TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 223
Previous part

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcat Link to sept    ქალაქო მოსისხლეო, ყოვლად მტყუვარო, სიცრუვითა სავსეო, არა Page of ms. J: A12v  შეეხოს ჴელი ნადირსა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ ტანჯვათაჲ,/ და ჴმაჲ ძრვისაჲ ეტლის-თუალთაჲ, და ცხენებისა დევნაჲ, და ეტლებისა ბგერაჲ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და მჴედრებისა აღმჴედრებაჲ, და ბრკიალებაჲ მახჳლისაჲ, და ელვაჲ საჭურველთაჲ, და სიმრავლისა წყლულთაჲ, და სიმძიმისა დაცემულთაჲ, და არა არს რიცხჳ წყლულებისა მისისაჲ, და მოუძლურდენ ჴორცებითა მათითა, სიმრავლითა სიძვისაჲთა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
მეძავი კეთილი და მოხარული, წინამძღუარი მეწამლეთაჲ რომელი განჰფრდინ ნათესავთა სიძვისა მისისაჲთა, და ტომებსა გრძნეულთა მისთაჲთა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა მე შენ ზედა, იტყჳს უფალი ღმერთი ყოვლისა-მპყრობელი, და გამოვაცხადო უკუანაწარი შენი წინაშე პირსა შენსა, და უჩუენო თესლებსა სარცხჳნელი შენა, და მეფეთა გინებულებაჲ შენი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მოვაწიო შენ ზედა საძაგებულებაჲ არა-წმიდებათა შენთა-ებრ, და დაგდვა შენ განსაოტებელად.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და იყოს ყოველმან, რომელმან გიხილოს შენ, გარდამოვიდეს შენგან, და თქუას; საგლახობელ ნინევი, ვინ მე სულთ-ითქუნეს მისთჳს, ვინაჲ უძიო მათ ნუგეშინის-ცემაჲ მას.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
აღითუალენინ ნაწილი მქჳშისაჲ, რომელ დამკჳდრებულ ხარ მდინარეთა, წყალნი გარემო მისა, რომლისა დასაბამ ზღუაჲ, და წყალნი ზღუდე მისა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ეთიოპიაჲ და ეგჳპტჱ ძალ მისა, და არა არს დასასრულ სივლტოლისა მისისა, და ლიბჳელნი იყვნეს შემწედ Page of ms. J: A13r  მისა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და იგი მწირობად წარვიდეს ტყუედ, და ჩჩჳლნი მათნი ქუჱ/ დაეხეთქნენ დასაბამსა გზათა მისთასა, და ყოველსა ზედა დიდებულსა მისსა განიგდონ წილი, და ყოველნი დიდებულნი მათნი შეიკრნენ ჴელ-ბორკილითა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და შენ დაითრო, და იყო უგულებელ, და შენ ეძიებდე თავისა შენისა დგომასა მტერთაგან,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ყოველთა ძნელოვანთა შენთა ლეღჳსა <მ>სტოვარ ჰქონდენ, უკუეთუ შეიძრნენ, შთაცჳვენ პირსა მჭამელისასა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ერი შენი ვითარცა დედანი შენ შორის, მტერთა შენთა განღებით განეხუნენ ბჭენი ქუეყანისა მის შენისანი, და შეჭამნეს ცეცხლმან მოქლონნი შენნი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
წყალი გარემოიდინე თავისა შენისა, დაიპყრენ ყოველნი ძნელოვანნი შენნი, შევედ თიჴასა და თანა-დაეთრგუნე ბზესა, და ეპყარ უფროჲს ალიზისა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
მუნ შეგჭამოს შენ ცეცხლმან, მოგსრას შენ მახჳლმან, და შეგჭამოს შენ ვითარცა მკალმან, და დაჰმძიმდე ვითარცა ბუზჳ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
განიმრავლე სავაჭროჲ შენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი. ბუზჳ გამოჴდა და განფრინდა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
განვიდეს ვითარცა ბოცომკალნი ნადნი შენნი, ვითარცა მკალი, რომელი აღვიდის ყორესა დღესა ნეფხვისასა. მზჱ აღმოჴდა და იგინი განფრინდეს და ვერ საცნაურ იქმნა ადგილი მისი, ვაჲ მათა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
რამეთუ დაჰრულა მწყემსთა შენთა; მეფემან ასურასტანისამან დააძინა ძლიერთა შენთა; აღიძრა ერი შენი მთად კერძო, და არა არს ვინმცა გელოდა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და არა არს კურნება შემუსრვილებისა შენისა, განსივნა წყლულებაჲ შენი, ყოველთა რომელთა Page of ms. J: A13v  ესმეს ჰამბავი შენი დაიტყუელნენ ჴელნი შენ ზედა/ ამისთჳს, რამეთუ ვის ზედა <არა> მიიწია უკეთურებაჲ შენი მარადის.:.:
Page of ms. J:  
Page of ms. O:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.