TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 163
Previous part

Chapter: 17  
თავი 17



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   ამათ იტყჳს უფალი: ცოდვაჲ იუდაჲსი შთაწერილ არს ნაწერსა შინა; Page of ms. Ga: 226v   რკინასა შინა ფრჩხილითა ადამანტინისაჲთა, შთაწებული მკერდსა ზედა ფიცრისა გულისა მათისასა და რქათა შორის საკურთხეველთა მათთასა.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ ოდესცა მოიჴსენნენ ძეთა მათთა საკურთხეველთა მათთაჲ და სერტყთა მათთაჲ ხეთა შორის ვარჯოანსა და ბორცუთა ზედა განსაცხრომელთა.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მთათა ველსა შორის ძალი შენი და ფასნი შენნი იავრად მივსცნე და მაღალნი შენნი -- ცოდვათა შენთათჳს ყოველთა შორის საზღვართა შენთა.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაშთე მარტოჲ და დაჰმდაბლდე სამკჳდრებელისაგან შენისა, რომელი მიგეც შენ, და დაგამონო შენ მტერთა შენთა ქუეყანასა შინა, რომელ არა უწყოდი, რამეთუ ცეცხლი აღგზებულ არს გულისწყრომისაგან ჩემისა, ვიდრე საუკუნომდე ეგზებოდის.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ იტყჳს უფალი: წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოებაჲ აქუს კაცისა მიმართ და განიმტკიცოს ჴორცი მკლავისა თჳსისაჲ, და უფლისაგან განდგეს გული მისი.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს ვითარ ველური გრიკი უდაბნოს შინა, რომელი არა იხილავს, ოდეს მოვიდეს კეთილნი, და დაეშენოს ალდატსა, ქუეყანასა უდაბნოსა, ქუეყანასა შინა მარილიანსა, რომელი არ დაიმკჳდრების.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და კურთხეულ არს კაცი, რომელი ესვიდა უფლისა მიმართ, და იყოს უფალი სასო მისსა,

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს ვითარცა ხჱ ნოყიერი წყალსა ზედა, და ნოტია\სა Page of ed. 1709: 84b  ზედა განიხუნეს ძირნი მისნი. და არა შეშინდეს, ოდეს მოვიდეს სიცხე, და იყოს მის შორის მორჩები სერტყოვნები, წელიწადსა უწჳმოებისასა არა შეშინდეს და არა მოაკლოს ყოფად ნაყოფი.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ღრმა არს გული უფროჲს ყოველთასა, და კაც არს, და ვინ ცნას იგი?

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მე, უფალი, გამწულილველი გულთაჲ, გამომცდელი თირკუმელთაჲ მიცემად კაცადისა გზათაებრ მისთა და ნაყოფთაებრ სიმარჯუეთა მისთაჲსა.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
კმა-ყო კაკაბმან, შეიკრიბნა, რომელნი არა ყვნა მყოფელმან სიმდიდრესა მისსა არა განკითხვით; განზოგებასა დღეთა მისთასა დაუტევონ იგი და უკუანაჲსკნელთა მისთა შინა იყოს უცნობელ.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
საყდარ დიდების, ამაღლებულ, სიწმიდე ჩუენი, [13] დასაბამითგან ადგილ სიწმიდისა ჩუენისა,

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
თმენაჲ ისრაილისაჲ: Page of ms. Ga: 227r   უფალო, ყოველნი დამტევებელნი შენნი სირცხჳლეულ იქმნედ, განმდგომნი ქუეყანასა ზედა დაიწერნედ, რამეთუ დაუტევეს წყაროჲ ცხორებისაჲ, უფალი.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
განმკურნე მე, უფალო, და განვიკურნო, და მაცხოვნე მე, და ვცხონდე, რამეთუ სიქადული ჩემი შენ ხარ.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა ესენი იტყჳან ჩემდამო: სადა არს სიტყუაჲ უფლისაჲ? მოვედინ.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო მე არ დავშუერ, შედგომილი უკუანა შენსა და დღესა კაცისასა, გულმან არ მითქუა, შენ უწყი, გამომავალნი ბაგეთა ჩემთაგან წინაშე პირსა შენსა არიან.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნუ მექმნები მე უცხო, მრიდებელი ჩემი დღესა შინა ბოროტსა.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სირცხჳლეულ იქმნენინ მდევარნი ჩემნი, და ნუ მერცხჳნებინ მე; შეძრწუნდედ იგინი, და ნუცა შევძრწუნდები მე. მიაწიე მათ ზედა დღე ბოროტი, მრჩობლითა შემუსრვითა შემუსრენ იგინი.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე და დადეგ ბჭეთა ზედა ძეთა ერისა შენისათაჲსა, რომლისა მიერ შევლენ მათ მიერ მეფენი იუდაჲსნი და რომელ\თა Page of ed. 1709: 85a  მიერ გამოვლენ მათ ზედა და ყოველთა ზედა ბჭეთა იერუსალიმისათა.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სთქუა მათა მიმართ: ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ მეფეთა იუდაჲსთა და ყოველმან იუდეამან და ყოველმან ისრაილმან, შემავალთა ბჭეთა ამათ შორის.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი: დაიცვენით სულნი თქუენნი და ნუ ადიდებთ ტჳრთსა დღესა შინა შაბათთასა და ნუ გამოხუალთ ბჭეთა იერუსალიმისათა.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ნუ გამომქონან ტჳრთნი სახლთაგან თქუენთა დღესა შინა შაბათთასა და ყოველი საქმე არა ჰქმნათ და წმიდა-ყავთ დღეთა შაბათთაჲ, ვითარცა ვამცენ მამათა თქუენთა.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არა ისმინეს და არა მოყვეს ყური მათი და განიფიცხეს ქედი მათი უფროჲს მამათა მათთაჲსა არსმენად ჩემსა და არშეწყნარებად სწავლაჲ.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს, უკეთუ სმენით ისმინოთ ჩემი, იტყჳს უფალი, არა შეღებად ტჳრთი ბჭეთა მიერ ამის ქალაქისათა დღესა შინა შაბათთასა და წმიდა-ყოფად დღე შაბათთაჲ არა ქმნითა მას შინა ყოველსა საქმესა.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შემოვიდოდინ ბჭეთა მიერ ამის ქალაქისათა და მთავარნი, მსხდომნი საყდარსა ზედა დავითისსა, ზედ აღმავალნი ეტლებსა ზედა და ცხენებსა მისსა, იგინი და მთავარნი მათნი, მამაკაცნი იუდაჲსნი Page of ms. Ga: 227v   და დამკჳდრებულნი იერუსალმისანი, და დაეშენოს ქალაქი ესე საუკუნოდ.

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვიდენ ქალაქთაგან იუდაჲსთა და გარემოჲს იერუსალიმისა და, ქუეყანისაგან ბენიამენისსა და ველობისაგან და მთისაგან და ჩრდილოდ მიმართისაგან, მომღებელნი ყოვლად-დასაწუველთა და მსხუერპლთა და საკუმეველთა და მანნასა და გუნდრუკსა და მომღებელნი საქებელად სახლისა მიმართ უფლისა.

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს, არა თუ ისმინოთ ჩემი წმიდა-ყოფად დღე შაბათთაჲ არა აღებად ტჳრთნი და შესლვად ბჭეთა იერ\უსალიმისათა Page of ed. 1709: 85b  დღესა შინა შაბათთასა, და აღვაგზნა ცეცხლი ბჭეთა მისთა შორის და შეჭამნეს მრჩობლ ზღუდენი იერუსალიმისანი და არა დაშრტეს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.