TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 13
Previous part

Chapter: 24  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   აბრაჰამ იყო მოხუცებულ და გარდასრულ დღეთა და უფალმან აკურთხა აბრაჰამი ყოვლითა.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა აბრაჰამ მონასა თჳსსა უხუცესსა სახლისა Page of ms. O: 15v  თჳსისასა, მთავარსა მას ყოვლისასა, რომელ-რაჲ იყო მისი: დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
და მე გაფუცო შენ უფლისა ღმრთისა ცათაჲსა და ქუეყანისა, რაჲთა არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს ასულთაგან ქანანელთაჲსა, რომელთა თანა დამკჳდრებულ ვარ მე,

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
არამედ ქუეყანით ჩემით, ვინაჲ-იგი ვიყავ მე, მუნ წარხჳდე ქუეყანად ჩემდა ნათესავთა ჩემთა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს მიერ.

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მას მონამან მან: უკუეთუ არა ინებოს დედაკაცმან მან მოსლვად ჩემ თანა შემდგომად ქუეყანასა ამას, მივაქციოა ძჱ შენი ქუეყანასა მას, ვინაჲ გამოხუედ შენ?

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მას აბრაჰამ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა მუნ.

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
უფალმან ღმერთმან. ... გამომიყვანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ქუეყანისა მისგან, რომელსა ვიშევ, რომელი მეტყოდა მე და მაფუცა მე და მრქუა: შენ მიგცე ქუეყანაჲ ესე და ნათესავსა შენსა, მანვე წარავლინოს ანგელოზი წინაშე შენსა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა მიერ.

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
უკუეთუ არა ინებოს დედაკაცმან მან მოსლვად შენ თანა ქუეყანასა ამას, შენ უბრალო იყო ფიცისა ამისგან, გარნა ძესა ჩემსა ნუ მიაქცევ მუნ.

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
და დასდვა ჴელი მონამან მან წყვილთა აბრაჰამისთა, უფლისა თჳსისათა, Page of ms. O: 16r  და ეფუცა მას სიტყჳსა მისთჳს.

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
და წარიბა მონამან მან ათი აქლემი აქლემთაგან უფლისა თჳსისათა და ყოველთაგან კეთილთა უფლისა თჳსისათა და აღდგა და განვიდა შუვამდინარედ ქალაქად ნაქორისსა.

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
და დააწვინნა აქლემნი გარეშე ქალაქსა მას ჯურღმულსა თანა წყლისასა მიმწუხრად, რაჟამს გამოვლენედ მეწყლენი,

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
და თქუა: უფალო ღმერთო უფლისა ჩემისა აბრაჰამისო, წარმიმართე მე წინაშე ჩემსა დღეს და ყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა თანა აბრაჰამისა.

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
აჰა-ესერა ვდგა მე წყალოსა ამას ზედა წყლისასა და ასულნი ამის ქალაქისა მკჳდრთანი მოვლენ ვსებად წყლისა.

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
და იყოს ქალწულსა, რომელსა ვჰრქუა: მომიდრიკე სარწყული შენი, რაჲთა ვსუა. და მრქუას მე: სუ და აქლემთაცა შენთა ასუ, ვიდრემდე განძღენ, ესე განუმზადე მონასა შენსა ისაკს. და ამით უტყოდი, რამეთუ ჰყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
და იყო ვიდრე აღსრულებადმდე მისა სიტყჳსა ამის გონებასა მისსა, აჰა რებეკა მოვიდოდა, რომელი-იგი ესუა ბათუელს, ძესა მელქაჲსსა, ცოლსა ნაქორისსა, ძმისა აბრაჰამისსა, და ედგა სარწყული მჴარსა მისსა.

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
ხოლო ქალწული იგი შუენიერ იყო პირითა ფრიად, ქალწული იყო და მამაკაცსა არა ეცნა. შთავიდა ჯურღმულსა მას და Page of ms. O: 16v  აღავსო სარწყული იგი და აღმოჴდა.

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
მირბიოდა მონაჲ იგი აბრაჰამისი შემთხუევად მისა და ჰრქუა მას: მასუ მე წყალი სარწყულისაგან შენისა.

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
და მან ჰრქუა: სუ, უფალო. და იწრაფა და გარდამოიღო მკლავთა თჳსთა ზედა და ასუა მას.

