TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 216
Previous part

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და თქუას; ისმინეთ აწ მთავართა სახლისა იაკობისთა და ნეშტთა სახლისა ისრაჱლისათა; არა თქუენი არს ცნობად სამართალისა,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
რომელთა გძულს კეთილი და გიყუარს ბოროტი, მოჰჴდით ტყავსა მათსა მათგან და ჴორცსა მათსა ძუალთაგან მათთა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ვითარცა შეჭამნეს ჴორცნი ერისა ჩემისანი და ტყავი მათი მათგან განსძარცუეს და ძუალნი მათნი შემუსრნეს და ასოეულად განაგდეს ვითარცა ჴორცი სიავსა შიდა და ვითარცა დრონეული ქოთანსა შინა,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ეგრეთ ღაღადებდენ უფლისა მიმართ და არა ისმინოს მათი და გარე-მიაქციოს პირი მისი Page of ms. J: A6v  მათგან მას ჟამსა შინა ვითარცა/ იგი ბოროტი ყვეს საქმითა მათითა მათ ზედა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელთა მათთჳს რომელნი აცთუნებენ ერსა ჩემსა, რომელნი უკბენენ კბილითა მათითა და რომელნი უქადაგებენ მათ მშჳდობისა და არა მოეცა პირსა მათსა, აღადგინა მათ ზედა ბრძოლაჲ; [!]

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ღამე იყოს თქუენდა ხილვისაგან და ბნელი იყოს თქუენდა მისნობისაგან და დაჰჴდეს მზჱ წინაწარმეტყუელთა ზედა და დაბნელდეს მათ ზედა დღჱ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ჰრცხუენოდის რომელნი ხედვიდეს ჩუენებასა და საკიცხელ იყვნან მისანნი და ძჳრსა იტყოდიან მათთჳს ყოველნივე იგი, რამეთუ არა ზყოს რომელმანმცა ისმინა მათი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ მე არა აღვავსო ძალი სულითა უფლისაჲთა და სამართალითა და ძლიერებითა მითხრობად იაკობისა უღმრთოებანი მისნი და ისრაჱლსა ცოდვანი მისნი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ისმინეთ ესე წინამძღუარნო სახლისა იაკობისნო და ნეშტთა მაგათ სახლისა ისრაჱლისათა, რომელთა ეგე გძაგს სამართალი და ყოველსავე მართალსა გარდაჰგულარძნით.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რომელნი აშენებთ სიონსა სისხლითა და იჱრუსალემსა სიცრუვითა;

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
წინამძღუარნი მისნი ქრთამით შჯიდეს და მღღელნი მისნი სასყიდლით სიტყუასა მიუგებდეს და წინაწარმეტყუელნი მისნი ვეცხლითა უმისნიდეს და უფლისა ზედა განისუენებდეს და იტყოდეს; ანუ არა უფალი ჩუენ თანა არს, არა მოვიდეს ჩუენ ზედა ბოროტი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს თქუენ ძლით სიონი ვითარცა ყანაჲ Page of ms. J: A7r  მოი/ჴნას და იჱრუსალემი ვითარცა ხილის-საცავი იქმნეს და მთაჲ იგი სახლისა უფლისაჲ ვითარცა სერტყი მაღნარისაჲ.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.