TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 822
Previous part

Chapter: 24 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   და მიჩუენნა უფალმან ორნი კიშტენი ლეღჳსანი, მდებარენი წინაშე პირსა ტაძრისა უფლისასა შემდგომად გარდასახლებისა ნაბუქოდონოსორისაგან, მეფისა ბაბილონისა, იექონიასსა, ძისა იოაკიმ მეფისა იუდაჲსსა და მთავართა იუდაჲსთა და ჴელოვანთა შემწირავთა და მდიდართა იერუსალიმით და შთაყვანებისა მათისა ბაბილონად.

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
კიშტე ერთი ლეღჳ, ტკბილი ფრიად, ვითარცა ლეღუნი მსთუანი და კიშტე სხუაჲ ლეღჳ, ჯერკუალი ფრიად, უჭამი ჯერკუალებისაგან მისისა.

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუა უფალმან ჩემდამო: რასა ჰხედავ შენ, იერემია? და ვთქუ: ლეღუთა და ტკბილთა ლეღვთა, ტკბილთა ფრიად და ჯერკუალთა ლეღვთა, ჯერკვალთა ფრიად, რომელნი არა იჭამნენ ჯერკუალობისაგან მათისა.

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი.

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისაჲ: ვითარცა ლეღუნი ესე ტკბილნი, ეგრეთ დავემონო გარდასახლებულთა იუდაჲსთა, რომელნი განვავლინე ადგილისა ამისგან ქუეყანად ქალდეველთად კეთილთათჳს.

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და კუალად-ვაგნე იგინი ქუეყანადვე ამად. და განვიმტკიცნე მათ ზედა თუალნი ჩემნი კეთილთათჳს, და ავაშენნე იგინი, და არ დავარღჳნე, და დავჰნერგნე იგინი და არ მოვფხურნე.

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მივსცე მათ გული მცნობელი მათგან ჩემი, ვითარმედ მე ვარ უფალი. და იყვნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმერთად, რამეთუ მოიქცენ ჩემდა ფლობითა გულისა მათისაჲთა,

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ვითარცა ლეღუნი ჯერკუალნი, რომელნი არ იჭმებიან ჯერკუალობისაგან მათისა, - იტყჳს უფალი, - ეგრეთ განვსცე სედეკია, მეფე იუდაჲსი, და დიდ-დიდნი მისნი, და ნეშტი იერუსალიმისაჲ, დაშთომილნი ქუეყანასა ამას შინა და დამკჳდრებულნი ეგჳპტეს შინა.

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განვსცნე იგინი განსაბნეველად ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა, და საიგავოდ, და საძულელად და საწყევარად ყოველსა შინა ადგილსა, რომელსა განვაგარევნე ეგენი მუნ.

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მივავლინო მათდა მახჳლი და სიყმილი და სიკუდილი, ვიდრე მოაკლდენ ქუეყანისაგან, რომელი მივეც მათ და მამათა მათთა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.