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა: აქლემთა შენთაცა ასუ, ვიდრემდე ყოველთა სუან.

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
და იწრაფა და წარმოაცალიერა სარწყული წყლის სასუმელსა მას. და მირბიოდა ჯურღმულსა მას ვსებად და აღავსო და ასუა აქლემთა მათ ყოველთა.

Verse: 21   Link to mcatLink to sept   
ხოლო კაცი იგი შეისწავებდა მას და დაიდუმა გამოცხადებად, წარ-ძი-უმართაა ღმერთმან გზა მისი, ანუ არა.

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
და იყო რაჟამს დასცხრეს ყოველნი აქლემნი სუმად, მოიღო კაცმან მან საყურები ოქროჲსაჲ თითო სატირი სასწორისაჲ და სალტენი ოქროჲსანი და შეასხნა ჴელთა მისთა: ათ-ათ დრაჰკან სასწორისაჲ.

Verse: 23   Link to mcatLink to sept   
ჰკითხა მას და ჰრქუა: ასული ვისი ხარ? მითხარ მე, უკუეთუ არს მამისა შენისა თანა ადგილი ჩუენდა ყოფად.

Verse: 24   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა მას: ასული ბათოელისი ვარი მე, ძისა მელქაჲსი, რომელი უშვა მან ნაქორს.

Verse: 25   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა: ბზჱ და საჭმელი დიად არს ჩუენსა და ადგილი საყოფლად შენდა.

Verse: 26   Link to mcatLink to sept   
შესთნდა კაცსა მას და თაყუანის-სცა უფალსა და თქუა:

Verse: 27   Link to mcatLink to sept   
კურთხეულ Page of ms. O: 17r  არს უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი, რომელმან არა დაუტევა სიმართლჱ მისი და ჭეშმარიტებაჲ მისი უფლისა ჩემისაგან და მე გზასა მომიყუანა უფალმან სახიდ ძმისა უფლისა ჩემისა.

Verse: 28   Link to mcatLink to sept   
და შერბიოდა ყრმაჲ იგი სახიდ დედისა თჳსისა და უთხრა მას, მსგავსად სიტყჳსა ამის.

Verse: 29   Link to mcatLink to sept   
ხოლო რებეკაჲსი ძმაჲ იყო, რომელსა სახელი ერქუა ლაბან. და გარდარბიოდა ლაბან წყაროდ.

Verse: 30   Link to mcatLink to sept   
და იყო რაჟამს იხილა საყურები იგი და სალტეები ჴელთა დისა თჳსისათა და ვითარ-იგი ესმნეს სიტყუანი რებეკაჲსნი, რომელთა უთხრობდა, ვითარმედ: ესრჱთ და ესრჱთ იტყოდა კაცი იგი, და მოვიდა კაცისა მის ლაბან, ვიდრე დგა-ღა იგი წყაროსა მას ზედა.

Verse: 31   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა მას: მოგუალე, შემოვედ. კურთხეულ არს ღმერთი! რაჲსათჳს სდგა გარე? მე განუმზადო სახლი აქლემთა შენთა.

Verse: 32   Link to mcatLink to sept   
...და მოართუა მას წყალი ფერჴთა საბანელად და მისთანათა მათ კაცთა.

Verse: 33   Link to mcatLink to sept   
და დაუგო მათ პური ჭამად. და ჰრქუა კაცმან მან: არა ვჭამო პური ვიდრე სიტყუადმდე სიტყჳსა ჩემისა. და ჰრქუეს მას: იტყოდე.

Verse: 34   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა: მონაჲ ვარი მე აბრაჰამისი.

Verse: 35   Link to mcatLink to sept   
და უფალმან აკურთხა უფალი ჩემი ფრიად, და აღმაღლდა. და არს მისი ცხოვარი და ზროხაჲ, ვეცხლი და ოქროჲ Page of ms. O: 17v , მონაჲ და მჴევალი, აქლემი და ვირი ფრიად.

Verse: 36   Link to mcatLink to sept   
და უშვა სარრა, ცოლმან მისმან, უფალსა ჩემსა ძე ერთ სიბერესა მისსა და მისცა მას ყოველივე, რაჲცა იყო მისი.

