TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 900
Previous part

Chapter: 39 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ გოგსა ზედა და არქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა, გოგ, მთავარსა როსისსა, მოსოქს და თოველს

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შეგკრიბო შენ და წარგიძღუე შენ და აღმოგიყვანო შენ დასასრულსა ზედა შორირაჲსასა, და მიგიყვანო შენ მთათა ზედა ისრაილისათა.

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
დაგყარო მშჳლდი შენი ჴელისაგან შენისა მარცხენისა და ისარნი შენნი ჴელისაგან შენისა მარჯუენისა და დაგამჴუა შენ

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მთათა ზედა ისრაილისათა და დაეცე შენ და ყოველნი შენთანანი და მრავალნი ნათესავნი შენ თანა; მფრინველთა ცისათა და ყოველთა ფრთოვანთა მიეცნეთ და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა მიგეც შენ შესაჭმელად.

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
პირსა ზედა ველისასა დაეცე, რამეთუ მე, უფალი ვიტყოდე.

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მივავლინო ცეცხლი მაგოგსა ზედა და დაემკჳდრნენ ჭალაკნი მშჳდობით და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და სახელი ჩემი წმიდაჲ იცნობოს შორის ერისა ჩემისა ისრაჱლისა, და არა შეიგინოს სახელი ჩემი წმიდაჲ, არღა მერმე, და ცნან წარმართთა, ვითარმედ მე ვარ უფალი წმიდაჲ შორის ისრაჱლისა.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
აჰა, მოვალს და სცნა, ვითარმედ იყოს, - იტყჳს ადონაი უფალი. - ესე არს დღე, რომელ ვთქუ.

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და გამოვიდენ დამკჳდრებულნი ისრაჱლისანი ქალაქთაგან, და დასწჳდენ და აღაგზნებდენ საჭურველთა მიერ ფარებისა და ჰოროლებისა და შუბებისა და მშჳლდებისა და ისრებისა. და კუერთხებისა ჴელთაჲსა და ლახურებისა და აღაგზებდენ მათ მიერ ცეცხლსა შჳდთა წელიწადთა.

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და არა მოიღონ შეშაჲ ველით, არცა მოჰკუეთონ მაღნართაგან, არამედ საჭურველთა წუვიდენ ცეცხლითა; და ტყუე-ჰყოფდენ წარმტყუენველთა მათთა და იავარ-ჰყოფდენ იავარმქმნელთა მათთა, - იტყჳს ადონაჲ უფალი.

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყოს, მას დღესა შინა მიეცეს გოგს ადგილი სახელოანი, საფლავი ისრაჱლსა შორის, სამრავალკაცოჲ მომავალთაჲ აღმოსავალით ზღჳსაჲთ, და გარემოაშენონ პირისგარე ჴევისაჲ; და დაჰფლან მუნ გოგ და ყოველი სიმრავლე მისი დაეწოდოს მრავალსაკაცო გოგისა.

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დაჰფლნეს იგინი სახლმან ისრაჱლისამან, რაჲთა განწმიდნეს ქუეყანაჲ შჳდ თთუე.

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დაჰფლვიდენ მათ ყოველი ერი ქუეყანისა, და იყოს მათდა სახელად დღე, რომელსა შინა ვიდიდო მე, "იტყჳს ადონაჲ უფალი".

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და კაცთა განავლინებდენ მარადის ზედმოარულ, რომელნი ვიდოდიან ზედა ქუეყანასა დაფლვად გარემომავალთა თანა, დაშთომილთა პირსა ზედა ქვეყანისასა, რაჲთა განწმინდონ იგი შემდგომად მჳდ თთუესა შჳდთა თთუეთასა.

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და გამოეძიებდენ ყოველი მომვლელი ქუეყანისაჲ და მიმომავალი; მხილველმან ძუალსა კაცისასა აღაშენოს მათ მიერ სასწაული, ვიდრე არა დაჰფლნენ იგინი დამფლველთა გეს შინა, სამრავალკაცოსა გოგისასა.

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და რამეთუ სახელი ქალაქისაჲ დაცემულება და მრავალსაკაცო და განწმდეს ქუეყანაჲ.

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი, - არქუ ყოველსა მფრინველსა და ყოველსა ფრთოანსა და ყოველთა მჴეცთა ველისათა: შეკერბით და მოვედით. და კრება-ყავთ ყოველთაგან გარემოთა მსხუერპლსა ზედა ჩემსა, რომელი მე დაგიდევ თქუენ, მსხუერპლი დიდი მთათა ზედა ისრაჱლისათა, და ჭამეთ ჴორცი და სუთ სისხლი.

Verse: 18  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ჴორცი გმირთაჲ ჭამეთ და სისხლი მთავართა ქუეყანისათა სუთ, ვერძნი და ზუარაკნი და ვაცნი და ზუარაკნი, ჭამებულნი ყოველნი.

Verse: 19  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ჭამეთ ცმელი სიმაძღრედ და სუთ სისხლი სიმთრვალედ მსხუერპლისაგან ჩემისა, რომელი დაგიკალ თქუენ.

Verse: 20  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და აღივსენით ტაბლისაგან ჩემისა ცხენი და აღმავალი და გმირი და ყოველი კაცი მბრძოლი, - იტყჳს ადონაი უფალი.

Verse: 21  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მივსცე დიდებაჲ ჩემი თქუენ შორის და იხილონ ყოველთა წარმართთა სასჯელი ჩემი, რომელი ვყავ, და ჴელი ჩემი, რომელი მოვაწიე მათ ზედა.

Verse: 22  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ცნას სახლმან ისრაჱლისამან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი დღითგან ამით და წამართ.

Verse: 23  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ცნან ყოველთა წარმართთა, ვითარმედ ცოდვათა მათთათჳს ტყუე იქმნეს სახლი ისრაჱლისაჲ, მის წილ, რომელი შეურაცხეს ჩემდამო, და მოვიქციე პირი ჩემი მათგან, და მივსცენ იგინი ჴელთა მტერთა მათთასა, და დაეცნეს ყოველნი მახჳლითა.

Verse: 24  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
არაწმიდებათაებრ მათთა და უსჯულოებათაებრ მათთა უყავ მათ და მივიქციე პირი ჩემი მათგან.

Verse: 25  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აწ მოვაქციო ტყუეობაჲ იაკობისი, და შევიწყალო სახლი ისრაჱლისაჲ და ვაშურვო სახელისათჳს ჩემისა წმიდისა.

Verse: 26  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მიიღონ უპატიობაჲ მათი და ყოველნი უსამართლოებანი მათნი, რომელნი იუსამართლოვნეს ჩემდამო, დამკჳდრებასა შინა მათსა ქუეყანასა ზედა მათსა მშჳდობით, და არა იყოს მაშინებელი.

Verse: 27  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მო-რაჲ-ვაქცევდე მე მათ წარმართთაგან და შევჰკრებდე მე მათ სოფლებთაგან მტერთა მათთაჲსა, და წმიდა ვიქმნე მე მათ შორის წინაშე მრავალთა ნათესავთასა.

Verse: 28  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი, გამო-რაჲ-უჩნდე მე მათ წარმართთა შორის, და შევკრიბნე იგინი ქუეყანასა ზედა თჳსსა და არა ვინ დაუტეო მათგანი მათ თანა

Verse: 29  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და არა მივიქციო არა მერმე პირი ჩემი მათგან მის წილ, რომელ მივჰფინე გულისწყრომაჲ ჩემი სახლსა ზედა ისრაჱლისასა, - იტყჳს უფალი, უფალი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.