TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 160
Previous part

Chapter: 17  
Verse: 1   Link to sept   რამეთუ დიდ არიან განკითხვანი შენნი და ძნიად მისათხრობელ, ამისთჳს უსწავლელნი სულნი შესცთეს.

Verse: 2   Link to sept   
რამეთუ ჰგონებდეს, ვითარმედ ჰმძლავრონ ერსა წმიდასა უშჯულოთა მათ, კრულნი ბნელითა და გრძელითა შეპყრობილ იყვნეს ღამითა, და შეყენებულ იყვნეს სახლებსა, ვლტოლვილნი საუკუნოჲსაგან; წინაჲსწარ ცნობისა დაცემულნი ისხნეს.

Verse: 3   Link to sept   
Page of ms. O: 292v  და დავიწყებასა ჰგონებდეს დაფარულთათჳს ცოდვათა უჩინოჲთა დავიწყებისა დაფარვითა, და განიბნინეს დასულებულნი ბოროტად და ჰამბავითა შეძრწუნებულ იყვნეს

Verse: 4   Link to sept   
და არცად, რომელსა შეეპყრნეს იგინი წყუდიადსა, უშიშად ჰსცვიდა, ოხრანი დაეცემოდეს მათ და გარე-მოიცვა, და საუცრებანი განუღიმებელნი მწუხარითა პირებითა გამოუჩნდებოდა მათ.

Verse: 5   Link to sept   
და ცეცხლისა მძლაფრისაჲ არცა ერთი შემძლებელ იყო განლევად, და არცა ცეცხლის-დებანი იგი განაბრწყინებდეს, მოტყინარენი დაუთმობდეს წყუდიადსა მას ღამისასა.

Verse: 6   Link to sept   
და ეჩუენებოდა მათ გარნა თჳთ იგი ცეცხლი, შიშითა სავსჱ, და გამოცებულნი ვერხილულისა მისგან პირისა შეერაცხა იგი უძჳრჱს ხილულისა მის.

Verse: 7   Link to sept   
ხოლო გრძნებისაჲ იგი სიმღერისა ჴელოვნებაჲ დაცემულ იყო ქუეყანად, და გონებისა იგი სილაღისა მამხილებელი საგინებელად იყო.

Verse: 8   Link to sept   
რომელნი-იგი უთქუმიდეს რისხვასა და შეძრწუნებასა წარქცევად სულსა სნეულისასა, საკიცხელითა შიშითა დასნეულდეს.

Verse: 9   Link to sept   
და შეურაცხიცა ნიში აშინებდა მათ, მფრინველთა თანა-წარსლვითა და ქუეწარმავალთა სტუენითა მოისრვოდეს Page of ms. O: 293r  ძრწოლით, და ვერ-ვინაჲ-განსარინებელსა მას აერსა თუალთა-მიდგმად უვარებდეს.

Verse: 10   Link to sept   
რამეთუ შიში თჳსი არს უკეთურებისაჲ, თჳსითა მოწამებითა დაისაჯების, მარადის მოიპოვებნ ბოროტსა და შეიწრებულ არნ იგი იჭჳთა თჳსითა.

Verse: 11   Link to sept   
არა არს შიში განცემითა და გულის-სიტყუათა შეწევნითა.

Verse: 12   Link to sept   
რამეთუ შინაგან არს მოუძლურებისა იგი მოლოდებაჲ, და უმრავლესსა განიზრახავნ უმეცრებასა ამის ტანჯვისა მიზეზითა.

Verse: 13   Link to sept   
ხოლო იგინი განუხრწნელითა მით, რომელ იყო ღამჱ, და წარუვალითა მით, რომელ ჯოჯოხეთისა სიღრმისაგან მოუჴდა, მითვე ძილითა ეგჳპტელთა მათ ეძინა,

Verse: 14   Link to sept   
და ნიშებისა მის საუცრებითა იდევნებოდეს, ხოლო სულისა იგი სასოებაჲ დაჰჴსნებოდა, რამეთუ მეყსეული და მოულოდებელი შიში დაეცა მათ ზედა.

Verse: 15   Link to sept   
და ესრჱთ, ვინცა იყო მუნ, დაეცემოდა, მოცეულ იყო თჳნიერ ჯაჭჳსა რკინისაჲსა და საპყრობილესა შეწყდომილ.

Verse: 16   Link to sept   
დაღათუ ქუეყანის-მოქმედი ვინ იყო, გინა მწყემსი, გინა უდაბნოს-მუშაკი -- რუდუნებასა შე-ვე-ეპყრა, განუჴსნელითა მით ჭირითა დაიპყრა, რამეთუ ერთითა ჯაჭჳთა ბნელისაჲთა შეკრულ იყვნეს იგინი.

Verse: 17   Link to sept   
გინა ქარი ანქრევდა, გინა შემოსილითა ფრთითა კაკაჩებაჲ მფრინველთაჲ და ოხრისა Page of ms. O: 293v  სახიობაჲ, გინა დინებაჲ წყალთაჲ, რომელი ვალნ სასტიკად,

Verse: 18   Link to sept   
გინა ბგერაჲ განმაკრთობელი და დაზულევაჲ კლდეთაჲ; გინა ხლდომაჲ საცხოვართაჲ უხილავი, გინა ყჳრილი და მძჳნვარეთა მჴეცთა ჴმაჲ და კუალად-მოქცეულნი ღელოვანთაგან მთათა ოხრანი დაჰჴსნიდა მათ შიშითა.

Verse: 19   Link to sept   
რამეთუ ყოველი სოფელი ცეცხლისა ნათლითა ბრწყინვიდა, და დაუბრკოლებელთა შეპყრობილ იყო საქმეთა მათ ზედა;

Verse: 20   Link to sept   
ხოლო გარდართხმულ იყო მძიმჱ იგი ღამჱ, ხატი იყო იგი მერმისაჲ მის ბნელისაჲ, რომლითა დაპყრობად არიან იგინი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.