TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 918
Previous part

Chapter: 9 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept Link to sept   პირველსა შორის წელსა დარიოს ძისა ასურისსა, თესლისაგან მიდთაჲსა, რომელი განმეფნა მეფობასა ზედა ქალდეველთასა.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მე, დანიელ, გულისხმა-ვყავ. წიგნთა შორის რიცხუებისა წელიწადთასა, რომელ იქმნა სიტყუა უფლისაჲ იერემიას მიმართ წინაწარმეტყუელისა, შესასრულებელად ოჴრებასა იერუსალჱმისსა სამეოცდაათ წელ.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მივეც პირი ჩემი უფლისა მიმართ ღმრთისა გამოძიებად ლოცვითა და ვედრებითა მარხვათა მიერ და ძაძისა და ნაცრისა.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ვილოცე უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა და ვთქუ აღმსაარებელმან: უფალო ღმერთო, დიდო და საკჳრველო და დამცველო აღთქმასა და წყალობასა მოყვარეთა შენთა და დამცველთა მცნებათა შენთასა.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ვცოდეთ, ვიუსამართლოეთ, ვიუთნოეთ, და განვსდეგით და მივსდერკით მცნებათაგან შენთა და მსჯავრთაგან შენთა.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და არა ვისმინეთ მონათა შენთა წინაწარმეტყუელთაჲ, რომელნი იტყოდეს სახელისა მიერ შენისა მეფეთა მიმართ ჩუენთა, და მთავართა მიმართ ჩუენთა, და მამათა ჩუენთა და ყოვლისა მიმართ ერისა ქუეყანისაჲსა.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept Link to sept   
შენდა, უფალო, სიმართლე და ჩუენდა სირცხჳლი პირისაჲ, ვითარცა დღესა ამას კაცისა იუდაჲსასა, და დამკჳდრებულთა იერუსალჱმისათა, და ყოვლისა ისრაჱლისა მახლობელთა და შორიელთა, ყოვლისა შორის ქუეყანისა, სადა განსთესენ იგინი, მუნ, შეურაცხებისათჳს მათისა, რომელ იშეურაცხეს შენდამი.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept Link to sept   
უფალო, ჩუენდა სირცხჳლი პირსა, და მეფეთა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა, და მამათა ჩუენთა, რომელთა ვცოდეთ შენდამი.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept Link to sept   
უფალსა ღმერთსა ჩუენსა წყალობანი, და შეწყნარებანი და ლხინებანი, რამეთუ განვდეგით.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა სლვად შჯულთა შორის მისთა, რომელნი მოსცნა წინაშე პირსა ჩუენსა ჴელისა მიერ მონათა მისთა წინაწარმეტყუელთაჲსა.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ყოველი ისრაილი გარდაჰჴდეს შჯულსა შენსა და მიდრკეს არსმენად ჴმისა შენისა. და მოიწია ჩუენ ზედა წყევაჲ და ფიცი დაწერილი შჯულსა შინა მოსეს, მონისა ღმრთისასა, რამეთუ ვცოდეთ მისსა,

Verse: 12  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და დაადგინნა სიტყუანი მისნი, რომელნი თქუნა ჩუენ ზედა და მსაჯულთა ჩუენთა ზედა, რომელნი მშჯიდეს ჩუენ მოწევნად ჩუენ ზედა ძჳრნი დიდნი, ვითარნი არა იქმნეს ქუეშე კერძო ყოვლისა ცისა ქმნილთაებრ იერუსალიმს შინა,

Verse: 13  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ვითარ-იგი წერილ არს შჯულსა შინა მოსესსა. ყოველნი ესე ბოროტნი მოიწინეს ჩვენ ზედა და არ ვევედრენით პირსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა მოქცევად უსამართლოებათაგან ჩუენთა და გულისხუმის-ყოფად ყოვლისა შორის ჭეშმარიტებისა.

Verse: 14  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და იღჳძა უფალმან ღმერთმან ჩუენმან სიბოროტესა ზედა ჩუენსა და მოაწია ესე ჩუენ ზედა, რამეთუ მართალ არს უფალი ჩუენი ყოველსა ზედა ქმნასა მისსა, რომელი მიქმნა მით, რამეთუ არ შევისმინეთ ჴმისა მისისაჲ.

Verse: 15  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და აწ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან გამოიყვანე ერი შენი ქუეყანისაგან ეგჳპტისაჲსა ჴელითა მტკიცითა და ჰყაე თავისა შენისა სახელი, ვითარცა დღესა ამას ვცოდეთ, ვიუსჯულოეთ.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept Link to sept   
უფალო, ყოვლისა მიმართ წყალობისა შენისა გარემიიქეცინ გულისწყრომაჲ შენი ქალაქისაგან შენისა იერუსალიმისა, მთისა წმიდისა შენისა, რამეთუ ვცოდეთ უსამართლოებათა მიერ ჩუენთა და მამათა ჩუენთასა. იერუსალიმი და ერი შენი საყუედრელად შეიქმნა ყოველთა შორის გარემოჲსთა ჩუენთა.