Verse: 37   Link to mcatLink to sept   
და მაფუცა მე უფალმან ჩემმან და მრქუა მე: არა მოჰგუარო ძესა ჩემსა ასულთაგან ქანანელთაჲსა, რომელთა შოვრის დამკჳდრებულ ვარ ქუეყანასა მათსა,

Verse: 38   Link to mcatLink to sept   
არამედ მიხჳდე სახლსა მამისა ჩემისასა და ნათესავისა ჩემისასა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა მიერ.

Verse: 39   Link to mcatLink to sept   
და ვარქუ უფალსა ჩემსა: ნუუკუე არა ენებოს დედაკაცმან მან მოსვლად ჩემ თანა?

Verse: 40   Link to mcatLink to sept   
და თქუა: უფალმან ჩემმან, რომელსა სათნო-ვეყავ მე წინაშე მისსა, მან წარავლინოს ანგელოზი მისი წინაშე შენსა და წარგიმართოს გზაჲ შენი და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ნათესავისაგან ჩემისა და სახლისაგან მამისა ჩემისა.

Verse: 41   Link to mcatLink to sept   
რაჟამს მიხჳდე შეუ ნათესავისა ჩემისა და არა მოგცეს შენ, მაშინ უბრალო იყო შენ ფიცისაგან ჩემისა.

Verse: 42   Link to mcatLink to sept   
და მოვედ დღეს წყაროსა ამას ზედა და ვთქუ: უფალო ღმერთო უფლისა ჩემისა აბრაჰამისო! უკუეთუ წარმიმართებ მე შენ გზასა ამას, რომელსა მე მივალ,

Verse: 43   Link to mcatLink to sept   
აწ აჰა მე ვდგა წყაროსა ამას ზედა წყლისასა და ასულნი ამის ქალაქისა კაცთანი Page of ms. O: 18r  გამოვლენ ვსებად წყლისა. და იყოს დედაკაცი ქალწული, რომელსა ვჰრქუა მე: მასუ მე წყალი მცირედ სარწყულისაგან შენისა,

Verse: 44   Link to mcatLink to sept   
და მან მრქუას მე: შენცა სუ და აქლემთაცა შენთა ასუ, ესე არს დედაკაცი, რომელი განუმზადა უფალმან მსახურსა თჳსსა ისაკს, და ამით ვცნა წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა.

Verse: 45   Link to mcatLink to sept   
და იყო ვიდრე აღსრულებადმდე სიტყუათა ამათ გონებასა ჩემსა, მეყსეულად რებეკა მოვიდოდა და აქუნდა სარწყული მჴართა მისთა ზედა. და შთაჴდა წყაროსა ამას და აღმოივსო. ხოლო მე ვარქუ: მასუ მცირედ წყალი.

Verse: 46   Link to mcatLink to sept   
და იწრა(ფა) და გარდამოიღო მისგან სარწყული იგი და მრქუა მე: შენ სუ და აქლემთაცა შენთა ასუ. და ვსუ და აქლემთაცა ჩემთა ასუა.

Verse: 47   Link to mcatLink to sept   
ვჰკითხე მას და ვარქუ: ვისი ასული ხარ შენ? და მან თქუა: ასული ბათუელისი ვარი მე, ძისა ნაქორისი, რომელი უშვა მას მელქა. და შევასხენ მას საყურნი და სალტენი ჴელთა მისთა.

Verse: 48   Link to mcatLink to sept   
და შემთნდა და თაყუანის-ვეც უფალსა და ვაკურთხე უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი, რომელმან წარმიმართა გზასა ჭეშმარიტებისასა მიყვანებად ასული ძმისა Page of ms. O: 18v  უფლისა ჩემისაჲ ძისა მისისა.

Verse: 49   Link to mcatLink to sept   
უკუეთუ ჰყოფთ თქუენ წყალობასა და სიმართლესა უფლისა ჩემისა თანა, მითხართ მე, რაჲთა მივაქციო მარჯუენით ანუ მარცხენით.

Verse: 50   Link to mcatLink to sept   
მიუგეს ბათუელ და ლაბან და ჰრქუეს: უფლისა მიერ გამოვიდა ბრძანებაჲ ესე. ვის ჴელ-ეწიფების შენდა სიტყჳს ტყჳს გებად კეთილისა წილ?

