TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 272
Previous part

Chapter: 4 
Verse: 1  Link to sept   ვითარცა ესმა ესე იებოსთეს, ვითარმედ მოკუდა აბენერ ქებრონს, დაჴსნდეს ძარღუნი მისნი და ყოველივე ერი იგი ისრაჱლისა შეძრწუნდა.

Verse: 2  Link to sept   
და ორნი კაცნი მთავარნი, ერისთავნი იებოსთესნი, ძისა მის საულისანი: ბანეა და რექაბ, ძენი რემონისნი, ბეროთ ელიოსანი და ძეთა მათგანივე ბენიამენისნი; რამეთუ ბეროთცა შერაცხილ იყო ძეთა მათ თანა ბენიამენისთა.

Verse: 3  Link to sept   
რამეთუ განძებულ იყუნეს ბეროთელნი იგი გეთსა, და მუნ მწირობდენ ვიდრე დღეინდელად დღემდე.

Verse: 4  Link to sept   
და იონათანისი, ძისა მის საულისი, დაშთომილ იყო ძე ერთი შეხაშმებული ფერჴითა და იყო იგი ხუთისა წლისა, რამეთუ ჟამსა მას, რომელსა მოვიდა მეამბვე იგი საულისა და იონათანისა, ძისა მისისა, ეზრაელით, აღიქუა იგი მაწოვნებელმან, წარიტაცა. და იყო, სივლტოლასა მას მისსა და სწრაფასა დაეცა იგი ფერჴხთა ზედან მის ყრმისათა და აღაკელობა იგი. და სახელი ერქვა მემფიბოსთე.

Verse: 5  Link to sept   
და მოვიდეს ძენი იგი რემოისნი, ბეროთეანისანი: რექაბ და ბანეა, ძმა მისი, და შევიდეს სახიდ იებოსთესა, და მას ეძინა სასვენებელსა შინა თჳსსა.

Verse: 6  Link to sept   
და მეკარეცა მირულებულ იყო, რომელი სცვიდა მას, და რექაბ და ბანეა დაიმალნეს.

Verse: 7  Link to sept   
შევიდეს იდუმალ და მოკლეს იებოსთე, მძინარე სასვენებელსა ზედა, საწოლსა შინა, და მოკუეთეს თავი მისი და წარიღეს დასავლის კერძო ღამე ყოელ.

Verse: 8  Link to sept   
და მოართუეს დავითს ქებრონად და ჰრქუეს მეფესა: აჰა, ესერა, თავი იებოსთესი, ძისა საულისი, მტერისა შენისა, რომელი გეძიებდა შენ მოკლვად! მოგცა შენ უფალმა, უფალსა ჩუენსა, შურის-გებაჲ მტერთა მისთა საულისი და ყოვლისა სახლისა მისისა.

Verse: 9  Link to sept   
მიუგო დავით რექაბსა და ბანეას, ძმასა მისსა, ძეთა რემონისთა ბეროთელისა და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, რომელმან იჴსნა სული ჩემი ყოველთაგან ჭირთა!

Section: (d) 
Verse: 10   Link to sept   
* ვითარცა, რომელმან მითხრა მე სიკუდილი საულისი და მას ეგონა, ვითარმედ კეთილსა რასმე ვახარებო და მუნთქუესვე მო-ხოლო-ვკალ იგი სეკელას, რომლისა ვინ უწყის, თუ ჯერ-იყო ჩემდა მიცემად ხარებისა მისისათჳს.

Verse: 11   Link to sept   
და აწ კაცთა მაგათ უკეთურთა შეხუედით და მოჰკალთ კაცი მართალი სასვენებელსა შინა. ეგრეთვე ვიძიო შური ჴელთაგან თქუენთა და მოგსპო თქუენ ქუეყანით!

Verse: 12   Link to sept   
და უბრძანა დავით მონათა თჳსთა და მოსწყჳდნეს იგინი, და ჩამოჰკიდნეს იგინი გოდოლსა ქებრონს, მოჰკუეთეს ჴელნი და ფერჴნი მათნი, და დამოჰკიდეს იგინი გოდოლსა ქებრონისასა, და თავი იგი მიიღეს და დაფლეს საფლავსა მას აბენერისა, ძისა ნერისა, ქებრონს შინა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.