TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 332
Previous part

Chapter: 17  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ცოდვაჲ იუდაჲსი დაწერილ არს წიგნთა შინა რკინისათა ფრცხილითა ადამანტიანისაჲთა; გამოდგმულ არს მკერდსა ზედა გულთა მათთასა, და კიდესა ზედა ტაბლათა მათთასა ესრეთ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
რაჟამს მოიჴსენონ შვილთა მათთა შესაწირავთა მათთა, და სერტყთა მათთაჲ ხეთა ზედა მაღნარისათა, და ბორცუთა ზედა მაღალთა

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და მთათა ველისათა; ძალი შენი, და საფასენი შენნი აღსაჭრელად მივსცნე, და მაღალნი იგი შენნი ცოდვათა შენთათჳს, რომელ იყვნეს ყოველთა საზღვართა შენთა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და დაშთე მარტოჲ, <და> დაჰგლახაკნე მკჳდრობისაგან შენისა, რომელ მიგეც შენ, და დაგამონო შენ მტერთა შენთა ქუეყანასა ჩემსა, და გულის-ჴმა-ჰყო რამეთუ ცეცხლი აღგზებულ არს გულის-წყრომასა შინა ჩემსა, მი-უკუნისამდე ეგზებოდის.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი; წყეულ იყავნ კაცი იგი, რომელსა სასოებაჲ თჳსი აქუნდეს კაცისა მიმართ, და ესვიდეს ჴორცთა მკლავთა თჳსთასა, და უფლისაგან განდგეს გული მისი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და იყოს იგი ვითარცა გრიკი ყელისაჲ უდაბნოსა შინა, და არა იხილოს მან, რაჟამს მოიწიოს კეთილი და ეშჱნოს იგი ბიცოანსა ქუეყანასა, უდაბნოსა, ქუეყანასა მარილოვანსა, რომელსა ვერ ვინ დაეშჱნეს.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და კურთხეულ იყავნ Page of ms. J: A117r  კაცი იგი რომელი ესავს/ უფალსა;

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და იყოს იგი ვითარცა ხჱ ნუყიერი წყალსა ზედა, <და> ნოტიოსა ზედა დაიმტკიცნის ძირნი მისნი, და არა შეიშინოს, რაჟამს მოიწიოს სიცხჱ, და იყოს მას ზედა მორჩები სერტყოვნები წელსა მას გუალვისასა. არა ეშინოდის და არა მოაკლოს გამოღებად ნაყოფისა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ღრმა არს გული უფროჲს ყოველთა, და კაც არს, და ვინ ცნას იგი,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
მე უფალმან, რომელმან განვკითხნა გულნი <და> გამოვცადნი თირკუმელნი, მიცემად კაცად-კაცადსა გზათა თჳსთა-ებრ, და მსგავსად ნაყოფთა საქმეთა მისთა-ებრ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ჴმა ყო კაკაბმან და შეიკრიბნა მართუენი, რომელ არა სცნა ყოფად სიმდიდრისა მისისა არა განკითხვით, განზოგებასა ოდენ დღეთა მისთასა დაუტეონ იგი; აღსასრულთა მისთა იყოს იგი უგუნურ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
საყდარ დიდების აღმაღლებულ, სიწმიდეო ჩუენო, დასაბამითგან ადგილ სიწმიდის ჩუენდა,

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
თმენაო ისრაჱლისაო უფალო, ყოველთა რომელთა დაგიტევეს შენ ჰრცხუენოდენ, რომელნი განგიდგეს შენგან ქუეყანასა ზედა დაიწერნენ, რამეთუ დაგიტევეს წყაროჲ ცხორებისაჲ უფალი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
განმკურნე მე უფალო, და განვიკურნო, და მაცხოვნე და ვცხოვნდე, რამეთუ სიქადული ჩემი შენ ხარ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა იგინი მეტყჳედ მე ვითარმედ სადა არს სიტყუაჲ უფლისაჲ; მოვედინ ჩუენდა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ხოლო მე არა დავშუერ შედგომად კუალსა შენსა, და დღჱ კაცისაჲ არა მწადოდა. შენ უწყი, რაჲ იგი გამოვალს ბაგეთა <გან> ჩემთა, წინაშე შენსა არს.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ნუ მექმნები შენ უცხო; მილხინე მე დღესა ბოროტსა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ჰრცხუენოდენ მდევართა ჩემთა, და ნუ მრცხუენებინ მე, შეძრწუნდედ იგინი, და ნუმცა მე შევძრწუნდები, მოავლინე მათ ზედა დღჱ ბოროტი; მრჩობლითა შემუსრვითა შემუსრენ იგინი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ესრე მრქუა მე უფალმან; მივედ და დადეგ ბჭეთა <ძეთა> ზედა ერისა შენისათა, რომელსა შევლენ მეფენი იუდაჲსნი, და გამოვლენ მათგან და ყოველთა ბჭეთა იჱრუსალემისათა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ; ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, მეფეთა იუდაჲსთა და ყოველმან ჰურიასტანმან და ყოველთა მკჳდრთა/ Page of ms. J: A117v  იჱრუსალემისათა, და რომელნი შეხუალთ ბჭეთა ამათ.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი; ეკრძალენით თავთა თქუენთა, და ნუ აღიკიდებთ ტჳრთსა დღესა შაბათსა, და ნუ გამოხუალთ ბჭეთა იჱრუსალემისათა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და ნუ გამოგაქუნ ტჳრთი სახლით თქუენით დღესა შაბათსა, და ყოველთა საქმეთა ნა იქმთ, და წმიდა ყავთ დღჱ შაბათთაჲ, ვითარცა იგი ვამცენ მამათა თქუენთა; და არა ისმინეს და არცა მოყვეს ყური მათი.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და განიფიცხნეს ქედნი მათნი უფროჲს მამათა მათთა არა მორჩილებად ჩემდა, და არა შეწყნარებად სწავლისა ჩემისა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და <იყოს>, უკუეთუ სმენით ისმინოთ ჩემი, იტყჳს უფალი, არა შემოღებად ტჳრთისა ბჭეთა ამის ქალაქისათა დღეთა შაბათთასა, და განწმედად დღენი შაბათთანი არა საქმედ მათ შინა ყოვლისა საქმისა,

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და შემოვლენ ამიერ ბჭით ქალაქსა ამას მეფენი <და მთავარნი> მსხდომარენი საყდარსა ზედა დავითისსა, და აღმჴედრებულ ეტლთა ზედა და ჰუნეთა მათთა, იგინი და მთავარნი მათნი, მთავარნი იუდაჲსნი და მკჳდრნი იჱრუსალემისანი და ეშჱნოს ქალაქი ესე უკუნისამდე.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და მოვიდენ ქალაქთაგან იუდაჲსთა, და რომელნი არიან გარემო იჱრუსალემსა, და ბენიამ<ენ>ისით, და ველით და მთით და ბღუარით კერძო, მოაქუნდეს შესაწირავი, და საკუმეველი, მანანაჲ, და გუნდრუკი მოიღონ შესაწირავად სახლსა უფლისასა.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და თუ არა ისმინოთ ჩემი, წმიდა ყოფად დღეთა შაბათთა, აღკიდებად ტჳრთისა და შესლვად ბჭეთა იჱრუსალემისათა, და აღვაგზნე ცეცხლი ბჭეთა მისთა, და შეჭამნეს ზღუდენი იჱრუსალემისანი და არა დაშრტეს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.