Verse: 51   Link to mcatLink to sept   
აჰა ... მიიყვანე და წარვედ და იყავნ ცოლად უფლისა შენისა, ვითარცა იტყოდა უფალი ღმერთი.

Verse: 52   Link to mcatLink to sept   
და იყო, ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე მათნი მონასა მას აბრაჰამისსა თაყუანის-სცა უფალსა ქუეყანასა ზედა.

Verse: 53   Link to mcatLink to sept   
და გამოიღო მონამან მან აბრაჰამისმან ჭურჭერი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და სამოსელი და მისცა რებეკას. და ნიჭი სცა ძმასა მისსა და დედასა მისსა.

Verse: 54   Link to mcatLink to sept   
და ჭამეს და სუეს და დაიძინეს მან და მისთანათა მათ კაცთა. და აღდგა განთიად მონაჲ იგი და ჰრქუა მათ: წარმგზავნეთ მე, რაჲთა წარვიდე უფლისა ჩემისა.

Verse: 55   Link to mcatLink to sept   
ჰრქუეს მას ძმათა რებეკაჲსთა და დედამან: იყავნ-ღა ჩუენ თანა ქალწული ესე ვითარ ათ დღე ოდენ და ამისა შემდგომად წარვედით.

Verse: 56   Link to mcatLink to sept   
და მან ჰრქუა მათ: ნუ მაბრკოლებთ მე, რამეთუ უფალმან წარმიმართა გზაჲ ჩემი. წარმგზავნეთ და წარვიდე მე უფლისა ჩემისა.

Verse: 57   Link to mcatLink to sept   
და მათ Page of ms. O: 19r  ჰრქუეს მას: მოუწოდეთ ყრმასა მას და ვჰკითხოთ პირსა მისსა.

Verse: 58   Link to mcatLink to sept   
და მოუწოდეს რებეკას და ჰრქუეს: წარხჳდეა კაცისა ამის თანა? ხოლო მან ჰრქუა: წარვიდე.

Verse: 59   Link to mcatLink to sept   
და წარგზავნეს რებეკა, დაჲ მათი, და ზითევი მისი და მონაჲ იგი აბრაჰამისი და მისთანანი იგი.

Verse: 60   Link to mcatLink to sept   
და აკურთხეს რებეკა, დაჲ მათი, და ჰრქუეს: დაჲ ჩუენი ხარი შენ. იყავ ათასეულად და ბევრეულად და დაიმკჳდრენ ნათესავმან შენმან ქალაქები იგი მტერთაჲ.

Verse: 61   Link to mcatLink to sept   
და აღდგა რებეკა და შიმონვარნი მისნი და აღსხდეს აქლემებსა და წარვიდეს კაცისა მის თანა. და წარიყვანა მონამან მან რებეკა და წარვიდა.

Verse: 62   Link to mcatLink to sept   
ხოლო ისაკ იქცეოდა ველსა, ჯურღმულსა მას თანა ხილვისასა, რამეთუ იგი დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას ჩრდილოჲთ.

Verse: 63   Link to mcatLink to sept   
და განსრულ იყო ისაკ განცხრომად ველად მიმწუხრი . და აღიხილნა თუალნი და იხილნა აქლემნი მომავალნი.

Verse: 64   Link to mcatLink to sept   
და მიადგნა რებეკა თუალნი თჳსნი და იხილა ისაკ და გარდამოჴდა აქლემისა მისგან.

Verse: 65   Link to mcatLink to sept   
და ჰრქუა მონასა მას: ვინ არს კაცი ესე, რომელი მოვალს ველით მოგებებად ჩუენდა? ხოლო მონამან მან ჰრქუა: ესე არს უფალი ჩემი. და მოიღო სამოსელი თჳსი და შეიმოსა იგი.

Verse: 66   Link to mcatLink to sept   
მაშინ Page of ms. O: 19v  უთხრა მონამან მან ისაკს ყოველივე ესე სიტყუაჲ, რაჲცა ყო.

Verse: 67   Link to mcatLink to sept   
შევიდა ისაკ სახლსა დედისა თჳსისა და შეიყვანა რებეკა და იყო იგი მისა ცოლად. და ნუგეშინის-იცა ისაკ სარრაჲსთჳს, დედისა თჳსისა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.