TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 217
Previous part

Chapter: 4  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყოს უკუანაჲსკნელთა დღეთა გამოჩინებულ მთაჲ უფლისაჲ და განმზადებულ თხემსა ზედა მთათასა და აღმაღლდეს უფროჲს ყოველთა ბორცუთა და მოისწრაფდენ მუნ ერნი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მოვიდოდიან თესლნი მრავალნი, და იტყოდიან, მოვედით და აღვედით მთასა უფლისასა და სახლსა ღმრთისა იაკობისსა, და მიჩუენოს ჩუენ გზაჲ მისი, და ვიდოდით ალაგთა მისთა, რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული, და სიტყუაჲ უფლისაჲ იჱრუსალემით.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და შჯიდეს შორის ერსა მრავალსა, და ამხილებდეს ნათესავთა ძლიერთა ვიდრე შორადმდე. და დაშჭრიდენ ჴრმლებსა მათსა საჴნისებად, და ლახურებსა მათსა მანგლებად, და არღარა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი, და არღარა ისწრაფებდენ ბრძოლასა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და განისუენებდეს კაცად-კაცადი ქუეშჱ ვენაჴსა თჳსსა, და კაცად-კაცადი ქუეშჱ ლეღუსა თჳსსა, და არა ვინ იყოს მაშინებელ, რამეთუ პირი უფლისა ყოვლისა-მპყრობელისაჲ იტყოდა ამას.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ყოველი ერი კაცად-კაცადი ვიდოდის გზასა თჳსსა, ხოლო ჩუენ ვიდოდით სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა უკუნისამდე და მერმეცა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა იტყჳს უფალი; შევკრიბნე შემუსრვილნი იგი, და განძებულნი იგი შევიწყნარნე, და რომელნი იგი განვიშორენ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და დავსხნე შემუსრ/ვილნი Page of ms. J: A7v  იგი ნეშტად, და განშორებულნი იგი ნათესავად დიდად და ძლიერად; და მეუფებდეს უფალი მათ ზედა სიონს შინა ამიერითგან და მი-უკუნისამდე.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და შენ გოდოლო სამწყსოჲსაო, მაღალო ასულო სიონისაო, შენ ზედა მოიწიოს, და შევიდეს დასაბამი პირველი მეფისა ბაბილონისაჲ ასულისა იჱრუსალემისა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და აწ რაჲსათჳს სცან ბოროტი, ნუ უკუჱ მეუფჱ არა გესუაა შენ, ზრახვაჲ შენი წარწყმდა, რამეთუ შეგიპყრეს შენ სალმობათა ვითარცა შობადისათა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
გელმოდენ და მჴნე იყავ, და მიეახლე ასული სიონისაჲ ვითარცა შობადი, რამეთუ აწ განხჳდე ქალაქით, და დაემკჳდრო ველსა ზედა, და შეხჳდე ვიდრე ბაბილონდმდე. მიერ განგარინოს შენ, და მიერ გიჴსნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელთაგან მტერთა შენთასა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და აწ შეკრბა შენ ზედა ნათესავი არავალი, რომელნი იტყჳან, მოგუცხრების და იხილონ თუალთა ჩუენთა სიონი,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მათ ვერ ცნეს ზრახვაჲ უფლისაჲ, და არა გულის-ხმა-ყვნეს ნებანი მისნი, რამეთუ შეკრიბნეს იგინი ვითარცა მჭელეულები კალოჲსაჲ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
აღდეგ და ლეწევდი მათ, ასულო სიონისაო, რამეთუ რქანი შეგასხნე შენ რკინისანი, და ჭლიკნი შენნი შეგადგნე რვალისანი, და დაამწულილნე ერნი მრავალნი, და დაამჴუნე მით წარმართნი, და შეჩუენებულ ჰყო უფლისა სიმრავლე მათი, და ძალი მათი უფლისა ყოვლისა ქუეყანისა.: Page of ms. J: A8r 

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.