TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 922
Previous part

Chapter: 13 
Verse: 1  Link to sept Link to sept   და იყო კაცი დამკჳდრებული ბაბილონს შინა, და სახელი მისი იოაკიმ.

Verse: 2  Link to sept Link to sept   
და მიიყვანა ცოლი, რომლისა სახელი სუსანნა, ასული ქელკაჲსი, შუენიერი ფრიად და მოშიში უფლისაჲ,

Verse: 3  Link to sept Link to sept   
და მშობელნი მისნი მართალნი. და ასწავეს ასულსა მათსა სჯულისაებრ მოსესისა.

Verse: 4  Link to sept Link to sept   
და იყო იოაკიმ მდიდარ ფრიად; და იყო მისსა სამოთხე მეზობლად სახლისა მისისა, და მისსა მიმართ მივიდოდეს იუდეანნი ყოფისათჳს მისისა უდიდებულეს ყოველთასა.

Verse: 5  Link to sept Link to sept   
და გამოჩინებულ იქმნნეს ორნი მოხუცებულნი ერისაგან მსაჯულად მას წელიწადსა შინა, რომელთათჳს თქუა მეუფემან, ვითარმედ: გამოვიდა უსჯულოებაჲ ბაბილონით მოხუცებულთაგან მსაჯულთა, რომელნი ჰგონებდეს მართებასა ერისასა.

Verse: 6  Link to sept Link to sept   
ესენი დადგრომილ იყუნეს სახლსა შორის იოაკიმისსა და მოვიდოდეს მათდამი ყოველნი შჯადნი.

Verse: 7  Link to sept Link to sept   
და იქმნა, ოდეს წარვიდის ერი საშუალსა დღისასა, შევიდის სუსანნა და ვიდოდის სამოთხესა შორის ქმრისა მისისასა,

Verse: 8  Link to sept Link to sept   
და ხედვიდიან მას მოხუცებულნი ორნი დღითი დღე შესრულად და მავალად და იქმნეს გულისთქმისა შორის მისსა.

Verse: 9  Link to sept Link to sept   
და გარდააქციეს გონება თავთა მათთაჲ და მიდრიკნეს თვალნი მათნი არახედვად ცად მიმართ, არცა მოჴსენებად სასჯელთა მართალთა.

Verse: 10  Link to sept Link to sept   
და იყუნეს ორნივე ლმობიერ მისთჳს და არა მიუთხრეს ურთიერთას ლმობა მათი,

Verse: 11  Link to sept Link to sept   
რამეთუ ჰრცხუენოდა აღსარებად გულისთქმაჲ მათი, რამეთუ ენებაყე თანყოფაჲ მისი.

Verse: 12  Link to sept Link to sept   
და უმზირდეს დღითი დღე პატივისმოყუარებით ხედვად მისსა, და ჰრქუა მოყუასმან მოყუასსა:

Verse: 13  Link to sept Link to sept   
წარვიდეთ სახიდ, რამეთუ სამხრისა ჟამი არს, და გამოსრულნი განიყუნეს ურთიერთას.

Verse: 14  Link to sept Link to sept   
და კუალად ქცეულნი შეკრბეს ერთბამად და გამომწულილველთა ურთიერთას მიზეზისათა აღიარეს გულისთქმაჲ მათი და მაშინ ზოგადი დააწესეს ჟამი, ოდეს მარტოჲსა შეუძლონ პოვნა მისი.

Verse: 15  Link to sept Link to sept   
და იქმნა მზერასა შინა მათსა ჟამი, შევიდა სამოთხედ ოდესმე, ვითარცა გუშინ და ძოღანდელსა დღესა, და მხოლოთა ორთა თანა ქალთა და გულმან უთქუა ბანად სამოთხესა შინა, რამეთუ სიცხე იყო.

Verse: 16  Link to sept Link to sept   
და არავინ არ იყო მუნ, თჳნიერ ორნი მოხუცებულნი დამალულნი და მომზირალნი მისნი.

