TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 161
Previous part

Chapter: 18  
Verse: 1   Link to sept   ხოლო წმიდათა შენთაჲ დიდი იყო ნათელი, რომელთაჲ ჴმაჲ ესმოდა, ხოლო ხატსა არა ჰხედვიდეს, რამეთუ მათცა ევნებოდავე და ჰნატრიდეს,

Verse: 2   Link to sept   
ვითარმედ არა ავნებენ, ვინაჲსწარღა იგი ევედრებოდა, ჰმადლობდეს ღმერთსა. და თანა-წარსლვისათჳს სიხარულით ევედრებოდეს.

Verse: 3   Link to sept   
და ცეცხლითა შეწუვისა წილ სუეტი ცეცხლისაჲ მოსცა მათ მძღურად გზასა, რომელ არა იცოდეს, და მზჱ უვნებელად და პატივისა-მოყუარედ უცხოებასა მას შინა მათსა მოჰსცა მათ.

Verse: 4   Link to sept   
რამეთუ ღირდეს-ვე იგინი მოკლებისა მის ნათლისა, და რაჲთა შეყენებულ იყვნენ ბნელსა, რომელთა-იგი პყრობილად ეპყრნეს ძენი შენნი, რომელთა მიერ მოცემად იყო შჯული უხრწნელი Page of ms. O: 294r  და ნათელი სოფელსა მოწევნად.

Verse: 5   Link to sept   
ხოლო მათ ეზრახა წმიდათა მათ ჩჩჳლნი მოწყუედად, ხოლო ერთისა, რომელ განაგდეს შვილი, განერა; მამხილებელად მათა მათისა მისთჳს სიმრავლის-უყუარულებისა შვილთაჲსა ერთბამად წარწყმიდენ იგინი სიმრავლესა შინა წყალთასა.

Verse: 6   Link to sept   
იგი ღამჱ წინაჲსწარ ეუწყა მამათა ჩუენთა, რაჲთა გულითად იცოდიან, რომელთაჲ ფიცი ჰრწმენა და გული იტყოდის.

Verse: 7   Link to sept   
შეიწირა ერისაგან შენისა ცხოვრებაჲ მართალთაჲ, მტერთა წარწყმედაჲ;

Verse: 8   Link to sept   
ხოლო ვითარცა-იგი სტანჯენ მტერნი, ესრევე ჩუენ გჳწოდე და გუადიდენ.

Verse: 9   Link to sept   
რამეთუ ფარულად შესწირვიდეს წმიდანი შვილნი სახიერთანი, და სიწმიდისა იგი შჯული ერთობით დაიდვეს; ეგრევე მსგავსადცა კეთილთაჲ მათ და პატიჟი მიღებად წმიდათა, მიერითგანვე უწინარჱს მამასა უგალობდეს ქებით.

Verse: 10   Link to sept   
ხოლო თანა-უოხრიდა შეუთქუმელად მტერთა იგი ღაღადებაჲ, და საწყალობელი მიმოოხრიდა ჴმაჲ გოდებისაჲ მის ყრმათა მათთჳს.

Verse: 11   Link to sept   
მსგავსი საშჯელი იყო, რამეთუ მონაჲ უფლისა თანა იტანჯებოდა და გლეხსა და მეფესა იგივე ვნებაჲ ევნებოდა.

Verse: 12   Link to sept   
ერთბამად ყოველნი ერთითა სახელითა სიკუდილისაჲთა ურიცხუნი წინაშე მათსა ისხნეს მკუდარნი, Page of ms. O: 294v  ვერცაღა დაფლვად შემძლებელ იყვნეს ცოცხალნი ერთსა შინა წამსა, რამეთუ უპატიოსნჱსი ნაშობი მათი განრყუნილ იყო.

Verse: 13   Link to sept   
ყოველსავე ურწმუნო იყვნეს გრძნებითა მათითა; და მოსრვასა მას პირმშოთასა აღიარეს, ვითარმედ: ერი ღმრთისაჲ არს ესე.

Verse: 14   Link to sept   
რამეთუ ყუდროჲთა დუმილითა მოცეულ იყო ყოველი, და ღამისა სახჱ იგი მსწრაფლ განიზოგებოდა.

Verse: 15   Link to sept   
ყოლად ძლიერი სიტყუაჲ შენი ზეცით საყდართაგან სუფევისათა, თუალუხუავი მბრძოლი, შოვრის მოსრვისა მოიწია ქუეყანად,

Verse: 16   Link to sept   
მახჳლი მალჱ და შეუორგულებელი ბრძანებაჲ შენი მოაკუდენდა, დადგა და აღესრულა ყოველი სიკუდილითა: და ცად აღებულ იყო და მოწევნულ იყო ქუეყანად

Verse: 17   Link to sept   
მაშინ მეყსეულად უცნებაჲ ჩუენებათაჲ ბოროტი შეაძრწუნებდა მათ, და შიშნი მოიწინეს მათ ზედა მოუგონებელნი.

Verse: 18   Link to sept   
და სხუაჲ სხუასა ადგილსა დაცემულ იყო, ზოგი მომკუდარი, და რომლისათჳს ბრალისა მოკუდებოდა, უჩუენებდა.

Verse: 19   Link to sept   
რამეთუ ჩუენებანი აღაშფოთებდეს მათ და ამას წინაჲსწარ აუწყებდი, რაჲთა არა უმეცარ იყვნენ, რომლისათჳს-იგი ბოროტად ევნების და წარწყმდებიან.

Verse: 20   Link to sept   
შეეხო მართალთაცა გამოცდაჲ სიკუდილისაჲ, და იყო მოსრვაჲ Page of ms. O: 295r  სიმრავლისაჲ უდაბნოსა ზედა, არამედ არა ფრიად განგრძნა რისხვაჲ იგი,

Verse: 21   Link to sept   
რამეთუ იწრაფა კაცმან უბრალომან და ჰბრძო; თჳსისა მის სამსახურებელისა საჭურველითა -- ლოცვისა და საკუმეველისა -- ლხინებაჲ მოიღო და წინა-დაუდგა გულის-წყრომასა, დასასრული დადვა, და ბოროტსა ამას აჩუენა ამით, ვითარმედ შენი მსახური არის.

Verse: 22   Link to sept   
და ჰსძლო ერსა, და არა ძალითა ჴორციელითა და არცა საჭურველისა შეწევნითა, არამედ სიტყჳთა მომსრველი იგი დაიმორჩილა, ფიცნი მამათანი და აღთქუმანი მოაჴსენნა.

Verse: 23   Link to sept   
ზჳნი მეყსეულად იდვა ერთი-ერთსა ზედა მკუდარი, შოვრის დადგა და დააყენა ზედა-მოსლვაჲ იგი, და განყო ცოცხალთა შორის გზაჲ.

Verse: 24   Link to sept   
რამეთუ ფერჴთა-შესასხმელისა სამოსელსა იყო ყოველი სოფელი, და მამათა დიდებანი -- ოთხ-კარგთა მათ ანთრაკთა გამოქანდაკებულ, და დიდებაჲ შენი -- შარავანდსა თავისა მისისასა

Verse: 25   Link to sept   
ესე დაიჯერა მომსრველმან მან და ამათ შეიშინეს, რამეთუ იყო რისხვისა მის გამოცდაჲ ხოლო კმა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.