TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 271
Previous part

Chapter: 3 
Verse: 1  Link to sept   და განძლიერდა ღუაწლი ბრძოლისა შორის სახლსა მას საულისასა და შორის სახლსა დავითისასა. და სახლი იგი დავითისი ჟამითი-ჟამად აღემატებოდა, განძლიერდებოდა, სახლი იგი საულისი მოაკლდებოდა და შემცირდებოდა.

Verse: 2  Link to sept   
* და ესხნეს დავითს ქებრონს ძენი და იყო პირმშო მისი ამონ აქინამისგან იზრაიტელისა.

Verse: 3  Link to sept   
და მეორე იგი მისი დავია აბგესგან კარმელელისა, მესამე იგი მისი აბესალომ, ძე მაქასი, ასულისა თოლმესი, მეფისა მის გესურისა.

Verse: 4  Link to sept   
მეოთხე იგი მისი ადონია, ძე აგგითასი, და მეხუთე იგი მისი საფატია, ძე ამიტალისგან

Verse: 5  Link to sept   
და მეექუსე იგი იეთერამ იგალასგან, ცოლისა მის დავითისი. ესენი ესხნეს დავითსა ქებრონს.

Verse: 6  Link to sept   
და იყო ბრძოლა შორის სახლსა საულისა და სახლსა დავითისასა. და აბენერ იყო ჴელმწიფე სახლსა საულისასა.

Verse: 7  Link to sept   
და საულისი იყო ხარჭი ერთი ქალი და შეირთო იგი ცოლად აბინერ, ძემან ნერისმან, და სახელი ქალისა მის რესფა, ასული ულასი. მაშინ ჰრქუა იებოსთე, ძემან საულისამან, აბენერს:

Verse: 8  Link to sept   
რასათჳს შეირთე შენ ხარჭი იგი მამისა ჩემისა ცოლად? და განრისხნა აბენერ ფრიად და ჰრქვა იებოსთეს, ვითარმედ: ძაღლისთავ ვარი მეა? აცადე აწ, რამეთუ წყალობა ვყავ სახლსა მას ზედა საულ, მამისა შენისასა, ძმათა და ნათესავთა მისთათჳს და არა მივედ სახიდ დავითისა! და აწ აღდგომილ ხარ შურისმეძიებელად ქალისა ერთისათჳს ჯერკუალისა?

Verse: 9  Link to sept   
ესე მიყავნ მე უფალმან და ესე შემძინენ, არა თუ ეგრე ვყო დავითისთჳს, ვითარცა ეფუცა მას უფალი!

Verse: 10  Link to sept   
რამეთუ დღეს მიეღო მეფობა სახლსა მას საულისასა და აღემართა საყდარი დავითისი ისრაჱლსა ზედან და სახლსა მას ზედან იუდასსა დანითგან ბერსაბედამდე!

Verse: 11  Link to sept   
განკრთა იებოსთე სიტყჳსა ამისთჳს და ვერარა მიუგო სიტყუაჲ აბენერს შიშისა მისგან.

Verse: 12  Link to sept   
და წარავლინა აბენერ მოციქული დავითისა თესალმუსის ქუეყანასა და ჰრქვა მას: აღმითქუ მე აღთქმა, და ჴელნი მიგცნე შენ და მოვაქციო ყოველი ისრაჱლი შენდა!

Verse: 13  Link to sept   
და ჰრქუა დავით: კეთილ არს! ეგრე ვყო, გარნა სიტყუასა ერთსა გეტყჳ შენ: არა იხილო პირი ჩემი, ვიდრემდის არა მოიყვანო ცოლი ჩემი მელქოლ, ასული საულისი, რაჟამს მოხჳდოდი შემთხუევად ჩემდა.

Verse: 14  Link to sept   
და წარავლინა დავით მოციქული იებოსთეს, ძისა მის საულისა, ** და ჰრქუა: მომეც მე ცოლი ჩემი მელქოლ, რომელი მოვიგე მე ასეულითა მით წინადაუცუეთელებით უცხოთესლთასა!

