TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 917
Previous part

Chapter: 8 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept Link to sept   წელსა მესამესა მეფობისა ვალტასარისსა ხილვაჲ მეჩუენა ჩემდამო, მე, დანიელს, შემდგომად ჩუენებისა ჩემისა პირველისა

Verse: 2  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ვიხილე ხილვასა შინა, და იქმნა ხედვასა შინა ჩემსა. და ვიყავ მე შობიბორისასა ტაძარსა, რომელ არს სოფელსა ელამისასა, და ვხედევდ ხილვასა შინა. და ვიყავ უბალსა ზედა.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და აღვიხუენ თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, ვერძი ერთი მდგომარე უბალსა თანა, და ესხნეს მას რქანი, და რქანი მაღალნი, და ერთი იგი უმაღლეს ერთისა მის, და მაღალი აღვიდოდა უკანაჲსკნელ.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ვიხილე ვერძი იგი მრქენალად ზღუად მიმართ და ჩრდილოთ და სამხრით, და ყოველნი მჴეცნი ვერ დადგეს წინაშე მისსა, და არავინ იყო განმარინებელ ჴელისაგან მისისა, და ქმნა ნებისაებრ თჳსისა და განდიდნა.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მე ვიყავ გულისხმა-მყოფელ. და, აჰა, ვაცი თხათაჲ მოვიდოდა სამხრისაგან პირსა ზედა ქუეყანისა ყოვლისასა, და არა იყო შემხებელ ქუეყანისა. და ვაცსა მას რქაჲ სახილველი საშუალ თუალთა მისთა.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მოვიდა ვაცი ვიდრე ვერძისადმე რქათა მქონებელისა, რომელი ვიხილე მდგომარედ წინაშე უბალსა. და მორბიოდა მისსა მიმართ მიმართებითა ძალისა მისისაჲთა.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ვიხილე მიწევნული ვიდრე ვერძისამდე, და განველურნა მისსა მიმართ, ეკუეთა ვერძსა და შემუსრნა ორნივე რქანი მისნი, და არა იყო ძალი ვერძისა დადგრომად წინაშე მისსა, და დააგდო იგი ქუეყანასა ზედა და დათრგუნა იგი, და არა იყო განმარინებელი ვერძისა ჴელისაგან მისისა.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ვაცი თხათაჲ განდიდნა ვიდრე ფრიად და განძლიერებასა შინა მისსა შეიმუსრა რქაჲ მისი დიდი. და აღმოჴდეს ოთხნი რქანი ქუეშე კერძო მისსა ოთხთა მიმართ ქართა ცისათა.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ერთისა მათგანისაგან გამოვიდა რქაჲ ერთი ძლიერი და განდიდნა ნამეტნავად სამხრად მიმართ,

Verse: 10  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და აღმოსავალად მიმართ და ძალისა მიმართ, და განდიდნა ვიდრე ძალისამდე ცისაჲსა, და დაეცა ქუეყანასა ზედა ძალისაგან და ვარსკულავთაგან, და დათრგუნეს იგი.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ვიდრე მთავრისამდე ძალისაჲსა განმტკიცნა და ვიდრემდის მთავარსპათმძღუარმან იჴსნას ტყუეობა, და მისთჳს მსხუერპლი, შეშფოთნა შეცოდებითა, და იქმნა, და წარემართა მას და წმიდაჲ მოოჴრდეს.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მოეცა მსხუერპლსა ზედა ცოდვაჲ, და-მე-ვარდა სიმართლე მიწად, და ქმნა და წარემართა.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მესმა ერთისა წმიდისა სიტყჳსა მზრახვალისაჲ, და ჰრქუა ერთმან წმიდამან ფილმონსა, მზრახვალსა: ვიდრემდის ხილვაჲ დადგეს და მსხუერპლი უქმქმნილი, და ცოდვა იგი მოოჴრდეს, რომელ მოეცა, და წმიდაჲ და ძალი დაითრგუნოს?

Verse: 14  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ჰრქუა მას: ვიდრე მწუხრამდე და განთიად დღენი ორ ათას და სამასნი, და განწმედს წმიდასა.

Verse: 15  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და იყო მხედველობასა შინა ჩემსა მე დანიელისგან ხილვისასა, ვეძიებდ გულისხუმის-ყოფასა, და, აჰა, დადგა წინაშე ჩემსა, ვითარცა ხილვაჲ მამაკაცისა.

Verse: 16  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მესმა ჴმაჲ მამაცისაჲ საშუალ უბალსა. და უწოდა და თქუა: გაბრიელ, გულისხუმა-უყავ იმას ხილვაჲ!

Verse: 17  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მოვიდა და დადგა მახლობელად დგომისა ჩემდა. და მოსლვასა ოდენ მისსა დავსულბი და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა. და თქუა ჩემდამო: გულისხუმა-ყავ, ძეო კაცისაო, რამეთუ მერმე ჟამად მიმართ დასასრულისა ხილვაჲ.

Verse: 18  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ზრახვასა შინა მისსა ჩემ თანა შევსულბი, და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა ქვეყანასა ზედა, და შემახო მე და დამადგინა ფერჴთა ზედა ჩემთა.

Verse: 19  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და თქუა: აჰა, მე გაუწყებ შენ ყოფადთა უკანასკნელთა რისხვისათაჲსა, რამეთუ მერმე ჟამად მიმართ დასასრულისა ხილვაჲ.

Verse: 20  Link to oskijer Link to sept Link to sept   
ვერძი, რომელი იხილე მქონებელი რქათაჲ, მეფე არს მიდთა და სპარსთაჲ.

Verse: 21  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ვაცი თხათაჲ - მეფე იონთა, და რქა, რომელი იყო საშუალ თუალთა მისთა, თჳთ იგი არს მეფე პირველი.

Verse: 22  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და რამეთუ შეიმუსრა და აღდგეს ოთხნი რქანი ქუეშე კერძო მისსა, ოთხნი მეფენი აღდგენ ნათესავისაგან მისისა და არა ძალისაებრ მისისა.

Verse: 23  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და უკანაჲსკნელთა ზე მეფობისა მათისათა განსრულებასა ცოდვათა მათთასა აღდგეს მეფე ურცხჳნოჲ პირითა და გულისხუმის-მყოფელი წინდადებათაჲ,

Verse: 24  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მტკიცე იყოს ძალი მისი და არა ძალითა მისითა, და საკჳრველნი განხრწნნეს, და წარემართოს, და ყოს, და განხრწნნეს ძლიერნი და ერი წმიდაჲ,

Verse: 25  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და უღელი ერისა მისისაჲ წარჰმართოს, ზაკვა ჴელსა შორის მისსა და გულსა შორის მისსა განდიდნეს, და ზაკჳთა განხრწნნეს მრავალნი და წარწყმედასა ზედა მრავალთასა დადგეს, და, ვითარცა კუერცხნი, ჴელისა მიერ შემუსრნეს იგინი.

Verse: 26  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და ხილვაჲ მწუხრისა და ცისკრისაჲ, თქუმული, ჭეშმარიტ არს. და შენ დაჰბეჭდე ხილვაჲ, რამეთუ დღემდე მრავალ არს.

Verse: 27  Link to oskijer Link to sept Link to sept   
და მე, დანიილ, დავწევ და დავსუსტენ დღეთა, და აღვდეგ და ვიქმოდე საქმეთა მეფისათა, და საკჳრველ-მიჩნდა ხილვაჲ, და არა იყო გულისხუმის-მყოფელ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.