Verse: 17  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და აწ შეისმინე, უფალო ღმერთო ჩუენო, ლოცვისა მონისა შენისა და ვედრებისა მისისა და ზედგამოაჩინე პირი შენი სიწმიდესა შენსა ზედა, რომელ მოოჴრებულ არს შენთჳს, უფალო!

Verse: 18  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მოყავ, ღმერთო, ყური შენი და ისმინე, განახუენ თუალნი შენნი და იხილე უჩინოქმნულებაჲ ჩუენი, და სახელი შენი და ქალაქისა შენისაჲ, რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი შენი მას ზედა, რამეთუ რა სიმართლეთა ზედა ჩუენთა მივაგდებთ ჩუენ შეწყნარებასა ჩუენსა წინაშე შენსა, არამედ წყალობათა შენთა ზედა მრავალთა.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept Link to sept   
უფალო, შეისმინე, უფალო, ლხინება-ყავ! უფალო, მოიხილე, უფალო, ყავ, და ნუ ჰყოვნი შენთჳს, ღმერთო ჩემო, რამეთუ სახელი შენი ზედწოდებულ არს ქალაქსა ზედა შენსა და ერსა შენსა ზედა.

Verse: 20  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მერმე მზრახვალობასაღა ჩემსა და მლოცველობასა და აღმსაარებელობასა ცოდვათა ჩემთა, და ცოდვათა ერისა ჩემისა ისრაჱლისათა და დაგდებასა შეწყალებისა ჩემისასა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩემისა.

Verse: 21  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მთისათჳს წმიდისა ღმრთისა ჩემისაჲსა და მერმე მზრახვალობასაღა ლოცვასა შინა. და, აჰა, მამაკაცი გაბრიელ, რომელი ვნახე ხილვასა შინა ჩემსა დაწყებისა შორის მომფრინვალე და შემახო მე, ვითარ ჟამსა მსხუერპლისა სამწუხროჲსასა.

Verse: 22  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და გულისხუმა-მიყო მე და სიტყუა-ყო ჩემ თანა და თქუა: დანიელო, აწ გამოვედ დაზავებად შენდა გულისხუმის-ყოფისა.

Verse: 23  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და დასაბამსა ვედრებისა შენისასა გამოვიდა სიტყუაჲ და მე მოვედ მითხრობად შენდა, რამეთუ კაცი გულისსათქმელთა ხარი შენ. აწ განიგონე სიტყჳსა შენ და გულისხუმა-ყავ ჩუენებისა შორის.

Verse: 24  Link to oskijer Link to sept Link to sept   
სამეოცდაათნი შჳდეულნი შემოკლებულნი ერსა შენსა ზედა და ქალაქსა ზედა წმიდასა, ვიდრე დაძუელებამდე შეცოდებისა, და დასრულებად ცოდვისა, და დაბეჭდვად ცოდვათა და აღჴოცად უსჯულოებათა, და ლხინებად უსამართლოებათა, და აღმოყვანებად სიმართლესა საუკუნესა, და დაბეჭდვად ხილვაჲ და წინაწარმეტყუელი და ცხებად წმიდაჲ წმიდათა,

Verse: 25  Link to oskijer Link to sept Link to sept   
მეცნიერება და გულისხუმის-ყოფაჲ და გამოსლვითგან სიტყუათათ მიგებად და აღშენებად იერუსალჱმისა ვიდრე ქრისტესადმე წინამძღუარისა შჳდეულნი შჳდ და შჳდეულნი სამეოცდაორ, და მოაქციოს და აღეშენნენ უბანნი და ზღუდე, და განახლდენ ჟამნი.

Verse: 26  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და შემდგომად შჳდეულისა სამეოცდაორთა მოისპოს ცხებაჲ და მსჯავრი არა იყოს მას შინა, და ქალაქი და წმიდაჲ განიხრწნას წინამძღუარისა თანა მომავალისა და მოიკუეთნენ წყლითრღუნასა შინა და ვიდრე დასასრულამდე ბრძოლისა შემოკლებულისა დააწესნეს უჩინოქმნულებად, და განაძლიეროს აღთქმაჲ მრავალთაჲ შჳდეულსა ერთსა და ნახევარსა შორის შჳდეულისასა დააცხროს მსხუერპლისსაცავი და მსხუერპლი შესაწირავი და ფრთესა ზედა დააწესოს უჩინოქმნისაგან და ვიდრე აღსასრულისამდე და სწრაფისა დააწესოს უჩინოქმნასა ზედა.

Verse: 27  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და განაძლიეროს აღთქმაჲ მრავალთა შჳდეულსა ერთსა და კერძოსა შჳდეულისასა აღებულ იქმნეს მსხუერპლი ჩემი და შესაწირავი და ამათ თანა შორის ტაძრისა საძაგელი მოოჴრებისა იყოს და ვიდრე დასასრულამდე ჟამისაჲსა დასასრული მოეცეს მოოჴრებასა შინა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.