TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 813
Previous part

Chapter: 15 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   და თქუა უფალმან ჩემდამო: უკუეთუ დადგეს მოსე და სამუილ წინაშე ჩემსა, არა არს სული ჩემი მათდა მიმართ. განავლინე ერი ესე პირისა ჩემისაგან, განვიდენ.

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყოს, უკუეთუ თქუან შენდამი: სადა განვიდეთ? და სთქუა მათდამი, - ამათ იტყჳს უფალი, - რაოდენნი სიკუდილადმი, - სიკუდილადმი. და რაოდენნი მახჳლადმი, - მახჳლადმი, და რაოდენნი სიყმილამდი, - სიყმილადმი, და რაოდენნი ტყუეობადმი, - ტყუეობადმი.

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შურ-ვიგო მათ ზედა ოთხგუარად, - იტყჳს უფალი - მახჳლი სიკუდიდ მიმართ და ძაღლნი. განბძარვად მიმართ, და მჴეცნი ქუეყანისანი და მფრინველნი ცისანი ჭამისა მიმართ და განხრწნისა.

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განვსცნე ეგენი ჭირთა მიმართ ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა მანასისთჳს, ძისა ეზეკიასა, მეფისა იუდაჲსთა, ყოველთათჳს, რომელნი ქმნნეს იერუსალჱმს შინა.

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ვინ ჰრიდოს შენ ზედა, იერუსალჱმ და ვინ შეიშინოს შენ ზედა? ანუ ვინ მოაქციოს მშჳდობისა მომართ შენისა?

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
შენ გარემიმექეც მე, - იტყჳს უფალი, - შემდგომად სლვისაგან და განვყოფ ჴელსა ჩემსა, და განგრყუნე შენ და არღარა ულხინო მათ.

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განვსთესნე იგინი განთესვისა მიერ ბჭეთა შორის ერისა ჩემისათა. უშვილო იქმნეს და წარწყმდეს ერი ჩემი მკჳდრობისათჳს მათისა და არა მოიქცეს.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
განმრავლდეს ქურივნი მათნი უფროს ქჳშისა ზღჳსა. მოვაწივ დედასა ზედა ჭაბუკთასა საარებაჲ შუადღე. მივაგდე მის ზედა მყის ძრწოლაჲ და სწრაფაჲ.

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
უშვილო იქმნა მშობელი შჳდთაჲ, შებოროტნა სული მისი, დაჰჴდა მზე მის ზედა ჯერეთ განმშოვლებასა დღისასა. სირცხჳლეულ იქმნა და ეყუედრა, ნეშტნი მათნი მახჳლსა მივსცნე წინაშე მტერთა მათთა, - თქუა უფალმან, _

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ვაჲ ჩემდა, დედაო! ვითარცა ვინ მშევ მე? მამაკაცი დასჯილი და განმკითხველი ყოველსა ქუეყანასა. არ თანა-მედვა, არცა მეთანამდებებოდა არა ვინ, ძალი ჩემი მოაკლდა მწყევართა ჩემთა შორის.

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
იყავნ, უფალო, წარმართება მათდა. არა თუმცა წარმოვდეგ შენდა ჟამსა შინა ძჳრთა მათთასა და ჟამსა შინა ჭირისა მათისასა საკეთილოდ მტერთა მიმართ.

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ იცნობოს ძჳნად და ზღუდედ რვალისად ძალი შენი?

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და საუნჯენი შენნი იავრად მივსცნე ნაცვლად ყოველთათჳს ცოდვათა შენთა, ყოველთა შორის საზღუართა შენთა.

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დაგამონო შენ გარემო მტერთა შენთა ქუეყანასა ზედა, რომელ არა იცი. რამეთუ ცეცხლი აღატყდა გულისწყრომისა ჩემისაგნ თქუენ ზედა, და აეგზნას.

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
უფალო, მომიჴსენე მე და მომხედე მე და უბრალო-მყავ მე მდევართა ჩემთაგან. ნუ სულგრძელებისა შენისადმი დამმარხავ მე. ცან, ვითარ მოვიღე შენ ძლით ყუედრებაჲ.

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
უგულებელსმყოფელთაგან სიტყვათა შენთასა. მოასრულეს იგინი. და იყავნ სიტყუაჲ შენი ჩემდა ნუგეშინის-საცემელ და სიხარულ გულისა ჩემისა, რამეთუ ზედწოდებულ არს სახელი შენი ჩემ ზედა, უფალო ყოვლისა მპყრობელო.

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
არა დავჯდე შესაკრებელსა შორის მათ თანა, იმღერიედ რაჲ, არამედ ვიშიშვოდე პირისაგან ჴელისა შენისა. მარტოვებით ვჯდე, რამეთუ სიმწარითა აღვივსე.

Verse: 18  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რაჲსათჳს შემაწუხებელნი ჩემნი მძლევენ? წყლულება ჩემი მტკიცე არს. ვინაჲ განვიკურნო? ქმნილ იქმნა ჩემდა, ვითარცა წყალი ცრუჲ, არმქონებელი რწმენისა.

Verse: 19  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: უკუეთუ მოაქციო, და კუალად-გაგო შენ, წინაშე პირსა ჩემსა დასდგე. და გამო-თუ-იყვანო პატიოსანი უღირსისაგან, ვითარცა პირი ჩემი იყო, და მოაქციონ მათ შენდა, და შენ არა მიაქციო მათდამი?

Verse: 20  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მიგცე შენ ერსა ამას, ვითარცა ზღუდე რვალისაჲ მაგარი და გბრძოდიან შენ და ვერ უძლებდენ შენდამი მით, რამეთუ შენ თანა ვარ ცხოვნებად შენდა, - თქუა უფალმან,

Verse: 21  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განრინებად შენდა ჴელისაგან ბოროტისა და გიჴსნა მე შენ ჴელისაგან სიყმილთასა, - იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.