Verse: 17  Link to sept Link to sept   
და ჰრქუა ქალთა მათ: მომართჳთ მე ზეთი და შენაზავები და კარნი სამოთხისანი დაჰჴშენით, რაჲთა ვიბანო.

Verse: 18  Link to sept Link to sept   
და ყვეს, ვითარცა თქუა, და დაჰჴშნეს კარნი სამოთხისანი, და გამოვიდეს იგურდივთა კართაჲთ მირთმად ბრძანებულთა მათდა და არა უწყოდეს, ვითარმედ იყვნეს დამალულ მოხუცებულნი.

Verse: 19  Link to sept Link to sept   
და იყო, ვითარცა განვიდეს ქალნი, და აღდგეს ორნი მოხუცებულნი და ზედმირბიოდეს მისსა და ჰრქუეს:

Verse: 20  Link to sept Link to sept   
აჰა, კარნი სამოთხისანი ჴშვანან და არავინ მხედავს ჩუენ და გულისთქმასა შინა შენსა ვართ, რომლისათჳს თანადამყევ ჩუენ და იქმენ ჩუენ თანა;

Verse: 21  Link to sept Link to sept   
ხოლო უკეთუ არა, დაგწამოთ შენ, ვითარმედ იყო შენ თანა ჭაბუკი და ამისთჳს განავლინენ ქალნი შენგან.

Verse: 22  Link to sept Link to sept   
და აღმოისულთქუნა სუსანნა და თქუა: იწრო არს ჩემდა ყოვლით კერძო, რამეთუ, უკეთუ ეგე ვქმნა, სიკუდილი არის ჩემი, და, უკეთუ არა ვქმნა, ვერ განვერე ჴელთაგან თქუენთა.

Verse: 23  Link to sept Link to sept   
უაღსარჩევლეს არს ჩემდა არმოქმედისა შთავრდომაჲ ჴელთა თქუენთა ვიდრე მცოდველობაჲ წინაშე უფლისა.

Verse: 24  Link to sept Link to sept   
და აღიღაღადა ჴმითა დიდითა სუსანნა, ხოლო აღიღაღადეს ორთაცა მოხუცებულთა წინააღმდგომად მისსა.

Verse: 25  Link to sept Link to sept   
და მსრბოლმან ერთმან განიხუნა კარნი სამოთხისანი.

Verse: 26  Link to sept Link to sept   
ხოლო ვითარცა ესმა ღაღადება სამოთხესა შინა მრწემთა სახლისათა, შეისწრაფეს იგურდივისა კარისა მიერ ხილვად შემთხუეულსა მისდა.

Verse: 27  Link to sept Link to sept   
ხოლო რაჟამს თქუნეს მოხუცებულთა სიტყუანი მათნი, სირცხჳლეულ იქმნნეს მონანი ფრიად, რამეთუ ოდესვე არავის ასმიოდის ესევითარი სიტყუაჲ სუსანაჲსთჳს, და იყო ხუალისა ზე,

Verse: 28  Link to sept Link to sept   
ვითარცა შემოკრბა ერი ქმრისა მისისა მიმართ იოაკიმისსა, მოვიდეს ორნი მოხუცებულნი, სავსენი უსჯულოჲთა გულისზრახვითა, ძჳნად სუსანაჲსსა მოსიკუდიდ მისსა.

Verse: 29  Link to sept Link to sept   
და თქუეს წინაშე ერისა: მიავლინეთ სუსანნასა, ასულისა ქელკაჲსსა, რომელ არს ცოლი იოაკიმისი! ხოლო მათ მიავლინეს.

Verse: 30  Link to sept Link to sept   
და მოვიდა იგი, და მშობელნი მისნი, და შვილნი მისნი და ყოველნი ნათვსავნი მისნი.

Verse: 31  Link to sept Link to sept   
ხოლო სუსანნა იყო ჩჩჳლ და შუენიერ სახითა.

Verse: 32  Link to sept Link to sept   
და უსჯულოთა ბრძანეს უსაბურველო-ქმნა, რამეთუ იყო იგი მობურვილ, რაჲთა აღივსნენ შუენიერებისაგან მისისა.

