TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 219
Previous part

Chapter: 6  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ისმინეთ ესე, რასა უფალი იტყოდა. უფალმან თქუა, აღდეგ და ეშჯოდე მთათა, და ისმინედ ბორცუთა ჴმაჲ შენი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ისმინეთ ბორცუნო საშჯელი უფლისაჲ, და ჴევთა საფუძველთა ქუეყანისათა, რამეთუ საშჯელი უფლისაჲ ერისა მიმართ თჳსისა, და ისრაჱლისა თანა შეეტყუას.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ერო ჩემო, რაჲ გიყავ შენ, ანუ რაჲთა შეგაწუხე შენ, ანუ რაჲთა შეგაურვე შენ; მომიგე მე სიტყუაჲ./ Page of ms. J: A9r 

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს, რამეთუ აღმოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით, და სახლისაგან კირთებისა გიჴსენ შენ, და გამოვავლინე წინაშე პირსა შენსა მოსჱ და აჰრონ და მარიამ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ერო ჩემო, მოიჴსენე რაჲ იგი იზრახა შენ ზედა ბალაკ მეფემან მოაბისამან, და რაჲ იგი მიუგო მას ბალამ ძემან ბეორისმან საბელთაგან ნაწილთასა ვიდრე გალგალადმდე, რაჲთა საცნაურ იყოს სიმართლჱ უფლისაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რაჲთა მე წარვეწიო უფალსა, და შემწე ვეყო მე ღმერთსა ჩემსა მაღალსა. უკუეთუ ვეწიო მას მსხუერპლებითა ანუ ზუარაკებითა წელიწადეულითა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ შეიწიროს უფალმან ათასეული ვერძთაჲ, ანუ ბევრეული ვაცთა მართებულთაჲ; უკუეთუ მივსცნე პირმშონი ჩემნი უღმრთოებისათჳს, და ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ ცოდვისათჳს სულისა ჩემისა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
მე გითხრა შენ, კაცო, რაჲ იგი არს კეთილ, ანუ რასა ეძიებს უფალი შენგან, არამედ ყოფად სიმართლესა, და რაჲთა გიყუარდეს წყალობაჲ, და განმზადებულ იყო ყოფად, რაჲთა ხჳდოდი ღმრთისა შენისა თანა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ უფლისაჲ ქალაქსა ეწოდოს, და აცხოვნნეს მოშიშნა სახელისა მისისანი, ისმინეთ ტომთა, ვინ შეამკოს ქალაქი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ნა უკუჱ ცეცხლმან და სახლი უშჯულოჲსაჲ, რომელი იუნჯებდეს საუნჯეთა უშჯულოთა, და გინებით სიცრუესა. Page of ms. J: A9v 

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ განმართლდეს უღლითა უშჯულოჲ იგი, და პა/ვასიკითა და სასწორითა ზაკულითა,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
რომელთაგან სიმდიდრჱ მათი უღმრთოებით აღავსეს, და რომელნი მკჳდრ არიან მას შინა. იტყოდეს სიცრუესა, და ენაჲ მათი აღმაღლდა პირსა მათსა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და მეცა გტანჯე შენ განქარვებითა ცოდვისათჳს შენისა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
შენ შჭამდე, და ვერ განსძღე, და განგაძო შენ, და გეწიოს, და შენ ვერ განერე, და რაოდენნი განერნენ, მახჳლსა მიეცნენ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
შენ სთესო, და ვერ განჰლეწო; შენ გამოსწურო ზეთი, და არა იცხო ზეთი, და დასწნიხო ღჳნოჲ, და არა სუა ღჳნოჲ; და განირყუნეს შჯულიერებაჲ ერისა ჩემისაჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და ყოველი საქმჱ სახლისა აქაბისი, და ხჳდოდეთ თქუენ ზრახვათა მათთა-ებრ, რაჲთა მიგცე შენ განსარყუნელად, <და> რომელ დამკჳდრებულ არიან მას შინა სასტჳნველად, და ყუედრებაჲ ერთაჲ მოიღოთ.: .:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.