TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 308
Previous part

Chapter: 16 
Verse: 1  Link to sept   და იყო სიტყუაჲ უფლისა იუას, ძისა ანანიასა, და ჰრქვა: ესრე ეტყოდე შენ ბაასას, მეფესა ისრაჱლისასა, და არქვა:

Verse: 2  Link to sept   
ამისთჳს, რამეთუ აღგამაღლე შენ ქუეყანასა ზედა და მიგეც შენ წინამძღურად ზედა ერსა ჩემსა ისრაჱლსა, ხჳდოდე შენ გზათა მათ იერობუამისთა და აცთუნე ერი ჩემი ისრაჱლი განრისხებად ჩემდა ამაოებითა მით თჳსითა.

Verse: 3  Link to sept   
და აჰა, მე აღვადგინო შემდგომად ბაასისსა ზედა სახლისა მისისა და მივსცე სახლი მისი ვითარცა იერობუამისი, ძისა ნაბატისნი.

Verse: 4  Link to sept   
*** მომკუდარნი ბაასნი ქალაქსა შინა შეჭამნენ ძაღლთა, რომელი მოკუდეს მისი ველსა, შეჭამნენ ფრინველთა ცისათა.

Verse: 5  Link to sept   
და **** ნეშტნი სიტყუათა ბაასისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, და ძლიერებანი მისნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა.

Verse: 6  Link to sept   
და დაიძინა ბაას მამათა თჳსთა თანა, დაეფლა თარსას და მეფობდა ელა, ძე მისი, მის წილ.

Verse: 7  Link to sept   
ჴელითა იუს, ძისა ანანიას, წინაწარმეტყუელისათა იტყოდა უფალი ზედა ბაასისა და ზედა სახლსა მისსა ყოვლისა მის უკეთურებისა, რომელ ქმნა წინაშე უფლისა განსარისხებელად მისა საქმითა ჴელთა თჳსთათა ყოფად და მსგავსად, ვითარცა სახლი იგი იერობუამისი დასაცემელად მისა.

Verse: 8  Link to sept   
წელსა ოცდამეექუსესა [ასა] მეფისა იუდასასა ელა, ძე ბაასისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა თერსას ორ წელ.

Verse: 9  Link to sept   
და აღდგა ზამბრი მის ზედა, მონა თჳსი, რომელ-იგი იყო მთავარ ზოგთა ზედა ჭურჭელთა მისთა და იგი სუმეულ იყო სახლსა მას ასარისსა ეზოსმოძღურისა თესარისას.

Verse: 10  Link to sept   
* და შევიდა ზამბრი, სცა და მოკლა წელსა მას ოცდამეშჳდესა ასა მეფისა იუდასსა, მეფობდა ზამბრი ელას წილ.

Verse: 11  Link to sept   
და იყო მეფობასა მას მისსა და დაჯდომად საყდარსა თჳსსა დასცა ყოველი იგი სახლი ბაასისი და არა დაუტევა მისი, რომელი აფსმიდისმცა კედელსა და მახლობელნიცა მისნი და მეგობარნი მისნი.

Verse: 12  Link to sept   
და აჴოცა ზამბრი ყოველი იგი სახლი ბაასისი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ზედა სახლსა ბაასისასა ჴელითა იუ წინაწარმეტყუელისათა

Verse: 13  Link to sept   
ყოველთა მათთჳს ცოდვილთა ბაასისთა და ელას, ძისა მისისა, რომელ სცოდა და ვითარ-იგი აცთუნა ისრაჱლი განსარისხებელად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ამაოებითა თჳსითა.

Verse: 14  Link to sept   
და ნეშტნი სიტყუათა ელასთანი და ყოველივე, რაცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მათ მეუფეთა ისრაჱლისათა.

Verse: 15  Link to sept   
წელსა ოცდამეშჳდესა ასა, მეფისა იუდასსა მეფობდა ზამბრი შჳდ დღე თერსას, და ბანაკი იგი ისრაჱლისა იყო გაბაონს უცხოთესლთასა.

Verse: 16  Link to sept   
და ესმა ერსა მის ბანაკისასა და თქუეს: მიეტევა ზამბრი ელას ზედა და მოკლა იგი, დაიდგინა მეფედ ისრაჱლმან ზამბრი ერისთავი იგი ისრაჱლისა მას დღესა შინა ბანაკსა მას.

Verse: 17  Link to sept   
და განვიდა ზამბრი და ყოველი ისრაჱლი მის თანა გაბათონით და გარემოადგა თერსას.

