TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 709
Previous part

Chapter: 3 
Verse: 1  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   ყოველთათჳს ჟამი არს და ჟამი ჩანს ყოვლისა საქმისა ცასა ქუეშე

Verse: 2  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
ჟამი არს შობისაჲ და ჟამი სიკუდილისაჲ, ჟამი არს დანერგვისაჲ და ჟამი მოფხურად დანერგულისა მის

Verse: 3  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
ჟამი არს მოკლვისაჲ და ჟამი განკურნებისაჲ, ჟამი დარღუევისაჲ და ჟამი აშენებისაჲ

Verse: 4  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
ჟამი ტირილისაჲ და ჟამი სიცილისაჲ, ჟამი ტყებისაჲ და ჟამი როკვისაჲ

Verse: 5  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
ჟამი არს დადებად ქვაჲ და ჟამი არს შეკრებად ქვისა, ჟამი არს გარემოცვისა და ჟამისა არს განშორებად მოცულისა მის

Verse: 6  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
ჟამი არს ძიებისაჲ და ჟამი წარწყმედისაჲ და ჟამი არს მარხჳსაჲ და ჟამი არს განგდებისაჲ

Verse: 7  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
ჟამი არს განპებისაჲ და ჟამი შეკერვისაჲ, ჟამი არს დუმილისაჲ და ჟამი სიტყჳსაჲ

Verse: 8  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
ჟამი არს სიყუარულისაჲ და ჟამი არს სიძულილისაჲ და ჟამი მშჳდობისაჲ

Verse: 9  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
რაჲთამე უმეტეს არს მოქმედისა მის, რომელსა შურების

Verse: 10  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
ვიხილე ყოვლითურთ მიმოტაცებით, რომელი მოსცა ღმერთმან ძეთა კაცთასა, რათა მიმოიტაცნეს მას შინა

Verse: 11  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
ყოველივე ქმნა კეთილი ჟამსა თჳსსა და ყოველთა თანა საუკუნესა მოსცა გულსა მათსა, რათა არა იპოოს კაცმან ქმნილი, რომელი ქმნა ღმერთმან დასაბამითგან და ვიდრე აღსასრულამდე

Verse: 12  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
გულისხმა-ყავ, რამეთუ არა არს კეთილი მას შინა, გარნა რომელი იხაროს და ყოს კეთილი ცხორებასა თჳსსა

Verse: 13  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
და კაცმან, რომელმან ჭამოს და სუას და იხილოს კეთილი ყოველსა შინა შრომასა მისსა, ესე მოცემული ღმრთისა არს

Verse: 14  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
ვცან მე ყოველი, რაოდენი ქმნა ღმერთმან. იგი ეგოს უკუნისამდე. მას ზედა არა არს შეძინება და მისგან არა არს გამოჴუება, და ღმერთმან შექმნა, რათა ეშინოდის პირისაგან მისისა

Verse: 15  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
ყოფილი იგი მიერითგანვე არს და რაოდენი ყო, ყოფად არს, ქმნილ ხოლო არს და ღმერთმან მოიძიოს დევნული იგი

Verse: 16  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
და მერმე კუალად ვიხილე მზესა ამას ქუეშე ადგილი სასჯელისაჲ, და მუნ იყო უღმრთოჲ და ადგილი მართლისაჲ და მუნ იყო მოლალე

Verse: 17  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
და ვთქუ მე გულსა ჩემსა: მართლისა თანა და უღმრთოჲსა თანა საჯოსმეა ღმერთმან? რამეთუ ჟამი არს ყოვლისა საქმისაჲ და ყოველთა ზედა ქმნულთა ჟამი არს და ჟამიერობაჲ

Verse: 18  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
მუნ ვთქუ მე გულსა შინა ჩემსა სიტყჳსათჳს ძეთა კაცთასა, ვითარმედ განიკითხნეს იგინი ღმერთმან და აჩუენოს, რამეთუ იგინი პირუტყუნი არიან

Verse: 19  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
და რამეთუ მათცა შემთხუევაჲ ძეთა კაცთავე, ვითარცა შემთხუევაჲ პირუტყუთაჲ, ერთ არს მათი, ვითარცა მისი სიკუდილი, ეგრეცა ამის სიკუდილი. და სული მათი ყოველთა შინა და რაჲთამე ჰმატს კაცი პირუტყუსა? არარაჲთ, რამეთუ ყოველივე ამაო

Verse: 20  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
და ყოველივე ერთსა ადგილსა მივალს. ყოველივე შეიქმნა მიწისაგან და ყოველივე მიიქცევის მიწად

Verse: 21  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
და ვინ იცის სული ძეთა კაცთა, უკუეთუ აღვალს იგი ხე, და სული პირუტყუთაჲ, უკეთუ შთავალს იგი ქუეყანად ქუე

Verse: 22  Link to oskijerLink to bakaratLink to sept   
და ვიხილე, რამეთუ არა არს კეთილ, გარნა რომელი ახაროს კაცმან ყოველთა შინა ქმნილთა მისთა, რამეთუ იგი არს ნაწილი მისი. და ანუ ვინმე მოიყვანოს იგი ხილვად, რაჲ-იგი იყოს მისსა შემდგომად

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.