TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 899
Previous part

Chapter: 38 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი გოგსა ზედა და ქუეყანასა ზედა მაგოგოთასა მთავარსა როსს, მოსოხს და თობელსა, და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა.

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და არქუ მას: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე შენ ზედა, გოგ, მთავარსა როსს, მოსოხს და თობელს,

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და გარემოგაქციო შენ მრგვლივ და მივსცე აღჳრი ღაწუთა მიმართ შენთა და შეგკრიბო შენ და ყოველი ძალი შენი, და ცხენნი და ცხენოსანნი, შემმოსელნი საჭურველთანი, ყოველნი მთავარნი, შესაკრებელი მრავალი, მშჳლდებისა და ჩაფხუტებისა და ფარებისა მქონებელნი, ყოველნი იგი

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
სპარსნი, და ეთიოპელნი, და ლჳდნი, ლიბიელნი, და ფუთნი მათ თანა, ყოველნი ესე ფარებისა და ჩაფხუტებისა და მშჳლდებისა მქონებელნი,

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
გომერ და ყოველნი გარემოჲსნი მისნი, სახლი თერგამოჲსი, დასასრულისაგან ჩრდილოჲსა, და ყოველნი სიმტკიცენი მისნი და ნათესავნი მრავალნი მის თანა.

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
განემზადენით, განჰმზადე თავი შენი; შენ და ყოველმან შესაკრებელმან შენმან, შემოკრებულთა შენდამი, და მექმნენით ძე წინადასაცველად.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
დღეთაჲთგან უმრავლესთაჲთ განმზადებულ და უკუანაჲსკნელსა წელთასა მოხჳდე; და მოხჳდე ქუეყანად, ქუეყანად გარმიქცეულად მახჳლისაგან, შეკრებულად ერთგან მრავალთა ქუეყანად, ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, რომელი იქმნა ოჴერ ყოვლითურთ და ესენი წარმართთაგან გამოვიდეს და დაემკჳდრნენ მშჳდობით ყოველნი იგი.

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და აღმოვიდეს ვითარცა წჳმაჲ, და მოვიდეს, ვითარცა ნიავქარი და ვითარცა ღრუბელი, დაფარვად ქუეყანისა, და დაეცე შენ და ყოველნი შენთანანი და ნათესავნი ყოვლად მრავალნი შენ თანა.

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და იყოს მას დღესა შინა, აღვიდენ სიტყუანი გულსა ზედა შენსა და ჰგულისსიტყჳდე გულისსიტყუათა ბოროტთა

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და სთქუა: აღვიდე ქუეყანად განგდებულად, მივიდე დაწყნარებულთა ზედა. ერთა მყუდროებასა შინა და დამკჳდრებულთა მშჳდობით, ყოველთა დამკჳდრებულთა ქუეყანასა, რომლისა არა არს ზღუდე, არცა მოქლონნი, არცა კარები

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
წარტყუენვად ნატყუენავთა და იავარ-ყოფად იავარისა მისისა, მოქცევად ჴელი ჩემი ქუეყანასა ზედა მოოჴრებულსა, რომელსა დაეშენოს ნათესავსა ზედა შეკრებულსა ნათესავთაგან მრავალთა, მოქმედსა მოგებისა და მყოფობისასა, დამკჳდრებულსა უპესა ზედა ქუეყანისასა.

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
საბა და დადან და ვაჭარნი კარქიდონელნი და ყოველთა დაბათა მათთა გრქუან: სადმე იავარ-ყოფად იავარისა მოხუალ შენ და ტყუე-ყოფად ნატყუენავისა. შეჰკრიბე შესაკრებელი შენი, ეკლესია-ჰყავ ერი შენი მოღებად ვეცხლი და ოქროჲ, და გამოღებად მოგებაჲ და მყოფობაჲ, წარმოტყუენვად ნატყუენავთა დიდ-დიდთა.

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამითსჳს წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და არქუ გოგს: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: არა დღესა მას შინა დამკჳდრებულ რაჲ იყო ერი ჩემი ისრაჱლი მშჳდობით; სცნა და აღსდგე

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მოხჳდე ადგილით შენით, დასასრულისაგან ჩრდილოჲსა, შენ და ნათესავნი მრავალნი შენ თანა, აღმავალნი ცხენთა ყოველნი, შესაკრებელი დიდი და ძალი მრავალი.

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და აღხჳდე ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა, ვითარცა ღრუბელი, დაფარვად ქუეყანისა, უკანაჲსკნელთა დღეთასა იყვნეთ. და აღმოგიყვანო შენ ქუეყანასა ზედა ჩემსა, რაჲთა მიცნან ყოველთა ნათესავთა მე წმიდა-ყოფასა შინა ჩემსა შენ შორის წინაშე მათსა.

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამათ ეტყჳს უფალი, უფალი გოგს: შენ ხარ, რომლისათჳს ვიტყოდე პირველ დღეთასა წინავე ჴელითა მონათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა ისრაჱლისათათა, რომელნი წინაწარმეტყუელებდეს მათ დღეთა შინა და წელთა აღმოყვანებასა შენსა მათ ზედა.

Verse: 18  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა, რომელსაცა დღესა მოვიდეს გოგ ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, - იტყჳს ადონაი უფალი, აღვიდეს გულისწყრომა ჩემი რისხვითა ჩემითა

Verse: 19  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შური ჩემი ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲათა, ვიტყოდე, არა თუ მას დღესა შინა იყოს ძრვა დიდი ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა.

Verse: 20  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შეიძრნენ პირისაგან ჩემისა თევზნი ზღჳსანი, და მფრინველნი ცისანი, და მჴეცნი ველისანი, და ყოველნი ქუეწარმავალნი, რომელნი ვლენან ქუეყანასა ზედა, და ყოველნი კაცნი, მყოფნი პირსა ზედა ქუეყანისასა, და განსქდენ მთანი და დაეცნენ ჴევნი და ყოველი ზღუდე ქუეყანასა ზედა დაეცეს.

Verse: 21  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მოუწოდა მას ზედა შიშსა მახჳლისასა, - იტყჳს ადონაჲ უფალი, - მახჳლი კაცისაჲ ძმასა მისსა ზედა იყოს.

Verse: 22  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ვსაჯო იგი სიკუდილისა მიერ და სისხლისა და წჳმითა წარმღუნელითა, და ქვანი სეტყჳსანი და წუნწუბაჲ ვწვიმო მის ზედა და ყოველთა ზედა მისთანათა და ნათესავთა ზედა მრავალთა მის თანა.

Verse: 23  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განვდიდნე და წმიდა ვიქმნე და დიდებულ ვიქმნე, და ვიცნობო წინაშე ნათესავთა მრავალთასა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.