TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 220
Previous part

Chapter: 7  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ვაჲ მე, რამეთუ ვიქმენ მე ვითარცა იგი რომელი შეჰკრებნ წუელსა ლეწვასა, და ვითარცა კუფხალსა სდულებასა შინა, ოდეს იგი არა არნ ტევანი ჭამად, პირველი ნაყოფი. ვაჲ მე სულო.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
რამეთუ წარწყმდა მოშიში ქუეყანით, და რომელმანმცა წარიმართა კაცთა შორის, არა იპოების; ყოველნი სისხლად მიიშჯიან, კაცად-კაცადი მოყუასსა აჭირვებს.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ბოროტისა მიმართ განჰმზადებენ ჴელთა მათთა; მთავარი იგი მიიღებს, და მსაჯული იგი სიტყუათა მშჳდობისათა იტყოდა, რომელი ნება სულისა მისისა არს, და გამოუღო სიმდიდრჱ Page of ms. J: A10r  მათი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ვითარცა იგი მღილმან შეჭამის, და/ ვიდოდის განწესებულად დღესა მსტურობისასა, ვაჲ ვაჲ; შურის-გებანი შენნი მოიწევიან; აწ იყვნენ ტირილნი მათნი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ნუ ჰრწმუნებთ მეგობართა, ნუცა ესავთ მთავართა. თანა-მწოლისაგან შენისა ეკრძალე თხრობად რაჲ მე მას.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ძჱ შეურაცხ-ჰყოფს მამასა, და ასული აღდგეს დედასა თჳსსა ზედა, სძალი დედამთილსა ზედა, და მტერ იყვნენ კაცისა კაცნი სახლისა მისისანი,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ხოლო მე უფალსა ვხედვიდე, და დაუთმო ღმერთსა მაცხოვარსა ჩემსა, და შეისმინოს ჩემი ღმერთმან ჩემმან.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ნუ მოგცხრებინ ჩემი, მტერო ჩემო, რამეთუ დავეცი; და აღვდგე მე, დაღათუ ვიდოდი ბნელსა, უფალი არს ნათელ ჩემდა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რისხვასა უფლისასა დაუთმო, რამეთუ შევსცოდე მას ვიდრე განამართლოს საშჯელი ჩემი, ყოს სამართალი ჩემი, და გამომიყვანოს მე ნათლად, და იხილოს სიმართლჱ ჩემი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მიხილოს მე მტერმან ჩემმან, და დაფაროს იგი სირცხჳლმან, რომელი მეტყოდა მე; სადა არს უფალი ღმერთი შენი, თუალთა ჩემთა იხილონ იგი. აწ იყოს იგი დასათრგუნველ, ვითარცა თიჴაჲ გზათა ზედა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
დღისი აღჴოცით ალიზისა-ებრ აღგჴოცოს შენ მას დღესა შინა, და განიშოროს შჯული შენი დღემან მან.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ქალაქნი შენნი მიიწინენ შეყენებად და განსაყოფელად ასურასტანელთა, და ქალაქნი შენნი მოზღუდვილნი აღსაჭრელად ტჳროსითგან ვიდრე მდინარედმდე და ზღჳთგან ვიდრე ზღუადმდე, და მთითგან ვიდრე მთადმდე.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და იყოს ქუეყანაჲ განსარყუნელად დამკჳდრებულითურთ Page of ms. J: A10v  მისით ნაყოფთათჳს/ საქმეთა მათთასა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
მწყსიდ ერსა შენსა კუერთხითა შენითა ცხოვართა სამკჳდრებელისა შენასათა დამკჳდრებულთა თჳსაგან, მაღნარსა შინა შორის კარმელსა, ძოვდენ ბასაანელთასა და გალაადელთასა დღეთა მათ-ებრ საუკუნათა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
დღეთა მათ-ებრ გამოსლვისა შენისათა ეგჳპტით, უჩუენო მათ საკჳრველი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
იხილონ წარმართთა, და ჰრცხუენადის ყოვლისაგან ძალისა მათისა, და დაიდვან ჴელი პირსა მათსა; ყურნი მათნი დაუყრუდენ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ლოშდენ მიწასა ვითარცა გუელნი, და ძურებოდიან ქუეყანასა, შეძრწუნდენ შეყენებასა მას მათსა, უფლისა ღმრთისა ჩუენისა მიმართ განკჳრდენ, და ეშინოდის შენგან.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ვინ არს ღმერთ ვითარ ეგე შენ; ა<ღ>ჰჴოც უშჯულოებათა, და თანა-წარხუალ სიცრუვეთა ნეშტთა მათ სამკჳდრებელისა მისისათა, და არა დაიმარხა საწამებელად რისხვაჲ მისი, რამეთუ ჯერის-მჩინაბელი წყალობისაჲ არს.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
მოიქცეს და შემიწყალნას ჩუენ, და დაფარნეს ცოდვანი ჩუენნი, და შთაცჳვენ სიღრმესა ზღჳსასა ყოველნი ცოდვანი ჩუენნი.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
მოსცეს ჭეშმარიტებაჲ იაკობსა, და წყალობაჲ აბრაჰამსა, რამეთუ ეფუცა მამათა ჩუენთა დღეთა მათ-ებრ პირველთა.: .: .:
Page of ms. J:  
Page of ms. O:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.