TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 771
Previous part

Chapter: 39 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   მას ჟამსა შინა მოავლინნა მაროდახ, ძემან ლაადანისმან, მეფემან ბაბილოვნისამან, ეპისტოლენი და მოციქულნი და ძღუენნი ეზეკიასსა, რამეთუ ესმა, ვითარმედ მოუსუსურდა ვიდრე სიკუდიდმდე და აღდგა.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
და განიხარა მათ ზედა ეზეკიამან სიხარული დიდი და უჩუენა მათ სახლი ნეხოთაჲსა და შტახსისა, და საკუმეველთა და მიჰრონთა, და ვეცხლისა და ოქროსა, და ყოველნი სახლნი ჭურჭელთა ფასისათანი და ყოველნი, რავდენნი იყვნენ საუნჯეთა შინა მისთა. და არა იყო არარაჲ, რომელი არა უჩუენა მათ ეზეკიამან სახლსა შინა მისსა.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
და მოვიდა ესაია წინაწარმეტყუელი ეზეკიას მომართ და თქუა მისდამი: რასა იტყჳან კაცნი ესე? და ვინა მოვიდეს შენდა? და თქუა ეზეკიამან: ქუეყანისაგან შორიელისა მოვიდეს ჩემდამო ბაბილონისაგან.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
და თქუა ისაია: რა იხილეს სახლსა შინა შენსა? და თქუა ეზეკიამან: ყოველნი სახლისა ჩემისაშინანი იხილნეს და არა არს სახლსა შინა ჩემსა, რომელი არა იხილეს, არამედდა საუნჯეთა ჩემთა შორისნიცა.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
და ჰრქუა მას ესაიამან: ისმინე სიტყუა უფლისა საბაოთისა.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
აჰა, დღენი მოვლენ და მიიხუნენ ყოველნი სახლისა შენისაშორისნი, და რავდენნი შეკრიბნეს მამათა შენთა ვიდრე დღისამდე ამის, ბაბილონად შთაიხუნენ, და არცა ერთი რაჲ არ დაუტეონ.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
ხოლო თქვა ღმერთმან: ვითარმედ შვილთაგან შენთა, რომელნი ჰშვენ, მიიყვანნენ და ყვნენ საჭურისებრ სახლსა შინა მეფისა ბაბილოვნელთასასა.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
და თქუა ეზეკიამან ესაიას მიმართ: კეთილ არს სიტყვა უფლისაჲ, რომელსა იტყოდა; იქმნენით აწ მშვიდობა და სიმართლე დღეთა შინა ჩემთა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.