Verse: 15  Link to sept   
და წარავლინა იებოსთე და მოუღო ქმარსა თჳსსა ფალტიას, ძესა სელლასა.

Verse: 16  Link to sept   
და მოსდევდა ქმარი იგი ცოლსა თჳსსა და ტიროდა იგი, ვიდრე მოჰყვანდა მელქოლ ბარაკადამდე: მაშინ ჰრქუა აბენეზერ ფალტიას, ვიდრე თანაუვიდოდა მაგას: წარვედ სახიდ შენდა! და მუნთქუესვე უკუნიქცა ფალტია და წარვიდა.

Verse: 17  Link to sept   
და ჰრქუა აბენერ მოხუცებულთა მათ ისრაჱლისათა: გუშინ და ძუღან ეძიებდით დავითსა, გინდა მეფობაჲ მისი თქუენ ზედა.

Section: (d) 
Verse: 18   Link to sept   
აწ აღასრულეთ ნება თქუენი და მიდით მის წინაშე! რამეთუ იტყოდა უფალი დავითისთჳს, თქუა: ჴელითა დავითის, მონისა ჩემისათა, ვიჴსნა ერი ჩემი ისრაჱლი უცხოთესლთაგან და ყოველთაგან მტერთა მათთასა!

Verse: 19   Link to sept   
და ეტყოდა აბენერ ყურთა ბენიამენისთა. და წარვიდა აბენერ თხრობად დავითისა ქებრონს სიტყჳსა მისთჳს, რომელ თქუეს ძეთა ისრაჱლისათა და ყოველმან სახლმან ბენიამენისამან.

Verse: 20   Link to sept   
და მივიდა აბენერ დავითის თანა ქებრონად და მის თანა იყო ოც ოდენ კაცი. და ყო დავით აბენერისთჳს და კაცთა მათ, რომელ მის თანა იყუნეს, სიხარული და შვება დიდი.

Verse: 21   Link to sept   
და ჰრქუა აბენერ დავითს: აწ განმიტევე მე და წარვიდე და შემოგიკრიბო უფალსა ჩემსა ყოველივე ისრაჱლი და დავდვა აღთქმა ჩემი შენდა მიმართ! და მეფობდე ყოველსა ზედა, რომელთა ჰნებავს სულსა შენსა! უჯმნა დავით აბენერს და წარვიდა მშჳდობით მუნთქუესვე.

Verse: 22   Link to sept   
და, აჰა, იოაბ და მონანი დავითისნი მოვიდეს ბანაკისა მისგან დიდითა ნატყუენავითა, ხოლო იოაბ არა იყო დავითისა თანა ქებრონად, რაჟამს მიავლინა და წარვიდა მშჳდობით,

Section: (e) 
Verse: 23   Link to sept   
იოაბ და ყოველი ერი მისი, ვითარცა მოვიდნენ და მიუთხრეს იოაბს და ჰრქუეს, ვითარმედ: მოვიდა აბენერ, ძე ნერისი, დავითისა და განუტევა იგი მშჳდობით და წარვიდა მუნთქუესვე.

Verse: 24   Link to sept   
შევიდა იოაბ წინაშე მეფისა და ჰრქუა მას: რა ჰქმენ ესე, რამეთუ მოვიდა შენდა აბენერ, ძე ნერისი, და შენ განუტევე იგი, წარვიდა მშჳდობით?

Verse: 25   Link to sept   
ანუ შენ არა იცოდეა უკეთურება იგი აბენერისი, რამეთუ შეტყუვილად შენდა მოვიდა იგი და განცდად შესავალ-გასავალთა შენდა ცნობად, რასა შენ იქმ?

Verse: 26   Link to sept   
და გამოვიდა იოაბ მეფისაგან, დასწინა მოციქულნი აბენერს და მიაქციეს იგი გარე ჯურღმულითგან სეირისა და დავით არა იცოდა.

