TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 770
Previous part

Chapter: 38 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   და იყო მას ჟამსა შინა, მოუსუსურდა ეზეკია ვიდრე სიკუდიდმდე და მოვიდა მისსა ესაია, ძე ამოსისი, წინაწარმეტყუელი და თქუა მისდამი: ამათ იტყჳს უფალი: განაწესე სახლისათჳს შენისა, მოჰკუდები რამეთუ შენ, და არა სცხოვნდე.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
და მიიქცია ეზეკიამან პირი თჳსი კედლად მიმართ და ილოცა უფლისა მიმართ,

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
მეტყუელმან: უფალო, მოიჴსენე, უფალო, ვითარ ვიდოდე წინაშე შენსა ჭეშმარიტებისა თანა გულისა მიერ ჭეშმარიტისა და სათნონი წინაშე შენსა ვყვენ. და ტიროდა ეზეკია ტირილსა დიდსა.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ესაიას მიმართ, მეტყუელი:

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
ვიდოდე და არქუ ეზეკიასა: ამათ იტყჳს უფალი, ღმერთი დავითის, მამისა შენისა: მესმა ლოცვისა შენისა და ვიხილნე ცრემლნი შენნი. აჰა, შევსძინე ჟამსა ზედა შენსა წელიწადი ათხუთმეტი.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
და ჴელისაგან მეფისა ასსურასტანელთასა გიჴსნა მე შენ, და მწედ ქალაქისა ამის შეწევნა-ვყო.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
ხოლო ესე შენდა სასწაულ უფლისა მიერ, ვითარმედ ყოს უფალმან სიტყვა ესე.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
აჰა, მოვაქცევ აჩრდილთა აღსავალთასა, რომელთა შთავიდა მზე ათთა ხარისხთა სახლისა მამისა შენისათა უკუნქცევად მზე ათთა ხარისხთა. და აღმოვიდა მზე ათთა აღსავალთა, რომელთა შთავიდა აჩრდილი.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
ლოცვაჲ ეზეკია მეფისა, რაჟამს დასნეულდა და აღდგა:

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
მე ვთქუ სიმაღლესა შინა დღეთა ჩემთასა: წარვიდე ბჭეთა მიმართ ჯოჯოხეთისათა, დაუტევნე წელიწადნი ნეშტნი.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
ვთქუ: არღა მერმე არ ვიხილო მაცხოვარება ღმრთისაჲ ქუეყანასა ზედა ცხოველთასა, არღა მერმე არ ვიხილო კაცი მერმე დამკჳდრებულთა თანა.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
მოვაკლდი ნათესაობისაგან ჩემისა, დაუტევე ნვშტი ცხორებისა ჩემისა, განვიდა და წარვიდა ჩემგან, ვითარცა დამშლელი კარავსა აღმართებულსა, სული ჩემი იქმნა ჩემ თანა, ვითარცა ქსელი მიზდურისა მიახლებულისა გამოკუეთად.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
მას დღესა შინა მივეცი ვიდრე განთიადმდე, ვითარცა ლომსა, ეგრეთ შემუსრნა ყოველნი ძუალნი ჩემნი,

Verse: 14  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ დღისაგან ვიდრე ღამისამდე მივეცი, ვითარცა მერცხალმან, ეგრეთ ჴმა-ვყავ, და ვითარცა ტრედმან, ეგრეთ ვიწუართე, რამეთუ მოაკლდეს თუალნი ჩემნი მიხედვასა ჩემსა ცად უფლისა მიმართ, რომელმან განმარინა მე და მომისპო ჩემი სალმობა სულისა.

Verse: 15  Link to oskijer Link to sept   
რასა ვიტყოდე, ანუ რასა მეტყოდეს, ოდესცა იქმოდეს, რამეთუ მან განაგო ყოველნი წელიწადნი ჩემნი სიმწარით სულნი ჩემნი.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept   
უფალო, რამეთუ მისთჳს მიგეთხრა შენ და აღადგინე ცხორება ჩემი და ნუგეშინისცემული ვცხონდი.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept   
აჰა, მშჳდობა ჩემი მიიქცა სიმცირედ, ულხინე სულსა ჩემსა, რაჲთა არა წარწყმდეს, და განჰყარენ უკუანაგან ჩემსა ყოველნი ცოდვანი ჩემნი,

Verse: 18  Link to oskijer Link to sept   
რამეთუ არა ჯოჯოხეთისშინანი გაქებდენ შენ, არცა მომკუდარნი გაკურთხევდენ შენ, არცა ესვიდენ ჯოჯოხეთისშინანი მოწყალებასა შენსა.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept   
ცოცხალნი გაკურთხევდენ შენ ვითარსახედ და მე, რამეთუ დღესითგან ყრმანი ვქმნნე, რომელნი მიუთხრობდენ სიმართლესა შენსა.

Verse: 20  Link to oskijer Link to sept   
უფალო მაცხოვარებისა ჩემისაო; და არა დავსცხრე მაკურთხეველი შენი საფსალმონისა თანა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა წინაშე სახლისა ღმრთისა.

Verse: 21  Link to oskijer Link to sept   
და თქუა ესაია ეზეკიას მიმართ: მოიღე კუერი ლეღუთაგან, და დაგალე და იცხე და მრთელ იყო. და თქუა ეზეკიამან: ესე სასწაული, რამეთუ აღვიდე მე სახიდ უფლისა ღმრთისა?

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.