TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 814
Previous part

Chapter: 16 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შენ ნუ ისუამ ცოლსა. და არა იშვეს შენდა ძე, არცა ასული ადგილსა ამას შინა,

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძეთათჳს და ასულთა, ქმნილთა ადგილსა ამას შინა და დედათა მათთათჳს მლმობელთა მათთა და მამათა მათთათჳს მშობელთა მათთა, ქუეყანასა ამას შინა.

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
სიკუდილისა მიერ, ვითარცა ვიტყჳ, მოკუდენ. არა იტყებნენ და არა დაიფლნენ. სამაგალითოდ პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა იყვნენ, და მახჳლისა მიერ დაეცნენ და სიყმილისა მიერ მოესრულნენ. და იყუნენ მძორნი მათნი საჭმელ მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი: ნუ შეხუალ მწყობრობასა მათსა და ნუ მიხვალ ტყებად და ნუ ეგლოვ მათ, რამეთუ განვაკიდვე მშჳდობაჲ ჩემი ერისა ამისაგან, - იტყჳს უფალი, - და წყალობა ჩემი და შეწყნარებანი ჩემნი.

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მოკუდენ დიდნი და მცირენი ქუეყანასა ამას შინა. არა დაეფლნენ, არცა ეტყებდენ მათ, არცა რაჲთურთით ქმნან არარაჲ და არა აღიპარსნენ და არცა იტირნენ.

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და არცა განტყდეს პური გლოვასა შინა მათთასა ნუგეშინის-საცემელად მკუდარსა ზედა. არა ასუან მას სასუმელი ნუგეშინის-საცემელად მამასა მისსა ზედა და დედასა მისსა ზედა.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
სახიდ ანკანაკობისა მათისა არა შეხჳდე ოდესცა თანდაჯდომად მათ თანა, ჭამად და სუმად,

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მით, - რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთა ღმერთი ისრაჱლისა, - აჰა, მე დავარღუევ ადგილისა ამისგან წინაშე თუალთა თქუენთა დღეთა შინა თქუენთა ჴმასა სიხარულისასა და ჴმასა შუებისასა და ჴმასა სიძისასა და ჴმასა სძლისასა.

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყოს, ოდეს მიუთხრნე ერსა ამას ყოველნი ესე სიტყუანი, და თქუან შენდამო: რასათჳს თქუნა უფალმან ჩუენ ზედა ყოველნი ესე ძჳრნი? რაჲ არს სიცრუენი ჩუენი, და რაჲ ცოდვაჲ ჩუენი, რომელი ვცოდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა?

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ჰრქუა მათ: მის წილ, რომელ დამიტევეს მამათა თქუენთა, - იტყჳს უფალი, - და ვიდოდეს უკანა ღმერთთა უცხოთასა და ჰმსახურეს მათ, და თაყუანის-სცეს მათ, და მე დამიტევეს და სჯული ჩემი არა დაიმარხეს.

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუენცა იუკეთურეთვე უფროს მამათა თქუენთასა და, აჰა, თქუენ ხუალთ კაცადნი უკანა სათნოთა გულისა თქუენისათა არსმენად ჩემდა.

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განგთხინე თქუენ ქუეყანისა ამისგან ქუეყანად. მიმართ, რომელი არა იცით თქუენ და მამათა თქუენთა, და ჰმსახუროთ მუნ ღმერთთა უცხოთა დღე და ღამე, რომელთა არა მოგცენ თქვენ წყალობაჲ.

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და არა თქუან მერმე: ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძენი ისრაილისანი ქუეყანით ეგჳპტით,

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
არამედ ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძვნი ისრაილისანი ქუეყანისაგან ჩრდილოსა და ყოველთაგან სოფლებთა, სადა განიჴადნეს მუნ. და კუალად ვაგნე იგინი ქუეყანასა მათსა, რომელი მივეც მამათა მათთა.

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
აჰა, მივავლენ მრავალთა მონადირეთა და მოინადირნენ იგინი. და ამათსა შემდგომად მივავლენ მრავალთა მთხევლართა, - იტყჳს უფალი, - და მოითხევლნენ იგინი ზედა კერძო ყოვლისა მთისა და ზედა კერძო ყოვლისა ბორცჳსა და ჴურელებისაგან კლდეთასა,

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ თუალნი ჩემნი ყოველთა ზედა გზათა მათთა და არ დაიფარნენ უსამართლოებანი მათნი წინაშე თუალთა ჩემთა.

Verse: 18  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ნაცვალ-ვაგო მრჩობლეულად სიცრუეთა მათთა და ცოდვათა მათთა მათ წილ, რომელ შეაგინეს ქუეყანა ჩემი, მძორებისა მიერ საძაგელებათა მათთასა და უსჯულოებათა მათთა მიერ, რომლითა შესცოდეს სამკჳდრებელსა ჩემსა.

Verse: 19  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
უფალო, ძალო ჩემო და შემწეო ჩემო და მისალტოლველო ჩემო დღეთა შინა ძჳრთა ჩემთასა შენდამი, წარმართნი მოვიდენ დასასრულით ქუეყანისათ და თქუან, ვითარმედ: ნაცილად მოიგნეს მამათა ჩუენთა კერპნი და არა არს სარგებელი მათ თანა.

Verse: 20  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ ყუნეს კაცმან თავისა თჳსისად ღმერთნი, და იგინი არა არიან ღმერთ.

Verse: 21  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
აჰა, მე განუცხადო მათ ჟამსა ამას შინა ჴელი ჩემი, და ვაცნობო მათ ძალი ჩემი, და ცნან, ვითარმედ სახელი ჩემი უფალ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.