Verse: 18  Link to sept   
და იყო, ვითარცა იხილა ზამბრი, ვითარმედ გამოაქუს ქალაქი იგი, შევიდა სენაკსა ერთსა სახლისა მის მეფისასა და დაიწვა ზედა თავსა თჳსსა სახლი იგი მეფისა და მოკუდა

Verse: 19  Link to sept   
ცოდვათა თჳსთათჳს, რომელ ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა სლვად გზათა იერობუამისთა, ძისა ნაბატისთასა, და ცოდვასა მისსა, რომელ ქმნა, და ვითარ-იგი აცთუნა ისრაჱლი.

Verse: 20  Link to sept   
და ნეშტნი სიტყუათა ზამბრისათანი და კრება, რომელ შეკრბა მისა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.

Verse: 21  Link to sept   
მას ჟამსა განიყო ერი იგი ისრაჱლისა და ზოგი ერისა შეუდგა თაბენის, ძესა გინოთისასა, დადგინებად მისა მეფედ და ზოგი ერისა მის შეუდგა ამრის.

Verse: 22  Link to sept   
და სძლო ერმან მან, რომელ შეუდგა ამრის, და მოუძლურდა ერი იგი, რომელი შეუდგა თამნის, ძესა გონოთისასა, და მოკუდა თამნი (და იორამ, ძმა მისი, მას ჟამსა), და მეფობდა ამბრი შემდგომად თამნისა.

Verse: 23  Link to sept   
წელსა მას მეოცდათერთმეტესა ასა მეფისა იუდასსა მეფობდა ამბრი ზედა ისრაჱლსა ათორმეტ წელ და თერსას მეფობდა ექუს წელ.

Verse: 24  Link to sept   
და მოიგო ამბრი მთა იგი სომოროისი სემერესგან, მეფისა მის მთისასა, ორითა სასწორითა ვერცხლითა და აღაშენა მთა იგი და უწოდა მთასა მას სახელი, რომელ აღაშენა, სახელსა მას სემერასსა, უფლისა მის მთისასა, სომორონ.

Verse: 25  Link to sept   
და ქმნა ამრი ბოროტი წინაშე უფლისა და განბოროტნა უფროს ყოველთასა, რომელნი წინაიყუნეს მისა.

Verse: 26  Link to sept   
და ვიდოდა ყოველთა გზათა მათ იერობუამისათა, ძისა ნაბატისთასა, და ცოდვასა თჳსსა, რომლითა აცთუნა ისრაჱლი განსარისხებელად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ამაოებითა თჳსითა.

Verse: 27  Link to sept   
და ნეშტნი სიტყუათა ამრისთანი და ყოველი, რაცა ქმნა, ყოველი ძლიერებანი მისნი, რომელ ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მათ მეფეთა ისრაჱლისათა.

Verse: 28  Link to sept   
დაიძინა ამრი მამათა თჳსთა თანა და დაეფლა სამარიას. და მეფობდა ძე მისი მის წილ - აქაბ.

Verse: 29  Link to sept   
და აქაბ, ძე ამრისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა წელსა მას ოცდამეათურამეტესა ასა მეფისა იუდასსა. მეფობდა აქაბ, ძე ამრისი, ზედა ისრაჱლსა და სამარიას ოცდაორ წელ.

Verse: 30  Link to sept   
და ქმნა აქაბ, ძემან ამრისმან, ბოროტი წინაშე უფლისა უმეტეს ყოველთა წინანდელთასა.

Verse: 31  Link to sept   
და არა მოაკლო სლვად ცოდვასა მას იერობუამისასა, ძისა ნაბატისასა, და მოიყვანა ცოლად იეზაბელ, ასული იობათასი, მეფისა სიდონელთასა, და წარვიდა აქაბ და ჰმონა ბალას და თაყუანი-სცა მას.

Verse: 32  Link to sept   
და აღუშენა საკურთხეველი ბაალასა სახლსა საძაგელთასა მისთა, რომელ აშენა სამარიას.

Verse: 33  Link to sept   
და აშენნა მაღნარნი და შესძინა აქაბ განრისხებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა უმეტეს ყოველთა მათ მეფეთა ისრაჱლისათა, რომელ იყუნეს წინა მისა.

Verse: 34  Link to sept   
დღეთა მისთა აღაშენა აქელ ბეთელელმან იერიქო აბირონით, პირმშოთ მით მისით, დააბა საძირკველი მისი სეგობაჲთ, მრწემით მით, და აღმართნა ბჭენი მისნი * მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა ისუს, ძისა ნავესითა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.