TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 815
Previous part

Chapter: 17 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   ამათ იტყჳს უფალი: ცოდვაჲ იუდაჲსი შთაწერილ არს ნაწერსა შინა, რკინასა შინა ფრჩხილითა ადამანტინისაჲთა, შთაწებული მკერდსა ზედა ფიცრისა გულისა მათისასა და რქათა შორის საკურთხეველთა მათთასა.

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ესრეთ, ოდესცა მოიჴსენნენ ძეთა მათთა საკურთხეველთა მათთაჲ და სერტყთა მათთაჲ ხესა შორის ვარჯოანსა და ბორცუთა ზედა განსაცხრომელთა.

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მთათა ველსა შორის ძალი შენი და ფასნი შენნი იავრად მივსცნე და მაღალნი შენნი ცოდვათა შენთათჳს, ყოველთა შორის საზღვართა შენთა.

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დაშთე მარტოჲ და დაჰმდაბლდე სამკჳდრებელისაგან შენისა, რომელი მიგეც შენ და დაგამონო შენ მტერთა შენთა ქუეყანასა შინა, რომელი არა უწყოდი, რამეთუ ცეცხლი აღგზებულ არს გულისწყრომისაგან ჩემისა, ვიდრე საუკუნომდე ეგზებოდის.

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ესრეთ იტყჳს უფალი: წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ, და განიმტკიცოს ჴორცი მკლავისა თჳსისაჲ, და უფლისაგან განდგეს გული მისი.

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყოს ვითარ ველური გრიკი უდაბნოს შინა, რომელი არა იხილავს, ოდეს მოვიდენ კეთილნი. და დაეშენოს ალდატსა, ქუეყანასა უდაბნოსა, ქუეყანასა შინა მარილიანსა, რომელი არა დაიმკჳდრების.

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და კურთხეულ არს კაცი, რომელი ესვიდა უფლისა მიმართ. და იყოს უფალი სასო მისსა.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყოს, ვითარცა ხე ნოყიერი წყალსა ზედა, და ნოტიასა ზედა განიხუნეს ძირნი მისნი. და არა შეშინდეს, ოდეს მოვიდეს სიცხე. და იყოს მის შორის მორჩები სერტყოვნები, წელიწადსა უწჳმროებისასა არა შეშინდეს და არა მოაკლოს, ყოფად ნაყოფი.

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ღრმა არს გული უფროს ყოველთასა და კაც არს. და ვინ ცნას იგი?

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მე, უფალი, გამომწულილველი გულთა, გამომცდელი თირკმელთა მიცემად კაცადისა გზათაებრ მისთა და ნაყოფთაებრ სიმარჯუეთა მისთაჲსა.

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ჴმა-ყო კაკაბმან, შეიკრიბნა, რომელნი არა შვნა. მყოფელმან სიმდიდრესა მისსა არა განკითხვით, განზოგებასა დღეთა მისთასა დაუტეონ იგი და უკანასკნელთა შინა მისთა იყოს უცნობელ.

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
საყდარ დიდების ამაღლებულ, სიწმიდე ჩუენი,

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
დასაბამითგან ადგილ სიწმიდისა ჩვენისა. თმენაჲ ისრაილისა, უფალო, ყოველნი დამტევებელნი შენნი სირცხჳლეულ იქმნედ განმდგომნი ქუეყანასა ზედა დაიწერნედ, რამეთუ დაუტევეს წყაროჲ ცხოვრებისა, უფალი.

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
განმკურნე მე უფალო, და განვიკურნო, და მაცხოვნე მე, და ვცხონდე, რამეთუ სიქადული ჩემი შენ ხარ.

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
აჰა, ესენი იტყჳან ჩემდამო: სადა არს სიტყუაჲ უფლისაჲ? მოვედინ!

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ხოლო მე არა დავშუერ შედგომილი უკანა შენსა და დღესა კაცისასა გულმან არ მითქუა. შენ უწყი, გამომავალნი ბაგეთა ჩემთაგან წინაშე პირსა შენსა არიან.

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ნუ მექმნები მე უცხო, მრიდებელი ჩემი დღესა შინა ბოროტსა.

Verse: 18  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
სირცხჳლეულ იქმნენინ მდევარნი ჩემნი და ნუ მერცხჳნებინ მე. შეძრწუნდენ იგინი და ნუცა შევძრწუნდები მე. მიაწიე მათ ზედა დღე ბოროტი, მრჩობლითა შემუსრვითა შემუსრენ იგინი.

Verse: 19  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ესრეთ თქუა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე და დადეგ ბჭეთა ზედა ძეთა ერისა შენისათასა, რომლისა მიერ შევლენ მათ მიერ მეფენი იუდაჲსნი, და რომელთა მიერ გამოვლენ მათ ზედა და ყოველთა ზედა ბჭეთა იერუსალიმისათა.

Verse: 20  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და სთქუა მათდა მიმართ: ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ მეფეთა იუდაჲსთა და ყოველმან იუდეამან და ყოველმან ისრაილმან, შემავალთა ბჭეთა ამათ შორის.

Verse: 21  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი: დაიცვენით სულნი თქუენნი და ნუ აღიღებთ ტჳრთსა დღესა შინა შაბათთასა და ნუ გამოხუალთ ბჭეთა იერუსალიმისათა,

Verse: 22  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ნუ გამოგქონან ტჳრთნი სახლთაგან თქუენთა დღესა შინა შაბათთასა, და ყოველი საქმე არა ჰქმნათ. და წმიდა-ყავთ დღე შაბათთაჲ, ვითარცა ვამცენ მამათა თქუენთა.

Verse: 23  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და არა ისმინეს, და არა მოყვეს ყური მათი, და განიფიცხეს ქედი მათი უფროს მამათა მათთასა არსმენად ჩემსა და არშეწყნარებად სწავლაჲ.

Verse: 24  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყოს, უკეთუ სმენით ისმინოთ ჩემი, - იტყჳს უფალი, - არა შეღებად ტჳრთი ბჭეთა მიერ ამის ქალაქისათა დღესა შინა შაბათთასა და წმიდაყოფად დღე შაბათთაჲ, არაქმნითა მას შინა ყოველსა საქმესა.

Verse: 25  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შემოვიდოდიან ბჭეთა მიერ ამის ქალაქისათა მეფენი და მთავარნი, მსხდომნი საყდარსა ზედა დავითისსა, ზედაღმავალნი ეტლებსა ზედა და ცხენებსა მისსა, იგინი და მთავარნი მათნი მამაკაცნი იუდაჲსნი და დამკჳდრებულნი იერუსალიმისანი. და დაეშენოს ქალაქი ესე საუკუნოდ.

Verse: 26  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მოვიდენ ქალაქთაგან იუდასთა და გარემოს იერუსალიმისა და ქუეყანისაგან ბენიამენისსა, და ველობისაგან და მთისაგან და ჩრდილოდ მიმართისაგან, მომღებელნი ყოვლადდასაწუელთა და მსხუერპლთა და საკმეველთა და მანანასა და გუნდრუკსა და მომღებელნი საქებელად სახლისა მიმართ უფლისა.

Verse: 27  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყოს, არა თუ ისმინოთ ჩემი წმიდა-ყოფად დღე შაბათთაჲ. არა აღღებად ტჳრთნი და შესლვად ბჭეთა იერუსალიმისათა დღესა შინა შაბათთასა, და აღვაგზნა ცეცხლი ბჭეთა მისთა შორის, და შეჭამნეს მრჩობლგზებნი იერუსალიმისანი და არა დაშრტეს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.