TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 958
Previous part

Chapter: 4 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   და იყოს უკანასკლნელთა დღეთასა საჩინოჲ მთაჲ უფლისაჲ განმზადებულ თხემებსა ზედა მთათასა და განსაცხრომელ იქმნეს ზეშთა ზედათ ბორცუთასა და მიისწრაფდენ მისდამი ერნი მრავალნი.

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
და მოვიდოდიან ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ სახიდ უფლისა და სახლისა მიმართ ღმრთისა იაკობისსა და მიჩუენონ ჩუენ გზაჲ მისი და ვიდოდით შორის ალაგთა მისთა, რამეთუ სიონისგან გამოვიდეს სჯული და სიტყუა უფლისაჲ ისრაჱლისაგან.

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
და შჯიდეს შორის ერთა მრავალთა და ამხილოს ნათესავსა ძლიერსა ვიდრე შორადმდე. და დაშჭრიდენ მახჳლებსა მათსა საჴნისად, და შუბებსა მათსა მანგლად და არა მერმე არ აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
და განისუენებდეს კაცადი ქუეშე ვენაჴსა თჳსსა, და კაცადი ქუეშე კერძო ლეღვისა თჳსისა და არა იყოს მაშინებელი, რამეთუ პირი უფლისა ყოვლისა მპყრობელისა იტყოდა ამათ:

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
ვითარმედ ყოველნი ერნი ვიდოდიან - თითოეული გზასა თჳსსა, ხოლო ჩუენ ვიდოდით სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა საუკუნოდ და მიერ კერძო.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
მას დღესა შინა იტყჳს უფალი: შევკრიბო შემუსრვილი და განგდებული შევიწყნარო და რომელნი განვყარნ

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
და დავდვა შემუსრვილი ნეშტად და განგდებული ნათესავად ძლიერად და მეფობდეს უფალი მათ ზედა სიონით გამო, ამიერითგან და ვიდრე უკუნისამდე.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
და შენ გოდოლი სამწყსოჲსაჲ, მაგარი - ასული სიონისაჲ! შენ ზედა მოიწია და მოვიდეს დასაბამი მთავრობაჲ, პირველი მეფობაჲ ასულსა იერუსალჱმისასა

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
და აწ რაჲსათჳს სცნენ ბოროტნი? ნუ მეფე არა იყო შენდა, ნუ განზრახვა შენი წარწყმდა, რამეთუ დაგიპყრეს შენ სალმობათა, ვითარცა მშობისათა.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
ილმობდ და განმჴნდი, ასულო სიონისაო, ვითარცა მშობ, მით, რამეთუ აწ გამოვიდეს ქალაქისაგან და დაემკჳდროს შორის ველსა და მივიდეს ვიდრე ბაბილონადმდე, მიერ განგარინოს შენ, და მუნით გიჴსნას შენ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელისაგან მტერთა შენთასა.

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
და აწ ზედა შეკრბეს შენ ზედა ნათესავნი მრავალნი მეტყუელნი: მოვსცხრებით, და ზედადახედნენ სიონსა ზედა თუალთა ჩუენთა.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
და მათ ვერ აგრძნეს გულისსიტყუაჲ უფლისაჲ და არ გულისხმა-ყუეს განზრახვაჲ მისი, რამეთუ შეკრიბნა იგინი, ვითარცა მჭელეულნი კალოსანი.

Verse: 13  Link to oskijer Link to sept   
აღდეგ და კალოებდ მათ, ასულო სიონისაო, რამეთუ რქანი შენნი დავსხნე რკინებად, და ჭლიკნი შენნი რვალებად. და დაამწულილნე ერნი მრავალნი დაამჴუნე მათ მიერ ნათესავნი. და შესუენებულ ჰყო უფლისაჲ სიმრავლე მათი და ძალი მათი უფლისა ყოვლისა ქვეყანისა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.