TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 241
Previous part

Chapter: 10  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ითხოვდით უფლისაგან წჳმასა ჟამსა თჳსსა მსთუასა და მცხუედსა; უფალმან ყო საუცარი, და წჳმაჲ ზამთრისაჲ მოსცეს მათ თითოეულსა მწუანვილი ველსა ზედა;

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
რამეთუ გამომეტყუელნი იგი იტყოდეს შრომასა, და მისანნი ხილვასა ტყუვილისასა, <და> საჩუენებელსა ნაცილსა იტყოდეს, და ამაოსა ნუგეშინის-სცემდეს; ამისთჳს განჴმეს, რამეთუ არა იყოს კურნება.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
მწყემსთა ზედა განრისხნა გულის-წყრომაჲ ჩემი, და ტარიგთა მათ მივხედო, და მოხედვა ყოს უფალმან ღმერთმან ყოვლისა-მპყრობელმან სამწყსოსა თჳსსა სახლსა იუდაჲსსა, და დააწესნეს იგინი ვითარცა ცხენნი შუენიერნი მისნი ბრძოლ<ა>სა შინა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
მისგან მოიხილა, და მისგან დააწესა, და მისგან მშჳლდი გულის-წყრომისაჲ; მისგან გამოვიდეს ყოველი გამომხილველი მასვე ზედა./ Page of ms. J: A28r 

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ ვითარცა მბრძოლნი რომელნი დასთრგუნვედ თიჴასა გზასა ზედა ბრძოლასა შინა, და განეწყვნენ, რამეთუ უფალი მათ თანა არს, და ჰრცხუენეს აღმჴედრებულთა ჰუნეთა ზედა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და განვაძლიერო სახლი იუდაჲსი, და სახლი იოსებისი ვიჴსნე, და დავაშჱნნე იგინი, რამეთუ შევიყუარენ იგინი, და იყვნენ ეგრე ვითარცა სახედ არა გარე-მივექეც მათ <გან>, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი, და ვისმინო მათი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ ვითარცა მბრძოლნი ეფრემისნი, და უხაროდის გულთა მათთა ვითარცა ღჳნითა, და შვილთა მათთა იხილონ, და იხარებდენ, და უხაროდის გულთა მათთა უფლისა მიმართ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ვაუწყო მათ, და შევიწყნარნე იგინი, რამეთუ ვიჴსნნე იგინი, და განმრავლდენ ვითარცა იგი იყვნეს მრავალ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და განვსთესნე იგინი ერსა შორის, და შორიელთა მომიჴსენონ მე. განზარდნენ შვილნი მათნი, და მოიქცენ;

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მოვაქცინე იგინი ქუეყანით ეგჳპტით, და ასურეთით შევიწყნარნე იგინი, და გალაადელთა და ლიბანედ შევიყვანნე იგინი, და არა ვინ დაშთეს მათგანი არცა ერთი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და განვიდენ ზღუასა მას იწროსა, და განაჴნენ ზღუასა ზედა ღელვანი, და განჴმენ ყოველნი სიღრმენი მდინარეთანი, და მოეღოს მათ <გან> გინებაჲ ასურასტანელთაჲ, და კუერთხი ეგჳპტისაჲ მოესპოს მათ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და განვაძლიერნე იგინი უფლითა ღმრთითა მათითა, და სახელითა მისითა იქადოდიან. ამას იტყჳს უფალი.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.