეუძლია თავს-დებად ურვასა მაგას თქუენსა და სიმიმესა და ჴდომასა სასჯელისასა განგებად?

Verse: 13  Link to exak Link to gelatat Link to sept   
აწ მომცენით მე კაცნი ბრძენნი და გონიერნი და მეცნიერნი ნათესავთაგან თქუენთა, რათა დავადგინნე იგინი მთავრად და განმგებელად თქუენ ზედა.

Verse: 14  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და მომიგეთ მე და მარქუთ: კეთილ არს სიტყუა ეგე, რომელსა მეტყოდე ჩუენ ყოფად ეგე.

Verse: 15  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და მოვიყვანენ თქუენგან კაცნი ბრძენნი, გონიერნი და მეცნიერნი და დავადგინენ იგინი წინამძღურად თქუენდა - ათასისთავებად, და ასისთავებად, და ერგასისთავებად, და ათისთავებად და მწიგნობარნი საშჯელისა განმგებელად ნათესავთა თქუენთა.

Verse: 16  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ვამცენ მსაჯულთა თქუენთა მას ჟამსა და ისმინეთ შორის ძმათა და საჯეთ სიმართლით შორის კაცისა და ძმისა მიმართ თჳსისა.

Verse: 17  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ნუ თუალ-აღებთ სასჯელსა და ნუ მიჰხედავ სიკნინით და სიმდიდრით, ნუ თუალ-ახუამ პირსა კაცისასა, რამეთუ სასჯელი ღმრთისაჲ არს და სიტყუაჲ, რომელ ფიცხელ იყოს და ვერ შესაძლებელ იყოს თქუენდა განგებად, ჩემდა მოაწიეთ და მე განვაგო.

Verse: 18  Link to exak Link to gelatat Link to sept   
მას ჟამსა შინა გამცენ თქუენ და გარქუ, ვითარმედ ყოველთა მაგათ მცნებათა, რომელსა გამცნებდი, ჰყოფდით.

Verse: 19  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და წარვიძრენით ჩუენ ქორებით, განვლეთ ჩუენ უდაბნოჲ იგი დიდი და საშინელი, რომელ თქუენ თჳთ იხილეთ, გზაჲ იგი მთისა მის ამორეველთაჲსა, ვითარცა გჳბრძანა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან და მოვედით ჩუენ ვიდრე კადეს ბარნედმდე.

Verse: 20  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და გარქუ თქუენ: ეგერა, მოწევნულ ხართ თქუენ მთასა მას ამორეველთასა.

Verse: 21  Link to exak Link to gelatat Link to sept   
რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცა თქუენ: იგულეთ, რამეთუ მოგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან წინაშე პირსა თქუენსა ქუეყანა ეგე მათი, შევედით და დაიმკჳდრეთ, ვითარცა გრქუა უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან: თქუენ ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით.

Verse: 22  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და მოვედით ჩემ წინაშე და სთქუთ: წარავლინნეთ კაცნი წინასწარ ჩუენსა და მოვლონ, მოისტოვრონ ქუეყანაჲ იგი და მოვიდენ, მოგჳთხრან ჩუენ საზომი გზისაჲ მის, რომელსა აღვიდეთ, და ქალაქთა მათ, რომელთა შევიდეთ, დამკჳდრებად მათ შინა.

Verse: 23  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და სათნო-მიჩნდა ჩემ წინაშე სიტყუაჲ ეგე და მოვიყვანენ თქუენგანი კაცნი ათორმეტნი, თითოჲ კაცი ნათესავად.

Verse: 24  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და წარვავლინენ იგინი მსტოვრად ქუეყანისა მის და წარვიდეს იგინი მთით კერძოსა მას და მიიწინეს იგინი ვიდრე ჴევადმდე ტევნისა და მოისტუნეს ქუეყანა იგი ყოველი.

Verse: 25  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და მოიღეს ჴელითა მათითა ნაყოფისაგან მის ქუეყანისაჲსა, და მომართუეს ჩუენ და მრქუეს ჩუენ: კეთილ არს ქუეყანაჲ იგი, რომელსა უფალი ღმერთი ჩუენი მოგუცემს ჩუენ.

Verse: 26  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და თქუენ არა ინებეთ აღსლვაჲ, არამედ ურჩ ექმნენით სიტყუასა მას უფლისა ღმრთისა თქუენისასა.

Verse: 27  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და სდრტჳნევდით ბანაკსა შინა თქუენსა და იტყოდეთ: რამეთუ ვსძულდით ჩუენ უფალსა, ამისთჳს გამომიყვანნა ჩუენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა მიცემად ჩუენდა ჴელთა ამორეველთა, რათა მოგუსრნენ ჩუენ.

Verse: 28  Link to exak Link to gelatat Link to sept   
აწვე აღვიდეთ ჩუენ, მერმე ძმათავე თქუენთა განდრიკნეს გულნი თქუენნი და იტყოდეს: ვითარმედ ნათესავი დიდი და უძლიერესი თქუენსა და ქალაქები დიდ-დიდები და ზღუდეები მაღალი ვიდრე ცადმდე, არამედ ნათესავნი გმირთაჲცა ვიხილეთ მუნ.

