TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 957
Previous part

Chapter: 3 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   და თქუას: ისმინენით ესენი, მთავარნო სახლისა იაკობისანო და ნეშტნო ძეთა ისრაჱლისათანო. არა თქუენი არს ცნობად მსჯავრი

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
რომელთა გძულან კეთილნი და ეძიებთ ბოროტთა, მტაცებელნი ტყავთა მათთანი მათგან

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
და ჴორცთა მათთანი ძუალთაგან მათთა, ვითარსახედ შეჭამნეს ჴორცნი ერისა ჩემისანი და ტყავნი მათნი განჰჴადნეს ძუალთა მათთაგან. და ძუალნი მათნი შემუსრნეს და ასოეულ ყვნეს, ვითარცა ჴორცნი სიავისა მიმართ და ვითარცა დრონეული ქოთნისა მიმართ

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
ეგრეთ ჴმობდენ უფლისა მიმართ, და არა შეისმინოს მათი. და მიიქციოს პირი თჳსი მათგან მას ჟამსა შინა მის წილ, რომელ იბოროტეს სიმარჯუეთა მიერ მათთა.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელთა ზედა, მაცთუნებელთა ერისა ჩემისათა, მკბენელთა გზათა შორის მათთა. და მქადაგებელთა მშჳდობასა მის ზედა და არა მისცა პირსა შინა მათსა წმიდა-ყუეს მის ზედ ბრძოლაჲ

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
ამისთჳს ღამე იყოს თქუენდა ხილვისაგან, და ბნელ იყოს თქუენდა მისნობისაგან, და დაჰჴდეს მზე წინაწარმეტყუელთა ზედა, და დაბნელდეს მათ ზედა დღე,

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
და სირცხჳლეულ იქმნენ მხილველნი სიზმართანი, და საცინელ იქმნენ მისანნი. და ძჳრისმეტყუვლებდენ ძჳნად მათდა ყოველნი იგი მით, რამეთუ არა არს, რომელი ერჩდეს მათ.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
არა თუ მე აღვავსო ძალი სულითა უფლისაჲთა და მსჯავრითა და ძლერებითა მითხრობად იაკობსა უთნოობანი მისნი და ისრაჱლსა ცოდვანი მისნი

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
ისმინენით ესე წინამძღუართა სახლისა იაკობისათა. და ნეშტთა სახლისა ისრაილისათა, რამეთუ გძულს მსჯავრი და ყოველთა მართალთა გულარძნილ-ჰყოფთ,

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
რომელნი აშენებთ სიონსა სისხლისა მიერ და იერუსალიმს უსამართლოებათა მიერ.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
წინამძღუარნი მისნი ქრთამისა თან შჯიდეს, და მღდელნი მისნი სასყიდლისა თანა მიუგებდეს, და წინაწარმეტყუელნი მისნი ვეცხლისა თანა მისნობდეს, და უფლისა ზედა განისუენებდეს მეტყუელნი: არა უფალი ჩუენ შორის არს? არა მოვიდენ ჩუენ ზედა ძჳრნი.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
ამისთჳს თქუნ: ძლით სიონი, ვითარცა ყანაჲ, მოიერქუნოს, და იერუსალჱმი ხილის საცავად იყოს, და მთაჲ სახლისა უფლისაჲ სერტყად მაღნარისად.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.