Verse: 33  Link to sept Link to sept   
ხოლო ტიროდეს მისთჳს ყოველნი მხილველნი მისნი.

Verse: 34  Link to sept Link to sept   
ხოლო აღდგომილთა შორის საშუალსა ერისასა ორთა მათ მოხუცებულთა დაასხნეს ჴელნი თავსა ზედა მისსა.

Verse: 35  Link to sept Link to sept   
ხოლო მან, მტირალმან, აღიხილნა ცად მიმართ, რამეთუ იყო გული მისი მოსავ უფლისა მიმართ.

Verse: 36  Link to sept Link to sept   
და თქუეს ორთა მათ მოხუცებულთა: ვიდოდეთ რაჲ ჩუენ შორის სამოთხისა მარტონი, შემოვიდა ეგე ორთა თანა მჴევალთა, და დაჰჴშნა კარნი სამოთხისანი და განავლინნა მჴევალნი,

Verse: 37  Link to sept Link to sept   
და მოვიდა მისსა მიმართ ჭაბუკი, რომელი დამალულ იყო, და დაწვა მის თანა.

Verse: 38  Link to sept Link to sept   
ხოლო ჩუენ, მყოფთა შორის ყურესა სამოთხისასა, ვიხილეთ რა უსჯულოებაჲ, მივრბიოდეთ მათ ზედა, და მხილველთა მათთა თანაქმნილად

Verse: 39  Link to sept Link to sept   
მისი, ვიდრემე ვერ შეუძლეთ შეპყრობილ-ყოფაჲ ძლიერებისათჳს მისისა უფროს ჩუენსა და განხუმითა კართაჲთა განლტოლვისა.

Verse: 40  Link to sept Link to sept   
ხოლო ამისთა შემპყრობელთა ვჰკითხეთ: ვინ იყო ჭაბუკი? და არა ინება თხრობა ჩუენი, ამათ ვწამებთ.

Verse: 41  Link to sept Link to sept   
და ემოწმა მათ შესაკრებელი ერისა, ვითარცა მოხუცებულთა და მსაჯულთა, და დასაჯეს იგი სიკუდიდ.

Verse: 42  Link to sept Link to sept   
ხოლო აღიღაღადა სუსანნა ჴმითა დიდითა და თქუა: ღმერთო საუკუნეო, დაფარულთა მეცნიერო, რომელმან უწყნი ყოველნი პირველ ქმნისა მათისა,

Verse: 43  Link to sept Link to sept   
შენ მეცნიერ ხარ, ვითარმედ ცრუჲ დამწამეს მე, და, აჰა, მოვკუდები არმოქმედი არარაჲსაჲ, რომელნი ამათ მოიბოროტნეს ძჳნად ჩემდა.

Verse: 44  Link to sept Link to sept   
და შეისმინა უფალმან ჴმისა მისისაჲ.

Verse: 45  Link to sept Link to sept   
და მიიყვანებოდა რაჲ იგი წარწყმედად, აღადგინა ღმერთმან სული წმიდაჲ ყრმისა ჭაბუკისა, სახელით დანიელისა.

Verse: 46  Link to sept Link to sept   
და აღიღაღადა ჴმითა დიდითა: წმიდა ვარ მე სისხლისა ამისგან.

Verse: 47  Link to sept Link to sept   
და დადგა ყოველი ერი მისდამი და ჰრქუეს: რაჲ არს სიტყუა ეგე შენი, რომელსა იტყჳ?

Verse: 48  Link to sept Link to sept   
ხოლო მან თქუა შორის მათსა: ესრეთ, სულელთა, ძენო ისრაჱლისანო, არა განმსჯელთა, არცა ცხადად შემეცნებულთა დასაჯეთ ასული ისრაჱლისა?

Verse: 49  Link to sept Link to sept   
მიიქეცით სამსჯავროდ მიმართ, რამეთუ ცრუჲ დასწამეს იმათ ამას.

Verse: 50  Link to sept Link to sept   
და მიიქცა ერი სწრაფისა თანა, და ჰრქვეს მას მოხუცებულთა: მოვედ, დაჯედ საშუალ ჩუენსა და მომითხარ ჩუენ, რამეთუ შენ მოგცა ღმერთმან მოხუცებულობა.

