TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 162
Previous part

Chapter: 19  
Verse: 1   Link to sept   ხოლო უღმრთოთა მათ სრულიად უწყალოჲ გულის-წყრომაჲ ეწია მათ, რამეთუ იცოდა მათი პირველვე მერმეჲცა იგი,

Verse: 2   Link to sept   
ვითარმედ მათ მოაქციონ კუალად და ზედა-მიუჴდენ. და მწრაფლ წარგზავნნენ იგინი, Page of ms. O: 295v  და შეინანონ და დევნა უყონ მათ.

Verse: 3   Link to sept   
რამეთუ გლოვაჲ იგი გულსაღა მათსა იყო, და ჰგონებდეს საფლავთა მკუდართასა, და მერმე სხუაჲ განიზრახეს გულის-სიტყუაჲ უგუნური; და რომელნი-იგი ვედრებით განასხნეს ამათ, კუალად, ვითარცა მეოტთა, სდევდეს.

Verse: 4   Link to sept   
რამეთუ მიჰჴდიდა მათ ღირსად აღსასრული იგი უნებელი, და რომელი-იგი პირველ შემთხუეულ იყო მათდა, დაავიწყდა, რაჲთა, რომელი-იგი და-ღა-კლებულ იყო გუემისაგანი, ღირსი აღასრულონ ტანჯვაჲ.

Verse: 5   Link to sept   
და ერმან შენმან დიდებული გზასა-სლვაჲ გამოიცადოს. ხოლო მათ უცხოჲ სიკუდილი პოონ.

Verse: 6   Link to sept   
რამეთუ ყოველი დაბადებული ერთითა სახითა ყოფად კუალად ზემოჲთვე გამოისახვებოდა და ჰმსახურებდა შენსა ბრძანებასა, რაჲთა მონანი შენნი დაიცვნენ უვნებელნი მისგან.

Verse: 7   Link to sept   
რომელი-იგი ბანაკსა მას აგრილობდა ღრუბელი, და პირველ რომელსა-იგი აქუნდა წყალი ზღუასა მას, ჴმელად გამოჩინებული ქუეყანად ხილვითა, და მეწამულისაგან ზღჳსა -- გზაჲ დაუბრკოლებელი, და მდელოვნად ველად -- ღელვათაგან სასტიკად;

Verse: 8   Link to sept   
რომელსა ყოველი ნათესავი განვიდა დაფარვითა ჴელისა შენისაჲთა, და ჰხედვიდეს საკჳრველებსა ნიშებსა.

Verse: 9   Link to sept   
რამეთუ ... ცხენნი ძოვდეს, და ვითარცა კრავნი, ხლდებოდეს, Page of ms. O: 296r  და გაქებდეს შენ, უფალო, რომელმან იჴსნენ იგინი;

Verse: 10   Link to sept   
რამეთუ ეჴსენა-ღა იგი მწირობისა მათისა. ვითარ-იგი შობადთა წილ საცხოვართა გამოჰსცა ქუეყანამან ბზიკი, და წყლისა თევზთა წილ გამოჰსცა სიმძაფრჱ მყურისაჲ მდინარემან მან.

Verse: 11   Link to sept   
და უკუანაჲსკნელ იხილეს ახალი საქმჱ მფრინველთაჲ, ოდეს-იგი გულის-თქუმასა შეცჳვეს, ... საზრდელი საშუებლისაჲ;

Verse: 12   Link to sept   
რამეთუ ნუგეშინის-საცემელად ზღუასა გამოეცა მწყერ-მარჴილი.

Verse: 13   Link to sept   
ხოლო ცოდვილთა მათ ტანჯვანი მოეცნეს არა თჳნიერ ყოფილთა მათ სასწაულთა სასტიკთა, ესე სამართლად ევნებოდა მათ თჳსითა უკეთურებითა, რამეთუ ბოროტი უცხოთა სიძულილი მოიპოვეს.

Verse: 14   Link to sept   
რომელნიმე უმეცართა მოსრულთა არა შეიწყნარებდეს, და ესენი ქველის-მოქმედთა უცხოთა დაიმონებდეს.

Verse: 15   Link to sept   
და არა იგი ხოლო, არამედ სხუაჲცა რაჲმე მოხედვაჲ იყო მათა, რამეთუ ძლით შეიპყრნეს უცხონი იგი;

Verse: 16   Link to sept   
ხოლო ესენი დღესასწაულობით შეიწყნარებდეს, რომელნი-იგი მათსავე მართალთასა მიუღებდეს და ძნელითა შრომითა ბოროტსა უყოფდეს.

Verse: 17   Link to sept   
ხოლო იტანჯნეს იგინი უხილავებითა, და ვითარცა იგინი, რომელნი მართლისა მის კართა, ოდეს-იგი უზომოსა Page of ms. O: 296v  შეცჳვეს ბნელსა, კაცად-კაცადი თჳსისა სახლისა კართა ეძიებდეს

Verse: 18   Link to sept   
რამეთუ მათთჳს წესნი იგი იცვალებოდეს, ვითარცა საფსალმუნესა თქუეულნი იგი მუჴლისა მის სახელსა უქცეველად ყოველი ჰგებნ ოხრასა, რომელსა შემსგავსებად ყოფილთა მათ პირისა ჭეშმარიტად.

Verse: 19   Link to sept   
რამეთუ ჴმელისანი წყლისად გარდაიქცეოდეს, და მცორვალნი გამოვიდოდეს ქუეყანად.

Verse: 20   Link to sept   
ცეცხლი სძლევდა წყალსა თჳსისაგან ძალისა. და წყალსა დამშრეტელი იგი ძალი დავიწყებულ იყო;

Verse: 21   Link to sept   
კუალად ალი იგი, რომელი აღატყდებოდა ადვილად-შესაწუველთა საცხოვართა, არა განჰრყუნიდა ჴორცთა, რომელნიმე მოიქცეოდეს, და არცა დაადნობდა მყინვრის-სახესა ადვილად-დასადნობელსა თესლსა, ზეცისა საზრდელსა.

Verse: 22   Link to sept   
რამეთუ ყოვლითავე განადიდე, უფალო, ერი შენი და ადიდე და არა უგულებელს-ჰყავ, ყოველსა ჟამსა და ადგილსა თანა-ეყავ მათ, რამეთუ შენი არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ. დიდებაჲ ღმერთსა, დაესრულა სიბრძნჱ სოლომონისი, თავი .
Page of ms. O:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.