TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 529
Previous part

Chapter: 3 
Verse: 1  Link to sept   ფსალმუნი დავითისი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან აბესალომისა, ძისა თჳსისა

Verse: 2  Link to psa Link to sept   
უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღდგეს ჩემ ზედა.

Verse: 3  Link to psa Link to sept   
მრავალთა ჰრქჳან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაჲ მისი ღმრთისა მიერ მისისა.

Verse: 4  Link to psa Link to sept   
ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდებაჲ ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.

Verse: 5  Link to psa Link to sept   
ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.

Verse: 6  Link to psa Link to sept   
მე დავწევ და დავიძინე და განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.

Verse: 7  Link to psa Link to sept   
არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე. აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო,

Verse: 8  Link to psa Link to sept   
რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.

Verse: 9  Link to psa Link to sept   
უფლისაჲ არს ცხორებაჲ და ერსა შენსა ზედა არს კურთხევა შენი. დიდებაჲ

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.