TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 162
Previous part

Chapter: 16  
თავი 16



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, მეტყუელი [2] და შენ ნუ ისუამ ცოლსა,

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ed. 1709: 83a  და არა იშვეს შენდა ძე, არცა ასული ადგილსა ამას შინა.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძეთათჳს და ასულთა, ქმნილთა ადგილსა ამას შინა, და დედათა მათთათჳს, მშობელთა მათთა, და მამათა მათთათჳს, მშობელთა მათთა ქუეყანას ამას შინა.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სიკუდილისა მიერ, ვითარცა ვიტყჳ, მოკუდენ, არა იტყებდნენ და არა დაიფლნენ, სამაგალითოდ პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა იყვნენ და მახჳლისა მიერ დაეცნენ და სიყმილისა მიერ მოესრულნენ, და იყვნენ მძორნი მათნი საჭმელ მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი: ნუ შეხუალ მწყობრობასა მათსა და ნუ მიხუალ ტყებად და ნუ ეგლოვ მათ, რამეთუ განვაკიდვე მშვიდობაჲ ჩემი ერისა ამისაგან, იტყჳს უფალი, და წყალობაჲ ჩემი და შეწყნარებანი ჩემნი.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოკუდენ დიდნი და მცირენი ქუეყანასა ამას შინა, არა დაეფლნენ, არცა ეტყებდენ მათ, არცა რაჲთურთით ქმნან არარაჲ და არა აღიპარსნენ და არცა იტირნენ.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არცა განტყდეს პური გლოვასა შინა მათსა ნუგეშინის-საცემელად მკუდარსა ზედა, არა ასუან მას სასუმელი ნუგეშინის-საცემელად მამისა მისსა ზედა და დედისა მისსა ზედა.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სახიდ ანკანაკობისა მათისა არა შეხჳდე ოდესცა თან-დაჯდომად მათ თანა ჭამად და სუმად.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მით რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: აჰა მე დავარღუევ ადგილისა ამისგან წინაშე თუალთა თქუენთა დღეთა შინა თქუეთა ჴმასა სიხარულისასა და ჴმასა შუბისასა და ჴმა[სა] სიძისასა და ჴმა[სა] სძლისასა.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს, ოდეს მიუთხრნე ერსა Page of ms. Ga: 226r   ამას ყოველნი ესე სიტყუანი და თქუან შენდამო: რაჲსათჳს თქუნა უფალმან ჩუენ ზედა ყოველნი ესე ძჳრნი, რაჲ არს სიცრუვე ჩუენი და რაჲ ცოდვაჲ ჩუენი, რომელი ვცოდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა Page of ed. 1709: 83b  ჩუენისა?

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ: მის წილ რომელ დამიტევეს მამათა თქუენთა, იტყჳს უფალი, და ვიდოდეს უკუანა ღმერთთა უცხოთასა და ჰმსახურეს მათ და თაყუანის-სცეს მათ და მე დამიტევეს და შჯული ჩემი არ დაიმარხეს,

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუენცა იუკეთურთვე უფროჲს მამათა თქუენთასა და აჰა თქუენ ხუალთ კაცადი უკუანა სათნოთა გულისა თქუენისათა არსმენად ჩემდა.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განგთხინე თქუენ ქუეყანასა ამისგან ქუეყანად მიმართ, რომელი არ იცით თქუენ და მამათა თქუენთა და ჰმსახუროთ მუნ ღმერთთა უცხოთა დღე და ღამე, რომელთა არა მოგცენ თქუენ წყალობაჲ.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა დღენი მოვლენ, იტყჳს უფალი, და არა თქუან მერმე: ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძენი ისრაილისნი ქუეყანით ეგჳპტით,

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არამედ ცხოველ არს უფალი, რომელმან აღმოიყვანნა ძენი ისრაილისანი ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და ყოველთაგან სოფელთა, სადა განიჴადნეს მუნ, და კუალად-ვაგნე იგინი ქუეყანასა მათსა, რომელი მივეც მამათა მათთა.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა მივავლენ მრავალთა მთხევლართა, იტყჳს უფალი, და მოითხევლნენ იგინი, და ამათსა შემდგომად მივავლენ მრავალთა მონადირეთა, და მოინადირნენ იგინი ზედა კერძო ყოვლისა მთისა და ზედა კერძო ყოვლისა ბორცჳსა და ჴურელებისაგან კლდეთაჲსა.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ თუალნი ჩემნი ყოველთა ზედა გზათა მათთა, და არ დაიფარნენ უსამართლოებანი მათნი წინაშე თუალთა ჩემთა.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ნაცვალ-ვაგო მრჩობლეულად სიცრუეთა მათთა და ცოდვათა მათთა, მათ წილ, რომელ შეაგინეს ქუეყანაჲ ჩემი მძორებისა მიერ საძაგელებათა მათთაჲსა და უსჯულოებათა მათთა მიერ, რომლითა შესცოდეს სამკჳდრებელსა ჩემსა.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
უფალო, ძალო ჩემო და შემწეო ჩემო და მისალტოლველო ჩემო და მისალტოლველო ჩემო დღეთა შინა Page of ed. 1709: 84a  ძჳრთა ჩემთასა, შენდამი წარმართნი მოვიდენ დასასრულით ქუეყანისაჲთ და თქუან, ვითარმედ: ნაცილად მოიგნეს მამათა ჩუენთა კერპნი, და არა არს სარგებელი მათ თანა.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ყვნეს კაცმან თავისა თჳსისად ღმერთნი, და იგინი არა არიან ღმერთ?

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა მე განუცხადო მათ ჟამსა ამას შინა ჴელი ჩემიდა ვაცნობო მათ ძალი ჩემი, და ცნან, ვითარმედ: სახელი ჩემი უფალ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.