Verse: 27   Link to sept   
* უკუმოქცევასა აბენერისასა მიეგებოდა იოაბ და მიაქცია გუერდით კერძო ბჭეთა მათ და ჰზრახვიდა მას ზაკჳთ, და უგმირა გუერდსა მისსა მახჳლი და მოკლა იგი, და მოკუდა აბენერ ნაცვლად ასაელისა სისხლისათჳს ძმისა იოაბისასა.

Verse: 28   Link to sept   
ამისა შემდგომად, ვითარცა ესმა დავითს, თქუა: უბრალო ვარი მე და მეფობა ესე ჩემი უფლისა მიერ სისხლისა მისგან უკუნისამდე, სისხლისაგან აბენერისა, ძისა ნერისა.

Verse: 29   Link to sept   
ხოლო სისხლი იგი აბენერისი თავსა ზედან იოაბისასა იყავნ და ყოველთა ზედან სახლსა მამისა მისისასა! და ნუ მოაკლოს სახლსა იოაბისასა უბითა ხაშმი, კეთროვანი, და პურის-მთხოველი, და მახჳლითა მომკუდარი და სიყმილითა.

Verse: 30   Link to sept   
იოაბ და აბესა, ძმა მისი, უმზირდეს მარადის აბენერს მოკლვად ნაცვლად სისხლისა მის ასაელისა, ძმისა მათისა, რომელი-იგი მოკლა ბრძოლასა შინა გაბაონს.

Verse: 31   Link to sept   
და ჰრქუა დავით იოაბს და ყოველსა ერსა, რომელნი მის თანა იყუნეს: ჴელი მიჰყავთ საყელესა, მოიპეთ სამოსელი თქუენი და შთაიცჳთ ძაძა და სტიროდეთ აბენერს! და თავადი მეფე წინაუძღოდა საქუმელთა მათ აბენერისთა.

Verse: 32   Link to sept   
და მოიღეს და დაფლეს იგი ქებრონს. აღიღო ჴმაჲ მეფემან, სამარესა მას ზედა ტიროდა და ატირებდა ერსა მას აბენერსა ზედა.

Verse: 33   Link to sept   
შეასხმიდა, ჴმითა გოდებდა და იტყოდა: მსგავსად სიკუდილისა მის უგუნურისა მოკუდა აბენერ!

Verse: 34   Link to sept   
ჴელნი შენნი არა შეიკრნეს და არცა ფერჴნი შენნი ბორკილითა. პირველად, ვითარცა ნაბალ, წინაშე ნაშობთა მათ უსჯულოებისათა დაეცა და შეკრბა ყოველი ერი ტირილად მისსა.

Verse: 35   Link to sept   
და მოვიდა ყოველი ერი წინაშე დავითისა და ეტყოდეს მას, რათა ჭამოს პური, ხოლო მან არა ინება. და ფუცა დავით და თქუა: ესე მიყავნ ღმერთმან და ესე შემძინენ, უკუეთუ ვჭამო პური, გინა სხუა რამე ვიდრე მწუხრამდე.

Verse: 36   Link to sept   
ვითარცა ესმა ერსა მას, სათნო-უჩნდა მათ ყოველივე, რაჲცა ყო დავით.

Verse: 37   Link to sept   
და გულისხმა-ყვეს მას დღესა შინა ყოველმან ერმან ისრაჱლისამან, რამეთუ ბრძანებითა მეფისათა არა იყო სიკუდილი აბენერისი, ძისა ნერისი.

Verse: 38   Link to sept   
სიტყუად იწყო მეფემან ერისა მისა და ჰრქუა: არა იცითა, რამეთუ დღეს მთავარი დიდი დაეცა ისრაჱლსა შორის?

Verse: 39   Link to sept   
ანუ არა უწყით, რამეთუ ნათესავი და მეგობარი და ჴელმწიფე დიდი მოკუდა? ხოლო კაცნი ესე, ძენი შარუელისნი, გულფიცხელ არიან სასტიკებითა ჩემსა უფროს. მიაგენ მათ უფალმან საქმეთა მათთაებრ უკეთურთა!

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.