Verse: 29  Link to exak Link to gelatat Link to sept   
ხოლო მე გარქუ თქუენ, ვითარმედ: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით მათგან.

Verse: 30  Link to exak Link to gelatat Link to sept   
უფალი ღმერთი თქუენი წარგიძღუეს წინაშე პირსა თქუენსა და იგი ჰბრძოდის თქუენ წილ შეზღუდვილსა მკჳდრთათჳს ქუეყანისათა, ამცენ ძეთა ისრაჱლისათა მსგავსად ყოვლისა მის, რომელ-იგი ყო ჩუენთჳს ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა წინაშე თუალთა თქუენთა.

Verse: 31  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და უდაბნოსაცა მას, რომელ-ესე თქუენ იხილეთ, ვითარ-იგი გუზრდიდა ჩუენ უფალი ღმერთი ჩუენი, ვითარცა-იგი ზრდინ კაცი შვილსა თჳსსა ყოველთავე გზათა თქუენთა, რომელთაცა ხჳდოდით თქუენ ვიდრე მოსლვად-მოწევნადმდე ადგილსა ამას.

Verse: 32  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ამითცა სიტყჳთა არავე ერწმუნეთ თქუენ უფალსა ღმერთსა თქუენსა,

Verse: 33  Link to exak Link to gelatat Link to sept   
რომელ-იგი გიძღოდა თქუენ ყოველთავე გზათა თქუენთა და გირჩევდა თქუენ ადგილთა და გიძღოდა თქუენ სუეტითა ცეცხლისაჲთა ღამე და გიჩუნებდა თქუენ გზასა, რომელსა ხჳდოდეთ, და ღრუბლითა - დღისი.

Verse: 34  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და შეესმა უფალსა ჴმაჲ სიტყჳსა თქუენისაჲ და განრისხნა,

Verse: 35  Link to exak Link to gelatat Link to sept   
ფუცა და თქუა: ვერვინ იხილოს ამათ კაცთაგანმან ქუეყანაჲ იგი კეთილთაჲ, რომელ ვეფუცე მამათა თქუენთა,

Verse: 36  Link to exak Link to gelatat Link to sept   
გარნა ქალებ, ძემან იეფონისმან, იხილოს იგი და მას მივსცე ქუეყანაჲ იგი, რომელსა მიიწია და შევიდა, და შვილთა მისთა, რამეთუ სათნო ეყო უფალსა.

Verse: 37  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ჩემთვისცა განრისხნა უფალი თქუენ გამო და მრქუა მე: ვერცაღა შენ შეხჳდე მუნ,

Verse: 38  Link to exak Link to gelatat Link to sept   
გარნა ისო, ძე იგი ნავესი, მსახური იგი შენი, იგი შევიდეს ქვეყანასა მას აღთქუმისასა, გარნა ძლიერი იგი, რამეთუ მან დაუმკჳდროს იგი ისრაჱლსა და ერისა თქუენისაგანმან,

Verse: 39  Link to exak Link to gelatat Link to sept   
ყრმამან ჩჩჳლმან, რომელმან არა იცის დღე კეთილი და ბოროტი, იგი შევიდეს მუნ და მათ მივსცე იგი. და მათცა დაიმკჳდრონ იგი.

Verse: 40  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და თქუენ მიიქეცით და დაიბანაკეთ უდაბნოსა მას გზასა ევრჳთრით ზღჳთ კერძო.

Verse: 41  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და მომიგეთ და მარქუთ მე: ვცოდეთ წინაშე უფლისა ღმერთისა ჩუენისა. აწ აღვიდეთ ჩუენ, ბრძოლა-ვსცეთ, ვითარცა გჳბრძანა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან და შეიჭურენით თითოეულად საჭურველი თქუენი, შეჰკერბით და აღხუედით მთასა მას.

Verse: 42  Link to exak Link to gelatat Link to sept   
სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა მე: ეტყოდე მაგათ და არქუ, ნუ აღხუალთ, ნუცა ვბრძვით მაგათ, რამეთუ მე არა თქუენ თანა ვარ, რათა შეიმუსრეთ წინაშე მტერთა თქუენთა.

Verse: 43  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და გეტყოდი თქუენ და თქუენ არა ისმინეთ ჩემი, გარდაჰჴედით ბრძანებასა მას უფლისასა, არამედ ურჩ ექმნენით და აღხუედით მთასა მას.

Verse: 44  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და გამოვიდა ამორეველი იგი, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო მთასა მას შემთხუევად თქუენდა და წარგიქცინა თქუენ მეოტად და შეგიცვნეს თქუენ, ვითარცა ფუტკართა. და დაგჩხუეპდეს თქუენ სეირითგან მიჰრმადმდე.

Verse: 45  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და დასხედით და სტიროდეთ წინაშე უფლისა და არა ისმინა უფალმან ჴმისა თქუენისაჲ და არცა მოგხედნა თქუენ.

Verse: 46  Link to exak Link to gelatat Link to sept   
და დაადგერით თქუენ კადეს მრავალ დღე, რავდენცა იყვენით მუნ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.