Verse: 51  Link to sept Link to sept   
და თქუა ერისა მიმართ დანიილმან: განყვენით იგინი ურთიერთას შორად და განვსაჯნე იგინი.

Verse: 52  Link to sept Link to sept   
და ვითარცა განყვნეს ერთიერთისაგან, მიუწოდა ერთსა მათგანსა და თქუა მისდა მიმართ: დაძუელებულო ბოროტთა დღეთაო, აწ გეწინეს ცოდვანი შენნი, რომელთა ჰყოფდი პირველად.

Verse: 53  Link to sept Link to sept   
მშჯელი შჯათა ცრუთაჲ და უბრალოთა უკუე დამსჯელი, ხოლო განმტევებელი მიზეზიანთა, იტყოდის რაჲ უფალი: უბრალოჲ და მართალი არ მოაკუდინო.

Verse: 54  Link to sept Link to sept   
აწ უკუე, ესე უგულებელ-ჰყავ, თქუ, რომელსა ხესა ქუეშე იხილენ იგინი მზრახვალნი ურთიერთას? და მან თქუა: ხეთქილსა ქუეშე.

Verse: 55  Link to sept Link to sept   
და თქუა დანიელმან: მართლიად სიტყუე თავისა მიმართ შენისა, რამეთუ, ეგერა, ანგელოზი ღმრთისაჲ, მიმღებელი ღმრთისაგან განჩინებასა, განგხეთქს შენ შუა.

Verse: 56  Link to sept Link to sept   
და გარდამადგინებელმან მისმან ბრძანა მოყვანება სხჳსა და ჰრქუა მას: თესლო ქანანისაო და არა იუდასო, შუენიერებამან შეგაცთუნა შენ და გულისთქმამან გარდააქცია გული შენი.

Verse: 57  Link to sept Link to sept   
ესრეთ უყოფდით ასულთა ისრაჱლისათა და იგინი შიშნეულნი გზრახვიდეს თქუენ, გარნა არა ასულმან იუდაჲსამან დათმო უსჯულოებაჲ თქუენი.

Verse: 58  Link to sept Link to sept   
ხოლო აწ მითხარ მე, ქვეშე რომელსა ხესა დააპყრენ იგინი მზრახვალნი ურთიერთას? და მან თქუა: ხერხულსა ქუეშე.

Verse: 59  Link to sept Link to sept   
ხოლო ჰრქუა მას დანიელმან: მართლად სიტყუე და შენცა თავისა მიმართ შენისა, რამეთუ დგას ანგელოზი ღმრთისაჲ მქონებელი მახჳლსა განხერხვად შენდა საშუალ, რაჲთა მოგსპნეს თქუენ.

Verse: 60  Link to sept Link to sept   
და აღიღაღადა ყოველმან შესაკრებელმან ჴმითა დიდითა და აკურთხეს ღმერთი მაცხოვნებელი მოსავთაჲ მისდამი.

Verse: 61  Link to sept Link to sept   
და აღდგეს მოხუცებულთა ზედა, რამეთუ შეაყენნა იგინი დანიელ თქმულთაგან მათთა ცილისდამწამებელნი და ყვეს მათდა, ვითარცა-იგი ბოროტი იზრახეს ყოფად მოყუსისა,

Verse: 62  Link to sept Link to sept   
შჯულისაებრ მოსესსა, და მოკლნეს იგინი, და ცხონდა სული უმიზეზოჲ მას დღესა შინა.

Verse: 63  Link to sept Link to sept   
ხოლო ქელკაჲ და ცოლი მისი მიქებლობდეს უფლისა, ასულისა მათისა სუსანაჲსთჳს, იოაკიმისის თანა, ქმრისა მისისა, და თანმონათესავეთა ყოველთა, რამეთუ არა იპოვა მის შორის უშუერი საქმე.

Verse: 64  Link to sept Link to sept   
და დანიელ იქმნა დიდ წინაშე ერისა მიერ დღითგან წამართ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.