TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 208
Previous part

Chapter: 9  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ვიხილე მე უფალი მდგომარჱ საკურთხეველსა ზედა, და თქუა; დაეცსაკურთხეველსა <ზედა>, და შეიძრას ბჭეთა წინაშე, და განკუეთე თავსა ზედა ყოველთასა, და ნეშტნი იგი მათნი მახჳლითა მოვსწყჳდნე, არა მოაკლდეს მათგანი მეოტი, და არა განერეს მათგანი განრინებული.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
დაღათუ დაეფარნენ ჯოჯოხეთს, მიერ ჴელმან ჩემმან აღმოიტაცნეს იგინი, დაღათუ აღჴდენ ცად, მიერ გარდამოვსთხინე იგინი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ დაეფარნენ თხემსა კარმელისასა, მიერ გამოვიძინე, და მოვიყვანნე იგინი, და უკუეთუ შთაჴდენ თუალთაგან ჩემთა სიღრმესა ზღჳსასა, მუნ უბრძანო ვეშაპსა, და უკბენდეს მათ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ წარვიდენ ტყუედ პირსა წინაშე მტერთა მათთისა მუნ უბრძანო მახჳლსა, და Page of ms. J: B12r  მოვსწყჳდნე იგინი, და ვიგნე/ თუალნი ჩემნი მათ ზედა ბოროტად და არა კეთილად.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და უფალი ღმერთი არს, რომელი შეახებს ქუეყანასა, და შესძრავს მას, და იგლოვდენ ყოველნი მკჳდრნი მისნი, და აღმოვიდეს; ვითარცა მდინარე აღსასრული მისი, და წარმოეცეს ვითარცა მდინარჱ ეგჳპტისაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რომელი აშენებს ზეცად აღსლვასა თჳსსა, და აღთქუმასა ქუეყანასა ზედა დააფუძნებს, რომელი მოუწესს წყალსა ზღჳსასა, და მიჰფინის პირსა ქუეყანისასა, უფალ ყოვლისა-მპყრობელ სახელი მისი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
არა ვითარცა ძენი ეთიოპელთანი ხართ თქუენ ჩემდამო, ძენო ისრაჱლისანო, იტყჳს უფალი, ანუ არა ისრაჱლი აღმოვიყვანე ქუეყანით ეგჳპტით, და უცხოთესლნი კაბადუკიაჲთ, და ასურნი მღჳმით.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა თუალნი უფლისა ღმრთისანი მეფობასა ზედა ცოდვილთასა, და აღვიღო იგი პირისაგან ქუეყანისა, ხოლო არა სრულიად აღვიღო სახლი იაკობისი, იტყჳს უფალი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე ვამცნო, და განვაბნიო ყოველთა შორის თესლთა სახლი ისრაჱლისაჲ; ვითარცა იგი განიქრიის სანქრეველითა, და არა დავარდის განსამუსრველი ქუეყანასა ზედა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
მახჳლითა ა<ღ>ესრულნენ ყოველნი ცოდვილნი ერისა ჩემისანი, რომელნი იტყჳან, არა მოგუეახლოს, არცა მოიწიოს ჩუენ ზედა ბოროტი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა აღვჰმართო კარავი დავითისი დაცემული, და აღვაშჱნო დარღუეული მისი, ვითარცა დღენი საუკუნენი,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
რაჲთა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა ღმერთი, და ყოველთა თესლთა, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი, იტყჳს უფალი, რომელმან ქმნა ესე ყოველი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და მიიწიოს ლეწვაჲ სდულებად, და ლწიფოოდის ყურძენი თესლსა შინა, და გამოადინებდენ მთანი სიტკბოებასა, და ყოველნი ბორცუნი Page of ms. J: B12v  ნერგოვან იყვნენ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მოვაქციო ტყუჱ ერისა ჩემისა ისრაჱლისაჲ,/ და აღაშჱნნენ ქალაქნი განრყუნილნი, და ემკჳდრნენ მათ შინა, და დაასხან ვენაჴები, და სუმიდენ ღჳნოსა მათსა; და იქმნენ მტილები, და ჭამდენ ნაყოფსა მათსა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და დავჰნერგნე იგინი ქუეყანასა მათსა, და არღარა ა<ღ>იფხურნენ ქუეყანით მათით, რომელი მივეც მათ, იტყჳს უფალი ღმერთი ყოვლისა-მპყრობელი.: .: .:
Page of ms. O:   
Page of ms. J:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.