TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 215
Previous part

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   იქმნნეს შერაცხილ შრომათა, და მოქმედ ბოროტის საწოლთა მათთა ზედა, და ერთბამად დღისი აღასრულებდეს მას, რამეთუ არა აღიპყრნეს ღმრთისა Page of ms. J: A5v  მიმართ ჴელნი მათნი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და გული-უთქუმიდეს აგარაკთათჳს, და მო/იტაცებდეს ობოლთა, და სახლებსა მძლავრობდეს, და მოიტაცებდეს კაცებსა და სახლთა მათთა, კაცსა და სამკჳდრებელსა მისსა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი, აჰა ესერა მე განვიზრახე ბოროტი ნათესავსა ამას ზედა, რომლითა ვერ ა<ღ>იპყრნეთ ქედნი თქუენნი, და ვერ ხჳდოდით მართლ მეყსეულად, რამეთუ ჟამი ბოროტი არს, და მოიწიოს.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა მოიღოს იგავი ესე თქუენ ზედა და გგოდებდენ თქუენ გოდებასა შესხმით, და თქუან <უბადრუკებით> უბადრუკ ვიქმნენით. ნაწილი ერისა ჩემისაჲ განიზომა საბლითა, და არა ვინ იყო მაყენებელ მისა, მოქცევად აგარაკნი ჩუენნი განიზომნეს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს არა ვინ იყოს შენდა მომდებელ საბლისა ნაწილსა ზედა ეკლესიასა შინა უფლისასა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ნუ სტირთ ცრემლით, ნუცა ცრემლოიედ ამათ ზედა, რამეთუ არა განეშოროს ყუედრებაჲ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რომელ თქუას; სახლმან იაკობისმან განარისხა სული უფლისა<ჲ>, უკუეთუ საქმენი <მისნი> ესე არიან, ანა არა სიტყუანი მისნი არიან კეთილ მის თანა და მართლ ვლენან.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და წინაშე ერი ჩემი აღუდგა მტერად წინაშე მშჳდობისა მისისა, ტყავი მისი განჰპადეს მიღებად სასოებისა შემუსრვად ბრძოლისა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
წინამძღუარნი ერისა ჩემისანი განცჳვენ სახლთაგან საშუებელისა მათისათა; უკეთურებისათჳს საქმეთა მათთაჲსა განვარდეს. მიეახლენით Page of ms. J: A6r  მთა/თა საუკუნეთა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
აღდეგ და ვიდოდე, რამეთუ არა არს ესე შენდა განსუენება, არა-წმიდებისათჳს, განიხრწნენით განჴრწნით.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
იდევნებოდეთ თჳნიერ მდევნელისა, სული დამტკიცა ტყუვილისაჲ; გწოდა შენ ღჳნოდ მთრვალობისა, და იყოს ნაწუეთისა მისგან ერისა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
შეკრებით შეკრებეს იაკობი ყოველითურთ; <მო>ლოდებით მოველოდი ნეშტთა მათ ისრაჱლისათა, ერთბამად დავსხნე გარე-მიქცევანი მათნი ვითარცა ცხოვარნი ჭირსა შინა, ვითარცა სამწყსოჲ შორის საწოლსა მათსა, და განხლდენ კაცთაგან.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
განკუეთილებისაგან წინაშე პირსა მათსა განკუეთეს, და განვლეს ბჭჱ, და განვიდეს მისგან, და განვიდა მეფჱ მათი წინაშე პირსა მათსა; ხოლო აწ უფალი უძღოდის მათ.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.